ანა ფრანკი – ბრძოლა დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ

ანა ფრანკი – ფაშიზმის 13 წლის მსხვერპლი, რომელიც გახდა სიმბოლო დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლისა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ცნობილი ომების თუ უბედურებების დროს, ვიცით რა… უფროსწორად გაგივგონია ისტორიიდან, გაგვიგონია მეორე მსოფლიო ომს შეწირული ადამიანების უაზარმაზარი რაოდენობა, გაგვიგონია დისკრიმინაციის მსხვერპლთა შესახებ, გაზის კამერებზე. სტალინის არ იყოს, ზოგჯერ ასეთი ციფრები მხოლოდ სტატისტიკას გავს, არა იმიტომ რომ გულცივები ვართ და სტალინის არ იყოს მხოლოდ სტატისტიკად მივიჩნევთ იმ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფას. უბრალოდ ტრაგედიის შესაფასებლად მხოლოდ ციფრები ძალზედ მშრალი ჩანს. იმისთვის რომ რეალურად შეიგრძნო ამ მოვლენათა შედეგი. საჭიროა ადამიანთა ინდივიდუალური, პერსონალური ტრაგედიის გაზიარება. მხოლოდ პერსონალურ ამბავთა გავლითაა შესაძლებელი გაიზიარო ადამიანთა განცდები და გაიგო მოვლენათა ემოციური მხარე.

ანა ფრანკი – ერთი ჩვეულებვრივი, ნათელი აზროვნების, მეოცნებე მოზარდი – მისი გულწრფელობით, საღი აზროვნებით  და ტრაგიკული ბედით, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოვლენას უკავშირდება გახდა ჰოლოკოსტის საშინელების სიმბოლო. მისი დიდება მისმა ტრაგიკულმა ბედმაც მნიშვნელოვნად განაპირობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ბავშვური გულწრფელობაა რომელიც არ ტყუის. დარწმუნებული ვარ საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო, მოგვიანებით ცნობილი მწერალი აუცილებლად გახდებოდა, მაგრამ შეიძლება ისეთ დიდებას ვერ მიეღწია როგორც სიკვდილმა მოუტანა. ანა ფრანკი არა მხოლოდ გამოძახილია მოზარდთა თვითდამკვიდრებისა და ჩამოყალიბების მნიშვნელობისა. მის თავს გადამხდარი ამბავი არის ჰოლოკოსტის საშინელების დამადასტურებელი დოკუმენტი რომელსაც მოზარდის  დღიური ყვება.

ანა არა მხოლოდ ძალიან კარგად ყვება, არამედ აზროვნებს, გამოაქვს სამართლიანი დასკვნები, კარგად აფასებს რეალობას, პატარა გოგონა რომელიც გამოკეტილია სამალავში უფრო და უფრო მაღალზნეობრივი და ჩამოყალიბებული ხდება, იმის მაგივრად რომ დაეცეს. სამალავის ვიწრო, შეხუთული გარემო და გვირაბის ბოლოს დანახული სინათლისავით სანატრელ იმედს, ჩაბღაუჭებული, ომის და დევნის დამთავრებას დანატრებული სულები, კიდევ უფრო ექსტრემალურს და სასოწარკვეთილს ხდის მკითხველის სურვილს რომ აღარასდროს, აღარასდროს განმეორდეს ომები და დისკრიმინაცია, რომ არასდროს იყოს საკმარისი სხვენის სარკმლიდან წაბლის ხის დანახვა.

დამალულთაგან მხოლოდ ანას მამა – ოტო ფრნკი გადარჩა, რომელსაც მემკვიდრეობად დარჩა ქალიშვილის დღიური. შემდგომ ეს დღიური ერთი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ხელში მოხვდა, რომელმაც ჰოლანდიურ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია ანას შესახებ, მას მერე დაინტერესდნენ გამომცემლები. დღიური დღემდე 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და გაიყიდა მრავალი მილიონი ასლი. ოტომ დააფუძნა ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი, რომლის მთავარი ფუნქცია გახდა ადამიანების, უმეტესად მოზარდების ინფორმირება, დისკრიმინაციისა და ცრურწმენების შესახებ. მუზეუმმა და ფონდმა ერთობლივად დაისახეს მიზანი, განახორციელებინათ საქველმოქმედო საქმიანობა, ეთამაშათ დიდი სოციალური და კულტურული როლი, რათა ხელი შეეწყოთ სხავდასხვა მრწამსის ადამიანთა დაახლოებას და ურთიერთგაგებას, ასევე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის კონტაქტების გამყარებას.

ანა ფრანკის მესიჯი დღესაც არანაკლებ აქტუალურია.

ვისაც არ წაგიკითხავთ გირჩევთ წაიკითხოთ! ან თუ ბავშვობაში წაგიკითხავთ გაიხსენეთ! შეიძლება გეგონოთ რომ ეს საბავშვო წიგნია, 13 წლის გოგონას დაწერილი, რომელიც მხოლოდ მისივე ასაკის გოგონებს მოეწონებათ, მაგრამ ასე ნამდვილად არაა, დღიურის მნიშვნელობა გაცილებით ღრმა და სერიოზულია. ავოტორი კი ნამდვილი მწერალივით კარგად ახერხებს გადმოცემას. გადმოცემას არა მხოლოდ ამბების არამედ საკუთარი აზრების გრძნობების და ფიქრებისაც. ანას დღიურს კიდევ ერთი დიდი ხიბლი აქვს, კითხულობ და იცი ეს ნამდვილია, ნამდვილი დღიურია და არა მწერლის შექმნილი ფანტაზია… ამიტომაც მას მეტი ძალა აქვს. ალბათ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ  დღიური უამრავჯერ დაიბეჭდა და გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი.

ანა ფრანკზე გადაღებულია უამრავი ფილმიც, ყველაზე უკეთესი მათ შორის ჩემი აზრით არის Anne Frank – the whole story ეს არის ყველაზე სევდიანი ფილმი ჰოლოკოსტზე რაც კი მინახავს და ყველაზე რეალური ეკრანიზაცია. ანას და ოტოს როლის შემსრულებლები ძალიან კარგად თამაშობენ და საერთოდ ყველა დეტალი მაქსიმალურად რეალური და ნატურალურია. დღიური ლოგიკურია დაკავებამდე წყდება, მაგრამ ფილმი მხოლოდ დღიურის მიხედვით არაა გადაღებული, ის ასახავს ანას და მისი ოჯახის ყოფას საკონცეტრაციო ბანაკშიც.

ანა ფრანკის მუზეუმი და ფონდი ამსტერდამში, (სამალავი სადაც ანა და მისი ოჯახი იმალებოდა) აქტიურად მოღვაწეობს, ცდილობს ანა ფრანკის ისტორიის ყველა მოზარდამდე მიტანას, მისი სიკვდილიდან 67 წლის შემდეგაც კი ანა ფრანკი არ კარგავს აქტუალობას. ან როგორ დაკარგავს როცა ადამიანთა დიდ ნაწილს ისევ ცრურწმენები  მართავს.

http://www.annefrank.org/

http://www.annefrank.org/en/Subsites/Home/

http://www.annefrank.ch

ეს არის ანა ფრანკის მუზეუმის და ფონდის საიტებია სადაც, ყველაფერს გაიგებთ ანას ისტორიაზე, დღიურზე, სამალავზე, მუზეუმზე, ფონდზე, მათ მიზნებზე და ღონისძიებებზე, შეგიძლიათ სამ განზომილებიანი სამალავიც კი დაათვალიეროთ და მოისმინოთ, ციტატები დღიურიდან. ან მოისმინოთ მათი ისტორიები, ინტერვიუები, ვისაც ოდესმე შეხება ქონია ანასთან და მის მეგობრებთან.

ეს კი დოკუმენტური ფილმის Anne Frank Remembered-ის ფინალური ნაწილია, ერთადერთი ვიდეო კადრი სადაც ანა ჩანს.

11 thoughts on “ანა ფრანკი – ბრძოლა დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ

    • ეს ციტატაც დღიურიდან ძალიან ამაღელვებელია, ვიდეოს ბოლოს წაკითხული: “I don’t want to have lived in vain like most people. I want to be useful or bring enjoyment to all people, even those I’ve never met. I want to go on living even after my death!”
      “არ მინდა ვიცხოვრო ამაოდ, როგორც ხალხის უმეტესობა, მე მინდა ვიყო სასარგებლო და ყველას მოვუტანო სიხარული, მათაც კი ვისაც არასდროს შევხედრივარ, მე მინდა გავარძელო ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც”
      ეს სურვილი ნამდვილად შეუსრულდა,

  1. ეს კადრები,მართლაც რა ემოციურია ყველასთვის ალბათ ვისთვისაც ანა გმირი გოგონა იყო,ასეთი მტკიცე სულის პატრონი..
    ფილმი არ ვიცი და აუცილებლად ვნახავ.

    • Anne Frank – the whole story მართლაც ძალიან კარგი ფილმია და საკმაოდ მძიმეც ბოლო ნახევარი საათი განსაკუთრებით. რაც მთავარია არაფერია დამატებული, ყველაფერი ინტერვიუებიდან და რეალური ადამიანების მონაყოლიდანაა აღდგენილი
      Anne Frank Remebered ესეც ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმია, ყველა ის ადამიანია გამოყვანილი ვისაც რაიმე შეხება ქონდა ანასთან და მის ახლობლებთან.

  2. ანა ფრანკი რომ წავიკითხე მახსოვს ვამბობდი ძალიან მგავსთო მაგრამ დღეს საერთოდ არ მახსოვს, თვალს გადავავლებ აუცილბლად.

  3. ეჰ გული მიკვდება.. როგორ მინდა წარსულში დამაბრუნა.. სიცოცხლესაც გავწირავდი ამ ბავშვის გამო… ასეთი ბავშვი აღარასოდეს დაიბადება =(((((((((((((((((

დატოვე კომენტარი