სულ მწვანეზე გევლოს!

არა, შუქნიშანს და მეტაფორულად ცხოვრების გზის დალოცვას არ ვგულისხმობ, სადღეგრძელოებში რომ ამბობენ ხოლმე. მწვანეზე სიარული – ამ ტერმინში მინდა ახალი მნიშვნელობა შემოვიტანო, თუმცა არა ეს მე არ მომიფიქრებია, მაგრამ ქართულ რეალობაში მგონი რომ მაინც ახალია, რადგან ჩვენთან გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემები თითქმის არავის აწუხებს. მოდით ვნახოთ როგორ უნდა ვიაროთ მწვანეზე რომ დავიცვათ მწვანე, (ბუნება) ბოლო დროს ინტერნეტში ბოდიალისგან და შემეცნებითი გადაცემებიდან რამდენიმე რჩევა დამიგროვდა, რომლებიც საბოლოო ჯამში მწვანეზე სიარულის ანუ მწვანე ცხოვრების ძირითად პრინციპებს აერთიანებს:

1. დაზოგე ენერგია, დაზოგე ფული. ზამთარში გამათბობელი 1-2 გრადუსით დაბლა დააყენეთ ხოლო ზაფხულში კონდიციონერი ჩვეულებვრივზე ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე  მცირე ცვლილება არ იქნება იმდენად შესამჩნევი რომ შეგცივდეთ ან დაგცხეთ, სამაგიეროდ სეზონზე მნიშვნელოვანი ეკონომია გამოვა. გამოცვალეთ ნათურები და ჩვეულებვრივი ვოლფრამის ნათურის მაგივრად დააყენეთ დღის განათების თეთრი სინათლის ეკონომიური ნათურა, ასეთი ნათურა ჩვეულებვრივზე 4-ჯერ ნაკლებ ელ ენერგიას ხარჯავს და უფრო გამძლეცაა. გარეცხეთ ტანისამოსი ცივ წყალში როცა ეს შესაძლებელია.  – მილიონიან ქალაქში ყველამ რომ ასე დაზოგოს ენერგია, ქალაქს ექნება საშუალება მთლიანად გადავიდეს განახლებად ენერგიის წყაროზე, შედეგად მივიღებთ, რომ აღარ იქნება საჭირო გაზის ტურბინები და ქვანახშირის სადგურები ( ჩვენთან არაა ეს ქვანახშირის სადგურები მაგრამ მაინც ზოგადად) რაც ნიშნავს ნაკლებ დაბინძურებას.

 

 2. თუ გაქვს საკუთარი ეზო,  დარგეთ მცენარეები, ზოგიერთ მათგანს მინიმალური მოვლა სჭირდება. 

 

3. ნაკლები გამონაბოლქვი, მეტი ფული და უკეთესი ჯანმრთელობა: თუ შესაძლებელია სამსახურში იარე ფეხით, ველოსიპედით  მოტოციკლით, ანდაც შეიძინეთ ჰიბრიდული ავტომობილი, დიდი ავტომობილები არა მარტო აქტიურად აბინძურებენ ჰაერს, ქალაქში გამონაბოლქვის სიჭარბის გამო ხშირია კარდიოლოგიური დაავადებები. –  ძალიან რთული ამოცანაა, ქართველი მანამდე ვერ შეელევა უზარმაზარი ე.წ ჯიპების და 5.5-იან კუბატურის მანქანებს სანამ ბენზინი იქნება გურჯისტანში ხელმისაწვდომი.

შთამბეჭდავი პეიზაჟი გურჯისტანში

4. ნუ გამოიყენებ პოლიეთილენის ცელოფანს, გამოიყენე ქაღალდის ცელოფანი, პოლიეთილენი მიწის ქანებში მოხვედრისას არ ლპება და ალბათ საუკუნეების მერე თუ კაცობრიობამ მაგდენი ხანი იარსება, ჩვენი ეკოლოგიური კვალის ერთ-ერთი უცვლელად შემომახული ანაბეჭდი იქნება მილიონობით ფერად ფერადი ცელოფანი. – თუ მანამდე გურჯისტანში (რას ავიჩემე ეს „გურჯისტანი“?) გზების პირას ხეებმა პოლიეთილენის ცელოფნები არ მოისხა ფოთლების მაგივრად.

5. ნუ გამოიყენებ ტოქსიკურ საწმენდ საშუალებებს, გამოიყენეთ მარტივი საშუალებები, სოდა, ძმარი, საპონი.

6. შეინახე შენი საშინაო ტექნიკა რაც შეიძლება დიდ ხანს (სანამ მათი მუშაობის უზრუნველყოფისთვის  წიხლის რტყმა არ გჭირდება) ტელევიზორი კომპიუტერი ტელეფონი და ა.შ.. ნუ გადაყრი  ხშირ-ხშირად ტექნიკას ნაგავში რადგან ნაგავსაყრელზე გატეხილი სქემების ნარჩენები ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ.

7. როცა შესაძლებელია ისესხე, იქირავე, ყიდვის ნაცვლად, მაგალითად წიგნი, რომელზეც ხის მასალა იხარჯება, ყიდვის ნაცვლად ბიბლიოთეკიდან შეგიძლია გამოიტანო.

8. იყიდე ყველაფერი ხარისხიანი რომ დიდხანს მოიხმარო და შეამცირო ნარჩენების საკუთარი წილი.

სულ მწვანეზე სიარულს გისურვებთ, გურჯისტანელნო ამ რჩვებს ზედმიწევნით თუ ვერ გავითვალისწინებთ იქნებ იმით მაინც დავეხმაროთ კაცობრიობას რომ ეკოლოგიურ საკითხებზედ მეტი ვისაუბროთ ვიდრე ამჟამინდელ გურჯისტანში. ჰმმ… ისევ გურჯისტან…..

8 thoughts on “სულ მწვანეზე გევლოს!

  1. მეტისმეტად ეგოისტი ვარ ამისთვის. თუმცა ენერგიის დაზოგვა მაინც მიწევს, გადასახადის გამო.

    Like

  2. ოომ მე ძალიან ”გარეკილი” მაქვს ასეთ საკითხებზე, მაგრამ ჩემს გარემოცვაში ბევრს არ მიაჩნია საჭიროდ და უკვირთ…

    მეშვიდე პუნქტს რაც შეეხება, ამას ცოტათი არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ბავშვებს ახალი მიზეზი მიეცემათ წიგნის არ-შესაძენად :]]
    მე სხვა აზრი მაქვს: ჩვენთანაც შემოვიღოთ ორივე გვერდზე ბეჭდვის წესი და ამით მართლა დაიზოგება ქაღალდიც და ფულიც. ნუ ეხლა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ჯანდაბას იყოს ცალ გვერდზე და იყოს და ისე რეფერატებს და ათას რამეს რომ ვაპრინტერებთ, ჯობია ესე გავაკეთოთ. ქსეროქსზეც ყოველთვის ვთხოვ ხოლმე ორივე გვერდზე გადაღებას.

    Like

  3. ლონდა ვისაც კითხვა არ უყვარს ის არც ბიბლიოთეკაში წავა :))

    ისე დიდი ნაკითხი ვარ მეთქი ვერ დავიკვეხნი მაგრამ წიგნები ძალიან მიყვარს და მაგ პუნქტის შესრულებაზე მეც უარს ვაცხადებ ლოლ….
    ისე რა გახდა ეს ქაღალდი, ხის მასალა რაიმე სხვა ნივთიერებით რომ ჩაანაცვლონ არ გამოვა? :))

    Like

  4. რავი ნაწილობრივ ეფლი ჰომ ცდილობს, e-book reader-ი გამოუშვა. ცოტა ფასებსაც დაუკლონ და ჩვენნაირ ქვეყნებშიც გამოგზავნონ :]

    აუ ისე ხის მასალის ჩანაცვლებაზე გამახსენდა, ცოტა საზიზღრობა კი არის, მაგრამ ვიცი რომ სპილოს ნაკელის გადამუშავება ხდება და იმისაგან მზადდება ქაღალდი, ოღონდ ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია და ეს ქაღალდი მგონი ცოტა ძვირია

    Like

  5. ის დაგავიწყდათ, აუდიო წიგნები. შტატებში ძალიან პოპულარულია

    Like

  6. კაი რამეა ეგ e-book reader-ი
    კი ვიცი ეგ ნაკელისგან რომ ამზადებენ… საზიზღრობა რატომაა? :)) ის უკვე გადამუშავებულია და თან სპილოც მხოლოდ ბალახეულს შეექცევა ლოოოლ…

    Like

  7. კი მარრა თვითონ პროცესი მაქვს ნანახი დაა😀

    პ.ს. ძლივს დავამთავრე nowhere boy-ს გადმოწერა, 2-ჯერ დავიწყე და ბოლოსკენ სულ იჭედებოდა,
    წავედი ვიწყებ ყურებას ოომ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s