ჯორჯ ჰარისონი და აღმოსავლური მისტიციზმი

უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ბლოგი არსებობს და ალბათ დადგა დრო პირველი პოსტი მივუძღვნა ჩემს ნომერ პირველ… არ ვიცი რა დავარქვა… გატაცებას? ჰობს? სიყვარულს?… არ დავიწყებ იმის მოყ-ოლას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბითლზი ჩემთვის, ვიტყვი იმას რომ ბითლზი ჩემთვის უფრო მსოფმხედველობა და ცხოვრების სტილია ვიდრე უბრალოდ ფავოროტი მუსიკალური ჯგუფი. ჯორჯ ჰარისონი კი მისი განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს დამოუკიდებელი ფიგურა, თავისი ეპოქალური მნიშვნელობით თუ უბრალოდ პიროვნებით. მინდა ეს პოსტი ჯორჯს მივუძღვნა, ზუსტად ასეთი სათაურით თემა გავხსენი რამდენიმე თვის წინ  ერთადერთ ქართულ ბითლზ ფორუმზე (იხ: ერთადერთი ქართული ბითლზ პორტალი, ) მაგრამ ეს პოსტი იქიდან არაა დაკოპირებული.

ბიტლომანებს მოგეხსენებათ რა დაძაბული წელი იყო 1965  მათთვის, გაუთავებელი ტურები, და ისიც სულ დასვლეთში, ჯორჯს ცოტა არ იყოს მობეზრდა ერთიდაიგივე. 1965 წელს ამერიკული ტურის დროს ჯორჯს მეგობარმა დევიდ ქროსბმა  ინდური მუსიკა  და რავი შანკარის რამდენიმე სიტრაზე შესრულებული ჩანაწერი გააცნო. ჯორჯი ინსტრუმენტით მოიხიბლა… ჰელფის (Help) გადაღებების დროს რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა ინდუსმა რომელიც ბითლზებს გაეცნო, წიგნი გადასცა რეინკარნაციის შესახებ. ჰარისონის ინტერესი ინდური კულტურისადმი ამ წიგნის მეშვეობით უფრო გაიზარდა, 1965 წლის ბოლოდან ჯორჯი უფრო აქტიურად დაინტერესდა ინდური მუსიკით და კულტურით, მან სიტრა შეიძინა ლონდონის ერთ-ერთ ინდურ მაღაზიაში… ეს იყო ჯორჯის პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებლად ზრდისა როგორც შემოქმედის, მისი ინიციატივით Norwegian Wood-ში სიტრათი აღებული აკორდები დაამატეს, მაშინ პირველად გამოჩნდა სიტრა დასავლურ პოპ მუსიკაში.

რავი შანკარის სიტრას გაკვეთილები

 

1966 წლის ბოლოს ერთი თვე ინდოეთში იმყოფებოდა, სწავლობდა სიტრაზე დაკვრას, რავი შანკარისგან, ასევე ინდურ კულტურას და ფილოსოფიას, შეხვდა რამდენიმე გურუს, მოინახულა მნიშვნელოვანი ინდუისტური წმინდა ადგილები. 1967 წელს 25 აგვისტოს მისი ინიციატივით ბითლზი ბანგორში, ინდოეთში ჩავიდა, ტრანსცენდენტრალური მედიტაციების კურსის გასავლელად მაჰარაშისთან.  მაჰარაშისთან ოთხივე ხალისით ეუფლებოდა მედიტაციის ხელოვნებას, თუმცა რაღაც გაუგებრობის გამო მისგან მალე წამოვიდნენ.

ბითლზი ინდოეთში

 

ინდოეთში ვიზიტისას ინდოელ მუსიკოსებთან ერთად მან ჩაწერა საუნდტრეკი ფილმისთვის Wonderwall 1969 წელს მონაწილეობა მიიღო სინგლის ჩაწერა გამოშვებაში “Hare Krishna Mantra” რომელსაც Radha Krishna-ს ლონდონის ტაძრის გუნდი ასრულებდა… იმავე წელს ჯორჯმა ჰარე კრიშნას ტრადიცია მიიღო და კრიშნას საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდა სიკვდილის ბოლომდე… ჰარისონის სწრაფვამ აღმოსავლური კულტურისკენ საგრძნობლად შეუწყო ხელი აღმოსავლეთის და დასავლეთის დაახლოებას, 60-იანების დასაწყისში ინდური მუსიკა დასავლეთში მხოლოდ მცირე წრისთვის იყო ცნობილი, 60-იანების ბოლოს კი რავი შანკარი და ინდური კლასიკა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. შანკარი ჯორჯის თხოვნით ყველაზე პოპულარულ როკ ფესტივალებზე გამოჩნდა, მისი LP კი „East meets West“ გრემით დაჯილდოვდა.

“გოპალა კრიშნა” ინდური საგალობელი ჯორჯის შესრულებით

ამავე დროს ინდური მუსიკის ჰანგები ჰოლივუდში პოპულარული გახდა და  დღეს უკვე ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იცნობს აღმოსავლეთს, ბევრმა მათგანმა ბუდიზმი და ისლამიც კი მიიღო. აღმოსავლური კულტურის დასავლეთში შეჭრამ, ამერიკაში მოღვაწე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც მეტი სითამამე შესძინა, შეეტანათ თავიანთ მუსიკაში ეროვნული ელემენტები. ჰარისონში გაერთიანდა, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ინდუიზმი და ქრისტიანობა, აღმოსავლური და დასავლური მუსიკის ბრწყინვალე შერწყმაა ჯორჯის შედევრში Within you without you ჯორჯმა ამ გაერთიანებას და ღმერთის ერთ არსებად წარმოდგენას ყველა ხალხისთვის ხაზი გაუსვა თავისი სიმღერით „ჩემო ტკბილო უფალო“ My Sweet Lord” სადაც ქრისტიანულ „ალილუია“-სთან ერთად ისმის „ჰარე კრიშნა“ გურუ ბრაჰმა“ „გურუ ვიშნუ“.

ბითლზი ლეგენდაა.. მუსიკალური რევოლუციის სულისჩამდგმელი და პიონერი. მაგრამ მისი თითოეული წევრი კიდევ ცალკეული ლეგენდაა თავისი დამოუკიდებელი შემოქმედებით და საკუთარი სტილით, ჰარისონი არის ყველაზე გამორჩეული, დასამახსოვრებელი, უბრალო, თავმდაბალი ადამიანი რომელიც თავის თავს სულიერ სიმშვიდეში ეძებდა, ადამიანმა რომელმაც მიუხედავად წარმატებისა, ფულის და პოპულარობისა თქვა: ამ ყველაფერზე ბევრად დიდ სიამოვნებას ჩემს ბაღში ხეების დარგვა მანიჭებსო.

ჯორჯ ჰარისონს მისივე ანდერძის მიხედვით სიკვდილის შემდეგ კრემაცია გაუკეთეს და ფერფლი ინდოეთის მიწაზე მოაბნიეს.

7 thoughts on “ჯორჯ ჰარისონი და აღმოსავლური მისტიციზმი

  1. მშვენიერი პოსტი იყო, პირადად მე, ბევრი რამ გავიგე ჯორჯის შესახებ.. :))

    საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბიჭებში ყველაზე მოკრძალებული ადამიანი იყო და პატივს ვცემ..🙂

    Like

  2. მიშ გილოცავ ბლოგს, იმედია კარგი ფეხი მექნება :]
    საინტერესო პოსტია და კარგად იკითხება.
    ჯორჯის შემოქმედებას რაც შეეხება, მახსოვს პატარა რომ ვიყავი საერთოდ არ მომწონდა ის კომპოზიციები რომლებსაც ინდუიზმის გავლენა ჰქონდათ :] მერე ყური განვითარდა და მივხვდი ჯორჯი ძალიან კარგი მუსიკოსი იყო, რომელიც სულ სიახლეებს ეძებდა..

    Like

  3. მადლობა ლონდა.. იმედია არ დაიკარგები და ჩემს ბლოგზე და ფეისბუქზე გამოჩნდები ხოლმე… გოლ ჯის ფორუმზე მეც იშვიათად შევდივარ უკვე, ჩვენი ბითლზის თემა ჩაგვიკვდა…

    Like

  4. რა კარგი პოსტია მართლა,მოკლე და თან ყველაფერს ყვება…ჯორჯით ბიტლებიდან საერთოდ ყველაზე გვიან დავინტერესდი და ეხლა კიდე ხანდახან მგონია რომ ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაზე ნათელი ადამიანი იყო… R.I.P.,George

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s