ჯორჯ ჰარისონი და აღმოსავლური მისტიციზმი

უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ბლოგი არსებობს და ალბათ დადგა დრო პირველი პოსტი მივუძღვნა ჩემს ნომერ პირველ… არ ვიცი რა დავარქვა… გატაცებას? ჰობს? სიყვარულს?… არ დავიწყებ იმის მოყ-ოლას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბითლზი ჩემთვის, ვიტყვი იმას რომ ბითლზი ჩემთვის უფრო მსოფმხედველობა და ცხოვრების სტილია ვიდრე უბრალოდ ფავოროტი მუსიკალური ჯგუფი. ჯორჯ ჰარისონი კი მისი განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს დამოუკიდებელი ფიგურა, თავისი ეპოქალური მნიშვნელობით თუ უბრალოდ პიროვნებით. მინდა ეს პოსტი ჯორჯს მივუძღვნა, ზუსტად ასეთი სათაურით თემა გავხსენი რამდენიმე თვის წინ  ერთადერთ ქართულ ბითლზ ფორუმზე (იხ: ერთადერთი ქართული ბითლზ პორტალი, ) მაგრამ ეს პოსტი იქიდან არაა დაკოპირებული.

ბიტლომანებს მოგეხსენებათ რა დაძაბული წელი იყო 1965  მათთვის, გაუთავებელი ტურები, და ისიც სულ დასვლეთში, ჯორჯს ცოტა არ იყოს მობეზრდა ერთიდაიგივე. 1965 წელს ამერიკული ტურის დროს ჯორჯს მეგობარმა დევიდ ქროსბმა  ინდური მუსიკა  და რავი შანკარის რამდენიმე სიტრაზე შესრულებული ჩანაწერი გააცნო. ჯორჯი ინსტრუმენტით მოიხიბლა… ჰელფის (Help) გადაღებების დროს რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა ინდუსმა რომელიც ბითლზებს გაეცნო, წიგნი გადასცა რეინკარნაციის შესახებ. ჰარისონის ინტერესი ინდური კულტურისადმი ამ წიგნის მეშვეობით უფრო გაიზარდა, 1965 წლის ბოლოდან ჯორჯი უფრო აქტიურად დაინტერესდა ინდური მუსიკით და კულტურით, მან სიტრა შეიძინა ლონდონის ერთ-ერთ ინდურ მაღაზიაში… ეს იყო ჯორჯის პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებლად ზრდისა როგორც შემოქმედის, მისი ინიციატივით Norwegian Wood-ში სიტრათი აღებული აკორდები დაამატეს, მაშინ პირველად გამოჩნდა სიტრა დასავლურ პოპ მუსიკაში.

Continue reading

Advertisements

ჰაბლის ტელესკოპი 20 წლისაა

ზუსტად 20 წლის წინ 1990 წლის 25 აპრილს ჰაბლის ტელესკოპი ორბიტაზე გავიდა, მას შემდეგ მისი მეშვეობით ასტრონომიაში დიდი ნახტომი გაკეთდა.

1962 წელს ამერიკის ნაციონალურმა მეცნიერების აკადემიამ შეიმუშავა დიდი ორბიტული ტელესკოპის პროექტი, 1977 წელს კონგრესმა ხმა მისცა მის აგებას, ტელესკოპს სახელი ედუინ ჰაბლის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც აღმოაჩინა გარე გალაქტიკები და პირველმა დაადგინა რომ სამყარო ფართოვდება და არაა სტატიკური და უცვლელი, როგორც მანამდე მიიჩნეოდა.  ტელესკოპის კონსტრუქცია 1985 წელს უკვე მზად იყო, მაგრამ ორბიტაზე მისი გაშვება გადაიდო 1986 წელს კოსმოსური შატლის გაშვებისას მომხდარი კატასტროფის გამო.  ტელესკოპი საბოლოოდ 1990 წლის 25 აპრილს გაუშვეს ორბიტაზე. თუმცა სულ მალე ნასამ აღმოაჩინა რომ ტელესკოპის სარკეს ჰქონდა მცირე ბზარი… 1993 წელს მოხდა მისი შეკეთება..

Continue reading

It’s an advertisment ანუ რეკლამა “ჩვენი” არსობისა

დღეს რატომღაც რადიო 105-ის ძველი ხუმრობები გამახსენდა, რეკლამის შემკვეთებს ორიგინალურად რომ იზიდავდნენ, რაიმე დიალოგის ბოლოს ერთი პერსონაჟი ყოველთვის ამთავრებდა კითხვით: რა? პასუხი იყო: რეკლამა! იყო ასეთი პასუხიც: It’s an advertisment, რომელსაც ისევ პირველი პასუხობს: „ ეეე ხომ გითხარი ინგლისურად არ ჯდება კარგად მეთქი“ ამ სისულელეზე მეცინებოდა ხოლმე ახლა კი ამ ფრაზამ შთამაგონა დამეფიქსირებინა ჩემი დამოკი-დებულება სატელევიზიო რეკლამ-ებისადმი რომლითაც სავსეა ჩვენი ტელეარხები და მაყურებელთა მეხსიერება.

Continue reading

ყველაზე გმირული მარცხები

რათქმაუნდა ზოგიერთი ადამიანი ძალიან წარმატებულია, ჭკვიანი,  გენიოსი,  როგორც აინშტაინი, მოცარტი, სტივენ სპილბერგი

მაგრამ ეს პოსტი მათ არ ეხება, აქ ვნახავთ რამდენად ცუდად შეუძლია ადამიანს გააკეთოს რაიმე და თავისი გაფუჭებული საქმით გახდეს ცნობილი.

ყველაზე წარუმატებელი ხტომა

როცა ნიუ იორკში საცირკო შოუ დაიწყო 1978 წელს, კით-ხვაზე პასუხი: შეასრულებს თუ არა ტიტო გაონა თავის ნომერს წარმატებულად? -პასუხი ერთმნიშვნელოვნად იყო – რათქმაუნდა არა!

ყოველ საღამოს, ცხრა თვის მანძილზე ტიტო ცდილობდა წარმატებული გადახტომა განეხორციელებინა 60 ფუტის სიმაღლიდან ოთხი ბრუნით, მაგრამ ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა პარტნიორ აკ-რობატს, რომელსაც უნდა დაეჭირა იგი, საბედნიეროდ ძირს ყოველთვის რბილ ფენაზე ეცემოდა და არ დაზიანებულა.

მედისონ სკვერ გარდენში ტიტომ პომპეზური მარცხი იზეიმა, შოუს შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე როდესმე თუ გამოსვლია ეს ნომერი, ტიტომ უპასუხა „ კი ერთხელ გამომივიდა, შოუს დაწყებამდე, როცა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები უყურებდნენ“

Continue reading

Little Bird

გლობალური და რთული საკითხის მერე მცირედი განტვირთვა კარგი იქნება, ესეც ჩემი მუსიკალური დღიურის პირველი პოსტი. შემდეგში უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პოსტებით გავამდიდრებ ჩემს ბლოგს, მუსიკის გარდა კიდევ რა კატეგორიის თემებს მივედ მოვედები? ჰმმ ვნახოთ, ბევრი რამ მაინტერესებს…

Continue reading

კლიმატის კრიზისი ანუ რა ელის ცივილიზაციას?!

გამარჯობა ეს ჩემი პირველი სტატია/პოსტია და მაშინვე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემთვის აქტუალური გლობალური საკითხები, ეს ბლოგი არ იქნება სულ ასეთი სტატიებით გაჯერებული, თუმცა ჩემს “სამყაროში”  დიდი ადგილი დაეთმობა გარემოს და მის პრობლემებს რადგან მე პირადად ძალიან მაღელვებს ეს თემა.

მართალია სტატია ძალიან დიდი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად წაიკითხეთ, ვისაც საკუთარი მომავალი რამდენადმე გაღელვებთ.

დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ გლობალური დათბობის შესახებ. მე პირადად არ მახსოვს როდის მომესმა პირველად ამ ორი სიტყვის ერთობლიობა, მაგრამ ის კი მახსოვს რომ თავიდანვე საშიშად მეჩვენა, რადგან სიტყვა “გლობალური” უკვე  ძალიან მასშტაბურს ნიშნავს და მასთან ნახსენები დათბობაც თავისთავად არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ზამთარში პლაჟზე ნებივრობას და ზაფხულში სუპერ კონდიციონერის პრობლემას. როგორც მეცნიერთა უმრავლესობა ირწმუნება გლობალური დათბობა ანუ კლიმატის კრიზისი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ადამიანის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს 21-ე საუკუნეში. 

Continue reading

გამარჯობა ბლოგო

პირველად იყო სიტყვა, შემდეგ ეს სიტყვები გამრავლდნენ და შემდეგ თქვენც ხომ იცით?

ახლა ეს ცარიელი ვირტუალური სივრცე, იმ სტადიას გავს დაბადებაში რომაა აღწერილი, “მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ”

მოკლედ გამარჯობა მკითხველო (ეჰ სანამ აქ მკითხველი გამოჩნდება) და ცარიელო ვირტუალურო სივრცევ. ეს ჩემი პირველი ბლოგია, რომელმაც ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყო არსებობა 

მართალია ბლოგინგში გამოცდილი ჯერ ჯერობით საერთოდ არ ვარ თუმცა მგონია რომ შემიძლია ეს ადგილი საინტერესო გავხადო.

დანარჩენი მერე, ახლა კი გამარჯობა ვირტუალურო სივრცევ კეთილი იყოს ჩემი აქ მობრძანება და პირველი პოსტის გამოქვეყნება, იმედი მაქვს ჩემი ბლოგის სტუმრები არ მოიწყენენ ხოლმე.