It’s an advertisment ანუ რეკლამა “ჩვენი” არსობისა

დღეს რატომღაც რადიო 105-ის ძველი ხუმრობები გამახსენდა, რეკლამის შემკვეთებს ორიგინალურად რომ იზიდავდნენ, რაიმე დიალოგის ბოლოს ერთი პერსონაჟი ყოველთვის ამთავრებდა კითხვით: რა? პასუხი იყო: რეკლამა! იყო ასეთი პასუხიც: It’s an advertisment, რომელსაც ისევ პირველი პასუხობს: „ ეეე ხომ გითხარი ინგლისურად არ ჯდება კარგად მეთქი“ ამ სისულელეზე მეცინებოდა ხოლმე ახლა კი ამ ფრაზამ შთამაგონა დამეფიქსირებინა ჩემი დამოკი-დებულება სატელევიზიო რეკლამ-ებისადმი რომლითაც სავსეა ჩვენი ტელეარხები და მაყურებელთა მეხსიერება.

ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, ყოველშემთხვევაში ვცდილობ, თუმცა საშუალოდ დღეში სულ მცირე ერთი გადაცემის ცალი თვალით ყურება მაინც მიწევს რადგან საღამოს მთელი ოჯახი ტელევიზორთან იკრიბება და ზოგიერთი პოპულარული შოუს ან საინფორმაციოს ყურება რაღაც ოჯახურ რიტუალს წარმოადგენს როგორც ადრე მაგალითად ვახშამი ან სადილი იყო. ტელევიზორი უკვე დიდი ხანია ოჯახის წევრი და ინფორმაციის თუ გართობის მთავარი წყარო გახდა, რომელ ოჯახშიც გინდათ შეიხედეთ, თითქმის ყველგან ასეა. სატელევიზიო გადაცემების ხარისხზე, შინაარსზე და სერიალების დაჩლუნგებამდე პრიმიტიულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს  ტელეარხებზე ყველაზე მეტს რეკლამას შეხვდებით. საქართველომ ამ სფეროში რაღაც განსაკუთრებულ სიმაღლეებს მიაღწია, რადგან რეიტინგულ გადაცემებში ხანდახან 15 წუთიან სარეკლამო გაჭრასაც კი ნახავთ, ხანდახან კი საერთოდ დაგავიწყდებათ რას უყურებდით. რეკლამებით ბევრი რუსული არხიც მოგაბეზრებთ თავს, მაგრამ ჩვენთან რეკლამების გამო შეიძლება ფილმი შეკვეცონ გააუქმონ ან ყოველ 5 წუთში ჩააკვეხონ რეკლამა, რაც არაერთხელ გაუკეთებია მაგალითად რუსთავი2-ს, ჩვენთან რეკლამების 80%-ში ისმის სიტყვები: ფაღარათი, კუჭის აშლილობა, სიმძიმე კუჭის არეში, ჩირქოვანი გამონაყარი, მუწუკები, ალერგია, ტკივილი მენსტრუაციის დროს, გულძმარვა და ა.შ.. მითუმეტეს თუ მუწუკებზე კომუნისტური პათოსის მამა სოკოლოვი გესაუბრება დღეში ორმოცდაათჯერ.  მოკლედ საქართველოში მედიკამენტების ბიზნესი ყვავის და იფურჩქნება, გასაგებია რომ რეკლამა ტელევიზიის მთავარი შემოსავალია, მაგრამ საკითხავია ვინ დგას პირველ ადგილას მაყურებელი თუ ფარმაცევტული კომპანიები, რომლებსაც წესიერი რეკლამის გასაკეთებლად ფული ენანებათ და საშინელი ხარისხის, ძალიან მომაბეზრებელი და ნერვების ამშლელი რეკლამების უსასრულო გამეორებით დაგვაზეპირებინეს მედიკამენტების სახელები.

P.S: ბოლოს რა მინდოდა მეთქვა? ნუ დახარჯავთ დროს ტელევიზორზე, მითუმეტეს თუ ის მხოლოდ ქართულ არხებს ანახებს!

P.S.2: ალტერნატივა? ინტერნეტი, წიგნი და სხვა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s