21-ე საუკუნის სტრესი და გზაგასაყარი

 

ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის არსებობდა მომავლის შიში, მომავლის რომელიც მას და მის სამყაროს ცუდს უქადის, ალბათ იმიტომ რომ ადამიანმა ოდითგანვე გააცნობიერა რომ მუდმივი არაფერია, შესაძლოა მისი სამყარო ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდეს იმავე მდგომარეობას როცა ის უბრალოდ არ არსებობდა, ჯერ კიდევ უძველეს რელიგიებში აღმოცენდა სამყაროს დასასრულის რამდენიმე მოდე-ლი, შემდეგ ბიბლიამ გვიწინასწარმეტყველა აპოკალიფსი, რომლის მსგავსი სცენარიც არაერთ სხვა რელიგიაშიც არსებობს. ადამიანებს ყოველი მრგვალი თარიღის ეშინოდათ, 1000 წელს მთელი ევროპა მეორედ მოსვლას და აპოკალიფსს ელოდა, რადგან 1000 წელს არაფერი მოხდა 1100-საც შიშით შეხვდნენ და ა.შ… ალბათ 2000 წელთან დაკავშირებული მღელვარებაც გახსოვთ… მრგვალ თარიღებთან დაკავშირებული შიში ცოტა არ იყოს სულელურია თუმცა ვისაც წინასწარმეტყველების სჯერა, ათასგვარ წინასწარმეტყველებებს აწერენ ნოსტრადამუსს თუ ვანგას, მათი სახელით ათასგვარ შეთითხნილ თუ ინტერპრეტირებულ წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ სივცეში ხშირად წააწყდებით სადაც ძირითადი აქცენტი მესამე მსოფლიო ომზე და აპოკალიფსზე კეთდება.  

ამ ბოლო დროს კი მსოფლიო 2012 წლის მითმა შეაშინა, თუმცაღა მეცნიერები ამბობენ რომ ეს უბრალოდ მაიას კალენდრის ერთი ციკლის დასასრულია და დედამიწას პლანეტების აღლუმი ვერაფერს დააკლებს,  არც კომეტის ჩამოვარდნაა მოსალოდნელი, მაგრამ ერთხელ ატეხილი აჟიოტაჟი ადამიანის ცნობიერებაში მაინც ინახავს ფარულ შიშს ვაითუ მართლა მოხდეს? სხვები ასე მარტივად არ უყურებენ 2012-ის ფენომენს და ამბობენ რომ ამ წელიწადს აპოკალიფსი არ მოხდება პირდაპირი მნიშვნელობით არამედ ეს წელიწადი იქნება გარდამტეხი კაცობრიობის ისტორიაში, ასტროლოგებიც დაახლოებით ამას ამბობენ რომ მოხდება დიდი და მტკივნეული გარდატეხა, მოკლედ ყველა რაღაცას ელოდება, 2012-ში თუ ახლო მომავალში, მეცნიერები, საკუთარი ვარაუდების გამართლებას, მორწუნეები ანტიქრისტეს და აპოკალიფსს, და ა.შ.. მხოლოდ სკეპტიკოსები არ ელიან არაფერს. მითებს და წინასწარმეტყველებებს რომ შევეშვათ: რეალურად დგას თუ არა მსოფლიო და კაცობრიობა რაიმე საშიშროების წინაშე? მე მგონი რომ კი… რადგანაც თანდათან მკვეთრად იხატება ეკოლოგიური პრობლემები და მათი შესაძლო განვითარების სცენარი, ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც კაცობრიობის მომავალს საფრთხეს უქმნის ისევ და ისევ გლობალური დათბობაა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის მიერ ჭარბი რაოდენობით გამოყოფილი კარბონ დიოქსიდით. კიდევ ერთი პრობლემა მსოფლიოს დემოგრაფიული ზრდა და რესურსების დეფიციტი გახდება, ეს პრობლემები რათქმაუნდა მოგვარებადია თუმცა ამ ყველაფერზე სერიოზული ზრუნვა ჯერ არ შეინიშნება და სავარაუდოდ ძალიან მტკიცნეულ ცვლილებებსაც გამოიწვევს. ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად ერთი ფაქტია კიდევ ყურადსაღები, დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება, უკანასკნელ პერიოდში კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს რომ დედამიწის მაგნიტური ველი წლიდან წლამდე სუსტდება, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მაგნიტური ველი 10%-ით შესუსტდა, სწორედ მაგნიტური ველი იცავს დედამიწას მზის მომაკვდინებელი რადიაციისგან. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდიდთ პლანეტა მარსზე მილიარდობით წლის წინ სწორედ მაგნიტური ველის გაქრობამ გააქრო სიცოცხლე და გახადა უდაბური პლანეტა. თუმცა მაგნიტური ველი დედამიწის არსებობის განმავლობაში მუდმივად იცვლება, ბოლო დროს მაგნიტური პოლუსების გადაადგილება საგრძნობლად დაჩქარდა და გახშირდა მაგნიტური ანომალიები, რომლებიც ადამიანთა ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება.

 

ასე რომ მე მგონია 21-ე საუკუნე ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან გამოწვევებს გვიმზადებს, ეკოლოგიური პრობლემები და მისგან გამოწვეული ეკონომიკურ სოციალური ცვლილებები, ბევრ რამეზე აისახება და იქნებ ძირეულადაც კი შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, საბოლოოდ კარგისკენ თუ ცუდისკენ მაინც ძნელი სათქმელია, მაგრამ ვხვდები რომ ბევრი რამ ძალიან მტკივნეული და ძნელი იქნება… ჩვენ გზაგასაყარის წინ ვიმყოფებით ახლა და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, საით წავალთ, ამ საუკუნეში ალბათ ყველაზე მძაფრი იქნება სტრესი იმ მოლოდინით გამოწვეული რომ ადამიანმა ან რაიმე გარეშე ძალამ შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე მოსპოს ან რადიკალურად შეცვალოს.

One thought on “21-ე საუკუნის სტრესი და გზაგასაყარი

  1. Pingback: სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო « M(ichael's)y images

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s