Back in the USSR – ანუ ნოსტალგია საბჭოთა საქართველოზე

ახლო წარსულში ჩვენი ქვეყანა 70 წლის მანძილზე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ჩვენ ვიყავით დიდი იმპერიის პერიფერიული უბნის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, და მოსკოვის (ანუ ცენტრალური მთავრობის) გარეშე ფილმის გადაღებაც კი არ შეგვეძლო, უკვე წამოიზარდა თაობა რომელსაც ამ ეპოქაში არ უცხოვრია, მათ შორის მეც მხოლოდ ექვს წელიწადს მომიწია საბჭოთა საქართველოში ცხოვრებამ და რამდენადაც ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების პირველი ექვსი წელი იყო და საბჭოთა კავშირისთვის ბოლო რღვევის წლები ამდენად მეც არაფერი მიგრძვნია და ვერაფერს ვიტყვი პირადი გამოცდილებიდან თუ როგორი იყო ამ სივრცეში ცხოვრება.

  აი ესაა სწორედ ის კოზირი რომელიც ძველ თაობას უჭირავს ჩვენთან შედარებით და ყოველთვის გვახსენებს რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს გამოცდილება იმის თუ რა კარგი იყო 37 მანეთად გადაფრენა მოსკოვში, ის რომ ყველა „მუშაობდა“ ყველას სამსახურიდან რაღაც მოქონდა (როგორ გეკადრებათ, კი არ იპარავდა) და ამიტომ ჩვენ უსამართლოდ ვაძაგებთ საბჭოთა კავშირს. მოკლედ ყველამ იცით ეს ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და ჩვენს ბებია-პაპებს(მამებს, ბიძებს) შორის, მათ ცნობიერებაში ვეღარ ამოშლი იმ „კარგი“ ცხოვრების ნოსტალგიას სადაც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარეს, მაგალითად ბებიაჩემს მე და დედაჩემი უკვე წლებია სტალინზე ვეკამათებით, მასზე ათასი სისაძაგლე გვითქვამს და მომენტს არ ვუშვებთ რომ სტალინის ნამდვილი სახე დავანახოთ, თუმცა ბებიასთვის სტალინი ალბათ ყოველთვის კეთილი გმირი და ბელადი იქნება, რომელსაც თურმე მთელი ცხოვრება ერთი კიტელი ეცვა (როგორ ზრუნავდა ხალხზე რომ საკუთარი თავისთვის მეტი ვერ გაიმეტა) და რომელიც რუსთაველზე ხელებგაშლილი იდგა სამთავრობო კოლონაში ნელა მოძრავ კაბრიოლეტში, ბებიას შეიძლება სკლეროზის გამო დაავიწყდეს ძმიშვილის სახელი მაგრამ არასდროს დაავიწყდება თავისი თვალით ნანახი ეს დაუვიწყარი სცენა.

გასაკვირი სულაც არაა ეს მოვლენა, როცა ბებიაჩემის და კამათში დამარცხდა ასეთი რამ თქვა; რა ვქნა ჩვენ ასე გაგვზარდეს და ჩაგვაგონესო. ეს თაობა სულ სხვანაირად სხვა გარემოში გაიზარდა, სხვა მენტალობით, მათ  მართლაც ჩააგონეს რომ სტალინი და ლენინი ბელადები იყვნენ, რომ შრომამ შექმნა ადამიანი, რომ კომუნიზმი ნიშნავს ყველას ყველაფერი თანაბრად ექნება და ა.შ.. მათ გამოიარეს მსოფლიო ომი და სტალინის იმპერიის უზარმაზარი ფსიქოლოგიური მანქანის ზეგავლენა, მაგრამ სულ სხვაა 50-60-იანების თაობა, რომელთაც მოწიფულობის დროს უკვე ბრეჟნევის უძრაობის ხანა დახვდათ, და მათი „კარგი“ და სანატრელი ცხოვრება მთლიანად ყალბ ფასეულობებზე აიგო, საბჭოთა კავშირის „კარგი“ ცხოვრებისგან მოსაგონრად და სანატრელად დარჩა არა სტალინის ბელადობა და კომუნიზმის გულწრფელი იდეალისტური  სულისკვეთება არამედ მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენა და რუს ქალებთან იმის გაკეთება რაც იდეაში ქართველ ქალს არ ეკადრება.  კარგ მოგონებად დარჩა ტოტალური უსაქმურობა და სახელმწიფო ქონების მითვისების ტოტალური შესაძლებლობა.

ადრე მეგონა რომ ეს სენი მხოლოდ მამაჩემის თაობას სჭირდა, მაგრამ მერე გავიგე რომ ვცდებოდი გაცილებით ახალგაზრდებიც ყოფილან ამ ნოსტალიგიით დაავადებულნი, რომლებიც დამოუკიდებელ სამშობლოს, და სახელმწიფოებრიობას ურჩევნიათ საბჭოთა თითქმის უფასო გაზი, იაფი ელ. ენერგია, მოპარვის  შესაძლებლობა  სოციალური სტატუსის ფარგლებში. ყალბი ფასეულობები და სახელმწიფოებრიობის არ ქონა, უფრო მეტიც მოქალაქეობრივი შეგნების არ არსებობა.

ამას წინათ თბილისის ფორუმზე ვათვალიერებდი თემას „საბჭოთა თბილისის სურათები“ სადაც ამ ეპოქის მრავალ სურათთან ერთად იუზერებში ჭარბობდა განწყობა: „ღმერთო რა სიმშვიდე იყო მაშინ“ სიმშვიდე ნამდვილად იგრძნობა საბჭოთა თბილისის სურათებში და რაღაცნაირი სასიამოვნო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი სისადავე, შენობებში ხალხში და ზოგადად გარემოში. მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე ეს სიმშვიდე კი ასეთი კომენტარით შეაფასა ერთმა იუზერმა: „ათასობით დახვრეტილი, დაჭერილი, გადასახლებული და გაუბედურებული ქართველის ხარჯზე დამყარებული სიმშვიდე!“ რასაც კომუნისტური ნოსტალგიით შეპყრობილი აქტიური იუზერის მხრიდან მოყვა ასეთი პასუხი: „გაზეპირებული ფრაზებით რომ ლაპარაკობ, დაითვალე რამდენი ხალხი დაიხოცა 90-იანი წლების შემდეგ თავისუფალი საქართველოს „მშენებლობაში” დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სიმშვიდე, გაჩანაგებული განათლების სისტემა, უკულტურობა, უფულობა, უიმედობა..
ხალხმა სახე დაკარგა.. ბავშვებს ბავშვობა დაეკარგა და ამას ბოლო არ უჩანს. უკარით ტაში 26 მაისს დამოუკიდებლობას და იყავით“

კი ბევრი რამ დავკარგეთ, ბევრი რამ ცუდისკენ შეიცვალა, მაგრამ ნორმალურ ადამიანს უნდა რცხვენოდეს როცა მის ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე. 90-იანების შემდეგ თუ ტერიტორიები დავკარგეთ მანამდე საერთოდ არ გვქონდა საკუთარი სახელმწიფო, დამოუკიდებელი საქართველოს გაჭირვების ჟამს თუ ბევრმა თავისი მახინჯი სახე აჩვენა ეს დამოუკიდებლობის ბრალი კი არაა, იმ ეპოქის ბრალია როცა ყველამ ნიღაბი მოირგო სახეზე, როცა მოპარვა იქცა ჩვეულებვრივ მოვლენად.

რომელ სიმშვიდეზე საუბრობთ როცა ხალხი ტელეფონში ლენინზე, სტალინზე და ხრუშოვზე ანეგდოტებს ვერ ამბობდა, როცა ხალხი იმდენად დაშინებული იყო რომ 1956 წლის 9 მარტის მოვლენები ამ მოვლენების შემსწრე თაობის გარდა თითქმის არავინ არ იცოდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებამდე რადგან ოჯახის უსაფრთხოების მიზნით მშობლებიც კი არ ეუბნებოდნენ საკუთარ შვილებს.

მშენებლობა რომ ბრჭყალებშია ჩასმული არც ესაა დამოუკიდებლობის ბრალი, ესეც საბჭოთა ეპოქის ბრალია, რომელმაც ძალიან კარგად მიგვაჩვია იოლ ფულს, ყალბ სამუშაო ადგილებს და უსაქმურობას.

მოკლედ მე დავუკრავ ყოველთვის 26 მაისის დამოუკიდებლობას ტაშს და ვიქნები ასე!!!  აი თქვენი კი მრცხვენია ვინც საკუთარ კუჭს ანაცვალებთ საქართველოს დამოუკიდებლობას.

P.S:  მესმის მათი ვინც ამ პერიოდს საკუთარ ბავშვობასთან და ყრმობასთან აიგივებს, ყველა დროს თავისებური ხიბლი და სილამაზე ქონდა, მიუხედავად  პოლიტიკური თუ სოციალურ მენტალური სიმახინჯეებისა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე ხომ არ უნდა დავინახოთ? ხომ არსებობს ქვეყანა, ისტორია? განა 70-მა წელიწადმა დაგვავიწყა სამი ათას წლიანი სახელმწიფოებრიობა?

P.S.S: “ახლა ჩემს შვილს ომში გავუშვებ როცა ვიცი რომ მოკვდება? არ მოუ***ან სამშობლოს დედა როცა საქმე ჩემს შვილს ეხება, გიორგი სააკაძე რომ იყო და თავის პაატა რომ შესწირა მაშინ სხვა იყო, სხვა ცხოვრება იყო, ვაჟკაცობა იყო და კაიკაცობა, ახლა სადღაა ვაჟკაცობა?!”  – ციტატა ჩემი ძმაკაცის მამის სადრეგრძელოდან😦

მართალი ხარ ვიტალი ძია, კარგად ახმოვანებთ, იმას რომ თქვენ თაობაში სამშობლო რაღაც ვირტუალური ცნებაა, მხოლოდ წარსულის აჩრდილი, რომელიც მარტო სადღეგრძელოებში იმსახურებს პატივისცემას, თუმცა შვილთან როცა ახსენებ შეგიძლია შეაგინო კიდეც.

 P.S.S.S: ეს პოსტი 26 მაისს რომ დამეწერა სჯობდა, მაგრამ არჩვენებს დაემთხვა :)))

11 thoughts on “Back in the USSR – ანუ ნოსტალგია საბჭოთა საქართველოზე

  1. kargad dawerilia
    sawmuxarod yvelafershi martali xar
    tumca ideologiis bolomde amodzirkvas dro chirdeba
    kidev erti taoba unda gamoicvalos mtlianad rom agar darches aseti azrebi
    nu mcire procenti yoveltvis iqneba visac rusetisken miuwevs guli
    anti saxelmwifoebrivi ganwyobis xalxi yvela qveyanashi da yoveltvis iqnebian
    ubralod mati ricxvi da shesadzlevlobebo aris shesamcirebeli : )

    Like

  2. მიხაილ ჩემო, მართალია, რასაც წერ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტოტალური უსაქმურობა (ან, უფრო ზუსტად, უმუშევრობა), სახელმწიფო ქონების მითვისების ტოტალური შესაძლებლობა დღეს კიდევ უფრო მაღალ დონეზეა, ყალბი ფასეულობები, დღეს რომაა, არა მგონია, იმაზე ნაკლები იყოს,რაც იმ წლებში. ერთპარტიულობა არაა დღეს? პატრიოტული ბანაკები იმ პიონერთა ბანაკების ალტერნატივაა და არცთუ უკეთესი… ბელადომანია დღეს არ იგრძნობა? თუ რადგან ანეკდოტების მოყოლა შეიძლება (ან,შეიძლება კი?), ეს ცვლის რამეს? არც ტერიტორიების დაკარგვაა სახუმარო თემა და ქვეყნის დამოუკიდებლობა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ან, ვართ კი დამოუკიდებლები? იოლი ფული მაშინაც ერთ ჯგუფს ჰქონდა და ახლაც. ხიბლი და სილამაზე იმ პერიოდს კი არ ჰქონდა, არამედ უფროს თაობას საკუთარი ბავშვობის და სიჭაბუკის ნოსტალგია აქვს, ესაა და ეს. წლები რომ გავა, ჩვენც გვექნება ამ პერიოდის ნოსტალგია, და არა იმის გამო, რომ ახლა ძალიან კარგი დროა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი წლები მოგვენატრება…

    Like

  3. ვასო გეთანხმები რომ ახლაც ბევრი რამეა ცუდად, მარტო ახლანდელის და მაშინდელის შედარებაზე არაა აქ საქმე, ახლა თუ რამე ცუდადაა სწორედ იმ საბჭოთა ეპოქის დამსახურებაა, მე რადგან კომუნიზმის ეპოაზე ვსაუბრობ ეს არ ნიშნავს რომ ახლა ყველაფერი კარგადაა, არ ნიშნავს რომ დამოუკიდებლობა ტერიტორიების ხარჯზე უნდა ყოფილიყო და რაც ცუდი გვჭირს ესეც კომუნისზმის ეპოქის ბრალია, იმიტომ რომ მაშინ დაირღვა ყველაზე მეტად ქართველის მენტალობა და ახლაც მაგ მენტალობით ვცხოვრობთ.
    დამოუკიდებლები კი მჯერა რომ ვართ, ყოველშემთხვევაში იმასთან შედარებით რაც კომუნიზმის ეპოქაში იყო, ჩვენ კი არა ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყნები ვერ ცხოვრობენ მთლად ისე როგორც უნდათ და ახლა პატარა ქვეყანა ყოველთვის იქნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებზე რამდენადმე დამოკიდებული.
    ბელადომანიაც სტალინის მონატრებაა და სხვა არაფერი.

    Like

  4. ბებიასთან არა მარა პაპაჩემთან მქონია კამათი მაგ თემაზე.

    მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უარყოფით ფაქტებს იგნორირებას უკეთებენ და არაფრად მიაჩნიათ. მაგალითად ატლანტიდას მუტლფილმში რომაა, იზოლირებული სამყარო, გარედან კრისტალით შებურული და ოკეანის სიღრმეში ჩაკარგული – აი დაახლოებით ასე იყვნენ მაშინდელი კავშირის ქვეყნები. მაშინდელი ხალხის უმრავლესობას არ აღელვებდა, რადგან რაც მთავარია რუსეთში ჰომ გადაფრინდებოდნენ როგორც მიშამ თქვა :]

    როგორც ეკონომისტი აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები მაშინდელ პრინციპებს და როგორც მუსკოსი ნუ თავისთავად :]

    ეხლა ბევრის დაწერა შეიძლება მარრა იყოს.. ერთი გამახსენდა, მიშამ რომ დაწერა პირველ აბზაცში ”მუშაობაზე”. მამაჩემი მიყვებოდა, ლიტვაში სტუმრობისას ვნახე ბაზრობაზე გადამწვარი ნათურები იყიდებოდაო, სამსახურში ჩუმად იმას ამაგრებდნენ და კარგები თურმე სახლში მიჰქონდათ :]]

    Like

  5. ლონდა რაღა შორს მიდიხარ ლიტვაში, საქართველოში მაგაზე უარესები ხდებოდა და თან ყველგან… გამონაკლისები მარტო ის სამსახურები იყო საიდანაც ვერაფერს წამოიღებდი სახლში🙂

    Like

  6. ზა როდზინუ ზა სტალინუ : )
    ჰმმმმ თითქმის ყველა ბებოს და პაპას ეს გამაერთიანებელი ხაზი აკავშირებთ.. ბელადი სტალინი, კაცი გმირი , კაცი ღმერთი : ) თურმე დელიკატესებს ერთი მაცივარი ვერ იტევდა : ) ზამთარში უზარმაზარ სახლში ისე ცხელოდა 40 გრადუსამდე აღწევდა სიცხე, რამდენიმე მანეთად გადაფრენა გადმოფრენაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, როგორ დასერნობდნენ ლიტვა ლატვია ესტონეთში და მათი “მსოფლიოს” სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში :))) ერთხელ ასეთი კითხვაც დამისვა ბელადის თანადროულმა როცა უთხრეს რომ ამსამ ვერ შევჭამ რადგან მარხვაზე ვარ! რატო გახდომა უნდა? აბა მღვდელი ხოარხარ?
    მართალია მე თითქმის არანაირი გამოცდილება არ მაქვს საბჭოთა კავშირში ცხოვრებისა მაგრამ ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ არანაირი სურვილი არ მაქვს მრქმეოდა ოქტომბრელი.. ვყოფილიყავი პიონერი, მეტარებინა წითელი ყელსახვევი და მეთქვა ცნობილი პიონერული სალამი : ))) მერე გავმხდარიკავი ნორჩი კომკავშირელი.. და ომახიანად გამოვსულიკავი ხოლმე სიტყვით დროშები დროშები დროშები ჩქარა : ) ბებოს კი არ ვამტყუნებ როცა ცრემლიანი თვალები იხსენებს იმ “დიად” პერიოდს ის ხომ მაშინ იყო 21 წლის, მაშინ ეპრანჭებოდა პაპას🙂 ეხლა კი თავის ახალგაზრდობის სურათებს ათვალირებს და თავს იქნევს ნახე ბებო რა გოგო ვიყავი : ) წითელი დიპლომი მქონდა ბებო : ) ეს კაბა მოსკოვში მაქ ნაყიდი ბებო სპეკულიანტთან 350 მანეთად : ) (და მთელი დღე წუწუნებს რაამბავია ჩემს ახალ ჯინსის შარვალში გადახდილი 60 ლარი ) სტალინზე ასე ნუ ლაპარაკობ ბებო თქვენ არიცით ის რაკაცი იყო : ) სტალინი იყო კაცი თუ იყო ეთანხმება პაპა და სათვალეს ისწორებს, რა ულვაშები ჰქონია ახალგაზრდობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარე მიხაილოვიჩს :)))
    ვაის გავეყარეთ ვუის შევეყარეთ გვჭირს ქართველებს ვუის რომ გავეყრებით ალბათ რამე მისნაირს შევეყრებით მაგრამ გუშინ გადაწყდა რომ ვუისთან ვრჩებით..

    Like

  7. ჰაჰა ყველა ბებო ერთნაირია :)))
    ანიჩკა მადლობ საინტერესო კომენტარისთვის :))

    Like

  8. მთავარია, რა განწყობა გვექნება, როცა საქმე საქმეზე მიდგება. ზოგადად, სიმშვიდეში ადვილია გულზე მუშტების რტყმა..

    ეს კარგად გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს და მე გული ძალიან დამწყდა.

    მიუხედავად იმისა, რომ სუსურუკუში მხოლოდ ორი წელი ვცხოვრობდი, 23-იც რომ მეცხოვრა, ნამდვილად არ გამიჩნდება უკან დაბრუნების სურვილი. ისიც ზუსტად ვიცი, რუსეთის ბატონობასაც ვერ ავიტან..

    ნამდვილად არ ვამბობ იმას, რომ საქართველო ახლა დამოუკიდებელია, მაგრამ ამერიკა-რუსეთს შორის ბატონობის ფორმაა განსხვავებული. ფორმა კი ძალიან მნიშვნელოვანია..

    დამოუკიდებელი საქართველოს წარმოდგენა ხომ შეუძლებელია. გადავავლოთ ისტორიას თვალი. სამწუხაროდ, მართლა ასეა..

    Like

  9. მე ხუთი წელი ვიცხოვრე სსრკ-ში :))

    იმ დროს ნამდვილად არაფერი მაღიზიანებდა და მეც ჩვენი ბებიებივით მხოლოდ კარგი მოგონებები შემომრჩა :დ

    განსაკუთრებით მოგონება ავტომატის გლიასეზე. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ნოსტალგიაა – 10 კაპიკიანი გლიასე : ))))))

    Like

  10. საერთოდ რევოლუციას ყოველთვის ტან ერთვის სისხლი და დაპატიმრებები , გადასახლებები და ა.შ მაგრამ ამის შემდეგ უკვე სიმშვიდე ისადგურებს, ვინ დამისახელებს მე ისეთ რევოლუციას სადაც სისხლისღვრა არ იყო.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s