როცა დრაკონი ყლაპავს მზეს

თუ არ ვცდები ასეთი სათაურის ფილმიც არსებობს, თუმცა ეს პოსტი ამ ფილმს საერთოდ არ ეხება, იმდენად რამდენადაც საერთოდ არ ვიცი რა ფილმია “When the Dragon swallowed the sun” ამ ფილმის სახელწოდებას მხოლოდ წინამდებარე პოსტის წერის დროს წავაწყდი, ინტერნეტში ხეტიალისას. მოკლედ მინდა მოგიყვეთ მოვლენაზე როცა ჩვენს მაცოცხლებელ ერთადერთ მნათობს ყლაპავს დრაკონი ან დემონი თუ უბრალოდ ეფარება მთვარე. ნასას საიტზე მზის დაბნელებების ცხრილს ვათვალიერებდი და გავიფიქრე რომ საინტერესოა სხვადასხვა ხალხების და კულტურათა ლეგენდები თუ მითები ამ საკითხის გარშემო, ეს მოვლენა ყოველთვის მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღელვებელი იყო მითუმეტეს ძველ დროს როცა ადამიანს ჯერ კიდევ არ ამოეხსნა მეცნიერულად ეს ამბავი, ჩემი აზრით სწორედ ამ მოვლენამ იქონია დიდი გავლენა ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანების საქმეშიც, როცა მეოთხე საუკუნეში მირიან მეფეს ტყეში მზე დაუბნელდა და ამიტომ სასწრაფოდ ირწმუნა ქრისტიანობა.

კაცობრიობის ისტორიაში მზის დაბნელება მუდამ ყურადღების საგანი იყო. ის ყოველთვის უკავშირდებოდა მითებს  ლეგენდებს და  ტრადიციებს. დღესდღეობით მსოფლიოში ამ მოვლენით დაინტერესებულ ენთუზიასტთათვის განსაკუთრებული მოვლენაა.

მზის დაბნელებას ოდითგანვე აკვირდებიან ადამიანები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2800 წლით ადრე ჩინელი ვარსკვლავთმრიცხველები ცდილობდნენ ამოეხსნათ მზის დაბნელების მიზეზები. მათ სწამდათ რომ დაბნელებისას დრაკონი ყლაპავდა მნათობს. ჩინეთში ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ ოთხი ათასი წლის წინ საუბრობდნენ, ლეგენდის მიხედვით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2134 წელს მზის დაბნელების გამო სიკვდილით დასაჯეს ასტროლოგები ჰსი და ჰო რადგან მათ წინასწარ ვერ იწინასწარმეტყველეს ეს მოვლენა.

უძველეს ხალხების და ცივილიზაციების უმეტესობას სჯეროდა რომ მზის დაბნელების დროს დემონი ყლაპავდა მზეს, ამიტომ  ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდი ხმაურის გამოწვევით დაეფრთხოთ ბოროტი ძალები, ვისაც რითი შეეძლო ისე ცდილობდა ეხმაურა, ბრახუნი დასარტყამ ინსტრუმენტებზე,  ყვირილი თუ სხვა ნებისმიერი ხმაურიანი ხერხი. სხვათაშორის ეს ტრადიცია ( ქვეყანა აღარ მახსოვს ზუსტად, ავღანეთი იყო თუ თურქმენეთი მოკლედ რომელიღაცა მათი მონათესავე) შუა აზიის რამდენიმე პროვინციიაში შემორჩენილია და დღესაც დემონის დასაფრთხობად უკვე კალაშნიკოვებს აკაკანებენ.  ძველი ბერძნები ფიქრობდნენ რომ მზის დაბნელება იყო ღმერთების განრისხების ნიშანი, ამიტომ ეს მოვლენა ყოველთვის რაღაც ცუდის მომასწავებლად ითვლებოდა.  

თუმცა არსებობს კულტურები სადაც სულ სხვანაირად ხსნიდნენ ამ მოვლენას, მაგალითად ტაიტიში მიაჩნდათ რომ მზის დაბნელება მზისა და მთვარის სასიყვარულო კავშირი იყო. (ასეთი ტემპერამენტის ხალხი სხვა რას წარმოიდგენდა)

ძველი ეგვიპტელები ასტრონომიაში ძალზედ განვითარებულები იყვნენ, თუმცა აღმოჩენილია მხოლოდ რამდენიმე პაპირუსი რომელიც მზის დაბნელებას ეხება. ძველ ეგვიპტური ცოდნა თითქმის დაიკარგა როცა ალექსანდრიაში რამდენიმე ხანძარმა კლეოპატრას დროს და მის შემდგომ (ჩვენი წელთ აღრიცხვით 390 და 640 წლები) თითქმის მთლიანად გაანადგურა ეგვიპტის უდიდესი ბიბლიოთეკა ოთხასი ათასი წიგნით.

მზის დაბნელებამ კაცობრიობის ისტორიაც კი შეცვალა რამდენადმე. ძველი წელთაღრიცხვის 585 წელს ლიდიის და მედესის სამეფოები ერთმანეთთან ომს აწარმოებდნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ჰეროდიტეს ცნობით ბრძოლის ყველაზე ცხარე მომენტში სიბნელე ჩამოწვა ირგვლივ, ორივე სამეფოს ჯარმა მიიჩნია რომ ეს ნიშანი იყო ზეციდან, ბრძოლის შეწყვეტისა და მშვიდობის დასამყარებლად.

უძველესი მცდელობა ამ ფენომენის შესაცნობად არის სტოუნჰენჯი, სეილსბარის ველზე, ინგლისში. არსებობს მოსაზრება რომ ის გამოიყნებოდა, მთვარის და მზის მოძრაობების დასადგენად. თუმცა სამეცნიერო წრეებში უმეტესობა ავტორიტეტებისა ამტკიცებს რომ შეუძლებელია სტოუნჰენჯის შემქნელებს ზუსტად შესძლებოდათ ეწინასწარმეტყველათ მზის და მთვარის დაბნელება. მათ მხოლოდ რამდენიმე დღით ან კვირით ადრე შეეძლოთ ამ მოვლენების წინასწარმეტყველება, თუმცა ეს ჯერ კიდევ ვარაუდებია, სტოუნჰენჯის ფუნქცია ბოლომდე ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ძველ ბერძენი ვარსკვლავთმრიცხველი ჰიპარქუსი შეეცადა ჩასწვდომოდა მზის დაბნელების მოვლენას და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 130 წელს დაარსა სპეციალური ობსერვატორიები. მან დაადგინა რომ მთვარემდე 429 000 კილომეტრი გვაშორებდა (მხოლოდ 11%-ით მეტი მოუვიდა, რეალურად 384 403 კილომეტრია ) 

თუმცა პირველი პიონერები დაბნელების ფენომენის გარკვევაში ჩინელი ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ, მეჩვიდმეტე საუკუნემდე  არ მომხდარა მზის დაბნელების სერიოზული შესწავლა, 1605 წელს ასტრონომმა იოჰანეს კეპლერმა დაწერა თავისი დაკვირვებების შესახებ მზის სრულ დაბნელებაზე. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ედმუნდ ჰალეიმ გამოაქვეყნა ანგარიში მზის სრულ დაბნელებაზე რომელიც 1715 წელს მოხდა.

1868 წელს 16 აგვისტოს მზის დაბნელებისას ინგლისელმა სერ ჯოზეფ ლოკიერმა და ფრანგმა პიერ ჟანსენმა ერთმანეთის დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ჰელიუმის არსებობის აშკარა ნიშნები მზის გვირგვინზე. ჰელიუმი გახდა პირველი ქიმიური ელემენტი რომელიც იქნა აღმოჩენილი დედამიწის გარეთ, აქედან მოდის ჰელიუმის სახელწოდებაც ჰელიოს – ძველ ბერძნულად მზეს ნიშნავს. 1919 წელს 29 მაისს მზის სრული დაბნელება იქნა გამოყენებული აინშტაინის ფარდობითობის თეორიის დასამტკიცებლად. ამავე მზის დაბნელების შესწავლისას პირველად გამოყენებული იქნა ფოტოგრაფია, ასტრონომებმა გადაიღეს მზის გვირგვინი სრული დაბნელების დროს და გამოითვალეს მზის და მთვარის ზომები და მოძრაობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მომავალი დაბნელებების ზუსტი განსაზღვრა.

 

3 thoughts on “როცა დრაკონი ყლაპავს მზეს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s