კლიმატის კრიზისი ანუ რა ელის ცივილიზაციას?!

გამარჯობა ეს ჩემი პირველი სტატია/პოსტია და მაშინვე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემთვის აქტუალური გლობალური საკითხები, ეს ბლოგი არ იქნება სულ ასეთი სტატიებით გაჯერებული, თუმცა ჩემს “სამყაროში”  დიდი ადგილი დაეთმობა გარემოს და მის პრობლემებს რადგან მე პირადად ძალიან მაღელვებს ეს თემა.

მართალია სტატია ძალიან დიდი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად წაიკითხეთ, ვისაც საკუთარი მომავალი რამდენადმე გაღელვებთ.

დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ გლობალური დათბობის შესახებ. მე პირადად არ მახსოვს როდის მომესმა პირველად ამ ორი სიტყვის ერთობლიობა, მაგრამ ის კი მახსოვს რომ თავიდანვე საშიშად მეჩვენა, რადგან სიტყვა “გლობალური” უკვე  ძალიან მასშტაბურს ნიშნავს და მასთან ნახსენები დათბობაც თავისთავად არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ზამთარში პლაჟზე ნებივრობას და ზაფხულში სუპერ კონდიციონერის პრობლემას. როგორც მეცნიერთა უმრავლესობა ირწმუნება გლობალური დათბობა ანუ კლიმატის კრიზისი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ადამიანის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს 21-ე საუკუნეში. 

 ვიცი როგორია დამოკიდებულება ამ საკითხისადმი  ჩვენს საზოგადოებაში, ჯერ მომწიფების მცირედი ნიშნებიც კი არ ჩანს. ალბათ იმიტომ რომ სხვა პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს, ეკონომიკური, სოციალური, მენტალური, მოკლედ პრობლემების მეტი რა არის,  არა მარტო ჩვენი საზოგადოება არამედ მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არხეინად უყურებს ამ საკითხს, რადგან უარყოფითი შედეგები ჯერ ჯერობით არც ისე თვალში საცემია, ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ არ გაუცნობიერებია რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყბადაღებულმა გლობალურმა დათბობამ რომელის შესახებ ხანდახან Discovery-ზე და National Geographic-ზე გადის გადაცემები. გეოგრაფიით და მეცნიერებით ნაკლებად დაინტერესებულები ასეთ გადაცემებს ალბათ საერთოდ არც უყურებენ და თუ უნახავთ, ან თვალი მოუკრავთ ალბათ მხოლოდ თეთრი დათვების თანაგრძნობა თუ გასჩენიათ, არიან ისეთებიც ვისაც ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივა ჰგონიათ ან შედეგზე არ უფიქრიათ სათანადოდ, ანდაც მეცნიერების მორიგ ფულის გასაკეთებლად გამოგონილ ეშმაკობად ნათლავენ, საკითხი გაცილებით სერიოზულია.

გლობალური დათბობა წარმოადგენს მსოფლიო საშუალო ტემპერატურის მატების პროცესს, რომელიც 1950-იანი წლებიდან შეინიშნება, ზოგიერთი მეცნიერის აზრით  ტემპერატურის მატება 200 წლის წინ დაიწყო. დღეს დღეობით იმაზე თითქმის აღარავინ დაობს რომ გლობალური დათბობა მართლაც მიმდინარეობს, ამას უამრავი ფაქტი ადასტურებს, წლიდან წლამდე თვიდან თვემდე დღიდან დღემდე მცირდება ყინულის საფარი ანტარქტიდაზე გრელანდიაზე თუ ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში, დნება ყინული მყინვარებზე, CO2 –ს კონცენტრაციის მომატებით ატმოსფეროში, იგი უფრო მეტ სითბოს აკავებს ატმოსფეროში, ვიდრე გასცემს, პლუს ამას ყინულის დნობასთან ერთად დედამიწის ზედაპირზე უფრო ნაკლები მზის სხივები აირეკლება და მეტი შთაინთქმევა, ამ ყველაფერს კი ადამიანისთვის ბუნებისთვის და ცოცხალი არსებებისთვის დამღუპველი ცვილებების და კატასტროფული შედეგის მოტანა შეუძლია. მაგალითად ტყეების განადგურება, სტიქიური უბედურებების გახშირება და მათი მასშტაბების ზრდა, მდინარეების, ტბების დაშრობა, ცხოველთა მილიონობით სახეობის გადაშენება, ზღვის დონის აწევა და შესაბამისად მსოფლიოს უამრავი სანაპიროს დატბორვა, ქალაქების. დასახლებული პუნქტების, სოფლის მეურნეობის განადგურება, უზარმაზარი ტერიტორიების უდაბნოდ ქცევა, ჯამში კი შეუძლია ჩვენი ცივილიზაციის განადგურებაც. თუმცა მეცნიერების აზრს შორის საკმაო განსხვავებებიც არის იმ რისკებთან დაკავშირებით რომელიც შეიძლება განვითარდეს, მასთან ერთად  მცირე რიცხვი მეცნიერებისა იმასაც კი ამტკიცებს რომ კლიმატის სწრაფი ცვლილება საფუძველს მოკლებულია. მაგრამ სხვები შიშობენ რომ იგი მწვავე და მტკივნეულ ცვლილებებს გამოიწვევს დედამიწაზე.
გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორ ძირითად ბანაკადაა გაყოფილი: ერთნი ამტკიცებენ რომ გლობალური დათბობა ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული, მეორენი კი ამტკიცებენ რომ გლობალური დათბობა ბუნებრივი პროცესია და გამოწვეულია მზის აქტივობის გამო. მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში გლობალური დათბობის თემა გააქტიურდა, გარემოს დამცველები იღებენ ფილმებს ამ თემაზე, მედია ხშირად აშუქებს ამ თემაზე მეცნიერთა ინტერვიუებს თუ პოლიტიკოსთა შეთანხმებებს, იკრიბებიან არაერთი ქვეყნის ლიდერები ამ პრობლემაზე სასაუბროდ და რამდენიმე საერთაშორის შეთანხმებაც იდება, ეს თემა მსოფლიოს ჯერ კიდევ მიყურისძირებული აქვს. ჩემი პირადი აზრით რომელიც არა მგონია საფუძველს მოკლებული იყოს ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მთელი მსოფლიო ინდუსტრია, ეკონომიკა, სიცოცხლის უნარიანობა წიაღისეულ ნავთობზეა დამოკიდებული და ძირეული ცვლილებები კარბონ დიოქსიდის (იგივე CO2)  გამოყოფის შესამცირებლად ძალიან რთული იქნება ამ პირობებში როცა ყველანაირი ადამიანის მოქმედება პირდაპირ დამოკიდებულია CO2 –ს გამოყოფაზე. განახლებადი ენერგიის ჩანაცვლება ყველა სფეროში შორეული მომავლის პერსპეტივაა, ეკონომიკური სირთულეების და იმ ფაქტორის გათვალისწინებით როცა ნავთობის წიაღისეული მარაგი კიდევ დაახლოებით 50 წელიწადს გაქაჩავს, და ამ ყველაფრით მილიარდებს თუ მილიონებს შოულობენ ნავთობ მაგნატები, ნავთობით მდიდარი ქვეყნები, ნავთობის ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური ფულის ქარხანაა, და სწორედ ამ ბიზნესის ინტერესებში არ შედის მსოფლიომ დაიწყოს მასიურად განახლებადი ენერგიის წყაროზე გადასვლა, ჩემი აზრით სწორედ ნავთობის მომგებიანობა უნდა ეწინააღმდეგებოდეს, გლობალური დათბობის მიზეზად ადამიანის მოქმედებების დასახელებას, რადგან CO2-ს გამოყოფის უდიდესი წილი საწვავის წვის შედეგად წარმოქნილი კარბონ დიოქსიდია. დიდი ეჭვია რომ მეცნიერთა მეორე ნაწილის აზრს უკან სწორედ ნავთობ ინტერესები უნდა იდგეს, ერთი შეხედვითაც წარმოუდგენელია რომ ადამიანს მთელი თავისი ქარხნებით, თვითმფრინავებით, მანქანებით, გემებით, თუ სხვა მილიონობით საყოფაცხოვრებო დანადგარებით გავლენა არ ქონდეს პლანეტაზე, ქარხნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დედამიწაზე 600 მილიონზე მეტი ავტომანქანა დადის,  მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში თვითმფრინავები უფრო ენერგო ეფექტური გახდნენ და ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფენ, საჰაერო მოგზაურობების რიცხვის ზრდის გამო იზრდება ტოტალური დაბინძურება. 1986 წლიდან 2006 წლამდე თვითმფრინავების დაბინძურების წილი 87% -ით გაიზარდა.

CNN-ის ნასას და რამდენიმე მსოფლიო სატელევიზიო გიგანტის ცნობით ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა რეალურია, უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 3146-მა მეცნიერმა დაადასტურა გლობალური დათბობის მიზეზად ადამიანის მოქმედებების შედეგად გამოყოფილი კარბონ დიოქსიდი, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ისევ რჩება, სხვადასხვა სფეროს მეცნიერთა შორის.
უკანასკნელი ცივი ზამთრის ფონზე ამერიკასა და ევროპაში რეზულტატი საპირისპიროს ამტკიცებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში საშუალო ტემპერატურა იმატებს და ამას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის მოქმედება.

მას შემდეგ რაც კლიმატის კრიზისის პრობლემა ჩემთვის აქტუალური გახდა, ამ ყველაფერში ჩემი უმთავრესი მიზანი იყო გამერკვია უფრო კონკრეტულად რა შედეგებს გვიწინასწარმეტყველებენ მეცნიერები, რამდენად შორეული თუ ახლო პერსპექტივაა სტიქიური უბედურებები, მდინარეების ტბების დაშრობა და ა.შ. თუმცა კონკრეტული თარიღების დასახელება ძნელია და თანაც მეცნიერები კონკრეტიკას ცოტა არ იყოს გაურბიან, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მეტი და მეტი მეცნიერი ამბობს რომ, გლობალური დათბობის კატასტროფული შედეგები საკმაოდ ახლო მომავლის პერსპექტივაა, წარმოგიდგენთ ცნობილი მეცნიერების საზოგადო მოღვაწეების მიერ ნათქვამ მოკლე ციტატებს, რომლებიც სხვადასხვა ცნობილი გამოცემების ვებ გვერდებიდან თუ ტელეინტერვიუდან ამოვკრიფე: 
 დოქტორი ჯეიმს ჰენსენი: (ნასა კოლუმბიის უნივერსიტეტი, გოდარდის კოსმოსის კვლევის ინსტიტუტი)
გლობალურ დათბობაზე საუბარი პირველად 1988 წელს აშშ-ში გვალვების შემდეგ დაიწყო, ეს თემა დოქტორ ჯეიმს ჰენსენმა წამოაყენა. 
“ახლა ჩვენ უნდა გავააქტიუროდ მოქმედება, რათა თავი დავიცვათ შენელებული ბომბისგან გლობალური დათბობა 
გარკვეული ადამიანებისთვის გარემოზე დარტყმა შემაშფოთებელია
მოახლოებული საშიშროების ჯაჭვი, ასე შეიძლება გადმოვთარგმნოთ: ასობით მილიონი ლტოლვილი, გადახვეწილი, უამრავი დაკარგული სიცოცხლე პლანეტის ნაწილის საცხოვრებლად უვარგისობის გამო.
წიაღისეული ნავთობის ინდუსტრია ხელს უწყობს მის ჩახშობას ვაშინგტონის დემაგოგიის გავლით, რომელიც იყენებს ჩინეთს და სხვა განვითარებად ქვეყნებს განტევების ვაცებად, რათა გაამართლოს რაციონალური უმოქმედობა, ჩვენ კი ვიღებთ უფრო ჭარბ კარბონს ჰაერში.”
ჯონ კრისტი (კლიმატოლოგი)
ჯონ კრისტი, ვეტარანი კლიმატოლოგი რომელიც უარყოფს დაფინანსებას ნავთობ მწარმოებლებისგან და ავტოინდუსტრიისგან ამბობს რომ გლობალური დათბობა გაზვიადებულია, კრისტი იყო 2001 წლის კლიმატის ცვლილების ანგარიშის სამთავრობათშორისო საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 

“საქმე გვაქვს ბუნებრივ დათბობასთან, განსაკუთრებით ღამის პერიოდში, რომლის შეცდომით ინტერპრეტაცია მოხდა როგორც მწვანე სახლის აირები”

ჯონ კრისტი ამბობს რომ მისი ანგარიშის მიხედვით ადამიანს აქვს გარკვეული გავლენა დათბობაზე, თუმცა კატასტროფებზე და უბედურებებზე საუბარი ნაადრევია   
იგი ამბობს რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ საფრთხე რეალურია და კონგრესი გადაწყვეტს 2050 წლამდე შტატებში სითბური აირების გამოყოფის 80%-მდე შემცირებას. 2050 წლისთვის გლობალური ტემპერატურის მატება მხოლოდ შვიდი მეასედი გრადუსით დაიკლებს, 2100 წლისთვის კი თხუთმეტი მეასედით.

უოლას ბროკერი (კოლუმბიის უნივერსიტეტი ოკეანეგრაფი)როცა უოლასმა დაიწყო კარიერია მეცნიერებაში 50 წელიწადზე მეტი ხნის წინ, არავის ეშინოდა იმის რომ ადამიანს შეეძლო კლიმატის ცვლილების გამოწვევა, ახლა ის ზრუნავს ამ პრობლემიდან გამოსავლის ძიებაზე, რომელიც გრძელ ვადიან პერსპექტივაში შეანელებს გლობალურ დათბობას, მისი იდეის მიხედვით, უზარმაზარმა მანქანა დანადგარებმა უნდა შეიწოვონ კარბონ დიოქსიდი ატმოსფეროდან, რომელსაც ღრმად ჩატუმბავენ მიწის ქვეშ. ეს არ იქნება იაფი ამბობს ის – მაგრამ გაცილებით ადვილი ვიდრე სოაციალური ინჟინერია.   

ელ გორი:
(აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი 1993-2001 წლებში, კლიმატის დაცვის ალიანსის დამფუძნებელი და ავტორი “ ჩვენი არჩევანი – გეგმა კლიმატის კრიზისის გადასაწყვეტად” აგრეთვე ბიზნესმენი, ინვესტორი კომპანიებისა რომლებიც ალტერნატიული ენერგიის წყაროებს იძიებენ.)

“მე ნამდვილად ვისურვებდი რომ კლიმატის კრიზისი ილუზია იყოს, თუმცა სამწუხაროდ რეალობა ასეთია 1-2 შეცდომის აღმოჩენით არაფერი იცვლება, ათასობით გვერდიან დიდი სიფრთხილით შექმნილ მეცნიერულ შრომაში, რომელიც 22 წელიწადს იქმნებოდა კლიმატის ცვლილებების  მთავრობათ შორის საბჭოს მიერ. რეალურად კრიზისი ისევ იზრდება, რადგან ჩვენ განვაგრძობთ ყოველ 24 საათში 90 მილიონი ტონა დაბინძურების გამოყოფას ატმოსფეროში, თითქოს ის ღია კანალიზაციის მილი იყოს.”
ახლო მომავლის პერსპექტივა დედამიწაზე კლიმატის კრიზისის გამო, ყველაზე ნათლად დაგვიხატა abc news corporation-მა თავისი დოკუმენტურ ფანტასტიკური ფილმით “დედამიწა 2100”, ( ი.ხ ფილმი: Earth 2100  ) ფილმში სხვადასხვა მეცნიერების კომენტარებთან ერთად ვხვდებით გამოგონილ პერსონაჟს, რომელიც მაყურებლისთვის 21-ე საუკუნეში განვითარებული მოვლენების გიდი ხდება, ის გვიყვება საკუთარ და მსოფლიოს ისტორიას 2009 წლიდან 2100-მდე, ფილმის შემქნელებმა 2009 წელი აირჩიეს გამოგონილი პერსონაჟის ლუსის დაბადების თარიღად, წამყვანი და რეჟისორი ბობ ვუდროფი ფილმის დასაწყისშივე უსვამს ხაზს რომ ეს ყველაფერი აუცილებელი არაა მოხდეს, ესაა ის რაც შეიძლება რომ მოხდეს, ლუსის მონათხრობი უბრალოდ რეჟისორის ფანტაზიას არ წარმოადგენს, ყველა დეტალი მეცნიერების ლოგიკურ ვარაუდზეა დაფუძნებული. ასე გვარწმუნებს ფილმის რეჟისორი და წამყვანი და აგრეთვე იმ მეცნიერთა ნაწილი რომელთა ინტერვიუებითაა შევსებული ფილმი. 

ლუსი თავის ბავშვობის ადრეულ წლებზე ამბობს რომ, იმ დროს სულ სხვანაირი იყო სამყარო, წყლის სურვილისამებრ ხარჯვაც კი უბრალოდ კარგი მოგონებაა, “მე დავიბადე 2009 წლის 2 ივნისს, ცივილიზაცია გზაგასაყარზე იმყოფებოდა, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მომავლისთვის”. ასე ახასიათებს იმ დროს როცა დაიბადა “მსოფლიო აქამდე არ ყოფილა ასე დაურწმუნებელი. ჩვენ მივეჩვიეთ გვქონოდა და გვეკეთებინა ის რაც გვინდოდა”
ლუსის ძალიან გრძელი და დრამატული ცხოვრების ისტროია აქვს, ის უკვე 6 წლის ასაკიდან იწყებს იმის გაცნობიერებას რომ სამყარო იცვლება.
კრიზისის პირველი ნიშნები უკვე 2015 წლიდან იწყება, როცა მხოლოდ შეერთებული შტატების მოსახლეობა 2009-სთან შედარებით უკვე 20 მილიონი ადამიანით მეტია, კრიზისი გამოიხატება საწვავის და საკვების ფასის ზრდით, მსოფლიო მოსახლეობა კი შვიდი მილიარდ ორას მილიონს მიაღწევს, მსოფლიოს ბევრ ხალხებს მოუწევთ შეამცირონ თავიანთი მოთხოვნილებები, რადგან საკვები პროდუქტების და საწვავის რეალიზება თანდათან მოსახლეობის მასშტაბებს ვეღარ გასწვდება სათანადოდ, დეტალებით ბევრი რომ აღარ გავწელო  თხრობა 2015 დან იწყება, მასიური მსოფლიო კრიზისი, ცხოველების, ფრინველების და მათ შორის ადამიანების მიგრაცია ჩრდილოეთით, 2030 წლისთვის კი ხმელეთის თითქმის ორი მესამედი წყლის ნაკლებობას განიცდის,  მყინვარების 80%-ს კი აღარ აქვს ყინული, რაც ნიშნავს უამრავ დამშრალ მდინარეს, ტბას, გამქრალ წყლის რეზერვუარებს, ნალექების შემცირებას, ტყეების ადგილას უდაბნოს, მეურნეობის წარმოების შეუძლებლობას და კიდევ მრავალს. 2030 წლიდან შემდგომ ათწლეულში კი შიმშილი, სიკვდილიანობის კატასტროფული რიცხვი, რესურსების არასებობა, აიძულებს მილიონობით ადამიანს დაიწყონ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიგრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასიური არეულობები და ომებიც კი. ეს პრობლემები რათქმაუნდა პირველ რიგში განვითარებად ტროპიკულ ქვეყნებს დაარტყამს, ალბათ მთელი აფრიკა ევროპას მიაწყდება, რადგან კონტინენტი შესაძლოა მთლიანად საჰარას უდაბნოდ იქცეს, გრელანდიის ყინულის დნობით კი დიდ ბრიტანეთს ჩაძირვა ემუქრება. 2060-იან წლებში, მსოფლიო ოკიანის სულ რაღაც 1 მეტრით აწევა გამოიწვევს, მაგალითად ნიდერლანდების თითქმის მთლიან დატბორვას, ასევე ჰონგ კონგის, შანხაის, კალკუტას ბანგლადეშის, კალიფორნიის ნაწილის, ფლორიდის ნაწილი, მაიამი წყლის ქვეშ აღმოჩნდება, წყალი დაფარავს აგრეთვე ნიუ იორკში ქვემო მანჰეტენს. ერთი სიტყვით საუკუნის ბოლოს შეიძლება, მთელი ცივილიზაცია გადაშენების პირას აღმოჩნდეს, ადამიანები შუა საუკუნეებში ან უფრო ადრე აღმოვჩნდეთ, წარსულს ჩაბარდეს ინფორმაციული პოსტ ინდუსტრიული ერა და დაიწყოს გადარჩენისთვის ბრძოლა როცა ადამიანები ერთი ლუკმის გამო ერთმანეთს ხოცავენ, თუმცა ფილმი ასეთი საშინელი ფინალით მაინც არ სრულდება, ბობ ვუდროფის თქმით თუ ჩვენ, ახლავე გავაცნობიერებთ ამ შესაძლო დრამატული მოვლენების ჯაჭვს და დავიწყებთ ზრუნვას მის აღმოსაფხვრელად, ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ, კლიმატის ცვლილება ადამიანის გამოწვეულია, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენვე შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას, მთავარი საკითხი ენერგიის განახლებადი წყაროებია და რესურსების ეფექტურად მართვა, თუ მსოფლიო მოსახლეობის 100%-ს ექნება შეგნებული რეალური საფრთხე და იზრუნებს გარემოზე, გლობალური დათბობა ნაკლებ ზიანს მოიტანს, უმთავრესია აგრეთვე ქვეყნებმა, სხვადასხვა ხალხებმა პირველ რიგში გლობალური ინტერესები დააყენონ და არა ნაციონალური, ინდუსტრია ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს, ძირეულ ცვილებებს ძალიან დიდი დარტყმა შეუძლია მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას, თუმცა პარალელურად ინვესტიციები უნდა ჩაიდოს მწვანე ენერგიის მოპოვების და ახალი სისტემების ინფრასტრუქტურის დანერგვაში რომელიც აბსოლიტურად სუფთა იქნება, ახალი ინფრასტრუქტურის შენების ბუმის პირობებში კი ინდუსტრიის ძირეული ცვილებებისგან მიყენებული ფინანსური ზარალი დააბალანსდება, შეიქმნება უამრავი ახალი სამუშაო ადგილი. ჩვენ ახლა ვაბარებთ გამოცდას, იმის შესახებ თუ რამდენად ჭკვიანები აღმოვჩნდებით იმისთვის რომ ჩვენივე პლანეტა და ცივილიზაცია თავად არ გავანადგუროთ.

გლობალური დათბობის შედეგები უკვე სახეზე გვაქვს: ყოველწლიურად მილიონობით ტონა ყინულს კარგავს გრელანდია და ანტარქტიდა, მყივარებს ყინული ყოველწლიურად საშუალოდ 2-3 მეტრით აკლდება, მსოფლიოს 85 დიდი მდინარე და ტბა იწყებს დაშრობას, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე გრძელი ნილოსი, და უზარმაზარი ტბა ვიქტორია, უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში კი მთლიანად გაქრა ერთ-ერთი უდიდესი ტბა ჩადი აფრიკაში, მეცნიერების ვარაუდით 2020 წლისთვის ყოველწლიურად მსოფლიოში 500 ათასი ადამიანი დაიღუპება გლობალური დათბობის გამო. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისად არ ეჩვენება მსოფლიოს იმითვის რომ მასიური გამოფხიზლება დაიწყოს და ყოველი ადამიანის საზრუნავი გახდეს პლანეტის გადარჩენა, რადგან შედეგები ჯერ კიდევ არაა თვალში საცემი, ნავთობით და წიაღისეული გაზით თუ ქვანახშირით ბევრი ფული იშოვება, მიუხედავად საერთაშორისო ფაცი ფუცისა და რამდენიმე შეთანხმებისა, მსოფლიო ჯერ კიდევ დღევანდელ კვერცხს ამჯობინებს ხვალინდელ ქათამს.
იმედია საკმარისად აგაფორიაქეთ, ჩემი მიზანია უბრალოდ ქართულ რეალობაში ამ თემამ მეტი აქტუალობა შეიძინოს რადგან ეს არაა, მხოლოდ ამერიკის ევროპის ჩინეთის და ინდოეთის პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაცაა, მთელი მსოფლიოს პრობლემა და უდიდესი გამოწვევა, რომელის წინაშე ალბათ სულ მალე დავდგებით, მითუმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის საზოგადოება ვერ მისცემს თავს უფლებას იყოს არხეინად რადგან მსოფლიოს ეკონომიკური სტაბილურობის პირობებშიც კი ვერ ვართ მშვიდად.
ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს მე რა შემიძლია რომ შევცვალოო, მაგალითად ფორუმზე წავიკითხე ერთი იუზერის პოსტი რომელიც გლობალური დათბობის არსებობას უარყოფდა: “მე რომც შევამცირო ჩემი წილი დაბინძურების გამოყოფა ამით მაინც არაფერი შეიცვლებაო” ვეთანხმები რომ არაფერი შეიცვლება ერთი ადამიანით, არც მთელი საქართველოს მოსახლეობის მცდელობით, ყველაფერი რომ გაჩერდეს საქართველოში, გაზი აღარ ვიხმაროთ, ავტომობილები გავაჩეროთ, აეროპორტები დაიკეტოს და ა.შ. მაინც არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა რომ ქვეყანა საერთოდ ჩავარდება და პარალიზდება, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება შეუძლებელიც კია, საქმე აქ იმაშია რომ ეს საკითხი აქტუალური გახდეს, და ხალხმა დაინახოს რეალური პრობლემა, არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში არამედ მთელ მსოფლიოში, მომწიფდეს მოსალოდნელი მოვლენების რეალური განჭვრეტა და ადამიანებს საბოლოოდ ეყოთ გონიერება პლანეტის და ცივილიზაციის გადასარჩენად.

ინფორმაციის წყარო: 

CNN; Nasa; New York Times; National Geographic; abc news corporation; Discovery; Wikipedia; www.npr.org; film: An Inconvenient Truth; globalwarming.com

9 thoughts on “კლიმატის კრიზისი ანუ რა ელის ცივილიზაციას?!

  1. კაი თემას შეეხე. ეს სტატია რომ წავიითხე მატრიცა გამახსენდა. პრინციპში ბუნებრივი კატასტროფის საკითხი ერტადერთი არაა რასაც დიდი ქვეყნები განიხილავენ კონფერენციებზე. ბირთვული იარაღის შემცირებასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მარა მგონია რომ სანამ ირანს შეამცირებინებენ ატომური იარაღის წარმოებას, მანამდე ბუნებრივი კატასტროფები უფრო წინ წამოიწევს და უფრო მისახედი იქნება.🙂

    გლობალური დათბობაზე მაგარი ფილმია. პირველად რომ ვუყურე ძალიან დამაინტერესა.
    უხერხული სიმართლე. გექნება მიშ შენ ნანახი.
    http://www.gol.ge/?cat=movies&download=8115

    შენც დადე რამე ფილმი თუ ნახე საინტერესო.😉

    Like

    • An Inconvenient Truth is an American Academy Award-winning documentary film about climate change, specifically global warming, presented by former United States Vice President Al Gore and directed by Davis Guggenheim. A companion book authored by Gore has been on the paperback nonfiction New York Times bestseller list since June 11, 2006, reaching #1 on July 2, 2006.

      The film premiered at the 2006 Sundance Film Festival and opened in New York and Los Angeles on May 24, 2006. Earning $49 million at the box office worldwide, An Inconvenient Truth is the fourth-highest-grossing documentary film to date in the United States, after Fahrenheit 9/11, March of the Penguins and Sicko. The film’s distributor, Paramount Classics, is donating 5% of the box office receipts and Gore is donating all of his proceeds from the film to the Alliance for Climate Protection (of which Gore is both founder and chairman). The film was released on DVD by Paramount Home Entertainment on November 21, 2006. An Inconvenient Truth was well received by film critics, scientists, and politicians and won two Academy Awards. It is also being used in school science curricula around the world. Global warming skeptics have criticized the film, calling it “exaggerated and erroneous”.

      Like

  2. მადლობა რომ მოგეწონათ🙂

    კიდევ ვიდეოებს და ლინკებს ჩავსვამ earth 2100-იდან და სხვა ფილმებიდან..

    Like

  3. sitkvebic ar mkopnis…… uzomod saintereso, informaciuli, realuri, kargad chamoyalibebuli da mokled aqamde rac minaxavs da wamikitxavs titqmis yvela Zireul sakitxs moicavda klimatis cvlilebtan dakavshirebit..🙂 kargi iqneboda tu am statias upro parto sazogadoebac gaecnoboda, tundac socialur qselebze gamoaqveyno da a.sh. didi madloba avtors….. moxibluli var tqveni shemoqmedebit…🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s