Across the universe – ისევ ასტრონომია

მოკლედ გადავწყვიტე გამეკეთებინა “საინტერესო ფაქტები ასტრონომიიდან”-პოსტის გაგრძელება, თუმცა სათაური აღარ მომეწონა და გადავწყვიტე ერთ-ერთი კატეგორიის სახელი დავარქვა.

 

ორმოცი წლის შემდეგ ანუ კაცობრიობის უზარმაზარი ნახტომი

ორმოცი წლის წინ ადამიანის მოგზაურობის არეალი ძალზედ გაიზარდა, მას დედამიწა არ ეყო და კოსმოსში დაიწყო მოგზაურობა, ზუსტად ორმოცი წლის წინ ადამიანმა დატოვა დედამიწა და მთვარეზე ავიდა.

1968 – 1972 წლებში ნასას აპოლოს ასტრონავტები, ახალ კოსმოსურ ხომალდს სცდიდნენ უცნობ ადგილებში მოგზაურობისას.

ყველაფერი 1961 წლის 25 მაისს დაიწყო. როცა პრეზიდენტმა კენედიმ, გამოაცხადა რომ ამერიკის მთავრობას სურდა დეკადის ბოლომდე მოეხერხებინა ადამიანის გაგზავნა მთავრეზე. მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მერკურის ასტრონავტი, ალან შეპარდი გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი კოსმოსში. კენედის თამამმა გამოწვევამ მომართა ამერიკელები კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არნახული და შეუძლებელი მოგზაურობის განსახორციელებლად.

Continue reading

Advertisements

ჩიპები, ეშმაკები და მეორედ მოსვლის ნიშნები

“Anno 1000.  მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო. თვალები მეტისმეტად მოქანცულან, რომ ფხიზელი მზერა შემოავლონ გარშემო, გრძნობები მეტისმეტად დაჩლუნგებულან, რომ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინონ.  კაცობრიობის სული პარალიზებულია, როგორც მომაკვდინებელი სნეულების მოხდის შემდეგ; კაცობრიობას მეტი აღარაფერი არ სურს იცოდეს იმ ქვეყნიერების შესახებ, რომელზედაც ის დასახლებულა. და ყველაზე უფრო გასაოცარი ისაა, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანებმა ადრე იცოდნენ რაღაც გაუგებარი გარემოებით დაივიწყეს. გადაეჩვივნენ წერას, კითხვას, თვლას; თვითონ დასავლეთის მეფეებსა და იმპერატორებსაც კი აღარ შეუძლიათ ეტრატზე თავიანთი სახელის მოწერა. მეცნიერებანი დახავსებულან, ღვთისმეტყველების მუმიებად ქცეულან, მოკვდავის ხელს აღარ შეუძლია ნახატსა და ქანდაკებაში თავისი საკუთარი სხეულის გამოსახვა. თვალგაუვალ ნისლს მოუცავს ყველა ჰორიზონტი. არავინ აღარ მოგზაურობს, არავინ არაფერი იცის უცხო მხარეების შესახებ; ადამიანები ციხეებსა და ქალაქებს აფარებენ თავს ველური ტომების შიშით, რომლებიც განუწყვეტლივ მოდიან აღმოსავლეთიდან. ცხოვრობენ სივიწროვეში, ცხოვრობენ სიბნელეში, ცხოვრობენ გმირული შემართებების გარეშე – მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო.

Continue reading

ზაფხულის ჩვეულებვრივი დღე თბილისურ მასივში

დილით, კონკრეტულად რომელ საათზე არ ვიცი, მაგრამ წამით ნაგვის მანქანის გრუხუნი მაფხიზლებს, მერე მთვლემარეს ჩამესმის მანქანის ძრავის გაბმული ბღუილი, ურნების ბრახუნი.  ეს უშველებელი რკინის ჯაბახანა ისეთ ვიბრაციას ქმნის რომ ფანჯრებს ზრიალი გააქვს და მისგან წარმოქმნილ ბიძგებს საწოლზეც ვგრძნობ. მერე ცოტა ხნით ისევ სიწყნარეა, მხოლოდ რამდენიმე წუთში ერთხელ ჩაიქროლებს მსუბუქი ავტომანქანების თანაბარი ხმა, დილის გამჭვირვალე შუქს  და ჭერზე მოციმციმე, გამჭვირვალე ათინათს  მკვეთრი და ბრდღვიალა სინათლე ცვლის და სანამ გამოფხიზლდები უკვე ვგრძნობ რომ დღეს ძალიან ეცხელება. ჩვენს სადარბაზოში რატომღაც ტრადიციაა რომ ადრიანად, ცხრა საათზე (ან უფრო ადრეც) მეზობლები, ძირითადად ქალები იკრიბებიან სადარბაზოს წინ რკინის სკამზე და „ბირჟაობენ“ ჩემი ფანჯარა ამ სკამთან ძალიან ახლოა, ამიტომაც ყოველ დილით სიზმარივით ჩამესმის მეზობელი ქალების ყაყანი.

Continue reading

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?ეს  კითხვა არასდროს გამჩენია, ან გამჩენია და არ ვიცი, რადგან ეს კონკრეტული კითხვა მიუხედავად იმისა რომ რელიგიურ საკითხებზე ერთი პერიოდი ბევრს ვფიქრობდი , ამ ფორმულირებით არასდროს მომწიფებულა ჩემს გონებაში. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ანინას ბლოგში წავაწყდი, მისივე დღიურიდან ამოკრეფილ საინტერესო წინადადებებს და გავიფიქრე რომ ეს კითხვა აქამდე მე არ მომსვლია თავში. ღამით არ მეძინებოდა და ისევ რელიგიურ საკითხებზე მეფიქრებოდა.

ჩემი მითოლოგია: თავი პირველი – დაბადებამდე (ღმერთის ვნებანი)

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე? ალბათ მოწყენილობისგან ამთქნარებდა. არ იყო  დრო, არც სივრცე, არც მატერია, ღმერთი ეულად ეკიდა სადღაც, ანდაც დაფრინავდა თუმცა ჩამოკიდებაც და ფრენაც ისევე ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ასე რომ თავად ღმერთმაც არ იცის რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მანამდე, არც ის იცის რამდენი ხანი დაჰყო მოწყენილობასა და მთქნარებაში, რადგან აკი ვახსენეთ არც დრო იყო და შესაბამისად ღმერთს ერთი უბადრუკი მაჯის საათი და კედლის კალენდარიც არ ქონდა რომ დრო დაეთვალა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად დღიურის წერა გადაწყვიტა,

Continue reading

მწვანე ამბები

გარემოს და ეკოლოგიას ძალიან დავცილდი ბოლო დროს, ასე რომ გადავყვიტე ხანდახან გამოვაცხო ხოლმე პოსტები სადაც გარემოს დაცვაზე და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე იქნება საუბარი. ასეთ პოსტთა სერიას გავაერთიანებ სახელწოდებაში “მწვანე ამბები”

ინტერნეტი გარემოს სამსახურში.

ინტერნეტი რომ ფართოდ გამოიყენება ყველა სფეროში ეს ახალი ამბავი არაა, იგი მნიშვნელოვნად ეხმარება  მოგზაურებს და ტურისტებს,  რადგანაც მათ შეუძლიათ უცხო ადგილზე გამგზავრებამდე გაიგონ ამ ადგილის ქვეყნის თუ მხარის შესახებ, შეიტყონ, ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურების შესახებ, წინასწარ შეარჩიონ მარშუტები და სავარაუდო ადგილებზე ჰქონდეთ წარმოდგენა, დაუკავშირდნენ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, გაეცნონ მომსახურების პირობებს და წინასწარაც გადაიხადონ საფასური, დაჯავშნონ სასტუმროები, დაიქირაონ მანქანა და ა.შ. თუმცა ტურისტს უკვე შეუძლია გაიგოს გარემოს დაბინძურების დონე და ეკოლოგიური მდგომარეობაც. თუმცა ეს მხოლოდ ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. European Environmental Agency-სა და Microsoft-ის თანამშრომლობით ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია პროგრამა Eye On Earth

Continue reading

მითები სამყაროს შექმნის შესახებ (მეორე ნაწილი)

ვაგრძელებ მსოფლიო მითების თხრობას სამყაროს წარმოშობის შესახებ, (იხილეთ პირველი ნაწილი – იყო და არა იყო რა, მითები სამყაროს შექმნის შესახებ )

მაორის მითოლოგიის თანახმად: (ახალი ზელანდია, პოლინეზიელი მკვიდრნი)

თავიდან იყო სიცარიელე ანუ ტე კორე, მისგან წარმოიშვა ტე პო ანუ ღამე, ღამე ბევრი იყო, უკანასკნელი ღამე სივრცეს შეუერთდა და მათგან წარმოიშვა რანგი ანუ ცა (მამა)  და „პაპა“ ანუ დედამიწა (დედა), მათ ერთმანეთი ისე უყვარდათ რომ მჭიდროდ იყვნენ ჩახუტებულნი ისე რომ  ცასა და მიწას შორის არ იყო ადგილი, მათი სიყვარულის შედეგად ასი შვილი გაჩნდა. მათ შორის ტანგაროა – ზღვის ღმერთი,   ტანე – ტყის ღმერთი, ტუმატუენა – ომის ღმერთი, ჰირუ – ბნელეთის ღმერთი და ტაჰირიმატეა – ქარის ღმერთი. ისინი შევიწროებულნი იყვნენ მშობლებისგან, რადგან მიწა და ცა ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ამიტომ  ითათბირეს იმისთვის თუ რა მოემოქმედნათ,

Continue reading

სიყვარულის ზაფხული და კულტურული რევოლუცია

მეოცე საუკუნე განსაკუთრებული საუკუნეა მთელს კაცობრიობის ისტორიაში, ამ საუკუნეში იმდენი რამ მოხდა, რასაც ადამიანი მანამდე ვერ წარმოიდგენდა, ამაზე ვრცლად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მოხდა არნახული ინდუსტრიულ ტექნოლოგიური რევოლუციები, უდიდესი სოციალური ცვლილებები, ყველაზე მასშტაბური ომები, ამ ყველაფერმა კი თავის მხრივ კულტურული და მენტალური რევოლუციები წარმოშვა, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ჯაზი, განვითარდა ბლუზ მუსიკა, რითმ ენ ბლუზი, მუსიკის ამ ჟანრებმა რაღათქმაუნდა რამდენადმე შეცვალა ადამიანთა გემოვნება, სტილი და შეხედულებებიც კი. დიდი დეპრესიის შემდეგ როკენროლი და ტელევიზორი გაჩნდა, გამოჩნდა ჩაკ ბერი, ბადი ჰოლი, ჯეი ჰოუკინსი, ლითლ რიჩარდი და ელვისი, ელვისმა პირველმა შექმნა ვარსკვლავური იმიჯი და ახალგაზრდების გულთამპყრობელი გახდა. მან სცენაზე დგომის მანამდე არსებული უძრაობა, თავისებური თამამი ჟესტიკულაციებით შეცვალა, როკენროლის ეპოქიდან იწყება მასიური მენტალურ კულტურული რევოლუციაც, ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეული  საფუძველს უყრის ახალ სოციალურ რეალობას, ცხოვრების სტილს და მრავალი მუსიკალური ჟანრის ჩანასახს. 60-იანი წლები რენესანსია არამარტო მუსიკალური თვალსაზრისით არამედ მენტალური და სოციალური რევოლუციის მწვერვალითაც.

Continue reading