ჰაბლის ტელესკოპი 20 წლისაა

ზუსტად 20 წლის წინ 1990 წლის 25 აპრილს ჰაბლის ტელესკოპი ორბიტაზე გავიდა, მას შემდეგ მისი მეშვეობით ასტრონომიაში დიდი ნახტომი გაკეთდა.

1962 წელს ამერიკის ნაციონალურმა მეცნიერების აკადემიამ შეიმუშავა დიდი ორბიტული ტელესკოპის პროექტი, 1977 წელს კონგრესმა ხმა მისცა მის აგებას, ტელესკოპს სახელი ედუინ ჰაბლის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც აღმოაჩინა გარე გალაქტიკები და პირველმა დაადგინა რომ სამყარო ფართოვდება და არაა სტატიკური და უცვლელი, როგორც მანამდე მიიჩნეოდა.  ტელესკოპის კონსტრუქცია 1985 წელს უკვე მზად იყო, მაგრამ ორბიტაზე მისი გაშვება გადაიდო 1986 წელს კოსმოსური შატლის გაშვებისას მომხდარი კატასტროფის გამო.  ტელესკოპი საბოლოოდ 1990 წლის 25 აპრილს გაუშვეს ორბიტაზე. თუმცა სულ მალე ნასამ აღმოაჩინა რომ ტელესკოპის სარკეს ჰქონდა მცირე ბზარი… 1993 წელს მოხდა მისი შეკეთება..

ჰაბლის ტელესკოპმა ასტრონომებს თვალწინ სამყაროს განუზომელი სივრცე გადაუშალა მან დედამიწაზე გამოაგზავნა არაერთი უნიკალური ფოტო, მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა უშორესი გალაქტიკების დაკვირვება, 1996 წელს ჰაბლმა დედამიწაზე გამოაგზავნა სურათები, რომელიც 10 მილიარდი წლის წინანდელ 1500-ზე მეტ გალაქტიკის ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპებს ასახავს.

წარმოგიდგენთ ჰაბლის მიერ გადაღებულ რამდენიმე ფოტოს,

გასადიდებლად დააკლიკეთ სურათებს

ჰაბლის ახალი ფოტო: კარინას ნისლეული, ადგილი სადაც ვარკსვლავები იბადება

ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური უბანი:

სპირალური გალაქტიკა NGC 4603

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s