კლუბი 33ა, პოლ მაკარტნი და შალახო ანუ პოლის დაბადების დღე ქართულად

მოკლედ წინა პოსტში მაკარტნის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის აფიშაც დავდე და ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაც გავახმოვანე, რომ ქართველ ბიტლომანთა მილოცვას არ დავაკლდებოდი, ასე რომ, 19-ში 6 საათი არ იყო უკვე 33ა-ში რეპეტიციას ვუყურებდი. მონაწილეთა უმეტესობას ამშვენებდა შავ მაისურზე გამოსახული მაკარტნის პორტრეტი წარწერით Long live Paul.

ბლიცი გადიოდა რეპეტიციას როდესაც საიდანღაც სავარაუდოდ პარკში მომუშავე დამლაგებელი მოხუცი ქალი გამოჩნდა და ჩხუბი დაიწყო, რამხელა ხმაზე უკრავთ? ქართველები არა ხართ ქათულად მაინც დაუკარითო, ყველას გაეღიმა, მაგრამ ეს ქალი  რომ არ დაწყნარდა ბლიცის წევრებმა შალახო შეუბერეს. მოხუცს გაუხარდა და პირჯვარი გადაიწერა, ყველას სიცილი წასკდა, შალახო რომ გაჩერდა ბებია კიდევ აყვირდა ქართული დაუკარითო.

სამწუხაროდ ვერ მოვიფიქრე რომ ამ ქალისთვის გადამეღო :))

შვიდს თხუთმეტი აკლდა (დაახლოებით) როცა შუქი ჩაქრა, რეპეტიცია დამთავრებული იყო და  სკამებიც უკვე ივსებოდა ბიტლომანებით, 15 წუთის შემდეგ კონცერტის მომლოდინე მაყურებელს მოუსვენრობა დაეტყო, მაგრამ შუქმა დიდხანს არ გვაწვალა და მოვიდა.

პირველი ჟღენტების ბიტლომანი ოჯახური ბენდი გამოვიდა და ორი სიმღერა შეასრულა, მათი გამოსვლა სპონტანურად  მოხდა და კონცერტამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გაიარეს მცირე რეპეტიცია, მიუხედავად ამისა მშვენივრად დაუკრეს (ლონდა მაგიტომ არ მითქვამს ჩემი ბლოგის მკითხველი რომ ხარ :D  )

 მერე მოყვა ნალი ბენდი, რომელმაც რათქმაუნდა პროფესიონალურად შეასრულა ბითლზის რამდენიმე სიმღერა.

საშკა მანაგაძე (ნალი)

შემდეგ იყო Comic Condition, ამ ჯგუფის გამოსვლისას მალევე შებინდდა და სცენას რატომღაც პროექტორით ფერადი ზოლები მიანათეს, სწორედ ისეთი ტელევიზია მაუწყებლობის დასრულების შემდეგ რომ აჩვენებს ხოლმე ეკრანზე (თუ აჩვენებდა? კაი ხანია აღარ შემინიშნავს ეს ფერები ეკრანზე, “ღამე მშვიდობისა მეორე არხის თანამშრომლები დასაძინებლად წავიდნენ”) 

Comic Condition-მაც კარგად შეასრულა სერჟანტ პეპერი და Live and let die თუმცა ამ ჯგუფიდან გოგონას (თაკო) ვოკალს გამოვყოფდი რომელიც კლავიშზე უკრავდა, განსაკუტრებით სერჟანტ პეპერსზე მომხიბლა მისმა აგრესიულმა ვოკალმა რომელიც PJ Harvey-ს ვოკალს მივამსგავსე.

შემდეგ U.R-მა შემოგვთავაზა მეტალის წინაპარი Helter-Skelter და უცნობილესი ჰეი ჯუდ რომელიც როგორც ყოველთვის და ყველგან ამ სიმღერაზე მსმენელიც აჰყვა და ყველამ ერთხმად ვიმღერეთ.

ბოლოს გამოვიდა ბლიცი და საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე საქსოფონით.

სულ ბოლოს კი ბლიცმა ყველა შემსრულებელი მოიხმო სცენაზე და ყველამ ერთად Let it be-ით დააგვირგვინა პოლ მაკარტნის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო.

Let it be-ის დროს ყველა მსმენელი სცენასთან მოგროვდა კულმინაციურ მომენტს განსაკუთრებულად ამაღელვებელი ფონი ჰქონდა, ყველა მღეროდა მონაწილეები და მსმენელები.

რაც შეეხება პოლ მაკარტნისადმი გაკეთებულ ვიდეო მილოცვას ვერც გავიგე როდის გადაიღეს თუმცა, მთელი კონცერტის მანძილზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი ბორიალობდა აქეთ იქეთ, მე რეალ TV-ის ჟურნალისტი გადამაწყდა და ჩემმა მილოცვამ პოლ მაკარტნისადმი ამავე ტელეკომპანიის ეთერში გაიჟღერა დღეს რამდენჯერმე. რათქმაუნდა ჩემი წინა პოსტის სათაური გავიმეორე და სერ პოლს პირველ რიგში არ დაბერება ვუსურვე და შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა. მართალია რეალ TV-ის მაკარტნი არ უყურებს მაგრამ როცა ჟურნალისტმა მთხოვა პოლს მიულოცეო ისე ვიყავი იმ იდეით შეპყრობილი რომ ჩვენი მილოცვა უნდა გადაეღოთ და მერე თავად პოლისთვის გაეგზავნათ, ავტომატურად ვკითხე ჟურნალისტს – და ქართულად მივულოცო? :))

P.S: უმრავლესობა ფოტოებისა ზურა-სგან

14 thoughts on “კლუბი 33ა, პოლ მაკარტნი და შალახო ანუ პოლის დაბადების დღე ქართულად

  1. ვა რა კარგი ყოფილა
    მე კიდევ დამავიწყდა რომ იყო😦
    მოდი მე შენ ბლოგზე მივულოცავ პოლს და ბევრ კარგს ვუსურვებ
    ისე უფრო მეტი შანსია პოლი შენს ბლოგს ათვალიერებდეს ვიდრე რეალ TVს უყურებდეს😀

    Like

  2. ჰმ! ლონდა ჟღენტის სახელი და გვარი მეცნობა, შემთხვევით, დაც ხომ არ ჰყავს – თათია??:)

    მე მგონი, დიდი შეცდომა დავუშვი, რომ არ მოვედი. ძალიან კარგი პოსტია!

    Like

    • და კი ჰყავს, მაგრამ არ ვიცნობ ასე რომ სახელი არ ვიცი, კონცერტზე კი გამოაცხადეს მაგრამ დამავიწყდა, თუმცა ამდენ ლაპარაკს მესამე სურათში, წითელ მაისურიანი და წითელ ბას გიტარიანი გოგონაა და მისი დაც იქვეა მუქი გიტარით.

      Like

      • თუ ისაა, მეორე კლასში მყავს რამდენჯერმე ნანახი, ასე რომ , ვერ ვიცნობ:) თუმცა, სახელი და გვარი ჩამრჩა…:)

        Like

  3. მიშ მადლობა კარგი შეფასებისთვის :] კონცერტი მართლაც მშვენიერი გამოვიდა ! ოღონდ მთელი საღამო იმას ვწუწუნებდი რა დაბადების დღეა იუბილარის გარეშე მეთქი :]]
    აუ ბებო რა ტიპი იყო! ჩემს დას ვეხვეწე მოდი მივიდეთ იშხნელების რამე ვუმღეროთ მეთქი მარრა ვერ დავითანხმე.

    lex tempus
    კი, თათია ჩემი თავის ტკივილი და ამავდროულად საყვარელი დაიკო არის :] აბა შენ მითხარი რომელი ხარ? მის კლასში ყველას ვიცნობდი და გვარით მაინც გამახსენდები.

    პ.ს. ჰომ ესეიგი მიშას ბლოგმა “პროფილის” ფუნქციაც შეასრულა :]]

    Like

    • არ გემახსოვრები:) მე–5 გიმნაზიის გახანგრძლივებულ ჯგუფში გვიწევდა შეხვედრა მხოლოდ:)

      Like

  4. ოომ ეხლა რატომ დამაინტრიგე :]] შენ თუ გახსოვდა, იქნებ ჩვენც გაგვახსენდე :]

    პ.ს. აქ თუ არ გინდა სახელის გამჟღავნება, იმეილზე მომწერე londiko17@yahoo.com

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s