სიყვარულის ზაფხული და კულტურული რევოლუცია

მეოცე საუკუნე განსაკუთრებული საუკუნეა მთელს კაცობრიობის ისტორიაში, ამ საუკუნეში იმდენი რამ მოხდა, რასაც ადამიანი მანამდე ვერ წარმოიდგენდა, ამაზე ვრცლად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მოხდა არნახული ინდუსტრიულ ტექნოლოგიური რევოლუციები, უდიდესი სოციალური ცვლილებები, ყველაზე მასშტაბური ომები, ამ ყველაფერმა კი თავის მხრივ კულტურული და მენტალური რევოლუციები წარმოშვა, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ჯაზი, განვითარდა ბლუზ მუსიკა, რითმ ენ ბლუზი, მუსიკის ამ ჟანრებმა რაღათქმაუნდა რამდენადმე შეცვალა ადამიანთა გემოვნება, სტილი და შეხედულებებიც კი. დიდი დეპრესიის შემდეგ როკენროლი და ტელევიზორი გაჩნდა, გამოჩნდა ჩაკ ბერი, ბადი ჰოლი, ჯეი ჰოუკინსი, ლითლ რიჩარდი და ელვისი, ელვისმა პირველმა შექმნა ვარსკვლავური იმიჯი და ახალგაზრდების გულთამპყრობელი გახდა. მან სცენაზე დგომის მანამდე არსებული უძრაობა, თავისებური თამამი ჟესტიკულაციებით შეცვალა, როკენროლის ეპოქიდან იწყება მასიური მენტალურ კულტურული რევოლუციაც, ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეული  საფუძველს უყრის ახალ სოციალურ რეალობას, ცხოვრების სტილს და მრავალი მუსიკალური ჟანრის ჩანასახს. 60-იანი წლები რენესანსია არამარტო მუსიკალური თვალსაზრისით არამედ მენტალური და სოციალური რევოლუციის მწვერვალითაც.

Continue reading