გზა “პრავამდე”

ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩი და ნიუტონი იგონებდნენ თვითმავალ ძრავიან ეტლებს მაგრამ პირველი ავტომობილი და არა თვითმავალი (მოგორავე) ეტლი მაინც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ტრანსპორტის ამ სახეობამ მეოცე საუკუნის განმავლობაში ნელ ნელა ჩაანაცვლა ცხენი, ჯორი, სპილო, ეტლი ურემი და ყველა სხვა ბუნებრივ გამწევ ძალაზე დამოკიდებული ტრანსპორტი. კაცობრიობა გადავიდა მექანიკურ ტრასნპოსრტზე, მართალია ცხენის მართვასაც და (მითუმეტეს ეტლში შებმულის) ცოდნა უნდოდა, მაგრამ მართვის მოწმობა, საგზაო წესების ცოდნა და გამოცდაზე გასვლა არა.

რადგანაც დღეს ცხენით თითქმის აღარავინ დადის, არაპრაქტიკულია უკვე სოფლებშიც კი.  მეც გადავწყვიტე ბოლოს და ბოლოს ავიღო მართვის მოწმობა, ისედაც საკმარისად დამიგვიანდა, მართალია ჩემი ყოფილი თანამშრომელი, დღესდღეობით ცურვა და ავტომობილის მართვა აუცილებლად უნდა იცოდე. ცურვა? ცურვით ვცურავ ცოტას ოღონდ ვიცი-ს ვერ დავარქმევდი, ავტომობილის მართვა ეს ესაა ცოტა დავამუღამე ე.წ „ზადნით” სიარულისას ცოტა ორიენტაცია მერევა და ზოგჯერ კონუსს მალე ვუშვებ ამიტომ მიქრება. მომწონს მანქანის მართვა, გვერდითა სავარძელში ჯდომა აღარ მევასება🙂 მოკლედ ეს “ზადნი“ დღეს ცოტა გამიჭირდა ავტოსკოლაში, მართალია არც ერთ ბოძი არ წავაქციე და არც მივეჯახე მაგრამ პირველ რამდენიმე ცდაზე, ხაზი გადავკვეთე, – აი ეხლა ეს რომ გარაჟი იყოს და ამ ხაზის ადგილას კედელი, მერე?… წავიდა თავიდან! – მეუბნება ინსტრუქტორი – კიდევ თავიდან! კიდევ! და ა.შ. რა ყოფილა ეს ზადნი?! მარა აი ბოლოს სამჯერ ზედიზედ უშეცდომოდ გავაკეთე, მერე სახლში კმაყოფილი მოვედი და რატომღაც მართვის მოწმობების, გამოცდების და ტესტირების ისტორიით დავინტერესდი:

 დიდ ბრიტანეთში პირველი გამოცდა მართვის მოწმობის ასაღებად 1935 წელს პირველ ივნისს ჩატარდა (ფაქტიურად დღეს იუბილეა 75 წლის თავი) და მისი ოფიციალური ღირებულება იყო 37 პენსი. პირველი გამოცდა ჩააბარა ვინმე მისტერ ბინმა, მაშინ რათქმაუნდა არ არსებობდა არც შსს-ს მომსახურების სააგენტო და არც რაიმე სხვა საგამოცდო ცენტრი, გამომცდელ ინსტრუქტორები მოწმობის მიღების მსურველებს, სხვადასხვა ადგილას იბარებდნენ, ისეთები როგორიცაა პარკი ან მოედანი სადაც არაა ხალხმრავლობა. გამოცდა სავალდებულო იყო ყველასთვის ვინც ავტომობილს 1934 წლის 1 აპრილიდან მართავდა. 1939 წელს გამოცდა მართვის მოწმობის ასაღებად მსოფლიო ომის გამო დროებით გაუქმდა და 1946 წლის ნოემბერში ისევ აღსდგა. ამერიკაში გაცილებით ადრე დაიწყო საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჩიკაგოში 1899 წელს უკვე გამოცდას აბარებდნენ მომავალი მძღოლები. თუმცა ამერიკის სხვადასხვა შტატში სხვადასხვა დროს გახდა აუცილებელი გამოცდა, მაგალითად ბოლო შტატი სადაც მომავალი მძღოლებისთვის აუცილებელი გხადა გამოცდის ჩაბარება იყო სამხრეთ დაკოტა სადაც მხოლოდ 1959 წელს შემოვიდა კანონი გამოცდის გავლის აუცილებლობაზე. საფრანგეთი კი იყო პირველი ქვეყანა სადაც შემოიღეს ეს გამოცდა ჯერ კიდევ 1893 წელს. ისე საინტერესოა რა ხდებოდა საქართველოში? როდის ჩატარდა პირველი გამოცდა და ვინ იყო ის პირველი „ბედნიერი“ პრავიანი მძღოლი? მოკლედ საქართველოზე როგორც ყოველთვის ყველაფრის გაგება ძნელია ჰოდა მეც ვერ შევიტყვე ეს საინტერესო ინფორმაცია.

ეს რა შუაშია და…

მართვის მოწმობის აღება უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა, თუმცა მერე ერთი ოცნება მაქვს მე როგორც გარემოზე მზრუნველს  (იდეაში მაინც),  მინდა მყავდეს ელექტრომობილი  კონკრეტულად კი ეს, (სხვაზეც არ ვიტყოდი უარს) 

რატომღაც Nissan Leaf 

Zero emission – ნულოვანი გამონაბოლქვი

 ასე იტენება :)  (სიტუაცია ავტოფარეხთან: მეზობელი: “აუ ნისანის დამტენი გამიფუჭდა და მათხოვე რა…🙂 )

მარჯვენა საჭიანები არ მომწონს მაგრამ ეს მოდელი მარცხენა საჭით მე მგონი არც გამოსულა. ისე ძალიან მიმზიდველი სალონი აქვს არა?

ანდაც ეს კოსმიური ელექტრო აუდი რომელიც თუ არ ვცდები 2012-ში გამოვა მასიურ წარმოებაში.

თუმცა ნისანს ეს აუდი მირჩევნია, ნისანი უფრო რეალურია წელს ჩაეშვა წარმოებაში, თუმცაღა რეალობაზე თუ მიდგა საქმე საქართველოში ელექტრო მანქანები კიდევ დიდხანს არ იქნება ალბათ რეალური… (ვიოცნებე რა ჩემთვის)  

6 thoughts on “გზა “პრავამდე”

  1. მეც მინდა მოწმობის აღება, რატომღაც, მეშინია, რთული მგონია მანქანის ტარება..🙂

    Like

    • რთული საერთოდ არაა, უბრალოდ დამუღამება უნდა, თუ მარჯვე ხარ და მხედველობითი ორიენტირება არ გიჭირს ძალიან მალე ისწავლი🙂

      Like

  2. ოჰჰ რა მტკივნეულ თემას შეეხე მიშ :[

    მართვის მოწმობა ჯერ კიდევ 2006 წელს ავიღე, პირველივე გასვლაზე ჩავაბარე თეორიაც და პრაქტიკაც, ყველას გასაკვირად :]]

    მერე რამოდენიმე თვე დამყავდა კიდეც, მარრა ძალიან ვიძაბებოდი და მეშინოდა გიჟმა მძღოლებმა რამე არ დამმართონ-თქო.

    ჰოდა ერთხელაც გადმოვედი მანქანიდან და ნამდვილად არ მიღირს-თქო განვაცხადე, იმის მერე 3 წელია აღარ დავმჯდარვარ. ეხლა მუშაობას ვიწყებ და სხვა გზა არ მაქვს მომიწევს ისევ ტარების გახსენება, რაც სწავლაზე ბევრად უარესია! ავტომატიკასაც კი წვალებით ვატარებ :[

    ამიტომ რჩევა: ძირს დაძაბულობა და ნერვიულობა და არავითარ შემთხვევაში არ შეეშვა ტარებას

    Like

    • მე საერთოდ არ ვარ დაძაბული (ჯერ ჯერობით) ჰოდა ვხვდები რომ ეს კარგია…
      არ უნდა მიგეტოვებინა, ეხლა უკვე მეტ ნაკლებად გამოცდილი მძღოლი იქნებოდი :)) ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული, როცა ტარების გამოცდილება გაქვს, იმდენად აღარ გეშინია და დაძაბულიც არ ხარ, მთავარია საკუთარი თავის იმედი გქონდეს და იყო ფრთხილი.

      Like

  3. მეც უნდა ავიღო ივლისის ბოლომდე მართვის მოწმობა, იმედია არ გამიჭირდება😀

    Like

    • წარმატებები🙂 ამბობენ სექტემბრიდან ართულებენო, ასე რომ ამ ზაფხულს სჯობს🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s