Pop icon – ენდი უორჰოლი

 

არც ერთი მხატვარი არ იდენტიფიცირდება პოპ არტთან იმდენად როგორც ენდი უორჰოლი, მედია მას პოპის პრინცს ეძახდა. უარჰოლმა თავისი გზა შექმნა, პიტსბურგში შინ დაწყებული სამუშაოებიდან ამერიკულ ლეგენდამდე.

ენდი 1928 წელს პიტსბურგში დაიბადა, სლოვაკი ემიგრანტის ოჯახში. მისი ნამდვილი სახელია ენდრიუ უორჰოლა Andrew Warhola. ენდის მამა კონსტრუქტორი იყო და მშენებლობაში უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა როცა ენდი 13 წლის იყო.

ენდიმ ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა ხატვის ნიჭი. სკოლის შემდეგ სწავლობდა კომერციულ ხელოვნებას კარნეგის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, პიტსბურგში, რომელიც 1949 წელს დაამთავრა და ნიუ იორკში გადავიდა სადაც ჟურნალების ილუსტრატორად მუშაობდა. ნიუ იორკში ძალიან მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული ილუსტრატორი.

1952 წელს პირველად გამართა სოლო გამოფენა, ნიუ იორკის ჰიუგოს გალერეაში. 60-იანებში ენდიმ ყოველდღიური საგნების ხატვა დაიწყო, მასობრივი წარმოების რეკლამისთვის, როგორიც არის კემპბელის სუპი, გამაგრილებელი სასმელის ბოთლისთვის. ნიუ იორკში მალე ცნობილი ადამიანი გახდა. 1962 წლიდან დაიწყო ცნობილი ადამიანების პორტრეტების ფოტო პოპ არტების გაკეთება როგორებიცაა, მერლინ მონრო ელიზაბეთ ტეილორი და ა.შ.

მისმა ხელოვნებამ წაშალა ზღვარი კომერციულ რეკლამასა და ნამდვილ ხელოვნებას შირის, მაღაზიები  საგამოფენო დარბაზებს დაემგვანენ.

ენდი და „ფაბრიკა“

ენდის უნდოდა თავისი ნამუშევრების ფართოდ გავრცელება ამიტომ 1962 წელს მან დაარსა „ფაბრიკა“ არტ სტუდია სადაც სხვა მხატვრებიც დაასაქმა. აქ იქმნებოდა ყველაფერი რისი იდეაც მოუვიდოდათ პოპ არტ პოსტერებიდან დაწყებული ფეხსაც-მლის დიზაინით დამთავრებული. სტუდია პირველად მდებარეობდა მანჰეტენზე 47-ე ქუჩაზე.  ენდი ექსპერიმენტულ ფილმებსაც  იღებდა თავის სტუდიაში და მათ შორის რამდენიმე პორნოგრაფიულია. მის ერთ-ერთ პირველ ფილმს ჰქვია „ძილი“ რომელშიც არაფერი ჩანს გარდა იმისა რომ ადამიანს სძინავს ექვსი საათის განმავლობაში.

ენდი კინაღამ მოკლეს

1968 წლის ივლისს ენდის  ესროლეს, ეს ჩაიდინა ქალმა სახელად ვალერი სოლანისი, რომელიც ენდის სტუდიაში მხატვრად მუშაობდა ხანდახან. ენდი სერიოზულად დაიჭრა, როცა სოლანისი დაიჭირეს მან ასეთი რამ თქვა იმიტომ ვესროლე რომ  ენდის ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა ჰქონდაო. ენდი ჭრილობებისგან ბოლომდე ვერ განიკურნა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ბანდაჟს ატარებდა ტანზე.

მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ ენდიმ შემოქმედების გზა შეიცვალა, ახლა ის თითქმის თავის მთელ დროს ინდივიდუალური პორტრეტების შექმნაში ხარჯავდა ნაცვლად კომერციული პოსტერებისა.ამ დროს შეიქმნა ცნობილი პორტრეტები, მიკ ჯაგერის, მაიკლ ჯექსონის, ბრიჯიტ ბარდოს.

ენდიმ 70-იანებში დაიწყო საკუთარი ჟურნალის გამოშვება – “Interview” და ასევე გახსნა ღამის კლუბიც. 1975 წელს გამოუშვა წიგნი: „ენდი უორჰოლოს ფილოსოფია“ ამ წიგნში ის ამბობს რომ კარგი ბიზნესი იგივე კარგი ხელოვნებაა.

ენდი ჰომოსექსუალი და ექსცენტრული ხასიათის იყო. 50-იანებში თმა ჩალისფერ ქერად შეიღება, მოგვიანებით კი თავის ბუნებრივ ფერს და მონაცრისფრო ვერცხლისფერს დაუბრუნდა. უყვარდა კატები და მათზე რამდენიმე სურათიც შექმნა. ენდის ერთ ერთი მეგობარი მას Workaholic -ს ეძახდა, რადგან  მთელი ცხოვრება აქტიურად მუშაობდა, ამბიცია ჰქონდა ყოველთვის გამორჩეული და ცნობილი ყოფილიყო, იცოდა ამერიკულ ოცნებას მძიმე  შრომის გარეშე  ვერ მიაღწევდა.

ენდი უორჰოლი 1987 წელს 22 თებერვალს გარდაიცვალა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების შემდეგ. წმინდა პატრიკის კათედრალში 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო პოპ არტის უდიდესი წარმომადგენლის პანაშვიდს.

1994 წელს პენსილვანიაში პიტსბურგში მის მშობლირ ქალაქში გაიხსნა ენდი უორჰოლის მუზეუმი.  

5 thoughts on “Pop icon – ენდი უორჰოლი

  1. კარგი სტატიაა მიშ
    უორჰოლი კი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და დღემდე ბევრი მხატვარი+ფოტოგრაფი მუშაობს მისი გავლენით

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s