საინტერესო ფაქტები ასტრონომიიდან

ცხოვრობდა თუ არა მარსზე ვინმე?

უბრალოდ რამდენიმე საინ-ტერესო ფაქტი ასტრონომიიდან, რომლებიც ბოლო დროს იქნა აღმოჩენილი. (წყარო – რათქმაუნდა ყოვლისმცოდნე ნასა)

სულ ცინცხალი (უახლესი)  ცნობით, კვლევების შედეგად საბოლოოდ დადგინდა რომ მარსზე ოდესღაც არსებობდა ნესტიანი გარემო რომელიც შესაძლოა ხელსაწყრელი იყო სიცოცხლისთვის. საინტერესოა რა ფორმა ექნებოდა სიცოცხლეს მარსზე? იქნებოდა თუ არა მარსზე ოდესღაც გონიერი ცივილიზაცია? სიცოცხლის აშკარა ნიშნები ჯერ კიდევ არსად ჩანს.

ჩვენი მზის სისტემიდან 44 სინათლის წლის მოშორებით აღმოჩენილი იქნა პლანეტების სისტემა, რომელიც მზის მსგავს ვარსკვლავს უპსილონ ანდრომედას ეკუთვნის, ეს ვარკსვლავი მზეზე ახალგაზრდაა, ოდნავ დიდია და უფრო ბრწყინვალე, მის გარშემო კი ბრუნავს სამი იუპიტერის მსგავსი გაზის პლანეტა, რომელთა ორიტები უცნაურად ერთმანეთის მიმართ მახვილი კუთხითაა დახრილი .

ვარსკვლავი რომელიც საკუთარ პლანეტას მიირთმევს

მაისში ნასამ ჰაბლის ტელესკოპის ახალი მოწყობილობით აღმოაჩინა რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი რომელიც ჩვენგან 600 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს საკუთარ პლანეტას ყლაპავს, პლანეტა იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტია, მისი რადიუსი სამჯერ დიდია იუპიტერის რადიუსზე და 40 პროცენტით აღემატება იუპიტერის მასას, პლანეტა იმდენად ახლოა საკუთარ მზის მსგავს ვარსკვლავთან რომ სავარაუდოდ 2800 გრადუსამდე ცხელდება მისი ზედაპირი, ვარკვლავის გრავიტაცია კი იმდენად დიდია რომ ის პლანეტას ნელ ნელა შლის და მის ნაწილებს ითვისებს. 10 მილიონი წლის შემდეგ კი პლანეტა საერთოდ აღარ იარსებებს.

 

ჩვენ ვუყურებთ სამყაროს წარსულს

ეს სურათი ასახავს სამყაროს თითქმის 12 მილიარდ წელიწადს, გალაქტიკებს რომლებიც სხვადასხვა განვითარების ეტაპზე იმყოფებიან, როგორ შეიძლება სურათმა აჩვენოს დროის ამხელა მონაკვეთი და არა კონკრეტულად ერთი მყისიერი მომენტი? ამ სურათზე უშორესი გალაქტიკებიდან სინათლე ობიექტივამდე 12 მილიარდ წელიწადს მოდიოდა, ახლა კი იმ გალაქტიკებს ჩვენ ვხედავთ სწორედ ისეთს როგორებიც იყვნენ 12 მილიარდი წლის წინ, ანუ წარსულში ვიხედებით, ძალიან ახლოს მივდივართ თვით იმ მომენტამდე როცა სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაფართოვდა. სურათი გადაიღო ჰაბლის ტელესკოპმა 2009 წლის სექტემბერ ოქტომბერში, როცა მასზე ახალი ფართო ხედვის კამერა დაამონტაჟეს.

 

იუპიტერის ხმები 

მოუსმინეთ იუპიტერს იუთუბში

ერთ-ერთი კოსმოსური ზონდის მიერ ჩაწერილი იუპიტერის რადიო გამოსხივება (ელექტრომაგნიტური რხევები) მეცნიერებმა ბგერებად გარდაქმნეს,  და მივიღეთ იუპიტერის მისტიური ხმები, მეცნიერების თქმით ეს ხმები მხოლოდ ნაწილია იუპიტერის ხმებისა,  დანარჩენი ბგერების დიაპაზონს ადამიანის ყური ვერ აღიქვამს.

მოუსმინეთ იუპიტერის ხმებს და დარწმუნდებით კოსმოსი ჩუმად არაა. ჩემზე რაღაც იდუმალი და მისტიური შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხმებმა.

 

13 thoughts on “საინტერესო ფაქტები ასტრონომიიდან

  1. …და დედამიწას რაღაცა კომეტა უახლოვდება, 2029 წლისთვის შეეჯახებაო რომ ამბობენ ეგ გაიგე?.

    😐

    იმედია, დაშლიან ამერიკელები.. :დ

    კი არა, ჩაკ ნორისი, თორემ ამერიკელები რისი მაქნისები არიან..

    ზოგადად, ძალიან საინტერესოა სხვა გალაქტიკებიც. ალბათ, სადღაც არსებობს პატარა დედამიწა ჩვენნაირი ხალხით..

    • ახლა ვნახე ნასას საიტზე და 2029 წელს თურმე მართლა არის შანსი რომ დედამიწას შეეჯახება კომეტა, თუმცა შეიძლება არც შეეჯახოს, ცვალებადი ორბიტა აქვს იმ ოხერს, თუ არ შეეჯახება ძალიან ახლოს ჩაუვლის.

  2. არ ვიცი მაგ თემაზე სერიოზულ წყაროში არაფერი შემხვედრია,ჭორი მგონია ან რაღაც 2012-ის მსგავსი გამოხტომა… ჰო ჩაკნორისი დროს აწვება და კომეტას ვეღარ შეაჩერებს? :))
    ჩვენნაირი ხალხი არ ვიცი მაგრამ სიცოცხლე სადმე აუცილებლად იქნება. მარტო ჩვენს გალაქტიკაში თავისუფლად არის შანსი რომ დედამიწის მსგავსი 80 მილიონი პლანეტა იყოს (სიცოცხლის ხელსაყრელი პირობებით და დაახლოებითი დედამიწის ოდენა ზომით) ჰოდა მაგათგან ცივილიზაცია ერთგან მაინც როგორ არ იქნება :))

  3. მე მეჯრა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის
    მე მეჯრა “უცხოპლანეტელების”
    მე მჯერა არამიწიერი არსებების
    მე მჯერა დედამიწის
    მე მჯერა მარსის
    და ამ ხმებმა ძალიან მასიამოვნა და ეხლა ბიორკს მოუსმენ 😉

    • ჰო მეც მსიამოვნებს იუპიტერის ხმები…
      რაღაც ელექტრონულ მუსიკას ვამგვანებ Ambient-ს და ფსიქოდელიას :))

  4. აჰაა ;))
    და კიდე 2012 წელზე ხვალ პირველ არხზე, სანაიას გადაცემაა 9 საათზე და უყურე თუკი გაინტერესებს 😉

  5. ვა მე კიდევ გავიგე რომ შესაძლებელია მზეც მიირთმევდეს პლანეტებს ამის გამო ცივილიზაცია ჯერ ვენერაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ეხლა დედამიწაზეა მომდევნო პლანეტა კი სადაც სიცოცხლისათვის კარგი პირობები იქნება დედამიწის ცხელ პლანეტად გადაქცევისას მარსი იქნება.

    • მზის მიერ პლანეტის მირთმევა სიცოცხლესთან არავითარ კავშირში არაა. ვენერაზე რამდენად იყო სიცოცხლე არავინ იცის, თურმე თავიდან სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტად ვითარდებოდა მაგრამ მერე რაღაც სხვა რეაქციები დაიწყო და დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, გოგირდმჟავას სქელი ღრუბლებით,მიწაზე კი დღისით 480 გრადუსი სიცხეა. ერთი დღე კი ლამის ერთ წელიწადს უდრის.
      მარსი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტად ადამიანს შეუძლია აქციოს,ეს პლანეტაც უკვე იყო ოდესღაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელად მაგრამ მერე რაღაც დაემართა. ჩვენი მზე არაა ეგეთი ბოროტი რომ შეჭამოს პლანეტები :))) თუმცა 5 მილიარდი წლის მერე როცა სიკვდილს დაიწყებს აფეთქდება და წითელ გიგანტად იქცევა, ჰოდა იმხელა გახდება რომ ჩვენც მარსსაც გადაგვყლაპავს.

  6. ვაიმე რა საინტერესო იყო!

    აქამდე მსგავსი არაფერი მომისმენია, ჰოდა დავჯექი და იუთუბში რომელიც ვიპოვე იმ პლანეტების ხმებს მოვუსმინე და მუსიკალურად განვიხილე.

    ესეიგი დედამიწას ტყუილად არ უწოდებენ მოუსვენარს, ხმაც ასეთივე აქვს და ძირითადად სი ბემოლში ჟღერს,

    მზეც დედამიწასავით მუსიკალურად ღარიბია, მაგრამ მთლად მონოტონურიც – არა. დისონანსი არ გვხვდება, სულ კონსონანსია (კეთილხმოვანება) და თბილი ტემბრი აქვს (თუ შეიძლება რომ ასე ვთქვათ lol) . მზის საყვარელი ნოტებია რე და დო. შესაბამისად რე მაჟორ სეპტში ჟღერს.

    სატურნსაც უმიზეზოდ არ შეარქვეს ეშმაკის პლანეტა, ისეთი საზარელი უსიამოვონო ხმები იყო. ტონალობა ვერ დავადგინე :]

    და ბოლოს იუპიტერი. გაოცებული ვარ რა მრავალფეროვნებაა! ყველაზე ნიჭიერი პლანეტაა! არადა აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი.
    იუპიტერი იწყებს ფა# მაჟორით, შემდეგ სი ბემოლ მინორზე გადადის და ნელნელა ადაბლებს მეხუთე საფეხურს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველაზე მეტი ინსტრუმენტების რაოდენობაა იუპიტერის მელოდიაში, ხშირად გაისმის timpani-ს (დასარტყამების ჯგუფიდანაა) ხმები.
    ”იუპის” საყვარელი ნოტებია მი და რე#, რომლებიც პერიოდულად ჟღერს გამოკვეთილად. ერთგან მოკლე მელოდიური მონაკვეთიც კი მოვისმინე.

    ოღონდ არ იფიქროთ ამ გოგომ გააფრინაო :]] უბრალოდ ამ მისტიურმა ხმებმა იმოქმედა :]

დატოვე კომენტარი