იბერია გაბრწყინების მოლოდინში

July 30th, 2011 § 13 Comments

იბერია უეჭველი გაბრწყინდება! – მაგრამ საკითხავია რა არის ეს გაბრწყინება. ჩვენი აღტყინებული მოქალაქის სიტყვაზე “გაბრწყინება” თვალწინ წარმომიდგება ხოლმე გაშეშებული ქვეყანა, რომელშიც ხალხი ერთნაირადაც კი აღარ აზროვებს, ანუ საერთოდ არ ჭირდება აზროვნება. გაბრწყინებულ იბერიაში წარმოვიდგენ ხოლმე ზეციურ საქართველოს სადაც ქართველები სულ ქეიფობენ. არ არსებობს სექსი და ყველა ქალი ყველა მამაკაცის “დაიკოა” იქ სადაც “იეღოველები” თვალით არ უნახავთ და არც რამე გაუგონიათ მათზე, ამ ზეციურ საქართველოში არ არსებობს მთავრობა და გადასახადები, საგზაო წესები და პოლიცია. სამაგიეროდ ყველა მართლმადიდებელია. არ არის ზანგების და ჩინელების მომრავლების პრობლემა და ა.შ..

გაბრწყინებულ საქართველოში ბლოგერები არ დაწერენ სექსზე და პირად ამბებზე, მორალისტებს აღარ ექნებათ საქმე და საქეიფოდ წავლენ.

ბენზინის ნაცვლად ავტომანქანები ივლიან მადლზე, ონკანებში წამოვა ნაკურთხი წყალი და წვერებიანთა კასტა კიდევ უფრო აღზევდება. ხელზე ამბორს წმინდა მინეტი ჩაანაცვლებს.

ქვეყანა იქნება იზოლირებული, ჰერმენტულად დახუფულ გარსში რომ გლობალიზაციამ ერთი წვეთითაც ვერ შემოჟონოს. “ქართველობას/სარწმუნოებას და მისთ. გვართმევენ” მასტები ბოლოს და ბოლოს დაისვენებენ გულზე მჯიღის ცემისგან და თავიანთ გონებრივ ონანიზმს სხვა მხარეს მიმართავენ. თუმცაღა ონანიზმის გამოვლინებას  რაღა ესაქმება ამ უზადო იდეალიზმის სამეფოში? აკი ვთქვით სექსიც არ იქნება და ყველა პენისიც ქვემოთ დაეშვებაო. იქნება და ძმობა მამა შვილობა და ა.შ.

რელიგიური დუელებიც არ იქნება… არ გაგიგიათ მსგავისი? ბევრი დაგიკარგავთ, რამდენიმე დღის წინ ფორუმზე ერთი მორწმუნე (სავარაუდოდ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი) დუელში იწვევდა იეჰოვას მოწმეთა გულშემატკივარსა და მეგობარს, ეს უკანასკნელი რატომღაც  ამბობს მოწმე არ გახლავართო, მაგრამ მეორეს მხრივ მათ მხარეზეა აშკარად. ალბათ ბევრი იდავეს და ჭეშმარიტება ვერ დაადგინეს, რადგან ჭეშმარიტმა “მართლმადიდებელმა” თეთრი ხელთათმანი ესროლა სიტყვებით: “შევხვდეთ ერთმანეთს, შენ შენს ღმერთს მოუხმე, მე ჩემსას – განთავისუფლების ლოცვას დავიწყებ და ნახავ რაც მოხდებაო” ჭეშმარიტად დიდებული სანახაობა იქნებოდა 3D-ში ღმერთების ბრძოლის ნახვა, მოწმეთა გულშემატკივარს რომ არ დაეხია უკან. სეკუნდანტებიც კი იქნებოდნენ და ვიდეო ფირზე აღებეჭდავდნენ ყველაფერს.

ერთი შეხედვით კარგია ეს ზეციური ჩვენი სამშობლო, მაგრამ სინამდვილეში უტოპიური და მოსაწყენია თვით იმისთვისაც კი ვინც მასზე ოცნებობს. მე კი არ შემეძლო ამაზე ნაკლებ მარაზმად დამეხატა იმიტომ რომ ეს ჩვენ ადუღებულ გონებაში წარმოქმნილი გაგიჟებული და შეშლილი სურვილი თავი დავიმკვიდროთ და ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ ვინ ვართ, გაუანალიზებლად და ნაჩქარევად გამომჟღავნებული სულ უფრო მახინჯდება და უტოპიური ხდება. დონ კიხოტებად ვიქცევით და ქარის წისქვილებს ვებრძვით. ჩვენი ველური ბუნება ჯერ კიდევ შორსაა ევოლუციის იმ საფეხურისგან რომელზეც პლანეტის მოქალაქედ უნდა იგრძნო თავი.

ჩვენ რაღაც უტოპიური იდეალიზმი გვიყვარს და თავს ვიტყუებთ რომ ღვთისმშობელმა აირჩია ჩვენი ქვეყანა. ჩვენ იმდენად მოგვწონს წამებულობა და დიადი ისტორია რომ შეიძლება 100 000 მოწამეს რამდენიმე წელიწადში ერთი ნულიც მივუმატოთ. რატომაა წარსულის ქება და გაზვიადება საყოველთაო ტენდენცია? რატომ ივსება ეკლესიები ხალხით? – მე ამაში იმას ვხედავ რომ სხვა ყველაფერი მოიშალა, ხალხი ღმერთს კი არა საკუთარ ვიწრო ეროვნულ იდენტობას ეძებს, ღმერთის პრივატიზება უნდათ რომ თავიანთ უტოპირ გაბრწყინებულ საქართველოში გამოამწყვდიონ.

P.S: დავბრუნდი მგონი.

Tagged: , , , ,

§ 13 Responses to იბერია გაბრწყინების მოლოდინში

  • ბრწინვალე დაბრუნებაა შე არაქართველო! ;დ აი ნახავ, როგორ გავბრწინდებით!!;დდ

  • michael says:

    არაუშავს, ვიზიტორები ხომ მოემატა ცოტა…
    ახალი პოსტებიც იქნება.

  • ბუ–ხარი says:

    კარგია პოსტია. მომეწონა

  • tamara says:

    დიდება შენდაო თუ როგორ ამბობენ ამ დროს? :)
    კარგია, რაღაცამ თუ ვიღაცამ ისე რომ აღგაშფოთა, რომ დაბრუნება გადაგაწყვეტინა… :) :)

    • michael says:

      დაბრუნება სულ მინდოდა, რომ შეიხედო ჩემს დრაფტებში იმდენი დაუმთავრებელი პოსტი გდია..
      :) )

  • michael says:

    კი მრცხვენია :) ) რავა არა,

    უბრალოდ ხანდახან მუზები უმოწყალოდ გწირავენ ხოლმე :D :D :D

  • ilo says:

    მასტურბაცია არა მარტო ცოდვაა, ჯანმრთელობასაც ვნებს, ასე რომ შეეშვი.

    • michael says:

      ცოდვები არ მაინტერესებს, სხვათაშორის ჯანმრთელობასაც არ ვნებს, პირიქით.
      ეს რაც შეეხება ტრადიციული სახის მასტურბაციას. აი გონებრივი მასტურბაცია კი ნამდვილად ვნებს. ჯობს ისევ ნატურალურ ხერხს მიმართო (ადამიანმა) ვიდრე გონებრივში გადაიზარდოს. გონებრივით კი მთელი საქართველოა დაკავებული. მითუმეტეს მორალისტები.

  • chankotadze says:

    მადლობა ღმერთს :ორაზროვანისმაილი: :დ

  • ღენიალური დაბრუნებაა მომწონს როგორც ყოველთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading იბერია გაბრწყინების მოლოდინში at M(ichael's)y images.

meta

Follow

Get every new post delivered to your Inbox.