მისალოცი ბარათი – პოლ არ დაბერდე!

ვინც მიცნობს ან ამ ბლოგს კითხულობს ალბათ მიხვდებოდით რომ ამ თარიღს არაფრით არ გამოვტოვებდი, ისე რომ ერთი პოსტი არ მიმეძღვნა მისთვის – ადამიან ბითლზს და ბიტლომანების უკანასკნელ იმედს 68 წელი შეუსრულდა.

ამას წინათ, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გავიფიქრე, რომ პოლს თავის იუბილეზე რაიმე განსაკუთრებულ სტატიას მივუძღვნიდი, და აი როცა მოახლოვდა 18 ივნისი, დავიწყე ტვინის ჭყლეტა თუ რა შეიძლებოდა დამეწერა პოლზე, პოლის შესახებ როგორც ბიტლომანს ბევრი რამ წამიკითხავს, ბევრი მსმენია, მაგრამ ვერაფრით გადავწყვიტე კონკრეტულად რა კუთხით შევხებოდი სერ პოლის ჩემთვის ამოუწურავ პიროვნებას? მისი 50 წლიანი კარიერა იმდენად მდიდარი და სავსეა რომ ამ თემაზე წერა ზედმეტიც მომეჩვენა, იმდენად გადაღეჭილი მაქვს ბითლზის პერიოდი. შემდეგ სოლო კარიერა და უინგზი გამახსენდა, 70-80-იან წლებზე სხვებს პირველად თუ ლედ ზეპელინი, დი ფარფლი კლასიკური როკი და ჰარდ როკი ახსენდებათ ჩემთვის ამ წლებთან უინგზი ასოცირდება: Wild life, London Town, Give My Regards to broad street.

რადგან ამ წლების ხიბლი ისევ პოლ მაკარტნიშია ისევე როგორც 60-იანებისა ბითლზში. მუსიკა იცვლება, დროც, მაგრამ პოლ მაკარტნი ისევ პოლ მაკარტნია, 90-იანებში პოლი ისევ ბიტლია, ლეგენდარული ახლა უკვე სამეული ისევ იკრიბება დროებით, ანთოლოგიის ჩასაწერად. მართალია პოლი კონცერტებზე დიდი რაოდენობით ატრიალებს ბიტლების და უინგზის დროინდელ სიმღერებს მაგრამ ის დღემდე აქტიურად მუშაობს, ელექტრონულ და კლასიკურ მუსიკასაც გადასწვდა, მოკლედ პოლი არ ბერდება, ანდაც არ იმჩნევს ჩუმად შემოპარულ სიბერეს. მის თაყვანისმცელებში კი,  მეოცნებე ბიტლომანებში ნელ ნელა ფეხს იკიდებს შიში იმისა რომ პოლი ერთ დრესაც პენსიაზე გავა. განსაკუთრებით ქართველი გულშემატკივარის გულში, რომელიც ალბათ უკვე მრავალი წელია მოელის პოლის ჩამოსვლის პოტენციურ შესაძლებლობას, რათქმაუნდა მას შედეგ რაც საზღვრები გაიხსნა და მეტ ნაკლებად გვქონდა ბედნიერება ზოგიერთი ცნობილი შემსრულებელი გვენახა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამის გამოხატულებაა ტემპერას* აღტყინებული სტატუსიც – “პოლ არ დაბერდე”.

ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ რაც 2008 წელს მაკარტნიმ კიევში მთავარ მოედანზე ჩაატარა კონცერტი, ხუთი დღე ვქაჩე 5 გეგაბაიტიანი კონცერტი ტორენტიდან. კონცერტის შემდეგ ხმა გავრცელდა მაკარტნი თბილისში აპირებსო ჩამოსვლას. ამ ხმების გავრცელებას ისიც უწყობდა ხელს რომ კონცეტის ბოლოსკენ კადრი რამდენიმე წამით ჩერდება მაყურებლებში ყურებამდე გაღიმებულ მიხეილ სააკაშვილზე რომელიც ტაშს უკრავს. მიშა იუშენკოს ძმაკაციაო და უეჭველი ჩამოიყვანს მაკარტნისო, ზოგი იმასაც კი აღნიშნავდა მიშას ის მოეწონა რომ მაკარტნიმ უკრაინის დროშა აფრიალა სცენაზე ახლა ამ იდეას  თბილისში განახორციელებინებსო. მოკლედ მერე ინტერნეტში რამდენიმე უცხოური წყაროც ალაპარაკდა საქართველოში პოლის შესაძლო ვიზიტის გამო. ჰოდა ის იყო დავიჯერე მეც და ეიფორიაში ვიყავი(თ) რომ 2008 წლის ცნობილმა მოვლენებმა ჩაგვიშალა ეს ყოველივე თუ უბრალოდ არც არასდროს იგეგმებოდა ვეღარ გავიგე.  

მოკლედ ქართველი ბიტლომანის ოცნებაში ისევ ღვივის პოლ მაკარტნის ჩამოსვლა, სანამ დროა სანამ პოლი ჯერ კიდევ არ დაბერებულა. ამიტომ მისი დაბადების დღე და ასაკს კიდევ მომატება მთლად არ უნდა გვიხაროდეს არა?

თუმცა პოლმა რა დააშავა? დრო თავისას შვრება

ამიტომ პოლ გილოცავ დაბადების დღეს და კიდევ მოგიწოდებ ტემპერას სიტყვებით: პოლ არ დაბერდე! (და ჩამო საქართველოში)

P.S: პოლის დაბადების დღის აღნიშვნა წელს განსაკუთრებით მოექცა ყურადღების ცენტრში, ქართველმა ბიტლომანებმა გადაწყვიტეს კლუბ 33 ა-ში აღნიშნონ მისი 68 წლის იუბილე და იქვე ვიდეო მილოცვა გადაიღონ რომელსაც თავად პოლს გაუგზავნიან. მეც რა თქმა უნდა არ დავაკლდები ამ ყველაფერს, იმედია პოლს გული აუჩუყდება და ჩვენსკენ გამოიხედავს, მთავარია თუ ჩამოვა ბითლზ კლუბთან ისეთი რამ არ დაინახოს 2007-ში მისი დაბადების დღის აღანიშნავ კონცერტის აფიშაზე POUL MCCARTNEY რომ ეწერა.

შენიშვნა: ტემპერა ვინც არიცით, თბილისის ფორუმის ცნობილი ბიტლომანია😀

6 thoughts on “მისალოცი ბარათი – პოლ არ დაბერდე!

  1. ძალიან რთულია იმაზე რამის დაწერა, ვინც გიყვარს. მასივზე რომ სტატიას ვწერდი, ღამეებს ვათენებდი : )))))

    ტემპერა ვიცი)) ფორუმელი ხარ?

    Like

  2. 5-6 წლისამ გავაცნობიერე, რომ ბიტლზის მოსმენა ძალიან მომწონდა,
    ჰოდა აი მაშინ შემიყვარდა პოლიც
    ჩემი პირველი გატაცება იყო🙄

    მე ვულოცავ და დაბერებულიც მეყვარება ! :]

    პ.ს. თითქმის ყოველ წელს აღვნიშნავდით ბიტლზ კლუბში პოლის დაბ.დღეს. წელს მაგარია ეს მილოცვის იდეა, ოღონდ 33ა რა შუაშია ვერ გავიგე, ისევ ბიტლზ კლუბში ჩატარებულიყო აჯობებდა

    Like

  3. http://tamok-vasasi.blogspot.com/2009/06/blog-post_18.html

    ესაა ჩემი პოსტი შარშან…

    დღეს ფიქრობ, რა დავწერო.. არ მინდა ბანალური ვიყო და იქნებ სულაც არ დავწერო..

    მე მაინც მჯერა, რომ პოლი ჩვენტან ჩამოვა.

    სისულელეა, მაგრამ ერთი წელია ფულს ვაგროვებ მისი კონცერტის ბილეთისათვის..

    Like

  4. თუ ჩამოვა ბითლზ კლუბთან ისეთი რამ არ დაინახოს 2007-ში მისი დაბადების დღის აღანიშნავ კონცერტის აფიშაზე POUL MCCARTNEY რომ ეწერა

    ეს ძალიან მომეწონა, მართლაც სირცხვილია ბითლზ კლუბზე მაკარტნის სახელი სწორად არ ეწეროს. მარა მაინც თუ ჩამოვა ფილარმონიაში კონცერტს ალბათ არ იკადრებს სერი და იმ დროისთვის ბიტლომანები დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტ პოსტერებს დაამზადებენ ვიდრე ოდესმე დამზადებულა :)წარწერა ალბათ იქნება WELCOME TO GEORGIA PAUL!

    Like

    • ნეტავ მოვესწროთ მაგ დროს,ყველაზე დიდი მოვლენა იქნება ჩემთვის რადგან საზღვარგარეთაც არ ვარ ნამყოფი მის კონცერტზე. :(((

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s