ჩვენი უნიკალური სახლი – დედამიწა

ჩემი ბავშვობის ოცნება ყოველთვის უკავშირდებოდა უცხო ცივილიზაციებს, მფრინავ თეფშებს, სიცოცხლის ალტერნატიულ შესაძლებლობას ჩვენი პლანეტის გარეთ, მიყვარდა კომიქსები უცხოპლანეტელებზე და მფრინავ თეფშებზე, ღამით ფანჯარასთან   წოლა და ვარსკვლავების ყურება მიყვარდა. როცა ციმციმებდნენ მეგონა, რომ იქ სიცოცხლე ჩქეფდა, სულ ველოდი რომ ერთ დღესაც მფრინავ თეფშს დავინახავდი. ვარსკვლავების ჩამოვარდნაზე მეგონა რომ იმ დროს უცხო დასახლებული პლანეტა იღუპებოდა და უფსკრულში ვარდებოდა. მოგვიანებით გავიგე რომ მეცნიერებს აქამდე არ აღმოუჩენიათ დედამიწის გარეთ სიცოცხლე და მას შემდეგ ნასას ასტრონომობაზე ვოცნებობდი, რომელიც  ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენდა უცხო პლანეტას სადაც სიცოცხლეა. მოკლედ ბავშვობიდან თან მსდევდა ოცნება ახალ სამყაროზე რომელიც სადღაც შორეთში იყო, ხან ვარსკვავებზე ხანაც მარსზე, სატურნზე და ა.შ.. სკოლაში ჩემმა კლასელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ მთვარე პლანეტა იყო თუ ცაზე დაკიდული ბურთი რომ მე უკვე სახლში ნაპოვნი ასტრონომიის ძველი გაყვითლებული სახელმძღვანელო გადაკითხული მქონდა და დედამიწის ეკლიპტიკის სიბრტყის ღერძთან მიმართებაში დახრის გრადუსი ვიცოდი.

გაზეთებში ინტერესით ვკითხულობდი რუბრიკას შეუცნობელი, რადგან ასეთი ტიპის რუბრიკებში ხშირად ეწერა უცხოპლანეტელებზე ასევე თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმებმა: “მარსი უტევს” (ეს ადრეულ ბავშვობაში) მოგვიანებით: ზემეკისის “კონტაქტი” და ვარსკვლავ ვეგადან მიღებული სიგნალი, მერე სპილბერგის “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი” და ბრაიან დე პალმას “მისია მარსზე”; ეს ფილმები ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, ბოლო ფილმი რომელმაც ამ მხრივ იმოქმედა ჩემზე და სრულიად ახალი სამყაროს არსებობის იმედი ჩაგვისახა არის “ავატარი”, თავიდან ამ ფილმის ბუმი რომ დაიწყო, არ დავინტერესდი, ფილმის პოსტერზე ვიღაცის ლურჯი სახე რომ დავინახე ვიფიქრე რაღაც ბავშვური ფანტასტიკა იქნება მეთქი, თუმცა მოგვიანებით მაინც ვუყურე და ახალმა სამყარომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი თავისი გრაფიკით, გიგანტი ხეებით, ჯუნგლებით და უცნაური ცხოველებით, ამ ფილმმა (თუ არ ვცდები) პირველმა წარმოგვიდგინა უცხო პლანეტის ფლორა და ფაუნა ასე მრავალფეროვნად, თუმცა მას სამეცნიერო დატვირთვა საერთოდ არ აქვს და სიუჟეტიც არაფრით გამორჩეულია, პირდაპირ შეეხო ჩემი ოცნების საგანს და უცხო სამყაროში შეგვახედა რომელიც ძალიან ლამაზია, აი ასეთი შეიძლება იყოს ალტერნატიული სიცოცხლე – ასეთი რამ არც ერთ ფილმს თუ ნაწარმოებს არ წარმოუჩენია ასე ნათლად, ამ სამყაროს თავისი რეალური მისამართიც კი აქვს მისი მზე კენტავრის თანავარსკვავედში მდებარე ვარსკვლავი ალფა კენტავრია, პანდორას ღამის ცაზე გადაჭიმული უზარმაზარი გაზის პლანეტა პოლიფენუსი კი შესაძლოა მართლაც არსებობდეს.

 მეცნიერები ამბობენ რომ ალფა კენტავრს  დიდი შანსია რომ აქვს საკუთარი პლანეტების სისტემა ისევე როგორც ჩვენს მზეს  და ასევე დიდი შანსია რომ ეს პლანეტები იქნებიან გაზის გიგანტები და დედამიწის მსგავსი პლანეტები რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს, ალფა კენტავრი ჩვენი მეზობელი ვარსკვლავი რომლამდეც  დაახლოებით ოთხი სინათლის წელი გვაშორებს, ჩვენს ახლო მახლო შესაძლოა ერთადერთი ოაზისი იყოს. ეს ფილმი გახდა ახალი შთაგონების წყარო, ტექნოლოგიები ვითარდება, ნასამ ახალი მისია დაიწყო გალაქტიკაში სიცოცხლის საძენელად, მეცნიერების ვარაუდით მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, შეიძლება 30 მილიონი დედამიწის მსგავსი პლანეტა იყოს, დედამიწის მგავსი არა მხოლოდ ზომით, არამედ სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობებით, საკმარისი სითბო, ატმოსფერო, მაგნიტური ველი, წყლის თხევადი მდგომარეობა, ოკეანეები. იქნებ და არც ისე შორსაა დრო როცა გვეცოდინება რომ დედამიწის გარეთ არსებობს სიცოცხლე და თანაც ისეთი მრავალფეროვანი როგორც ჩვენს პლანეტაზე, ეს უბრალოდ მეოცნებეების სულელური ახირება არაა, ალბათობის თეორიის მიხედვით შეუძლებელია ჩვენ მარტო ვიყოთ, ამის დამტკიცებით  ძალიან ბევრი ფასეულობა შეიცვლება და ადამიანს მოუწევს თავიდან გასცეს ძალიან ბევრ კითხვას პასუხი. გაგიკვირდებათ და იმ შემთხვევაში თუ ნასამ აღმოაჩინა სიცოცხლე, გონიერი ცივილიზაცია და კონტაქტზე გავიდა, ამერიკის მთავრობას სპეციალური მიმართვა უცხოპლანეტელებისადმი უკვე კარგა ხანია შემუშავებული აქვს. ხედავთ? დღესდღეობით ერთი შეხედვით ასეთ არარეალურ დიპლომატიაზეც კი ფიქრობენ.

მიუხედავად ყველაფრისა დამაიმედებელი ცნობები კოსმოსიდან არ ჩანს, მსოფლიოს უდიდესი რადიოტელესკოპი პუერტო რიკოში არაფერს იუწყება უცხო ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი სიგნალის შესახებ. ჰაბლის ტელესკოპი კოსმოსის შესანიშნავ ხედებს გვაწვდის და სამყაროს კიდემდის 14 მილიარდი სინათლის წლის იქეთ გვანახებს როგორ ყალიბდება გალაქტიკები და თავად სამყარო, მაგრამ სიცოცხლის მიგნება გაცილებით რთული საქმეა.

ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობდი, ისევ დედამიწაზე დავბრუნდი და ერთი ცოტა არ იყოს გაცვეთილი, ფრაზის გენიალობაში დავრწმუნდი: რა უნიკალური სახლი გვაქვს, დედამიწა, რა უნიკალურია სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, უნიკალურია მანამ მაინც სანამ ის მხოლოდ ჩვენთან გვეგულება, მილიონობით ცოცხალი ორგანიზმი, მილიონობით სახეობა, წყალი ჰაერი, სითბო, ბუნების სილამაზე და გონიერი ცივილიზაცია რომელიც განუზომელ სივრცეებს გასწვდა, და თავის წიაღში აღმოაცენა ოცნება შორეულ მეზობლებზე, თუმცა ჩვენ რაღაც ძალიან ლოკალური და ვიწრო ყოველდღიური სივრცე შევიქმენით და შიგნით გამოკეტილები აღარც ვუკვირდებით რა უნიკალურია სიცოცხლე, რა შესანიშნავი პირობები და სილამაზე გვაქვს პლანეტაზე. აღარც ვუკვირდებით და აღარც ვუფრთხილდებით, ასე გვგონია რომ ეს ყველაფერი ყოველთვის იყო და ასევე იქნება მუდამ.

5 thoughts on “ჩვენი უნიკალური სახლი – დედამიწა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s