დეივ ბრუბეკი – ჯაზის რენესანსი

რატომღაც მომინდა ჩემს საყვარელ ჯაზ კვარტეტზე დამეწერა და ის ემოცია როგორმე გადმომეცა როდესაც დეივ ბრუბეკს ვუსმენ რამდენიმე კვირიანი ან თვიანი პაუზის შემდეგ. დღეს სწორედ ასეთი დღეა, დეივის კომპოზიციები არ მბეზრდება თუმცა ხანდახან არის ხოლმე პერიოდები როცა არ ვუსმენ, სხვა რამეზე ვარ გადართული, მერე უცებ მახსენდება და ისევ ვიჩემებ ერთიდაიგივე კომპოზიციებს, ერთი ან ორი კვირა ვატრიალებ პლეილისტში ისე რომ ვინმე რომ მიყურებდეს ყურებში მაზოლები ამოუვა ჩემს მაგივრად. რომელიმე ახლობელი ან ახალი ნაცნობი  თუ მეუბნება რომ ჯაზი არ უყვარს მაშინვე დეივ ბრუბეკს ვასმენინებ ან ვუგზავნი (თუ ინტერნეტით ვსაუბრობ) და შემდეგ წინასწარ დარწმუნებული რომ აზრს შეიცვლის ვეკითხები ახლაც არ მოგწონს მეთქი ჯაზი? ესეც თუ არ ამართლებს აი მაშინ კი წასულია საქმე.  

ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი დეივ ბრუბეკი ცოცხალი ლეგენდაა რომლის მიღწევების და ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დეივს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჯაზსა და კლასიკური მუსიკის სამყაროში. მისი კარიერა თითქმის ექვს ათეულ წელიწადს ითვლის. ექსპერიმენტების, ინოვაციის და იმპროვიზაციის ექვსი ათეული წელიწადი.

მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, კალიფორნიაში, კონკორდში, მისი ორი უფროსი ძმაც პროფესიონალი მუსიკოსი იყო, ოთხი წლისამ დედასთან დაიწყო კლავიშზე მეცადინეობა, 12 წლისა იყო როდესაც ოჯახი, საცხოვრებლად მიკარგულ რაიონში სიერას რანჩოში გადავიდნენ, დეივის ცხოვრება  შეიცვალა, კლავიშის გაკვეთილები შეწყდა და  ქავბოური ცხოვრება დაიწყო, ის მამასთან ერთად 45 ათას აკრ მიწაზე მუშაობდა. 14 -ის იყო როცა შაბათ კვირას დაკვრა დაიწყო ადგილობრივ საცეკვაო ბენდებში, როდესაც სტოქტონში, კოლეჯში მოხვდა მისი მიზანი იყო ვეტერინარული მედიცინის კურსი დაემთავრებინა და შემდეგ რანჩოში დაბრუნებულიყო. სწავლის დროს ჯაზი დაუძლეველი ცდუნება აღმოჩნდა და მისი მუსიკალური სწრაფვა ჯაზისკენ გადაიხარა, დეივი ქალაქის ადგილობრივ ღამის კლუბებში უკრავდა, კოლეჯის დამთავრებისას 1942 წელს სამხედრო სამახურმა მოუწია რის შემდეგაც მალევე დაქორწინდა კიდეც თავის ყოფილ კურსელზე ლოლა უიტლოკზე, სამხედრო სამსახურის შემდეგ 1946 წელს ჩაირიცხა მილსის კოლეჯში ოკლენდში (კალიფორნია)  სადაც მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ფრანგი კომპოზიტორი დარიუს მილო იყო. მილო ხელს უწყობდა დეივს და ურჩია მისი კარიერა მთლიანად ჯაზისთვის დაეთმო. მილოს რჩევით დეივმა სტუდენტებისგან ჩამოაყალიბა რვა კაციანი ბენდი. ხოლო  1951 წელს უკვე ჩამოაყალიბა დეივ ბრუბეკ კვარტეტი

საქსაფონისტ პოლ დესმონდთან ერთად, მათი თანამშრომლობა ჩვიდმეტ წელიწადს გაგრძელდა. კვარტეტმა თავისი ჩანაწერებით და საკონცერტო გამოსვლებით ათასობით ახალგაზრდას გააცნო ჯაზი. ბენდმა დაარსებიდან მალე დაიწყო ტურნე ამერიკის მასშტაბით და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში ატარებდა კონცერტს, გამოდიოდა ისეთ შემსრულებლებთან როგორიცაა დიუკ ელინგტონი, ელა ფიცჯერალდი, ჩარლი პარკერი, დიზი გილესპი, ბრუბეკის კვარტეტი არაერთხელ მოხვდა პოპულარული მუსიკალური ჟურნალების რეიტინგებში წამყვან ადგილზე, სიმპათიას იმსახურებდა  როგორც კრიტიკოსების მხრიდან ასევე უბრალო მსმენელის. 1954 წელს ჟურნალ თაიმის გარეკანზე გამოჩნდა ბრუბეკის პორტრეტი, ისტორიით ჯაზის რენესანსზე და ბრუბეკის ფენომენალურ ნიჭზე.

1958 წელს კვარტეტმა განახორციელა პირველი საერთაშორისო ტურნე, რომელიც ამერიკის მთავრობამ დააფინანსა, კვარტეტმა კონცერტები ჩაატარა: პოლონეთში, ინდოეთში, თურქეთში, შრი ლანკაში, ავღანეთში, პაკისტანში, ირანსა და ერაყში. განსხვავებულ კულტურულ ქვეყნებში სტუმრობამ კვარტეტის შემოქმედებაში ეგზოტიკური ელემენტები შემოიტანა: 1959 წელს ჩაწერილი ალბომი “Time Out” სცილდება ჩვეულებვრივი ჯაზის ფარგლებს. Time Out გახდა პირველი ჯაზ ალბომი რომელიც მილიონ ასლზე მეტი გაიყიდა. Blue Rondo a la Turk  და Take Five გახდნენ პირველი კომპოზიციები რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით გამოჩნდა ჩარტებში.

Blue Rondo a la Turk

Take five ყველაზე ცნობილი კომპოზიცია.

ბრუბეკი ცდილობდა ჯაზი კლასიკურ მუსიკასთან შეერწყა. 1959 წელს კვარტეტმა ნიუ იორკში ჩაატარა პრემიერა “Dialogues for Jazz Combo and Orchestra” სადაც მონაწილეობდა აგრეთვე დეივის ძმა ჰოვარდი. დეივმა 1960 წელს ამერიკული ბალეტის თეატრისთვის დაწერა კომპოზიცია „Points on Jazz” მოგვიანებით თანამშრომლობდა მიურეი ლუის დენს კომპანისთან, მისი მუსიკალურ თეატრალური პიესაში “The Real Ambassadors” მონაწილეობდნენ ლუის არმსტრონგი და კარმენ მაკრეი.

კვარტეტის კლასიკური შემადგენლობა  (პოლ დესმონდი -საქსაფონი, ეუგენ ურაითი – ბასი, ჯო მორელო – დრამი და რათქმაუნდა დეივ ბრუბეკი – კლავიში) 1967 წელს დაიშალა. ბრუბეკის კვარტეტის პირველი შემადგენლობის დაშლის შემდეგ ცინცინატის სიმფონიურმა ორკესტრმა ერიხ კანზელის ხელმძღვანელობით გამართა ბრუბეკის ორატორიას პრემიერა  „The Light in the Wilderness” (1968 წლის თებერვალი) დეივის მეორე მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო “The Gates of Justice” კანტატა დაფუძნებული იყო მარტინ ლუთერი კინგის სიტყვებზე და ძველ აღთქმაზე.

პირველი შემადგენლობის დაშლის შემდეგ ბარიტონ საქსაფონისტი ჯერი მალიგანი შეუერთდა ახლა უკვე დეივ ბრუბეკის ტრიოს ( ჯეიკ სიქსი – ბასი, ალან დოუსონი – დრამი) ახალ ჯგუფთან ერთად დეივმა შვიდ წელიწადს იმოღვაწევა, ამ პერიოდში მან თავის სამ ვაჟთან ერადაც (დარიუსი, კრისი და დენი)დაიწყო გამოსვლები.

80-იანებში დეივი ხელმძღვანელობდა  კვარტეტს კლარნეტისტ ბილ სმიტთან ერთად, დეივის ვაჟი კრისი ელექტრო ბასზე და რენდი ჯონსი დრამზე. ეს შემადგენლობა საბჭოთა კავშირშიც კი იმყოფებოდა ტურნეზე 1987 წელს. ასევე კვარტეტი ახლდა 1988 წელს პრეზიდენტ რეიგანს მოსკოვში, რეიგანის და გარბაჩოვის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ბრუბეკის კვარტეტმა დაუკრა.  ბენდი კიდევ გამოჩნდა სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო შეხვედრებზე თეთრ სახლში, იორდანიაში მეფე ჰუსეინთან ჯონსონის ადმინისტრაციასთან ერთად.

ბრუბეკი მთელი კარიერის მანძილზე აგრძელებდა ექსპერიმენტებს ჯაზსა და კლასიკურ მუსიკაში, ის თითქმის ყველა მნიშნველოვან ორკეტრთან თანამშრომლობდა როგორც ამერიკაში ასევე ევროპაში. მას უამრავი ჯილდო და წოდება აქვს მთელს მსოფლიოში მიღებული დაწყებული ნაციონალური მედალით პრეზიდენტ კლინტონისაგან, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი ვარსკვლავით და გერმანიის ინგლისის, ამერიკის, კანადის უნივერსიტეტებში მინიჭებული საპატიო დოქტორის წოდებით. 2003 წელს მისი სახელი ამერიკის კლასიკური მუსიკის დიდების დარბაზში შევიდა .

მიუხედავად იმისა რომ დეივი უკვე ღრმად მოხუცებულია მისი ბოლო ალბომი 2007 წელს გამოვიდა სახელწოდებით „Indian Summer”  

ჩემი საყვარელი კომპოზიციებია:

Audrey

Sweet Cleo Brown

Strange Medowlark

Blue Rondo a la turk

Take five

Kethy’s Waltz

Heart and Soul

Indian Summer

I Remember you

I see your face before me

Three to get Ready

Pick up Sticks

Everybody’s jumpin

I’m Old Fashioned

აგრეთვე ძალიან მაგარია ბრუბეკის შესრულებით ცნობილი ქავერები Georgia On My Mind და Basin Street Blues.

უსმინეთ დეივს!

4 thoughts on “დეივ ბრუბეკი – ჯაზის რენესანსი

  1. გეთანხმები, უსმინეთ! :]
    უფრო სწორედ ბრუბეკით უნდა დაიწყონ ჯაზის მოსმენა,
    ისევე როგორც მუსიკის მოსმენა ჩემი აზრით ბიტლზით უნდა იწყებოდეს, ყურს გადასარევად წვრთნის და ძალიან დიდ საფუძველს მისცემს შემდეგ სხვა ჟანრების კარგად გასაგებად (არა ბიტლები რომ არ გამოვურიო არ შემიძლია, ყველა გზა მაგათთან მიდის😀 )

    Like

  2. ძალიან გამიხარდა, რომ ბრუბეკზე ასეთი “მრავლისმომცველი” და “ნოყიერი” პოსტი აღმოვაჩინე… მართლაც რომ გენიალური ადამიანია, და საპატიო ადგილი უჭირავს ჯაზის ისტორიაში… თუმცა ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ჯაზის მოსმენა “ახალბედა ჯაზის მოყვარულებმა” ბრუბეკით დაიწყონ… ბრუბეკი უფრო მაღალი საფეხურია ჩემი აზრით. ჯობია ჯერ მარტივად გასაგებ და ადვილად “ჩასაწვდომ” ე.წ. “ლაით-ჯაზსს” მოუსმინონ და შემდგომ “მაგისტრატურა” და “დოქტორანტურა”
    უკვე ბრუბეკის მოსმენით დაამთავრონ…😉🙂

    P.S. madloba da warmatebebi!!!

    Like

    • მადლობა რომ მოგეწონა
      “თუმცა ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ჯაზის მოსმენა “ახალბედა ჯაზის მოყვარულებმა” ბრუბეკით დაიწყონ”
      შესაძლოა, მაგრამ მე ჩემ მაგალითზე ვამბობ, ადრე ჯაზს ვერ ვუსმენდი, არ მესმოდა ეს მუსიკა და სწორედ ბრუბეკის წყალობით გავეცანი ჯაზს. ჩემთვის ძალიან კარგი პირველი საფეხური გამოდგა.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s