მითები სამყაროს შექმნის შესახებ (მეორე ნაწილი)

ვაგრძელებ მსოფლიო მითების თხრობას სამყაროს წარმოშობის შესახებ, (იხილეთ პირველი ნაწილი – იყო და არა იყო რა, მითები სამყაროს შექმნის შესახებ )

მაორის მითოლოგიის თანახმად: (ახალი ზელანდია, პოლინეზიელი მკვიდრნი)

თავიდან იყო სიცარიელე ანუ ტე კორე, მისგან წარმოიშვა ტე პო ანუ ღამე, ღამე ბევრი იყო, უკანასკნელი ღამე სივრცეს შეუერთდა და მათგან წარმოიშვა რანგი ანუ ცა (მამა)  და „პაპა“ ანუ დედამიწა (დედა), მათ ერთმანეთი ისე უყვარდათ რომ მჭიდროდ იყვნენ ჩახუტებულნი ისე რომ  ცასა და მიწას შორის არ იყო ადგილი, მათი სიყვარულის შედეგად ასი შვილი გაჩნდა. მათ შორის ტანგაროა – ზღვის ღმერთი,   ტანე – ტყის ღმერთი, ტუმატუენა – ომის ღმერთი, ჰირუ – ბნელეთის ღმერთი და ტაჰირიმატეა – ქარის ღმერთი. ისინი შევიწროებულნი იყვნენ მშობლებისგან, რადგან მიწა და ცა ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ამიტომ  ითათბირეს იმისთვის თუ რა მოემოქმედნათ,

ტანემ ტყის ღმერთმა შესთავაზა დანარჩენებს რომ მას განეცალკევებინა მშობლები მიწა და ცა. ჰირო ბნელეთის ღმერთი განრისხდა, რადგან უფროსი იყო და თავად უნდოდა ამის გაკეთება, ტუმატუენამ კი მშობლების მოკვლა შესთავაზა დანარჩენებს, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ ტანე განაცალკევებდა მიწას (დედას) და ცას (მამას). ტყის ღმერთმა ორი სვეტი შეუყუდა ცას და მიწას და მრავალი წლების მანძილზე ფეხებით და ხელებით აწვებოდა (განიზიდავდა) ცას და მიწას. ბოლოს გაჰყარა ისინი ერთმანეთს. მას შემდეგ რანგის სისხლისგან წითლდება ცა მზის ჩასვლისას ხოლო პაპას ანუ მიწის სისხლი წითელ თიხად იქცა. ბოლოს და ბოლოს სამყაროში სინათლე გაჩნდა. რანგის და პაპას შვილები სამყაროს ოთხ კუთხეში გაიფანტნენ, მაგრამ ტაჰირიმატეა განრისხებული იყო ამ ყოველივეს გამო, მან საკუთარი თვალები ამოითხარა და ცაზე მოაბნია, მისი თვალები გახდა პირველი ორი ვარსკვლავი, თავად კი სიძულვილით დაბრმავებულმა, დაიწყო მიწისთვის ქარიშხლების, ცუნამების და უზარმაზარი ტორნადოების თავს დატეხვა, მიწა (პაპა) და ცა (რანგი) დაშორების გამო უბედურნი გახდნენ, მათ ერთმანეთი ენატრებოდათ, ამიტომ ცამ დაიწყო ტირილი (წვიმა) წვიმებმა შექმნა მდინარეები, მდინარეებმა ზღვები და ოკეანეები. ნისლი კი მიწის დარდია მარტოობის გამო წარმოქმნილი.

ჩინური მითოლოგია

თავიდან არსებობდა უზარმაზარი ზომის კვერცხი, რომელიც შეიცავდა ქაოსს, ყველაფერი საწინააღმდეგო ერთმანეთში იყო არეული, მდედარობითი და მამრობითი, სიცხე და სიცივე,სისველე და სიმშრალე. სინათლე და სიბნელე. ბოლოს ეს კვერცხი გასკდა და იქიდან უზარმაზარი დრაკონი პან-გუ გამოვიდა, დრაკონმა უზარმაზარი ძალით განიზიდა  კვერცხის ნაჭუჭები მასში მოთავსებული ქაოსი გაიყო და დედამიწამ იწყო ჩამოყალიბება. პან გუ ყოველ დღიურად ათი ფუტით იზრდებოდა თვრამეტი ათასი წლის მანძილზე, და როდესაც ცა ოცდაათი ათასი მილის სიმაღლემდე აიწია, პან გუმ ზრდა შეწყვიტა, მან ჩამოაყალიბა მთები, ველები და წყალი მდინარეების და უზარმაზარი ოკეანეების შესაქმნელად. მან შეკრიბა სინათლე ერთად და შექმნა მნათობები, მზე, ვარსკვლავები. თვრამეტი ათასი წლის შემდეგ პან-გუ დაბერდა და სამუდამო ძილს მიეცა. მისი თმებისგან ჩამოყალიბდა მცენარეები და ყვავილები,  ჩონჩხისგან ცის კიდე, მისი სისხლი გახდა მდინარეები,  სუნთქვისგან ქარი წარმოიქმნა, მისი ხმა მეხად იქცა, ერთი თვალი მზედ მეორე  კი მთვარედ. მას შემდეგ სამყარო ძალიან ლამაზი გახდა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში იყო ცარიელი რადგან არ იყო ადამიანი.  პან-გუს სიკვდილის შემდეგ გაჩენილმა ნახევრად დრაკონმა ქალღმერთმა ნუვამ გადაწყვიტა შეექმნა არსება, ვისთანაც შესძლებდა საუბარს,

ნუვა

ნუვა ჩავიდა ყვითელ მდინარეში სადაც რბილი ტალახისგან დაიწყო ფიგურების გამოძერწვა, მან დრაკონის კუდის ნაცვლად ადამიანს ფეხები გაუკეთა, მისმა გაკეთებულმა ადამიანებმა დაიწყეს ხტუნვა, ლაპარაკი, ნუვამ ასობით ადამიანი შექმნა, თუმცა მალევე გააცნობიერა რომ სათითაოდ იმდენი ადამიანის გამოძერწვა რამდენიც დედამიწის სრულად დასასახლებლად იყო საჭირო დიდ დროს მოითხოვდა, ამიტომ ნუვამ ტალახის წვეთები მოაბნია მთელს დედამიწაზე და როცა თიოთოეულ წვეთს მზის სხივი გააშრობდა ის ადამიანად იქცეოდა. თუმცა ასეთი ადამიანები ნაკლებად საზრიანნი გამოდგნენ, უშუალოდ ნუვას ხელით გამოძერწილნი კი უფრო ჭკვიანნი და წარმატებულნი გამოვიდნენ და დანარჩენების ლიდერები და უფროსები გახდნენ. ნუვამ ადამიანები შეიყვარა და მას შემდეგ მფარველობს მათ, პატივისცემისა და სახელის დიდების სანაცვლოდ.

 

10 thoughts on “მითები სამყაროს შექმნის შესახებ (მეორე ნაწილი)

    • შენი აზრით რითი განსხვავდება ეს ორი ცნება ერთმანეთისგან?
      სიცარიელე თავის თავში გულისხმობს ალბათ ხომ რაღაც სივრცეს მაინც რომელიც უბრალოდ ცარიელია? და არაფერი საერთოდ არაფერია? (მიგიხვდი?)

      • კი, ეგრეა. ცარიელი სიმრავლეც სიმრავლეა 0 ცალი ელემენტით ^^

    • მადლობ ვასასი, მიხარია თუ საინტერესო პოსტები გამოდის მითოლოგიაზე, მესამეც იქნება და მეოთხეც.

  1. ეს რა ვნება და გრძნობები ქონიათ პოლინოზიელებს… სახტად დავრჩი.
    ჩინური მითოლოგია კიდე ტიპიურად ელიტისტურია. მძაგს უთანასწორობისა და ჩაგვრის კულტურული წარმოდგენებით დაკანონება :S

    • მე ვფიქრობ სულაც არაა დაუჯერებელი.
      ეს ჩვენ გვეჩვენება ასე, რადგან ჩვენ სხვა გარემოში გავიზარდეთ, ჩვენთვის მრავალი სახის ინფორმაციაა ყოვეთვის ხელმისაწვდომი.
      ბევრი ფაქტორია
      თუმცაღა შორს რომ არ წავიდეთ, აგერ მოსახლეობის უმეტესობას სჯერა რომ თიხისგან გააკეთა ღმერთმა,მათი წინაპარი, მერე ნეკნი გამოუღო და იმისგან ცოლი გაუჩინა. სჯერათ რომ ერთ კიდობანში პლანეტის ყველა ცხოველი ჩაეტია და ა.შ.. ვინ მოსთვლის…
      ახლა 21-ე საუკუნშეი სჯერათ და რა გასაკვირია რომ უძველეს დროს არაერთი უცნაური და დაუჯერებელი მითები წარმოიშვებოდა?

დატოვე კომენტარი