სიყვარულის ზაფხული და კულტურული რევოლუცია

მეოცე საუკუნე განსაკუთრებული საუკუნეა მთელს კაცობრიობის ისტორიაში, ამ საუკუნეში იმდენი რამ მოხდა, რასაც ადამიანი მანამდე ვერ წარმოიდგენდა, ამაზე ვრცლად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, მოხდა არნახული ინდუსტრიულ ტექნოლოგიური რევოლუციები, უდიდესი სოციალური ცვლილებები, ყველაზე მასშტაბური ომები, ამ ყველაფერმა კი თავის მხრივ კულტურული და მენტალური რევოლუციები წარმოშვა, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ჯაზი, განვითარდა ბლუზ მუსიკა, რითმ ენ ბლუზი, მუსიკის ამ ჟანრებმა რაღათქმაუნდა რამდენადმე შეცვალა ადამიანთა გემოვნება, სტილი და შეხედულებებიც კი. დიდი დეპრესიის შემდეგ როკენროლი და ტელევიზორი გაჩნდა, გამოჩნდა ჩაკ ბერი, ბადი ჰოლი, ჯეი ჰოუკინსი, ლითლ რიჩარდი და ელვისი, ელვისმა პირველმა შექმნა ვარსკვლავური იმიჯი და ახალგაზრდების გულთამპყრობელი გახდა. მან სცენაზე დგომის მანამდე არსებული უძრაობა, თავისებური თამამი ჟესტიკულაციებით შეცვალა, როკენროლის ეპოქიდან იწყება მასიური მენტალურ კულტურული რევოლუციაც, ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეული  საფუძველს უყრის ახალ სოციალურ რეალობას, ცხოვრების სტილს და მრავალი მუსიკალური ჟანრის ჩანასახს. 60-იანი წლები რენესანსია არამარტო მუსიკალური თვალსაზრისით არამედ მენტალური და სოციალური რევოლუციის მწვერვალითაც.

Summer Of Love -ის ჰიმნად აღიარებული  Scott McKenzie – San Francisco ( some flowers in your head)

 ამ ყველაფრის განმსაზღვრელი რათქმაუნდა მუსიკალური აღორძინება იყო. ამერიკაში გაჩნდა ახალგაზრდობის უზარმაზარი მასა, რომლებიც კულტურულ სტერეოტიპებს დაუპირისპირდნენ და სრულიად გათავისუფლდნენ  დადგენილი ნორმებისგან.

ეს იყო მეოცნებეების და რომანტიკოსების არმია, ცხოვრების სტილის ახალი და თამამი საფეხური, პროტესტი საზოგადოებრივი დოგმატური წესების მიმართ, მთავარი მესიჯით, „ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს“ ამ ახალ თაობაში გამოიკვეთა: კაცობრიობის მენტალური მიღწევის ახალი საფეხური, ლოზუნგით  – Make love not war, დაიღალა სამყარო ომებით, ახლა დროა სიმშვიდის, სიყვარულის და უდარდელობის.

ასევე Summer Of Love-ის ჰიმნად და სიმბოლოდ აღიარებული ბითლზის უკვდავი კომპოზიცია, რომელიც პირველად გადაიცა სატელიტური კავშირით და მრავალმა მილიონმა ადამიანმა უყურა ამ გადაცემას 

ამ ყველაფერში მუსიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს, მუსიკა, როგორც მეტყველების, აზროვნების და გრძნობების გამოხატვის ენა. გაჩნდა ფსიქოდელური მუსიკა და ზვავივით აგორებულმა აიყოლია მთელი ჰიპური მოძრაობა, ახალი დამოკიდებულებები ცხოვრებისადმი, აისახა – ქცევაში, აზროვნებაში, და პირველ რიგში, ჩაცმულობასა და ვარცხნილობაში, ერთ-ერთი ყველაზე დადებითი შტრიხი რაც ამ ყველაფერს ახასიათებს არის სნობიზმის განდევნა, არა აქვს საერთოდ მნიშვნელობა იმას თუ რამდენი ფული გაქვს ან რა მარკის ტანისამოსი გაცვია, სუფთა გაცვია თუ ჭუჭყიანი, მთავარი შენი გრძნობებია და მორჩა. ამავდროულად მუსიკა თავისუფლდება ყველანაირი ჩარჩოებისგან. ნოვაციები და თავისუფალი აზროვნება, ქმნის უამრავ ახალ ჟღერადობას, ჟანრს, სან ფრანცისკოში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, ჩიკაგოში, მაიამიში და ყველა დიდ ქალაქში იმართება უამრავი ქუჩის ფესტივალი და კონცერტი, საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები თუ მდიდართა შვილები, რომელთაც მობეზრდათ გამოწკეპილი ჰალსტუხები ყველა ქუჩასა და პარკებს ეშურება და თავზე ყვავილების გვირგვინს იდგამს,  ეს იყო დრო როცა დაგრძელდა თმა, წვერი, როცა თავისუფლებამ და ნოვატორობამ ყველანაირ გზაზე თუ ნაპრალში იპოვა თავისი გზა. ჩაისახა ვუდსტოკი. გაჩნდა ახალი აზროვნება, რომლითაც არსებითად დაიწყო ახალი ერა, ახალი დრო რომელსაც ჩვენი თანამედროვე დრო ჰქვია.

Summer Of Love სიყვარულის ზაფხული 1967-1969

5 thoughts on “სიყვარულის ზაფხული და კულტურული რევოლუცია

  1. იცი რას ვერ ვიგებდი ვერასდროს? თავისუფლების გამოხატულება დასაბანი ტანი რატომ უნდა ყოფილიყო/

    Like

    • თავისუფლება მაინცდამაინც დასაბან ტანს არ ნიშნავდა, უბრალოდ თავისუფლება ნებისმიერ რამეში შეიძლება იყოს გამოხატული,მითუმეტეს ისეთ დეტალებში რაც საყოველთაოდ დადგენილ ეტიკეტს და წესებს ეწინააღმდეგება, ანუ არ იყო აუცილებელი და რაღათქმაუნდა არც დადგენილი და მიღებული რომ ჰიპი თუ ხარ მაინცდამაინც დაუბანელი უნდა იყო, უბრალოდ აქ ამ სფეროში ყველანაირი საზღვარი წაიშალა მანამდე მიღებულ წესებში, რომ მაინცდამაინც მოკლე თმა უნდა ატარო, გვერდით გადაგლესილი, წვერი გაპარსული, კოსტუმი და ა.შ..

      რათქმაუნდა როგორც ნებისმიერ,მსოფმხედველობაში, კულტურაში ყველგან იჩენს თავს უტოპიური რადიკალიზმი, ასე რომ როგორც ზოგიერთ დაყუდებულ ბერს მიაჩნია რომ დაბანვა საკუთარი სიამოვნებისთვისაა და შესაბამისად მან ვინც სულის ხსნაზე ფიქრობს, სხეული უნდა დაიკიდოს, ისე ზოგიერთს ჰიპობა ნარკოტიკის და დაუბანლობის გარეშე ვერ წარმოუდგენია😀

      Like

  2. როგორ მეამა ეს პოსტი…
    XX საუკუნის მთავარ ღირებულებად მეც ვარდისფერ-კომუნისტური კონტურები მიმაჩნია, თამამი ოცნებები სიყვარუზე და ტკბობაზე. ეს ყველაზე ჰუმანური და პროგრესული იდეები იყო, ადამიანის ბუნების კეთილშობილების ყველაზე მკაფიო რწმენა _ მოკლედ გიჟური ავანტიურა. მაგრამ წარსულ დროში იმიტომ ვსაუბრობ რომ მე არ მგონია დღევანდელობა იმ დროის მემკვიდრე… სამწუხაროდ….თუმცა იმ ახალგაზრდებმა ნაწილობრივ შეცვალეს სინამდგვილე… მაგრამ ძველი- კლასიკურ-ელიტისტური დისკურსები დღესაც ,,საკადრის სიმაღლეზე” დგას ჩემი აზრით.

    Like

    • სასიამოვნოა (რომ გეამა)
      რათქმაუნდა ნაწილობრივ შეცვალეს. მე მაინც მგონია რომ მათ თავისი მაქსიმუმი გააკეთეს და იმ დროს აგორებული ტალღა სერიოზულად აისახა მთელი კაცობრიობის აზროვნების პროგრესში, მას მერე გაცილებით სერიოზული ძალაა ფაციფისტური მოძრაობა, მას მერე უფრო ცუდ ტონად ითვლება რაღაცეები რასაც მანამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, მას მერე უფრო თავისუფალია დასავლეთი სტერეოტიპებისგან და ა.შ.. ეს აშკარა ნიშნებია.
      თუმცა რა თქმა უნდა მთა და ბარი ერთბაშად არ სწორდება.

      Like

      • ჰო მასეა… მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა სოციალური ცვლილებების ლოგიკასთან შედარებით. ეს არის სამწუხარო.

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s