მწვანე ამბები

გარემოს და ეკოლოგიას ძალიან დავცილდი ბოლო დროს, ასე რომ გადავყვიტე ხანდახან გამოვაცხო ხოლმე პოსტები სადაც გარემოს დაცვაზე და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე იქნება საუბარი. ასეთ პოსტთა სერიას გავაერთიანებ სახელწოდებაში “მწვანე ამბები”

ინტერნეტი გარემოს სამსახურში.

ინტერნეტი რომ ფართოდ გამოიყენება ყველა სფეროში ეს ახალი ამბავი არაა, იგი მნიშვნელოვნად ეხმარება  მოგზაურებს და ტურისტებს,  რადგანაც მათ შეუძლიათ უცხო ადგილზე გამგზავრებამდე გაიგონ ამ ადგილის ქვეყნის თუ მხარის შესახებ, შეიტყონ, ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურების შესახებ, წინასწარ შეარჩიონ მარშუტები და სავარაუდო ადგილებზე ჰქონდეთ წარმოდგენა, დაუკავშირდნენ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, გაეცნონ მომსახურების პირობებს და წინასწარაც გადაიხადონ საფასური, დაჯავშნონ სასტუმროები, დაიქირაონ მანქანა და ა.შ. თუმცა ტურისტს უკვე შეუძლია გაიგოს გარემოს დაბინძურების დონე და ეკოლოგიური მდგომარეობაც. თუმცა ეს მხოლოდ ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. European Environmental Agency-სა და Microsoft-ის თანამშრომლობით ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია პროგრამა Eye On Earth

რომელიც ევროპის ეკოლოგიურ მდგომარეობას მაღალი გარჩევადობის სატელიტური რუკით დაწვრილებით გაგაცნობთ. ჯერ საფუძვლიანად ვერ გავერკვიე, ყველა დეტალში მაგრამ, რუკაზე შეგიძლია მთელს ევროპაში მიმობნეული საჰაერო და წყლის ანალიზის მცირე სადგურების რეიტინგებით შეიტყო ჰაერისა და წყლის დაბინძურების დონე, პროგრამას ყავს უბრალო მომხმარებლებიც რომლებიც ამა თუ იმ  გეოგრაფიულ ადგილას, მათთვის გამოყოფილ რეიტინგსაც ქმნიან, თუმცა როგორ ხდება ეს დეტალები ან დარეგისტრირება ვის შეუძლია ჯერ არ ვიცი😀 მოკლედ საინტერესო რამეა, სადმე თუ მიემგზავრებით შეგიძლიათ შეიტყოთ როგორი ჰაერის სუნთქვა მოგიწევთ.

იხ. http://eyeonearth.eu/

 

იაპონელი ტაქსისტები ელექტრო მობილებით ივლიან

ტოკიოში ტაქსები ელექტრო ძრავზე გადავლენ, იაპონურმა ტაქსო პარკებმა გადაწყვიტეს ელექტროძრავიანი ტაქსები გამოიყვანონ, ახალი ძრავები და ბატარიები, ნაცვლად ტრადიციული რვა საათიანი დამუხტვისა ძალიან სწრაფად ნახევარ წუთში დაიმუხტება, უფრო სწრაფადაც კი ვიდრე ბენზინის ჩასხმას სჭირდება დრო, არ ვიცი ტაქსო პარკების მფლობელებს გარემო ანაღვლებთ თუ უფრო საწვავის ხარჯების შემცირებას უკავშირდება ეს ყველაფერი (უკანასკნელი უფრო სარწმუნოა) ყოველშემთხვევაში ელექტრო მობილების განვითარება გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანია. თუმცა ერთხელ ელექტრო მობილის Nissan Leaf -ის ვიდეოს კმენტარებში იუთუბზე ერთი უმნიშვნელო მაგრამ დამაფიქრებელი მოკლე კომენტარი წავიკითხე, რომელში გამოთქმული აზრი ისედაც ვიცოდი, სხვა კომენტარებში რათქმაუნდა გარემოს დაცვაზე შეწუხებულნი წერდნენ რომ ელექტრო მობილები კარგი წამოწყებაა, რომ ნულოვანი გამონაბოლქვი ძალიან კარგია, ერთი კომენტარი კი ახსენებდა ყველას საიდან მოდის ელ ენერგია, ქვანახშირის და გაზის წვა, განა სულ ერთი არაა ჩვენი მანქანა გამოყოფს გამონაბოლქვს თუ მისი ნულოვანი გამონაბოლქვისთვის საჭირო ელექტრო ენერგიის მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი ქვანახშირი ან ბუნებრივი აირი იწვისო? თუმცა  ეს მოსაზრება მაინც არაა ისეთი მყარი არგუმენტი, რომ ელექტრო მობილებს პერსპექტივა წაართვას, ბოლოს და ბოლოს ელ ენერგიის ნაწილი განახლებადი ენერგიისგან წარმოიშვება და ასევე მას აქვს პოტენციალი რომ მთლიანად განახლებადი ენერგიისგან იქნეს წარმოქმნილი, მართალია ეს პოტენციალი იოლი განსახორციელებელი არაა, მაგრამ ადამიანს (თუ მოინდომებს) შეუძლია შევალოს.  

მომავალ მწვანე ამბებამდე!

2 thoughts on “მწვანე ამბები

  1. რა კარგია eye on earth საქართველოში რო არ მუშაობს : )
    თუმცა რა, ჩვენ მეგობარ სომხებს ეგ მაინც ვერ დააფრთხობდათ ))

    Like

    • თბილისის ჰაერს ისეთ ცუდ რეიტინგს მისცემდა რომ… (წარმომიდგენია)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s