ერიკი ღმერთია? (ცრემლები ზეცაში)

ძალიან ბევრი მელომანი და ბლუზის მოყვარული გეტყვით, რომ ერიკ კლეპტონი მსოფლიოში საუკეთესო გიტარისტია. თავად ერიკი კი როგორც თავმდაბალი კაცი ამბობს, რომ ის უბრალოდ უკრავს. თუ გინახავთ ფილმები 60-70-იანი წლების მუსიკაზე, ინგლისის ქუჩებში ცნობილი გრაფიტისთვისაც გექნებათ თვალი მოკრული – „ერიკი ღმერთია“

მანამდე იყო მეტსახელი Slowhand (ნელი ხელი) რომელიც მოიპოვა იარდბირდზ-ში Good morning little school girl-ის შემდეგ. ეს სიმღერა 64-ში ჰიტი იყო. მისი დაკვრის მანერა კი საოცრად ნაზი და ამავროულად საოცრად მძიმე.

 ერიკმა ბევრი რამ გამოიარა ცხოვრებაში, მას საკუთარი დედა და ეგონა, ცხრა წლისამ გაიგო რომ მისი დედა სინამდვილეში ბებიაა, და კიდევ – დედა, თავად კი ახალგაზრდული გატაცების შედეგი და უკანონო შვილი. ერიკმა გამოიარა არაერთი იმედგაცრუებაც და წარმატებაც, ნარკოტიკებისადმი სწრაფვაც და გამოჯანმრთელების ხანგრძლივი, რთული პროცესიც.

 საუკეთესო მეგობრის და 4 წლის შვილის სიკვდილი, რომელიც ნიუ იორკში ცათამბჯენის 53-ე სართულიდან გადავარდა, ეს საშინელი ტრაგედია გახდა მიზეზი იმისა რომ უდიდესი ემოციებით სავსე ერიკი სრულ სიცარიელედ იქცა, მისი ცხოვრება სრულიად უაზრო გახდა. დეპრესიაში ჩავარდა და კარიერა შეწყვიტა. მანამდე გამოიარა დიდი სიყვარულიც, რომელმაც მის შემოქმედებას უდიდესი რომანტიზმი შესძინა, ამის ნათელი მაგალითია: Wonderful tonight თუმცა დეპრესიის და ღრმა შემოქმედებითი კრიზისის შემდეგ, სწორედ ტრაგედიამ შეაძლებინა დაეწერა მის შემოქმედებაში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი სიმღერა “Tears in Heaven” –  ცრემლები ზეცაში. რომელიც თავის ოთხი წლის შვილს მიუძღვნა.

ერიკის შემოქმედებაში ბევრი რამ იყო განმსაზღვრელი და ისე როგორც ხელოვანთა ცხოვრებაში თავს დამტყდარი დიდი ტრაგედიები თუ ძლიერი გრძნობები ქმნიან ხოლმე შედევრებს ასე შეაძლებინა ერიკს უდიდესმა ტკივილმა ულამაზესი სიმღერის შექმნა.

Would you know my name
If I saw you in heaven
Will it be the same
If I saw you in heaven
I must be strong, and carry on
Cause I know I don’t belong
Here in heaven

Would you hold my hand
If I saw you in heaven
Would you help me stand
If I saw you in heaven
I’ll find my way, through night and day
Cause I know I just can’t stay
Here in heaven

Time can bring you down
Time can bend your knee
Time can break your heart
Have you begging please
Begging please

Beyond the door
There’s peace I’m sure.
And I know there’ll be no more…
Tears in heaven

Would you know my name
If I saw you in heaven
Will it be the same
If I saw you in heaven
I must be strong, and carry on
Cause I know I don’t belong
Here in heaven

Cause I know I don’t belong
Here in heaven

ამ სიმღერამდე გაცილებით ადრე ერიკი ბლუზისა და როკის ნოვატორ გიტარისტად აღიარეს, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა მსოფლიოს მუსიკაში. ერიკის რიფბი ურთულესი და ამავდროულად უახლესი იყო. მისი დაკვრის მანერა კი ნებისმიერი მხილველისთვის დაუვიწყარი სანახაობა. სათითაოდ, ყველა ნოტში ჩაქსოვილ ემოციას ხალხს თითებით უყვებოდა და სწორედ ეს იზიდავდა საზოგადოებას. მაგრამ ცრემლები ზეცაში განსაკუთრებული სიმღერაა, არა იმიტომ რომ ის გიტარის სოლოთი გამოირჩევა, ის განუზომელი ტკივილის ფონზე შეიქმნა, სიმღერა უზომო სითბოს, ტკივილს, სიმშვიდეს და სათნოებას გგვრის და მე პირადად ძალიან მიჭირს ცრემლების შეკავება როცა მას ვუსმენ. ერიკი ღმერთია? არ ვიცი ვისთვის რა/ვინ არის ღმერთი მაგრამ ერიკი ღმერთი თუ არა – ბლუზის ქურუმი მაინცაა. ჩემი მელომანური გრძნობებისთვის და შინაგანი სამყაროსთვის კი – სიმშვიდის, რომანტიზმის, ჰუმანიზმის და ბლუზ მუსიკის გამოხატულება.

8 thoughts on “ერიკი ღმერთია? (ცრემლები ზეცაში)

  1. კარგი პოსტია. .) თუ არ მოგისმენიათ, რეკომენდაციას ვუწევ ერიკის საუნდტრეკს ფილმისთვის “Rush”, რომლისთვისაც სწორედ დიდი დეპრესიის დროს დაწერა მუსიკა. ეს სიმღერა Tears in Heaven სწორედ მაგ ფილმში და საუნდტრეკში აჟღერდა პირველად.🙂

    Like

      • ფილმი დიდი განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი პოლიციური ისტორიაა ნარკომანების წინააღდეგ. მარა კლეპტონის მუსიკა გლიჯავს, საოცრად სევდიანია.🙂

        Like

  2. Zalian kargi statiaa da avtors vtxov meilze momweros aucileblad, erikis udidesi moyvaruli var da vagroveb chemnairebs.

    gavcvalot masalebi, videoebi, da a.sh

    me vukrav gitaraze da tu shenc ukrav saertod magas araferi ajobebs

    Like

    • მადლობა, მოგწერ მეილზე მაგრამ რომ არ ვიცი?

      გიტარაზე არ ვუკრავ სამწუხაროდ😦

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s