კლუბი 33ა, პოლ მაკარტნი და შალახო ანუ პოლის დაბადების დღე ქართულად

მოკლედ წინა პოსტში მაკარტნის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის აფიშაც დავდე და ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაც გავახმოვანე, რომ ქართველ ბიტლომანთა მილოცვას არ დავაკლდებოდი, ასე რომ, 19-ში 6 საათი არ იყო უკვე 33ა-ში რეპეტიციას ვუყურებდი. მონაწილეთა უმეტესობას ამშვენებდა შავ მაისურზე გამოსახული მაკარტნის პორტრეტი წარწერით Long live Paul.

ბლიცი გადიოდა რეპეტიციას როდესაც საიდანღაც სავარაუდოდ პარკში მომუშავე დამლაგებელი მოხუცი ქალი გამოჩნდა და ჩხუბი დაიწყო, რამხელა ხმაზე უკრავთ? ქართველები არა ხართ ქათულად მაინც დაუკარითო, ყველას გაეღიმა, მაგრამ ეს ქალი  რომ არ დაწყნარდა ბლიცის წევრებმა შალახო შეუბერეს. მოხუცს გაუხარდა და პირჯვარი გადაიწერა, ყველას სიცილი წასკდა, შალახო რომ გაჩერდა ბებია კიდევ აყვირდა ქართული დაუკარითო.

Continue reading

Advertisements