ყველაზე გმირული მარცხები

რათქმაუნდა ზოგიერთი ადამიანი ძალიან წარმატებულია, ჭკვიანი,  გენიოსი,  როგორც აინშტაინი, მოცარტი, სტივენ სპილბერგი

მაგრამ ეს პოსტი მათ არ ეხება, აქ ვნახავთ რამდენად ცუდად შეუძლია ადამიანს გააკეთოს რაიმე და თავისი გაფუჭებული საქმით გახდეს ცნობილი.

ყველაზე წარუმატებელი ხტომა

როცა ნიუ იორკში საცირკო შოუ დაიწყო 1978 წელს, კით-ხვაზე პასუხი: შეასრულებს თუ არა ტიტო გაონა თავის ნომერს წარმატებულად? -პასუხი ერთმნიშვნელოვნად იყო – რათქმაუნდა არა!

ყოველ საღამოს, ცხრა თვის მანძილზე ტიტო ცდილობდა წარმატებული გადახტომა განეხორციელებინა 60 ფუტის სიმაღლიდან ოთხი ბრუნით, მაგრამ ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა პარტნიორ აკ-რობატს, რომელსაც უნდა დაეჭირა იგი, საბედნიეროდ ძირს ყოველთვის რბილ ფენაზე ეცემოდა და არ დაზიანებულა.

მედისონ სკვერ გარდენში ტიტომ პომპეზური მარცხი იზეიმა, შოუს შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე როდესმე თუ გამოსვლია ეს ნომერი, ტიტომ უპასუხა „ კი ერთხელ გამომივიდა, შოუს დაწყებამდე, როცა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები უყურებდნენ“

ყველაზე სულელი კომპიუტერი

 ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კომპიუტერი, უკეთესად აკეთებს ბევრ რამეს ვიდრე ადამიანი, მაგრამ კომპიუტერმა რომელიც ინგლისის ერთ-ერთი პროვინციის ადგილობრივმა მთავრობამ შე-იძინა ყველაფერი თავდაყირა დააყენა,  ის ხელფასების გა-ნაწილებაში უნდა დახმარებო-და მათ.

კომპიუტერის თავგადასავალი იმით დაიწყო რომ პროგრამამ თვითონ გადაწყვიტა სკოლის დამლაგებლისთვის საათში 75 პენსის ნაცვლად 75 ფუნტი სტერლინგი გადაეხადა. ერთი მზარეული კი შვიდი კვირის მანძილზე უხელფასოდ დატოვა.

მალე კომპიუტერი უფრო გათავხედდა და დარაჯის ხელფასი კვირაში 2600 ფუნტამდე გაზარდა, კომპიუტერული სისტემები ახალი ხილი იყო და ვერავინ ვერაფერი გაუგო, ამასობაში კი მასწავლებლები მთელი წლის ხელფასს ერთ თვეში იღებდნენ, უფროსებს ნაკლები ქონდათ ვიდრე ხელქვეითებს. ამ პრობლემაზე სასაუბროდ ადგილობრივმა მთავრობამ სხდომა ჩაატარა… მხოლოდ 8 მათგანს ქონდა შესაფერისი ანაზღაურება. გადაწყდა რომ შეეწყვიტათ მუშაობა სანამ ამ სულელ კომპიუტერს არ შეცვლიდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე წარუმატებელი ვეტექიმი,

   1977 წელს ჰოლანდიელი ვეტექიმი მივიდა ერთ-ერთ ფერმაში ავადმყოფი ძროხის სანახავად, მას უნდოდა შეემოწმებინა გაზების მდგომარეობა, ამიტომ უკანა ტანიდან ძროხას მილი შეუყვანა და ასანთი აანთო, მილიდან ცეცხლის ალი გამოვარდა და  თვიას წაეკიდა, შემდეგ  გავრცელდა და საბოლოოდ მთელი ფერმა დაიწვა, ძროხა და ვეტექიმი გადარჩნენ მაგრამ ვეტექიმი 45 000 ფუნტ სტერლინგში გადავარდა ზარალის გამო.

გაგრძელება იქნება…

More Heroic Failures-ის მიხედვით

3 thoughts on “ყველაზე გმირული მარცხები

  1. საინტერესო პოსტი იყო და გაგრძელებასაც ველი..🙂

    ერთი შენიშვნა მაქვს ოღონდ: ალბერტს აინშტაინი ერქვა და არა ეინშტეინი.
    გერმანულად ”ei” კონსტრუქცია იკითხება როგორც ”აი”, შესაბამისად, სწორია აინშტაინი, რამშტაინი და ა.შ.
    🙂

    Like

  2. მადლობა კომენტარებისთვის..
    ჰო ვასასი შევასწორებ.. მე სულ ეინშტეინს ვეძახი

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s