საქართველო თუ გურჯისტანი?!

 

გურჯისტანი – ამ სიტყვას ხშირად ვაწყდები ბოლო დროს ინტერნეტ სფეროში, ფორუმებზე, ბლოგებზე და ა.შ..

რამდენად გაცვეთილიც არ უნდა იყოს ეს თემა მაინც ყოველთვის აქტუალურია, რადგან განსხვავებით უძრაობის ეპოქისგან ქართველი საზოგადოება იწყებს საკუთარი ფასეულობების გადაფასებას. თუმცა ამ მოვლენას ბევრი სკეპტიკურად უყურებს და არც თუ უსაფუძვლოდ… მაინც რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ?  რა პასუხს გასცემდით ამ კითხვას თავად ან საზოგადოების უმეტესი ნაწილი როგორ დაახასიათებდა თავის ქვეყანას?  მხედველობაში არ მაქვს პოლიტიკა, თუმცა პოლიტიკას მაინც ვერსად გაექცევი.

მე იმის თქმა მინდა რომ ქართველის ქვეყნისადმი და საერთოდ  ნებისმიერი საგნისადმი დამოკიდებულება მგონია რომ ადვილი გამოსაცნობია, რატომ? იმიტომ რომ გვიყვარს უკიდურესობები… დამოკიდებულება იქნება ან მკვეთრად უარყოფით ან მკვეთრად დადებითი…

არ ვიცი რამდენად არის ეს მხოლოდ ბოლო წლების სენი, მაგრამ ფაქტია თუ გინდა რომ იყო თანამედროვე, პროგრესული და ე.წ ელიტარულ წრეში მიღებული მაშინ აუცილებლად უნდა იყო ბუნებით უკმაყოფილო ტიპი ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება. საქართველო როგორც ტერიტორიული და საზოგადოებრივი გაერთიანება მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს ქართველის ქმედებისა, მაგალითად ქართველი საქართველოში უკმაყოფილო ტიპია, რომელიც დღენიადაგ ლანძღავს საკუთარ ქვეყანას, საზოგადოებას ჩამორჩენილი მენტალობის და ყველა სხვა სფეროში განუვითარებლობის გამო, მის საზღვრებს გარეთ კი თავგადაკლული პატრიოტია, სამშობლო ენატრება და დაბრუნებაზე ოცნებობს. საქართველოში თავმოყვარე ადამიანები თაკილობენ შავ სამუშაოს, მის საზღვრებს გარეთ კი არა…

 გურჯისტანი (უკმაყოფილო ტიპების ლექსიკონიდან) ეს სიტყვა გამოხატავს ყველაფერს რაც გვაშორებს ნორმალური ქვეყნის და საზოგადოების ჩვენეულ იდეალს…

ძნელია ამ უკმაყოფილო ტიპებს არ დაეთანხმო ბევრ რამეში თუმცა მე ყველანაირ უკიდურესობას გავურბივარ და ამიტომ არ მომწონს არც უკმაყოფილო ტიპები რომლებიც საკუთარ ქვეყანას და ხალხს დღენიადაგ აძაგებენ და არც გულზე მჯიღის მცემელი  „პატრიოტები“ რომლებსაც პატრიოტობა მხოლოდ საკუთარი ეროვნების გაიდეალება ჰგონიათ, 

 მოდით საკითხს ორივე მხრიდან შევხედოთ..  რომელია მხარეა უფრო რეალური კი თავად განსაჯეთ…

პირობითად ერთი მხარე იქნება გურჯისტანი ხოლო მეორე საქართველო:

საქართველოში სტუმარი უყვართ, იმიტომ რომ უყვართ მოყვასი და ყოველთვის მოხარულნი არიან ასიამოვნონ თავისი სტუმარმასპინძლობით თანამოძმეს თუ უცხოს…

გურჯისტანში სტუმარი უყვართ, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია სმისა და თრობის, სიმთვრალე გურჯისტანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „კაიფია“

საქართველოში წინაპრებით ამაყობენ

გურჯისტანში წინაპრებით განსაკუთრებით ამაყობენ, რადგან თანამედროვეობაში არაფერი აქვთ საამაყო.

საქართველოში ქალებს განსაკუთრებულ პატივს ცემენ

გურჯისტანში ქალებს განსაკუთრებულ პატივს ცემენ მხოლოდ სუფრაზე და ეს პატივისცემა მხოლოდ სადღეგრძელოს დროს ფუჭი სიტყვებით და ქებით გამოიხატება,

საქართველოში მშობელს მიაჩნია რომ შვილს კარგი აღზრდა უნდა მისცეს…

გურჯისტანში მშობელ მამას მიაჩნია რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს, აბა რა კაცის საქმეა გაზრდა? კაცი ოჯახში პურის ფულს თუ შემოიტანს მხოლოდ, (ისიც კარგი კაცის შემთხვევაში)

საქართველოში მაღალი ეროვნული თვითშეგნებაა

გურჯისტანში მაღალი ეროვნული თვითშეგნებაა სუფრასთან მხოლოდ…

საქართველოში მე პატრიოტულ სადღეგრძელოებს ვამბობ ხოლმე ხანდახან…

გურჯისტანში პატრიოტულ სადღეგრძელოებს ვამბობ ხანდახან და ყოველთვის დავსძენ რომ ამას მართლა გულით ვამბობ, რადგან ჩვეულებვრივი გურჯი არ გამოვჩნდე, რადგან სადღეგრძელომ ოფიციალურად სიყალბის იარლიყი შეიძინა.

საქართველოში დიდი ნაწილი ახალგაზრდებისა ქალწულობას იცავენ რადგან, უბიწოდ უნდათ ჩაბარდნენ მომავალ მეუღლეს, ან რელიგიური მოტივი აქვთ, მეორე ნაწილისთვის კი ქორწინება არაა ყველაფრის ამომავალი და ცენტრალური წერტილი, ამიტომ ქალწულობის შენახვა აზრს მოკლებულია…

გურჯისტანში დიდი ნაწილი ქალწულობას იცავს რადგან სხვანაგვარად გათხოვების შანსი მინიმალურია. მეორე ნაწილი კი საჭიროებისამებრ იბრუნებს დაკარგულ  სტატუსს ქირურგიული ჩარევით.

ვიცი რომ ეს ძალიან გადაღეჭილი თემაა და ბევრი რამ რაც ზემოთ წაიკითხეთ შეიძლება სტერეოტიპულია… მე ჩემს შეფასებებში ვცდილობ ყველაფერი ოქროს შუალედში მოვაქციო და არ ვგავდე უკმაყოფილო ტიპს ან მეოცნებე უსაქმურ პატრიოტს… მაგრამ ეს ოქროს შუალედიც ძნელად მისაღწევი მდგომარეობაა როცა რეალობა არ გიწყობს, ხელს…

იბერია არ გაბრწყინდება, არ მჯერა ამის… მარა მჯერა რომ ოდესმე არც ისე შორეულ მომავალში იქნება ნორმალური ქვეყანა ნორმალური საზოგადოებით…

ანუ უფრო უკეთესი ვიდრე დღესაა…

  

 

 

4 thoughts on “საქართველო თუ გურჯისტანი?!

  1. ოქროს შუალედი–––––> პოლიტიკურად იქნება
    ნაციონალურ/ეროვნულ–ლიბერალური ფრთის ჩამოყალიბება…
    მიშ, შენ თუ გინდა შემომიერთდი და გავაკეთოთ რამე.

    ჩვ~ნ გარდა ამას არავინ იზამს… :)))

    Like

  2. bolomde unda vibrdzolot yvela gzit yvelafris shesanarchuneblad rac chvenia. oqros shualedi ar gamodis yoveltvis, xshirad an erti unda dawva an meore. es zogiert qartvels ar moswons saqartvelo, sxvebs uyvart. bevri ucxoeli minaxavs gagijebuli chveni gansakutrebuli tradiciebit, simgerit da rac mtavaria xalxit. xalxi gvyavs saamayo.. damijeret, aravisze naklebi ar vart. bevrs bevri ramit vjobivart. ertujredianis mets vis sheudzlia tavis ojaxs da samshoblos aginos. dawynardit da iamayet qartvelobit, saqmec aketet amavdroulad!

    Like

  3. გურჯის სული გეოგრაფიულ სივრცეში განფენილი.
    ისტორიულად აღმოსავლური ერები, არაბული ერების ჩათვლით,
    ჩრდილო და სამხრეთ კავკასიას კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ჩათვლით
    „გურჯისტანად“ ანუ მგლების ქვეყანად მოიხსენიებენ.
    („გურჯი“ – მგელი, „სტანი“ – ქვეყანა).
    სხვათ შორის, ჩეჩნების დროშაზე დღემდე მგელი არის გამოსახული.
    ყველა ცოცხალი არსებისაგან, მათ შორის ადამიანისაგან განსხვავებით,
    მგელი სისხლით ნათესავებთან სქესობრივ კავშირს, თავისი სქესის წარმომადგენელთან მით უმეტეს არ ამყარებს.
    ჩვენ, საქართველოში ყველა კუთხის მაცხოვრებელი (სომხების, აზერბაიჯანში მაცხოვრებელი თურქების და სხვა არაქართველი ტომების გარდა), ვართ ერთად-ერთი სუფთა თეთრი კავკასიური რასა.
    ეს არის უკვე გენეტიკურადაც დადასტურებული ფაქტი.
    „გურჯიდან“ მომდინარეობს “გიორგი“ (ზოგად-ქართულად), „გევორქ“ (სომხურად),
    “George” (ლათინურად), „გურზინ“ ანუ „გრუზინ“ (რუსულად) და ა.შ.
    რატომ ვუკავშირებთ ჩვენს სამშობლოს ერთ-ერთი კუთხის სახელს?!
    შემოვიღოთ: „გურჯიეთი’, რომელიც მოიცავს მაგალითად შემდეგ კუთხეებს როგორიც იყო და არის: „მესხ-ეთი“, „ხევსურ-ეთი“, „კახ-ეთი“,„კუხ-ეთი“, „იმერ-ეთი“,
    „აფხაზ-ეთი“, ძველი „კარდუხ-ეთი“ (მოგგვიანებით ქართუხ-ეთი“).

    პატივისცემით,
    ბიძინა სავანელი
    სამართლის დოქტორი,
    ხმელთაშუა ზღვის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის
    მთავარი რედაქტორი,
    ხმელთაშუა ზღვის სოციალურ და საგანმანათლებლო კვლევათა ცენტრის
    სამეცნიერო საბჭოს წევრი და მეცნიერ-კორდინატორი.
    (რომი, იტალია)
    bidzina.savaneli@yahoo.com

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s