ზაფხულის ჩვეულებვრივი დღე თბილისურ მასივში

დილით, კონკრეტულად რომელ საათზე არ ვიცი, მაგრამ წამით ნაგვის მანქანის გრუხუნი მაფხიზლებს, მერე მთვლემარეს ჩამესმის მანქანის ძრავის გაბმული ბღუილი, ურნების ბრახუნი.  ეს უშველებელი რკინის ჯაბახანა ისეთ ვიბრაციას ქმნის რომ ფანჯრებს ზრიალი გააქვს და მისგან წარმოქმნილ ბიძგებს საწოლზეც ვგრძნობ. მერე ცოტა ხნით ისევ სიწყნარეა, მხოლოდ რამდენიმე წუთში ერთხელ ჩაიქროლებს მსუბუქი ავტომანქანების თანაბარი ხმა, დილის გამჭვირვალე შუქს  და ჭერზე მოციმციმე, გამჭვირვალე ათინათს  მკვეთრი და ბრდღვიალა სინათლე ცვლის და სანამ გამოფხიზლდები უკვე ვგრძნობ რომ დღეს ძალიან ეცხელება. ჩვენს სადარბაზოში რატომღაც ტრადიციაა რომ ადრიანად, ცხრა საათზე (ან უფრო ადრეც) მეზობლები, ძირითადად ქალები იკრიბებიან სადარბაზოს წინ რკინის სკამზე და „ბირჟაობენ“ ჩემი ფანჯარა ამ სკამთან ძალიან ახლოა, ამიტომაც ყოველ დილით სიზმარივით ჩამესმის მეზობელი ქალების ყაყანი.

-ოხხ თქვენი… წამოვიყვირებ ხოლმე ხანდახან ნახევრად მძინარე, მაინცდამაინც სისხამ დილით ახსენდებათ ლიფტის ფული, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე დამლაგებელ ქალთან პრეტენზიები, ან რომელიმე მეზობელთან პრობლემა რომელმაც რაღაცის ფული არ დადო. განსაკუთრებით აქტიურია ბებიაჩემის ხნის – ლეილა, რომელიც თუ გააბრაზეთ მამაკაცსაც კი არ დაგიდებთ ტოლს მუშტი კრივში, ამ ქალს რამდენიმე კაციც კი ყავს გალახული გარაჟების საქმეზე, ხმით ხომ თუ ჩაირთო ვეღარ გამორთავ, მთელ კორპუსს ესმის „ქუთეისური“: „აქანე“ იქანე“ და ა.შ… მოკლედ იშვიათია დღე სისხამ დილით ჩემი ფანჯრიდან ლეილას ჭყიპინი არ გაიგო ანდაც მეორე მეზობლის ჩლიფინა და გაბმული ტიტინი, რომელშიც ერთ სიტყვას ვერ გაარჩევ. მართალია მზე ნაგვის მანქანის გამოჩენაზე და მეზობლების ყაყანზე არ ამოდის, მაგრამ ფაქტიურად მამლის როლს კი ითავსებენ, რადგან დილით ღრმა ძილი არ მჩვევია და  მათი ხმაური რამდენადმე მაფხიზლებს.  ოდნავ ჩამოცხება თუ არა ბირჟა იშლება ცოტა ხნით სიწყნარე ისადგურებს უბანში.

 სოფლებშიც ასეა დაახლოებით დილაადრიან საქონლის გასარეკად და სამუშაოდ რომ გამოდის მთელი სოფელი და შეიქმნება ერთი ჟრიამული, აქეთ იქეთ გასძახებენ მეზოვლებს, ცოტას წაუბირჟავებენ, მაშინ გაახსენდებათ ყველაფერი, პრობლემა თუ მოსაყოლი, ოდნავ მოაწევს შუადღე და კაციშვილის ჭაჭანებას ვერ ნახავ გარეთ, ან ბაღებში მუშაობენ ან საუზმობენ ანდაც სძინავთ, აქაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ საქონელი არ ყავთ, ბაღები არ აქვთ არ მუშაობენ და კორპუსის ბინებში გამოკეტილებს დილაადრიან ბირჟის ტრადიციას მაინც ვეღარ წაართმევ. ნეტარ სიწყნარეს სულ მალე უბნის მონსტრი არღვევს, რომელიც გოროზად დახრიგინობს კორპუსებს შორის ნაკლებმნიშვნელოვან გზებზე, მართლაც საზარელი სანახავია, წარმოიდგინეთ 30-40 წლის დაჟანგულ თეთრი ჟიგულის სახურავზე ჯართის უზარმაზარი გორა დახვავებულა, ძველი მაცივარი, მოჭრილი რადიატორები, ჟანგიანი მილები, შორიდან ამოუცნობ მოსიარულე ობიექსტს გავს, მის მოახლოებას ორი კილომეტრის რადიუსში გაიგონებთ: „ვიბარებ ჯართს! ვჭრი რადიატორებს! ვიბარებ ნახმარ აკუმილьяტორებს“  

სულ მაინტერესებს ჯართის საბადოები ხომ არ ნახეს ახლო მახლო, ისე მოსწონთ აქაურობა რომ მარშუტიც და გამოჩენის დროც გააზეპირებინეს ყველას. ჯართის შემგროვებლებზე გამახსენდა და დავფიქრდი, ფანჯრიდან შემომავალი ხმები დავაწყე ისტორიულ შკალაზე და მივხვდი ძალიან დიდი ხანია არ გამიგია, მაგალითად, მენაყინის ხმა: „მააა- როოჟ-ნიე! მააა-როოჟ -ნიე!!!“ ერთ-ერთი ისე სასაცილოდ და უცნაურად ყვიროდა ხოლმე,  სწრაფ სწრაფად და თითქოს ბრაზობსო: „ნაყინი! ნაყინი!“ განსაკუთრებული ტემბრით და გალობის ნიჭით გამოირჩეოდნენ ბოთლების ჩამბარებლები, „ბოოოთლებს ვიბარებ ბოოოთლებს“ ეს ჩვეულებრივი საინფორმაციო სარეკლამო ტექსტი, ჯერ მისამღერად აქციეს, მერე კი ლამის კლასიკურ საგალობლებს გაუთანაბრეს, საოცარი ღაღადისი იდგა ხოლმე ქუჩაში, ხანდახან სანამ სიტყვებს გავარჩევდი  წუთით მართლაც მეგონა რომ მგალობელი ბერები დაიარებოდნენ. სად წავიდნენ ესენი ნეტავი? ალბათ გადაშენდნენ, მოისპო ბოთლების ჩამბარებლების ხელოვნებამდე აყვანილი საინფორმაციო ღაღადისი. მენაყინეები მხოლოდ ბაზრობის ტერიტორიებს შემორჩნენ.

შუა დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება, ცხელა, იწვის ყველაფერი, ასფალტი გავარვარებულა, გარეთ არავინ არაა, სრული სიწყნარეა, მხოლოდ ხანდახან კორპუსის რომელიმე სადარბაზოს კიბეებთან ჩაცუცქული საზოგადოების მუწუკები, (ჩამოწერილი „კაი ბიჭები“) აფარებენ თავს სიცხისგან შეწუხებულნი, ნუ სახლში რა უნდათ ტეხავს სახლში ყოფნა, სხვაგანაც საქმე არასდროს არ ქონიათ, მათი საქმე ბირჟის ერთგულებაა, ზიან კიბეებთან და ოც ლიტრიან მანაგუაზე ანდააც 20 კილოგრამ ჰეროინზე ოცნებობენ. გამხდარ გაძვალტყავებულ სახეზე ძველი „კაი ბიჭური“ იერი შერჩენიათ, მერე რა რომ მას მერე ბევრ „იმას“ გადაახტნენ, მხედრიონის დროინდელ საქართველოს მისტირიან და ძველ „კაი ბიჭურ“ გმირობებს იხსენებენ.

საღამოს ისევ ცოცხლდება ყველაფერი, ამჯერად ტრადიციული ბირჟის ადგილს შეესევიან მცირეწლოვანი ბავშვები და მათი დედები და არის ტვინის წამღები წივილი, კივილი, ხორხოცი, ისეთი ამბავია რომ ზოოპარკს შეშურდება ასეთი ჟრიამული მე რომ მესმის ყოველ საღამოს. პატარა ონავრები თუ არ აყრუებენ იქაურობას, მაშინ დედების გაუთავებელი ენა მოჩლექით ნათქვამი სიტყვები მიბურღავს ტვინს: ვინ ალი ესა? ლაო-ლაო? ვინ ალი ჩემი საკალელი? უფრო მოგვიანებით ბირჟის მიმდებარე ტერიტორიას ჯეელები იკავებენ, ვისაც მანქანა ყავს და მითუმეტეს ბმვ ან ჯიპი, ბირჟასთან მოაყენებს ოთხივე კარს გააღებს და მუსიკას ბოლომდე აუწევს, მთელმა კორპუსმა და განსაკუთრებით ყველა გამოვლელმა ხომ უნდა გაიგოს რა მაგარი ტიპია, დნცკ-დნცკ-ებს რომ უსმენს ან ბმვ რომ ყავს შავი.

უფრო მოგვიანებით შუაღამეს, ხშირად ისმის, მთვრალების სიმღერა, ან ჩხუბის ხმა, საკმაოდ პუპულარულია უნივერსალური ამოძახილი: აეეეეეეე!!! არც სმენა უნდა და არც ტექსტის ცოდნა, ვერ გაიგებ გაბრაზებას გამოხატავს თუ სიხარულს ანდაც კმაყოფილებას თუ უკმაყოფილებას.

გარემოს შეცვლა მინდა …

10 thoughts on “ზაფხულის ჩვეულებვრივი დღე თბილისურ მასივში

  1. სადარბაზოს კიბეებთან ჩაცუცქული საზოგადოების მუწუკები, (ჩამოწერილი „კაი ბიჭები“) :D:D haha sagol, getanxmebi,
    igive xdeba yvelgaan…

    Like

  2. სათაურში ერთი სიტყვაა ზედმეტი – მასივში.
    უნდი იყოს “ზაფხულის ჩვეულებრივი დღე თბილისში.
    ჩემს უბანს მასივი არ ქვია, ვაკის პარკს გადავყურებ, მაგრამ რაც შენ დაწერე, ერთი ერთზე ხდება ჩემთანაც.
    დღეს 09სთ მდე, ასეთ მოძველბიჭოთა ბირჟას რომ ჩავუარე (უკვე იყვნენ ჩაცუცქულები ასე 4 ბებერი “ბიჭი”). მომესმა, “დღEში ნი მენშე 70 ლარი გექნებაო” ალბათ რაციონალურ ბიზნეს გეგმებს სახავდნენ.
    მოკითხვა ლეილას.

    Like

    • ჰომ, ყველგან თითქმის ერთიდაიგივე ხდება, მაგრამ მე მაინც გამოვყავი, მაგალითად მასივის სიტუაცია (ან სადაც კორპუსებია) და ძველ უბანში საერთო ეზოს სიტუაცია, მნიშვნელოვნად თუ არა ცოტა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ლეილას მოერიდეთ😀 შარია მაგასთან საქმის დაჭერა… :)))

      Like

  3. ვაიმე ვაიმე! მაგარი იყო! განსაკუთრებით ჩამოწერილი კაი ბიჭების ამბავი!:) ყოჩაღ. ფინჩ ნაცნობი სიტუაციაა არა?🙂🙂🙂

    Like

  4. გააჩნია გარემოს შეცვლაში რას გულისხმობ.. ქვეყნის გარეთ თუ გახვალ, დაბრუნების შემდეგ ძალიან გაგიჭირდება აქაურობის ატანა (მე ყოველ წასვლაზე ასე ვარ).
    მარრა თუ სოფელში ამბობ წასვლას ეგ მაგარია! no internet, no tv, no fb, მდინარე და ბევრი ბოდიალი იუჰუუ
    ისე ჩემთან ძველ თბილისში ესე საშინლად არაა როგორც თქვენთან, სადაც ნაკლები კორპუსებია, ნერვების მომშლელი მეზობლებიც ცოტაა :]]

    პ.ს. გოროზად ხრიგინი მომეწონა მე :]

    Like

    • ნებისმიერ ცვლილებაზე თანახმა ვარ :)) მთავარია დილით მეზობლების ყაყანმა არ შემაწუხოს,თბილისს მოვწყდე და რათქმაუნდა საბჭოთა კორპუსების ამ უსახურ არქიტექტურას არ ვხედავდე… ისე საზღვარგარეთ წასვლა ყველაზე კაი ვარიანტია, მაგრამ ამ ზაფხულს ისევ სოფელით და ბათუმი ქობულეთის მცირე ხნიანი გარემოს გამოცვლით უნდა დავკმაყოფილდე…

      Like

    • მადლობ… მართალი გითხრა ქალაქური ზაფხული არც ისე საინტერესოდ მეჩვენება, უბრალოდ შემაწუხა ამ ქალაქურიმა ზაფხულმა და გამოვიდა ეს პოსტიც :)) აი ცოტა რომ მომენატრება ქალაქური ზაფხული მერე სხვანაირ პოსტს დავწერ (ალბათ)

      Like

  5. ვაიმე რამდენი ვიცინე😀😀😀
    მართალია კორპუსში არ ვცხოვრობ მაგრამ სიტუაცია მეცნობა ძალიან🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s