ჩიპები, ეშმაკები და მეორედ მოსვლის ნიშნები

“Anno 1000.  მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო. თვალები მეტისმეტად მოქანცულან, რომ ფხიზელი მზერა შემოავლონ გარშემო, გრძნობები მეტისმეტად დაჩლუნგებულან, რომ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინონ.  კაცობრიობის სული პარალიზებულია, როგორც მომაკვდინებელი სნეულების მოხდის შემდეგ; კაცობრიობას მეტი აღარაფერი არ სურს იცოდეს იმ ქვეყნიერების შესახებ, რომელზედაც ის დასახლებულა. და ყველაზე უფრო გასაოცარი ისაა, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანებმა ადრე იცოდნენ რაღაც გაუგებარი გარემოებით დაივიწყეს. გადაეჩვივნენ წერას, კითხვას, თვლას; თვითონ დასავლეთის მეფეებსა და იმპერატორებსაც კი აღარ შეუძლიათ ეტრატზე თავიანთი სახელის მოწერა. მეცნიერებანი დახავსებულან, ღვთისმეტყველების მუმიებად ქცეულან, მოკვდავის ხელს აღარ შეუძლია ნახატსა და ქანდაკებაში თავისი საკუთარი სხეულის გამოსახვა. თვალგაუვალ ნისლს მოუცავს ყველა ჰორიზონტი. არავინ აღარ მოგზაურობს, არავინ არაფერი იცის უცხო მხარეების შესახებ; ადამიანები ციხეებსა და ქალაქებს აფარებენ თავს ველური ტომების შიშით, რომლებიც განუწყვეტლივ მოდიან აღმოსავლეთიდან. ცხოვრობენ სივიწროვეში, ცხოვრობენ სიბნელეში, ცხოვრობენ გმირული შემართებების გარეშე – მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო.

ზოგჯერ ამ მძიმე, სულის შემკუმშავ თვლემაში იელვებს ბუნდოვანი მოგონება იმისა, რომ მსოფლიო ოდესღაც სხვანაირი იყო – უფრო ფართო, კაზმული, ნათელი ფრთაშესხმული, სავსე მოვლენებითა და თავგადასავლებით. განა ყველა ეს ქვეყანა დასერილი არ იყო გზებით, განა ამ გზებით არ დადიოდნენ რომის ლეგიონები, რომელთაც მოჰყვებოდნენ ლიქტორები, წესრიგის დამცველნი, კანონის კაცები? განა არ არსებობდა ოდესღაც ადამიანი, სახელად კეისარი, რომელმაც დაიპყრო ეგვიპტე და ბრიტანეთი? განა ტრირემები არ სერავდნენ ხმელთაშუა ზღვას და არ აღწევდნენ ამ ქვეყნებს, სადაც უკვე კარგა ხანია მეკობრეთა შიშით ვერც ერთი გემი ვერ ბედავს გამოჩენას? განა ოდესღაც რომელიღაც მეფე ალექსანდრემ არ მიაღწია ინდოეთს? – ამ ლეგენდარულ ქვეყანას – და არ დაბრუნდა სპარსეთის გზით? განა არ იყვნენ წარსულში ბრძენნი, რომელთაც ვარსკვლავთმრიცხველობა შეეძლოთ, ბრძენნი, რომელთაც  იცოდნენ, რა ფორმა აქვს დედამიწას, და განაგებდნენ კაცობრიობის საიდუმლოებას? კარგი იქნებოდა ყოველივე ამის წაკითხვა წიგნებში, მაგრამ წიგნები არაა. კარგი იქნებოდა მოგზაურობა, უცხო ქვეყნების ნახვა, მაგრამ გზები არაა, ყველაფერი დასრულდა, შეიძლება ყველაფერი სიზმარიც კი იყო.

ან რა საჭიროა თავისტეხა?  რა საჭიროა ძალების ხელახლა დაძაბვა, როცა ყველაფერი დასასრულს უახლოვდება! გამოცხადებულია, რომ 1000 წელს დადგება ქვეყნის აღსასრულის დღე. ღმერთმა დასაჯა კაცობრიობა იმისთვის რომ მეტისმეტად მძიმე ცოდვებს სჩადიოდა, – ქადაგებენ მღვდლები ამბიონებიდან, – და ახალი ათასწლეულის პირველი დღე იქნება საშინელი განკითხვის დღე. გაგიჟებულ ადამიანებს, ჩამოხეულ ჩამოფლეთილთ, ხელში ანთებული სანთლები უჭირავთ და უზარმაზარ პროცესიებად იკრიბებიან. გლეხები მინდვრებს ტოვებენ, მდიდრები ყიდიან და ფლანგავენ თავიანთ ქონებას. ხვალ რომ გამოჩნდებიან ისინი – აპოკალიფსის მხედრები თავიანთი ფერმკრთალი მერნებით. განკითხვის დღე ახლოვდება. ათასობით და ათიათასობით მორწმუნენი მუხლმოყრილნი ატარებენ ეკლესიებში ამ უკანასკნელ ღამეს – უცდიან, რომ  სადაცაა ყველას შთანთქავს მარადიული მწუხარი.”

ნაწყვეტი შტეფან ცვაიგის – “ამერიგო”-დან

ათასი წლის შემდეგ:

Anno 2000. გურჯისტანი ღელავს უმრგვალესი თარიღის მოახლოებას, ხალხი  ჩოჩქოლებს, საახალწლო ბუდარიას იუმორისტულ გადაცემაში 2000 წლის დადგომასთან ერთად გვამცნეს რომ რადგანაც სამყაროს აღსასრული  არ მოხდა, შესაბამისად 3000 წლისთვის გადაიდოო. ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ალბათ ბევრს მოეშვა  გულზე პირველმა იანვარმა მშვიდად რომ ჩაიარა, თუმცა ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ხალხი ოდნავ უკეთ აცნობიერებს, (მითუმეტეს მას მერე როცა  პირველმა იანვარმა მშვიდობით ჩაიარა) რომ მეორედ მოსვლა მაინცდამაინც მრგვალ თარიღთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. მითუმეტეს რომ ღვთისმეტყველებაში უკეთ გარკვეული მოძღვრები რიგით მოქალაქეებს უდასტურებენ, ბიბლიაში მეორედ მოსვლის კონკრეტული თარიღი არ წერიაო.

მონასტრიდან ახლად დაბრუნებული ჩემი სოფლელი აჩიკო, ან როგორც მას ყველა ეძახის – აჩია, მდინარის ნაპირზე დგას და არე მარეს გასცქერის, იქვე მისი მეზობელი ტანსაცმელს იცვამს მდინარეში ბანაობის შემდეგ და თანაც აჩიას ელაპარაკება, აჩიას მონასტერში ყოფნის შემდეგ მღვდლობა გადაუწყვეტია და ჩასისხლიანებული თვალებიც დასწმენდია. მღვდლობის სურვილი რომ გაანდო მეგობრებს მერე ცოტა ხან სხვა რამეზე ისაუბრეს, ბოლოს აჩიამ ტექნიკაზე ჩამოაგდო საუბარი, მობილური ტელეფონი მინდაო, მეგობარმა თავისი ანახა, ასეთი არ მოგწონსო? – აჩიამ მაშინვე იკითხა: ჩიპიანი ხომ არააო?

არა ბიჯო, ჩიპიანი როგორ შეიძლება, სატანურიაო, როგორო? როგორ და ბიბლიაში წერია მეორედ მოსვლის ნიშნები მალე იქნება, ერთი ნიშანიც ეგაა მხეცის ნიშანიო. საღამოს ბირჟაზე სოფლის ქალები, სერიალების სიუჟეტებთან ერთად აქა-იქ მეორედ მოსვლასაც ახსენებენ, „მოახლოებულია თურმე მეორედ მოსვლა, იმიტომაც დაგვესეტყვა წელს მოსავალი ყველას, ფუჭდება ეს ქვეყანა“ „ბარეღამ დაგვწყვიტოს სულყველა, რაღას გვაწვალებს?“

თბილისში ახლობელმა რამდენიმე დისკი მომაჩეჩა: უყურე საინტერესო რამეაო, გავხსენი, სტუდია გრაალის ფილმები აღმოჩნდა, რომელებიც მთელი იმ დროის განმავლობაში რაც ფილმი გადის ცდილობს უკიდურესად დაგგრუზოს, გეშინოდეს! გეშინოდეს! რამეთუ მოახლოებულია განკითხვის დღე! გგრუზავს, გგრუზავს, ყველაფერი თურმე რაც კი უბედურება ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებულა. დედაკაცებს რომ შარვალი ჩაუცვამთ ესეც ეშმაკის გააქტიურების ბრალი ყოფილა, ცდილობს ქალს სახე დააკარგვინოს და დედობაზე ხელი ააღებინოს… ამერიკით გვაშინებენ, სადაც სატანური საიდუმლო ორგანიზაციები რაღაც ჩიპებს ანუ ანტიქრისტეს ნიშნებს ამზადებენ და ყველა ადამიანს უნდა ჩაუმონტაჟონ. მოკლედ სანამ ბოლომდე ჩახვალ, გული გაგისკდება ისე ცუდად ყოფილა საქმე, თუმცა ბოლოს რათქმაუნდა ერთადერთ სწორხაზოვან გამოსავალს გვთავაზობენ, იზოლაცია დანარჩენი სამყაროსგან, უარი ტექნოლოგიებზე და ჩიპებზე, მხსნელი –  მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მარტო საქართველოში და რუსეთში(?) დარჩება წმინდა და შეუბღალავი. (ეს ფილმები ადრე ვნახე ამიტომ შეიძლება რამე დეტალი მეშლება მაგრამ, ზოგადი პოზიცია და აზრი ეს იყო)

სექტანტებიც განსაკუთრებით აქტიურობენ: – „გნებავთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?“ პირველი და ყველაზე ცნობილი ფრაზის შემდეგ, მეორედ მოსვლით მანიპულირებენ უნდათ რომ იჩქარონ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის „გადარჩენა“ მოასწრონ.

ავტობუსში მე და ჩემი მეგობრის წინ სამოციოდე წლის თავწაკრული ქალი ზის და კონტროლიორის მოთხოვნაზე ბილეთის ჩვენებასთან დაკავშირებით, არწმუნებს ჩასვლისას გადავიხდიო, იმის დასარწმუნებლად კი რომ მართლა აპირებს ამას. დემონსტრაციულად იწერს პირჯვარს „აი“-აჩვენებს. ჩამეცინა ჩუმად, თუმცა ქალმა გაიგო და ალმაცერად გადმომხედა, მერე მიუბრუნდა გვერდით მჯდომს და მეორედ მოსვლაზე დაუწყო ბაასი. ჩემი მეგობარი ამბობს ალბათ იაღოველიაო, არა, პირჯვარი გადაიწერა მეთქი, მერე ჩვენც რელიგიაზე დავიწყეთ საუბარი, ვუხსნი ვინ არიან სექტანტები, მერე პროტესტანტებზე ჩამოვარდა სიტყვა და წინ მჯდომმა ქალმა სიტყვა პროტესტანტს მოკრა ყური, შეშფოთებული მოტრიალდა და ზიზღნარევი სიბრალულით გვეკითხება: – არა გრცხვენიათ?  ნეტავ რისი უნდა მრცხვენოდეს? რა გნებავთ? – დავიბენი, მეორე კითხვა: თქვენ მწვალებლები ხართ თუ მართლმადიდებლები? (უკეთესი დეფინიცია წარმოუდგენელიც კია, მთელი რელიგიური სპეტრისა)

თითქოს ჩაცხრა აპოკალიფსის მოლოდინი, მაგრამ გურჯისტანი მხატვრული ფილმის პიარისგან აგორებულმა 2012-ის შიშმა მოიცვა, აპოკალიფსის მოლოდინმა გაიღვიძა, ცოტა ხანში ამ შიშზე მარილი მოაყარა ჩილეს მიწისძვრამ, მეცნიერებმა: – დედამიწის ღერძი გადაიხარაო, გურჯისტანშიც მეტი რა უნდათ, ამდენი „ნიშნები“ დაუგროვდათ ერთბაშად, მაიას წინასწარმეტყველება 2012-ის შესახებ, „დედამიწის ღერძი დაბრეცილა“ (ციტატა ჩემი სოფლის ბირჟაზე განაგონი სიბრძნეებიდან) გურჯისტანულმა ტელევიზიამაც აკეთა და აკეთა სიუჟეტები, ფონად სულ იდუმალი და დამზაფრავი ჰანგები დაადო, ამუქეს და ამუქეს, ხალხსაც ხომ ეს მოსწონს, რაც უფრო საშინლად დახატავს კაცობრიობის მომავალს და ბოლო ჟამს.

დღეს ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე პოსტი, მიკროჩიპების სატანურობას ამხელდა ავტორი, ამერიკაში გამოსულა მიკროჩიპები და რადგანაც ამ მიკროჩიპებმა ადამიანის კანქვეშ უნდა დაიდონ ბინა, პლასტიკური ბარათის ჩანაცვლების და სამედიცინო მიზნით ამიტომ გურჯისტანში გადაწყვიტეს რომ ეს სატანურია, სწორედ ის მხეცის ნიშანია, არც ერთ ე.წ ჭეშმარიტ მორწმუნეს ეჭვიც კი არ ეპარება. პოსტში იუთუბის ვიდეოა, მიკროჩიპების რეკლამა, ავტორს კი მასში მონაწილე მსახიობებიც კი “სატანიკოსები” გონია და იმდენად გვიფრთხილდება ნორჩ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ ამ “სატანიკოსებმა” ჰიპნოზი არ ჩაგვიტარონ, გასაბრწყინებელი იბერიის შვილებს,  ამგვარად გვაფრთხილებს: „ნუ მიაქცევთ ყურადღებას თითქოსდა სათნო სახეებს!“

რიტორიკული კითხვა: – გვეშველება რამე? 

268 thoughts on “ჩიპები, ეშმაკები და მეორედ მოსვლის ნიშნები

  1. მხოლოდ ბოლო მონაკვეთი წავიკითხე და დაახლოებით მივხვდი რას ეხება შენი თემა მეორედ მოსვლა და ეშმაკები სატანისტები მიკროჩიპი და მხეცის ნიშანი ეს ყველაფერი დღევანდელი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სასაცილოა მაგრამ…

    შენ გავიწყდება ერთი პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ ყველაფერს სრულყოფდა და სამყაროს იდიალურ ერთობლიობას უკეთესად დაგანახებდა.

    მსმენია რომ ათეისტი ხარ აქედან გამომდინარე არ მიკვრის არც ეს პოსტი და არც შენი პოზიცია გურჯისტანსა და მის ბნელ მოსახლეობაზე. დავიწყოთ იქიდან რომ იმავე გურჯისტანში, როგორც ცრუ მართლმადიდებლები სექტანტები.. (ნებისმიერი ვისაც სწამს ღმერთი) ისევე აგრესიული ათეისტები მომრავლდნენ, რატო?

    აი მაგალითად ავიღოთ პიროვნება, ათეისტი, რომელიც გმობს დასცინის ამ “ჩაბნელებულ” სარწმუნოებას არაფრად აგდებს მას, ხატავს ქრისტეს კარიკატურებს აქვეყნებს პირად ვებგვერდებზე…. ასეთი პიროვნება საზოგადოებისთვის ისეთივე ჭირია, როგორც ფანატიკოსი მორწმუნე, თუ ათეისტი დაკარგავს ღმერთის რწმენას და ის მზად არის იყოს ადამიანი კარგიც და ცუდიც თავად აირჩიოს და სინდისის დაუჯეროს მაშინ მანვე საღად მოაზროვნე “ნათელმა” ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მას შეიძლება აღმოაჩდეს ახლობელი, მეგობარი, მორწმუნე ღვთის მოშიშ ადამიანი. ახლა რა ხდება ნებისმიერი ნორმალური არაფარისეველი მორწმუნე ადამიანისთვის სულიერებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ შენი ქმედებით შეურაცხჰყოფას მიაყენებ მეგობრის რწმენას იდეოლოგიას, როგორ ფიქრობ სწორი ნაბიჯი იქნება შენი მხრიდან? კი მიხარია და მივესალმები შენ ასეთ აზროვენებას-მე, მაგრამ ჩემს გარდა მილიონი ადამიანია ვისაც სჭირდება რელიგიური მორჩილება (გამიხარდებოდა თითეული მათგანი თუ ჭეშმარიტ რწმენას შეიძენდა)საზოგადოებას რელიგია ყოველთვის დასჭირდება. რელიგია ზნეობის მკაცრი დარაჯია სარწმუნოება სულიერი თავისუფლება (იქნებ მითხრა რომ ეს უკანასკნელი არ არსებობს )სამყაროში ყველაფერი ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ “კეთილი” ადამიანებისთვის რელიგიური ფარი არსებული ბალანისი იდეალური საშუალება იყო არის და იქნება სანამ კაცობრიობის არსი არ შეიცვლება.

    ახლა კი ერთ უმნიშვნელო თემას შევეხოთ, რომელსაც სამყაროს კანონზომიერებას ეძახიან (ან მე ვეძახი რას გაიგებ ) არის უმთავრესი კანონი რომლის წინაშეც ყველაფერი უძლურია “რაც უფრო ძლიერად აწვები კარიბჭეს ის უფრო მყარად დგას და არ იხსნება” ანუ შენი ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება შეიძლება შემდგომში არსებული რეალობის ერთ-ერთი წარმომქმენლი იყოს მარტივად, რომ ვთქვა ჯავახიშვილი ამას ბედი-მდევარს ეძახდა უფრო მარტივად რომ ვთქვა ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება იმით დამთავრდა, რომ წიწამურში იმან მოკლა რასაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა
    ახლა ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერს მაგრამ დავუშვათ აი დავუშვათ უბრალოდ წარმოიდგინე რომ 1%ით მაინც შენ ცდები და ეს ყველაფერი არსებობს სატანა მართლაც ჩასაფრებულია სადღაც და ხალხს მიკროჩიპებს ტენის
    მე დავსვავ უბრალო შეკითხვას- შენი რეაქცია ?😀

    და ყველაზე მთავარი-ეს ყველაფერი შენი შემოქმედების შედეგია:)(ეს თეორიაა უბრალოდ )😀

    Like

    • კომენტარის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, – შენი კომენტარი იმდენად ზოგადია რომ საკუთარ თავზე ვერც მივიღებ, აქედან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც რომ მე არ მიმაჩნია ჩემი რომელიმე ქმედება/აზრი ახლობლების რწმენას შეურაცხყოფდეს, მაგრამ რა მავიწყდება ვერ მივხვდი მაინც.ხალხს რომ რელიგია ჭირდება ჯერ ჯერობით ესეც სრულიად ნათელია.არავის არ ვკიცხავ რელიგიის გამო, უნდა იწამოს უნდა არა, მეორე და განსხვავებული ფაქტორია – ჩიპები და მეორედ მოსვლის მითები.
      მეორე ნაწილს ანუ კითხვას რაც შეეხება: ჩემი რეაქცია არ ვიცი როგორი იქნება :)) ამაზე უნდა დავფიქრდე… თუ გამოსავალიც ისეთი იქნება რასაც რელიგია გვთავაზობს მეც იქეთ წავალ რათქმაუნდა… აბა ხომ არ დავიჩიპები,:))) მაგრამ აი პირველი რეაქციის წარმოდგენა კი მიჭირს…

      და ყველაზე მთავარი-ეს ყველაფერი შენი შემოქმედების შედეგია:)(ეს თეორიაა უბრალოდ )
      ლოოოლ :)) ფაქტიურად სატანიკოსი გამოვდივარ =))

      Like

  2. მე ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი მარწმუნებდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში რომ მეორედ მოსვლა მალე იქნება იმიტომ რომ ვიღაც რუსმა ბებერმა ქალმა ეგრე თქვაო😐 და კიდევ იმდენ რამეს ისე არ ურჩევნოდა თავის საგანი ესწავლებინა. რატომღაც ყველა ერკვევა მგონია ამ საკითხში და თან ისეთი დარწმუნებულნი არიან შედავება მოგერიდება😐

    Like

  3. ძალიან კარგი პოსტია, ცვაიგის ციტატა კარგი მიგნებაა.
    გეთანხმები ძირითად საკითხებში. თუმცა ის მომენტი სულ სხვა საკითხია, რომ მაგალითად მე მინდა რომ 2012 წელი ახდეს…

    Like

    • რატომ გინდა რომ ახდეს? (თუ ვერ გავიგე რას გულისხმობ?) :))

      Like

      • სწორად გაიგე. არიან ადამიანები ვისაც სურთ 2012 წლის ახდენა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება მათთვის საინტერესო აღარაა. და ამ უაზრობის დასრულება შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ასე ადვილად რომ იყოს…

        Like

      • ოოჰ არა ასეთი რამ საშინელი ეგოისტობაა… კაცობრიობის დაღუპვა გინდა იმიტომ რომ შენ მოგბეზრდა სიცოცხლე? ამ საქმის მოგვარება გაცილებით ლოკალურად შეიძლება😀😀

        Like

      • “michael-ოოჰ არა ასეთი რამ საშინელი ეგოისტობაა” – სულაც არა🙂
        შეხედე ადამიანებს , შეხედე ამ სამყაროს , ნუთუ ვერ ხვდები რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს ? ყველაფერი იმდენად უაზრო გახდა და მომაბეზრებელი , მონოტონურია თითქოს , სულ ამ დაუსრულებელ კიბეზე სიარული , სწავლა , კარიერა , გგონია თავისუფალი ხარ მაგრამ სხვისი მარიონეტი ხარ , პოლიტიკური და სულიერი ლიდერების ხელში ბრმა იარაღი ხარ , ნაცრისფერი საზოგადოების რიგითი წევრი , ყველა ჭიანჭველასავით გადარბენაშია , სინამდვილეში მათ ცხოვრებას აზრი არა აქვს , მგონი დროა ეს ყველაფერი განადგურდეს , და ახალი ცხოვრება დაიწყოს კაცობრიობამ , პოლიტიკოსების , პატრიოტების და რელიგიების გარეშე ,

        Like

      • მე მგონი ნამეტანი ოცნებობ ხომ იცი :)))
        თუ ყველაფერი განადგურდა ახლიდან რა დაიწყება? ნუ ეძებთ იდეალებს, და არც რისიმე განადგურებაა უკეთესის გარანტი. ყველა პოლიტიკურ და სოციალურ სისტემას ექნება ნაკლი. ასე მუქ ფერებში არ შეიძლება ყველაფრის დახატვა. ვის ცხოვრებას აქვს აზრი ამას ცალსახად ვერ გადავუწყვიტავთ ვერავის, მთავარია კონკრეტული ადამიანი როგორ აფასებს საკუთარ ცხოვრებას. განადგურება არაფერი კარგის საწინდარი არ შეიძლება იყოს. კარგის საწინდარი ჩეცდომებზე სწავლა და მათი გამოსწორებაა. კაცობრიობა თუ განადგურდა რა გარანტია ან ნიშნანი მაინც გაქვს იმისა რომ 0-დან დაწყებული ყველაფერი უფრო კარგი იქნება? ან თუნდაც იმის რომ საერთოდ რამე გადარჩება?

        Like

      • ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლის არ მჯერა , ზუსტად რადიკალური ცვლილებებია საჭირო , მე ესე ვფიქრობ , ჩემი აზრია , თუნდაც არ იყოს სწორი , მაინც მგონია რომ ეს სამყარო(სისტემა , შეხედულებები , პრინციპები , იდეოლოგია) უნდა განადგურდეს
        იშვიათი გამონაკლისისი გარდა (სულ რამდენიმე ადამიანი)მე არ მინახავს ცხოვრებაში კარგი ადამიანები , ყველას საზიზღარი და მოწამლული აზროვნება აქვს , ბოროტი იდეოლოგია და სული , ვერც რელიგია შველის და ვერც მორალი

        Like

      • ერთბაშად შეცვლა რომ არარეალურია?
        ერთბაშად მხოლოდ ამოწყვეტა შეიძლება ყველაფრის. რამდენიმე ატომური ბომბი და აღარაფერი დარჩება ჩვენგან.
        რეალურად რადიკალიზმი და მყისიერი ცვლილებებისკენ მიდრეკილება მხოლოდ ღუპავს ყველაფერს.
        ისე რომ იძახი უნდა განადგურდესო, შენ უკეთესი პრინციპები და იდეოლოგიები გაქვს? ვინ ჩაუნერგავს დავუშვათ ქვის ხანაში დაბრუნებულ კაცობრიობას ამ ახალ კარგ პრინციპებს და იდეოლოგიებს, ვინ შეუქმნის მათ უკეთეს სოციალურ სისტემას, ისინი ხომ თავად უნდა განვითარდნენ იქამდე? მერე როგორ წავა მათი განვითარების გზა? შენი პოზიცია იმპულსური და გაუაზრებელია, ნუ ეხლა კაცობრიობა თუ გძულს და ყველაფრის აფეთქება გინდა ეგ სხვაა.😀

        Like

    • უნდა განადგურდეს სისტემა , ადამიანების შეხედულებები , ცხოვრების წესი , ფსევდოდემოკრატია , სადაც ადამიანების ერთი , მცირე ჯგუფი მართავს ქვეყნებს , მსოფლიოს ,
      და საერთოდ ოცნებიდან იწყება ყველაფერი😉 ……..

      Like

      • კი არ უნდა განადგურდეს, უნდა შეიცვალოს ნაბიჯ ნაბიჯ- შეცდომების გაცნობიერების კვლადაკვალ
        განადგურება გამოსავალი არაა, განადგურება პრობლემების გადაჭრის მაგივრად თოკზე ჩამოკიდებაა, რაც თავისთავად გამოსავალი არაა
        განადგურება- ეს ცნება უკვე რადიკალიზმის შემცველია რომელსაც თავისთავად რაიმე კარგის მოტანა არ შეუძლია.
        ერთი ხელის მოსმით არ ქრება ცუდი, და არც კარგი მოდის.
        ოცნებაც კარგია მაგრამ ეგეც ზომიერად,

        Like

      • “განადგურება გამოსავალი არაა,” – ჩემი აზრით არის , შეიძლება არც მართალი არ არის მაგრამ ჩემი აზრია , მე ესე ვფიქრობ , უნდა განადგურდეს ეს ცივილიზაცია(სისტემა , აზროვნება, შეხედულებები , და კიდევ ბევრი სხვა რამ ) ადამიანებმა უნდა იცხოვრონ და იფიქრონ სხვანაირად , რამდენიმე გამონაკლისის გარდა(სულ ალბათ ათ ადამიანამდე) მე არ მინახავს ნორმალური ადამიანი , რომელსაც არ აქვს მოწამლული გონება , ბოროტი სული და აზროვნება , და არ ცხოვრობს მტაცებელი ცხოველის პრინციპით, ასე რომ მე ვფიქრობ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს

        Like

      • როგორც გინდა.😀
        როგორ უნდა განადგურდეს? ამაზე თუ გიფიქრია? ფიზიკურად უნდა მოისპოს ყველა? მერე უკთესი როგორ უნდა შეიქმნას?
        არსებობს ამ ყველარისთვის გზა?
        თუ უნდა გადანგურდეს და მორჩა?😀

        Like

      • რატომღაც სპამში ჩააგდო ეს 2 კომენტარი ვორდპრესმა და ამოვიღე იქიდან.

        Like

      • სპამი ვარ ცხოვრებისეული😀
        რავიცი შენ შეცვლა დაარქვი თუ გინდა მაგრამ მე განადგურებას და მოსპობას დავარქმევ , (ფიზიკურად არა , მენტალურად , აზროვნება უნდა განადგურდეს ესეთი , შეხედულებები , თუმცა არიან ისეთი ელემენტები , ე.წ. ადამიანები რომლებიც ფიზიკურად რომ განადურდნენ ცუდი არ იქნება🙂 )

        Like

      • მერე უცაბედი მენტალური ცვლილების თუგინდ განადგურების მოხდენის გზები არსებობს?
        რეავიც ბევრი პრობლემაა მგონი..

        Like

      • არ ვიცი რა არსებობს და რა არა , მაგრამ ესე რომ არის საჭირო ეგ ვიცი , უნდა შეიცვალოს ყველაფერი ……

        Like

      • მაგაში მდგომარეობს პრობლემა, მთავარი გადაჭრის რეალური გზებია. თორემ ისე ბევრი რამე რომ სხვაგვარად გვინდა და მოგვწონს ეს უკვე სხვა საკითხია🙂

        Like

  4. მოდი მეც დავწერ ერთ კომენტარს. მეც იმ “ბნელი” რელიგიის მიმდევარი ვარ რომელსაც უმეტესობა მისდევს.
    გასაგებია შენი ირონიული ტონი საიდანაც მომდინარეობს, არ გჯერა ღმერთის და არ იზიარებ მეორეთ მოსვლასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს. მაგრამ მაინტერესებს შენი აზრი იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ ეს დაჩიპვა და ათასი უბდეურება რომელიც დღეს ხდება ათასობით წლის წინ ბიბლიაში დაიწერა(არა იგივე სიტყვებით და ტერმინებით მაგრამ არ არის ძნელი მისახვედრი რა იგულისხმება).

    ხოლო შენი პოსტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით გეტყვი რომ იგივე ხდებოდა შუა საუკუნეებშიც როცა ხალხი შეპყრობილი იყო პანიკით და ფანატიკოსი მორწმუნეები ღაღადებდნენ ათას სისულელეს. ხოლო გასათვალისწინებელია ის ფაქტი რო არცერთხელ არ ყოფილა მსგავსი პანიკა მართლმადიდებულ ეკლესიაში არც 1000 წლს და არც შუასაუკუნეებში (თუმცა სიმართლე გითხრა ნამდვილად არ ვიცოდი 1000 წელს თუ ეგეთი ამბავი იყო😀 ) ხო და ამ მესამე ტალღაზე მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით უკვე მართლმადიდებლური ეკლესიაც გვაფრთხილებს. რავიცი მგონი ყურადსაღები ფაქტია იმათთვის ვისაც ასე თუ ისე რამის ჯერა🙂

    პ.ს. მეც ვაპირებდი ამ თემაზე დაპოსტვას და ეხა უფრო მუღამი მომეცა😀

    Like

    • არაფერი წინასწარ არ დაწერილა “დაჩიპვასთან” დაკავშირებით, უბრალოდ რაღაც რაღაცეები დაუკავშირეს ერთმანეთს აპოკალიფსის მოლოდინით შეპყრობილმა ადამიანებმა.
      იმასთან დაკავშირებითაც ცდები, რომ თითქოსდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ იყო მსგავსი შიში, 1000 წელს ჯერ არ იყო ქრისტიანობა გაყოფილი და შესაბამისად მართლმადიდებლობაც არ არსებობდა, და ისევე როგორც დასავლეთში იყო 1000 წელს მოერედ მოსვლის შიში, ასევე აღმოსავლეთის საქრისტიანოშიც ანალოგიური რამ ხდეოდა, უბრალოდ სად რა მასშტაბები ქონდა ამ პანიკას ძნელი სათქმელია.

      Like

    • ბიბლიას ვისაც როგორ უნდა ისე განმარტავს , საკმაოდ ჭკვიანი ადამიანების დაწერილია და ერთ წინადადებს შეიძლება სულ სხვადასხვანაირი განმარტება მოუძებნო , მაშინ მსგავს რაღაცეებს მაგალითად ტექნიკის განვითარებას ნოსტარდამუსიც წინასწარმეტყველებდა და ეხლა მე ნოსტარდამუსის მიმდევარი გავხდე და ღმერთად გამოვაცხადო ?😀

      Like

  5. აპოკალიფსი არის ნაწინასწარმეტყველები იონეს გამოცხადებაში და დაწერილია სიმბოლურად ყველაფერი, მათ შორის ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებაც. 666 იყო ადრე გადასახადების აკრეფვის რაოდენობა ( 666 ლიტრი ოქრო ) რომელსაც ებრაელები იღებდნენ დაპყრობილი ხალხებისგან. დღეს მსოფლიო დომინირებასთან ასოცირდება.
    ეს ყველაფერი დღეს მართლაც ხდება და ფაქტებით დასტურდება რომ ასეა, ასევე მრავალი წინასწარმეტყველება ახდა რაც იოანეს გამოცხადების უკანასკნელ თავში ‘აპოკალიფსში’ წერია.
    როდის მოხდება ეს მხოლოდ უფალმა უწყის.
    მაგრამ ყველა ქრისტიან მართლმადიდებელს წამს რომ ეს როცა იქნება დადგება და მოხდება.
    სახარებისეული სიბრძნე და წინასწარმეტყველება კი სიმბოლიზმია მეტწილად, რომლის გაგებასაც შესაბამისი ცოდნა უნდა.
    წაიკითხეთ სახარება და ეძიეთ პარალელები რომლებიც მრავლადაა აწმყოში . . .

    Like

    • შენს აზრს პატივს ვცემ მაგრამ ვერ გავიზიარებ..
      რომელი ე.წ ნიშანი დასტურდება და მტკიცდება? ან რომელი კონკრეტული წინასწარმეტყველება ახდა? ჩიპებზე ზღპარები არ გვინდა ოღონდ…
      სიმბოლიზმი ჩემი აზრით ძირითადად სახარებისეული ზღაპრების გამართლების მცდელობაა. ის ვისაც არ უნდა 2X2=4 დაიჯეროს ის შეგნებულად ან თავისდაუნებურად ართულებს.

      Like

  6. ძალიან კარგი სტატიაა. მართალია ტონი თითქოს აგრესიულია, მაგრამ რა სინდისით უნდა გაგამტყუნო😀
    ცვაიგის ციტატა მომეწონა. აიზეკ აზიმოვსაც აქვს ერთი მოთხრობა მსგავსი შინაარსით _ იქ სხვა პლანეტაზე ვითარდება აპოკალიფტური შიშები და უფრო სახალისოა.

    ზემო კომენტარს რაც შეეხება, თუ წაიკითხავთ იმ იოანეს გამოცხადებას დაკვირვებით ვერაფერს აღმოაჩენთ ისეთს, ამ მოარული აპოკალიფტური ფობიების გასამართლებლად რომ სერიოზული არგუმენტი იყოს. იქ დიდი ხნის წინანდელი, განვითარებისა და სოციალ-პოლიტიკური მოწყობის სრულიად სხვა საფეხურზე მდგომი ხალხის _ ერთი კონკრეტული ერის მომავალ გასაჭირზეა საუბარი. დიდი ფანტაზიის უნდარია საჭირო ის გამოცხადება რომ სამყაროს აღსასრულთან გააიგივო.

    ჰო, ჩიპებს რაც შეეხება, მეც ბიოჩიპების მოშიშთა შორის ვარ. მათი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად მიმაჩნია. თანამედროვე დროს სავსებით ანგარიშგასაწევი მგონია ადამიანებით მანიპულირების საფრთხე. რეალურად, მსგავსი პროდუქციის წარმოება ისეთი მონსტრი კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების ხელში იქნება, რომ ამ ჩიპების შესახებ საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს ის ეცოდინება, რასაც ეტყვიან, ასეთი ვითარება უკვე თამაშგარეთ ტოვებს ,,რიგით მოკვდავს”. (ანუ, ეს იმ შემთხვევაში თუ მასობრივად მოხდება ამ ჩიპების გამოყენება ადამიანთა იდენტიფიკაციისთვის და ა.შ., რაც, პრინციპში, სავსებით მოსალოდნელი სამომავლო პერსპექტივაა)

    Like

    • რა ქვია აიზეკ აზიმოვის მაგ მოთხრობას? დამაინტერესა, ალბათ მაგარს ვიხალისებ მაგ მოთხრობაზე… სიამოვნებით წავიკითხავდი…

      ჰომ, ჩიპებზე რასაც ამბობ მართალია, განსხვავებით ეშმაკის დანომვრისა შენი შიშები გაცილებით რეალურია, მეც მიფიქრია მაგაზე… ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ რეალურად არსებობს საფრთხე იმისა რომ ერთეულებს ექნებათ შესაძლებლობა საზოგადოების ტოტალური მართვისა… რეავიც…

      Like

  7. შვილებო, წადით ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ, რა დროს რელიგია და მსოფლმხედველობის დემონსტრირებაა? სიბერეში არ გეყოფათ? ახალგაზრდობა ისე გაფრინდება უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ. ღმერთი მერეც გეყოფათ აქ რომ აღარ იქნებით.

    Like

    • რახან ახალგაზრდები ვართ, მხოლოდ გართობა უნდა გვინდოდეს და გონება ჩლუნგები ვიყოთ თუ რა?😀 ბატონო სევდიანო პანტერავ თუ ფიქრობთ რომ ჩვენ, 24 საათი ფილოსოფიაზე და რელიგიაზე ვსაუბრობთ და ახალგაზრდული არაფერი გვაინტერესებს შეცდით. სიბერეში ასეთი პოლემიკა ალბათ აღარ დამაინტერესებს, რადგან ვიმედოვნებ რომ რელიგიური თემები ნაკლებ აქტუალური იქნება.

      Like

  8. martmadidebloba ambobs rom meored mosvla rodis iqneba aravin iciso da amitom shua saukuneebshi rom shishi iyo sxva ramis brali iyo da dgesac vinme tu 100% darwmunebulia rom male iqneba mashin isic cdeba. ai rodesme rom aucileblad iqneba es ki yvela martmadidebels unda jerodes. nishnebs rac sheexeba ragac ragaceebi martlac emtxveva tanac mama gabrielic(ukve wmindania) ambobda rom nishnebi emtxveva da samyaro mzadaa antiqristes misagebado exla ityvit egre adrec ambobdneno, magram isini wmindanebi ar yofilan “biletebs” yididnen da vinc iyidida yvela codva mieteveboda an tu iafad iyidida bolo 10 wlis (10 weli sityvaze imedia ar gamomekidebit) es mxolod fulis keteba iyo da ara religiuri mama gabriels ki bevri saswauli aqvs gaketebuli da mis wmindanobas misi sisxlic adasturebs romelic ar deddeba
    martmadideblobashi dashvebulia rom wmindanebsac eshlebat(qristes garda udodveli aravinaa) ase rom mama gabriels romc sheeshalos bevrs arafers nishnavs
    sheidzleba cota dznelad vlaparakob exla 2 wityvit vityvi rac vwere amdeni meored mosvla aucileblad iqneba magram rodis ar vici da arc aravin icis tumca nishnebit mxolod varaudi sheidzleba rom is male iqneba

    axla ki graalis kinoze minda patara saubari
    es filmi arc imistvis gamovida rom meored mosvla gagvafrtxilos da arc imistvis rom tavgza agvibnios misi mtavari danishnulebaa gavrceldes gabazrdzes da ase shemdeg filmi saintereso rom gamosuliyo gadamgebi sheecada namdvili informacia moepovebina rom xalxs echvi ar sheparvoda magram ufro emociuri rom yofiliyo bevri rame daumata ase rom filmshi simartlecaa da mogonilic magis yurebas girchevniat wminda mamata werilebi ikitxot

    Like

    • მართლმადიდებლობა კი არ ამბობს არავინ იცისო, უბრალოდ ბიბლიაში არაა დაკონკრეტებული აპოკალიფსის კონკრეტული დრო და შესაბამისად ქრისტიანობის ძირითადი მიმდინარეობები ამბობენ რომ აპოკალიფსი მხოლოდ ღმერთმა იცის როდის დადგება.
      ჩემი აზრით კი აპოკალიფსი, მეორედ მოსვლის ნიშნები და ყველა სხვა დანარჩენი რელიგიური, მკვეთრად გამიზნული ხრიკებია ხალხის შიშიში სამყოფლოდ…
      მე სანტა კლაუსის არსებობას უფრო ადვილად ვირწმუნებ ვიდრე მეორედ მოსვლის რეალურ შესაძლებლობას, მომიტევეთ და ეს ყველაფერი რელიგიური ბოდვებია, როგორც ზევსი არ ზის ქუხილის დროს ღრუბლებში და ელვას არ ისვრის ისევე ანტიქრისტე და აპოკალიფსია მითი,

      Like

      • rogor ara ese weria (ogond ar maxsovs bibliashi tu wminda mamebs uweriat) rom qristes meored mosvla aravin icis gvrtis garda arc angelozebma es namdvilad weria
        es imitom tom meored mosvlamde codvebi ar chavivnot da wina dges ar movinaniot es yvelaferi weria vnaxav wyaros da davwer

        xolo shen gjera tu ara es sheni saqmea yvelas aqvs ufleba tavisi azri qondes me mjera shen ara bevrs jera da bevrs ara

        piradad minaxia saswauli(mironis dena) da shenc rom genaxa albat irwmunebdi ubralod warmoudgeneli ragaceebi xdeba rasac axsna ar aqvs. cecxlze ragas ityvi xels rom ar wvavs? da rom gadmodis?

        Like

      • მირონის დენა სასწაული არაა ჩემთვის… რომ მენახა არაფერი შეიცვლებოდა… იცი რამდენი რამე არსებობს კიდე აუხსნელი, რაც რელიგიას საერთოდ არ უკავშირდება? რაიმე რომ აუხსნელია ეს ავტომატურად ნიშნავს რომ რელიგიური მითები მართალია? სადაა კავშირი აუხსნელ მოვლენებსა და რელიგიურ მითებს შორის? ამ ყველაფრში უბრალოდ მღვდლებს უნდა დავუჯეროთ და მორჩა? სხვა რამე რეალური არგუმენტი არსებობს? რათქმაუნდა არა! და ვერც იარსებებს!

        Like

      • mironi xatebisa da jvrebis garda sadme gagigia rom gadmosuliyos?

        tu ityvi kis mashin vegarafers vityvi

        tu aras ambob kide aqedan gamomdinare me piradad vaskvni rom tu mironi xatebis garda arsaidan gadmodis religiuria

        mxolod martmadideblebze rom gadmodis cecxli da 10 wuti xels ar wvavs egec religiuria imito rom cecxli eklesiashi gadmodis martmadidebel mgvrdelze

        auxsneli movlenebis umetesoba religiastan aris dakavshirebuli da rac ar aris dakavshirebul darwmunebuli var mecnierebi axsnas moudzebnian rodesme religiur auxsnel movlenebs (saswaulebs) ki vera

        es chemi azria aq iagovelivit cheshmarit gmertze saubari gamomivida magram me amit shen darwmunebas ar vcdilob ubralod vwer me ris gamo mrwams religiis konkretulad martmadideblobis

        imedia imis mainc gjera rom religia rom ar yofiliyo(amjerad ar aqvs mnishvneloba gmerti arsebobs tu ara) rom msoflio bevrad cud dgeshi iqneboda aq marto martmadideblobas ar vgulisxmob bevrisgan gamigia martla zustad ese “religia rom visi yle vis trakshi iqneboda ver gaigebdi” (michael rom gqvia aqedan davaskveni rom gogo ar unda iyo magram tu gogo xar bodishi am sityvebis gamo:)

        Like

      • ეგ ჩემთვის რეალური არგუმენტი არაა ხატებს და ჯვრებს რომ მირონი გადმოსდით, (ან გადმოსდით რომ?) ეს არაფერს არ ხსნის, უბრალოდ ცალკეული ჰაერში გამოკიდული ფაქტია, რომლის მეცნიერული ახსნა ანდაც ლოგიკური კავშირის დადგენა რელიგიურ შეხედულებებთან არავის არ უცდია, თავისუფლად შეიძლება იყოს მღვდლების მაიმუნობა. რაიმე ხრიკი.
        ჰომ რელიგია რომ არ ყოფილიყო? ძალიან არარეალური შესაძლებლობაა, ადამიანის ფსიქოლოგიას თუ დაუკვირდები, მიხვდები რომ რელიგიური ცნობიერება, ადამიანის ევოლუციური განვითარების აუცილებელი საფეხურია, მაგრამ მე მგონი ახლა უკვე ადამიანი იმდენად განვითარდა რომ ეს საფეხური უნდა დატოვოს უკვე ნელ ნელა და გადავიდეს ახალ საფეხურზე, იქ სადაც არის მხოლოდ ლოგიკა, რაციონალური აზროვნება და ფაქტები, და არა მითოსური შეხედულებები.

        Like

      • me mashin vityvi adamians religia agar chirdeba metqi roca saswaulebs logikurad axsnian

        xo da exlac religia rom agar iyos sxvaze rom araferi vtqvat gmertis rom ar mjerodes da meshinodes bevr cud rames gavaketebdi policiis sul ar shemeshindeboda

        Like

      • აი მე კიდე ღმერთის სულაც არ მეშინია, თუმცა ცუდის გაკეთება მაინც აზრად არ მომდის, არც კანონის დამცველების შიშზეა საქმე… უბრალოდ ადამიანს ვინმესადმი შიში კი არ უნდა გაკავებდეს ცუდი საქმისგან, არამედ ბუნებრივი კეთილშობილება, სწორი აღზრდის შედეგად ჩამოყალიბებული ზოგადსაცაკობრიო ჰუმანიზმი და სიყვარული. ეს უნდა იყოს ადამიანის მთავარი ფასეულობა და არ უნდა აკავებდეს მხოლოდ შიში. შიშით და მათრახით აკავებენ ან რამეს აკეთებინებენ ცხოველს, რომელსაც წრთვნიან… არ გაგიტყდეს ძმაო, მაგრამ ჩემი გულწრფელი აზრი ასეთია…

        Like

      • shen mgoni ver gamige cudis gaketebashi ras vgulisxmob

        me ar vidzaxi rom gmerti da polici rom ara gavidodi da yvelas davxocavdi metqi me vambob patara ramis moaprvazec romelic vtqvat did magazias arc moakldeba rame da arc moemateba am shemtxvevashi imaze ar shevwuxdebi sawyalma milionerma direktorma raga qnas metqi tu larian rame movpare

        Like

      • მე კი მგონია ძალიან კარგად გაგიგე, მაინცდამაინც დახოცვა არც მე მიგულისხმია…
        შენ კი ვითომც შეამსუბუქე შენივე ნათქვამი…

        :))))

        Like

    • ბევრმა ფაქტორმა განაპირობა:
      1. გავიზარდე თავისუფლად, ოჯახში რელიგიურ შეხედულებებს არავინ მახვევდა თავს იმ ასაკში როცა ყველაფერს გულუბრყვილოდ იჯერებ.
      2.ცოტა მოგვიანებით, სკოლაში მყავდა ფანატიკოსი დამრიგებელი (რელიგიის მასწავლებელი) რომელმაც დამანახა რომ რელიგია ადამიანის ცნობისმოყვარეობას და თავისუფლებას ზღუდავს, ოღონდ საბოლოო აზრი მხოლოდ ამ ადამიანიდან გამომდინარე არ ჩამომყალიბებია, მან უბრალოდ მაიძულა მეტი მეფიქრა ამ საკითხზე.
      3. არასოდეს მომწონდა, თაყვანისცემის, მორჩილების ნებისმიერი გამოვლინება.
      4. განაპირობა, რამდენიმე წლიანმა, ფიქრმა ანალიზმა რაციონალურმა მიდგომამ და არა პირადი გრძნობებიდან გამომდინარე სუბიექტურმა.

      Like

      • aha gasagebia …. ela me rom shentan diskusia daviwyoo sawinagmdegos mtkicebit sainereso ikneba magram albat azrs mainc ver shegacvlevineb xom?

        Like

      • აზრს მაშინ შევიცვლი როცა შესაძლებელი იქნება რაციონალური გზით და აშკარა მტკიცებულებებით საწინააღმდეგოს დამტკიცებისა.

        Like

  9. tu ar sheicvli azrs isev shen tavs azaraleb. gmertma nu qnas codvebis unanelad waxvide am qveynidan, mere egre vegar ichikchikeb. mdidaris da lazares igavi waikitxe, icode sheni tanjva , mastan monagoni iqneba

    Like

    • მადლობ რომ ზრუნავ ჩემზე😀
      მე კი იმას გეტყვი რომ მერე ვერავინ ჭიკჭიკებს, საერთოდ ვერაფერს შვრება…
      და თუ მართლა ტანჯვა მელის მხოლოდ იმიტომ რომ სხვანაირად ვფიქრობ, მაშინ ჯობია არ მწამდეს ეგეთი ტირანი ღმერთის, რომელმაც ასე სულელურად მოაწყო სამყარო. და საერთოდ ამ ჯოჯოხეთის და ტანჯვით ხალხის დაშინებას თუ მოეშვებით კარგს იზამთ.

      Like

  10. თუ ათეისტი ხარ და შენთვის რელიგია არაფერს ნიშნავს, ამაზე ამდენს რატომ ლაპარაკობ???
    საერთოდ, ადამიანი ბევრს ფიქრობს და ლაპარაკობს იმ თემაზე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს შეიძლება ქვეცნობიერ დონეზე ხდებოდეს და ამას ასე ზედაპირულად ვერც აცნობიერებდეს…,არა მგონია, ვინმე თავს გახვევდეს რელიგიას, ჰოდა თუ არ გაინტერესებს, მაშინ არც უნდა გადარდებდეს მისი არსებობა და შენთვის არხეინად ცხოვრობდე…არ გსმენია? „თავის კაცობაზე ბევრს ყვირის ის, ვისაც თავის კაცობაში ეჭვი ეპარებაო…!“ ჰკითხე ნებისმიერ კარგ ფსიქოლოგს ამის შესახებ და ჩემზე ბევრად უკეთ აგიხსნის… ან იქნებ, არც მეცნიერების გჯერა???…
    შენ ხარ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც ძალიანაც აინტერესებს და სჭირდება რელიგია,ვისაც ზოგჯერ ძალიან უნდა სხვებივით შეეძლოს ლოცვა, სინანული და უფლის წყალობის საკუთარ თავზე გამოცდა, მაგრამ ამპარტავნების გამო არ სურს სხვა მართლმადიდებლების გვერდით დგომა,რადგან იქაც განსაკუთრებული უნდა იყოს…არ გამტყუნებ? ამპარტავნების ცოდვამ ანგელოზი აქცია სატანად და შენ ერთი უბრალო მოკვდავი ადამიანი ასეთი ვინ ხარ, რომ ამ ცოდვას შენით გაუმკლავდე? თუ გინდა, მეცნიერულ ენაზეც გეტყვი _ ტესტიც არ გჭირდება, ისე კარგად ჩანს შენს ყოველ წინადადებაში ეგოცენტრიზმის დონე რამდენად მაღალია… ჰოდა, გინდა ამპარტავნება დაარქვი ამას და გინდა ეგოცენტირზმი, ორივე ერთი და იგივეა…
    სასწაულების არ გჯერა და დამადასტურებელი ფაქტები გჭირდება?? არც ეგაა ძნელი _ მეცნიერებაში დღეს უამრავი ფაქტი არსებობს, რომლითაც ღვთის არსებობა დასტურდება და ამას თავად მეცნიერებიც აღიარებენ, შენ ეტყობა არც მეცნიერებას იცნობ კარგად და ყველასგან ათასჯერ გათელილ უაზრო სიტყვებს იმეორებ ისევ საკუთარი თავის დასამშვიდებლად….
    დღეს ადამიანები იმდენ და ისეთ საშინელებებს სჩადიან, ეშმაკიც რომ ვერ მოიფიქრებდა, ალბათ…ეშმაკების და ანგელოზების არსებობა თუ არ გწამს, შენი ნებაა, ალბათ, რომ გენახა დაიჯერებდი, მაგრამ ანგელოზები მხოლოდ წმინდანებს ეცხადებიან, ეშმაკის ნახვას კი მაინცადამაინც ნუ ინატრებ,არა მგონია სასიამოვნო სანახავი იყოს…
    რაც შეეხება ღვთის დადანაშაულებას სისასტიკეში, აქაც ეგოცენტრული ხარ – ისეთი უბიწო და უმანკო წარმოგიდგენია საკუთარი თავი, რომ ვერ დაგიჯერებია, რაიმე ცოდვის გამო თუ შეიძლება რომ დაისაჯო. ძალიან მაინტერესებს, მშობლები არასოდეს გაჯავრებულან შენზე და არ დაუსჯიხარ როდესმე?????????????? (ცემა-ტყეპას არ ვგულისხმობ, დასჯის სხვა მეთოდებიც არსებობს!)..
    მეორედ მოსვლა აუცილებად იქნება, მაგრამ ჩვენს საქციელზე და ცხოვრებაზეა დამოკიდებული როდის მოხდება ეს, რადგან უფალს ყველა მშობელზე უფრო უყვარს ადამიანი და არ დაღუპავს დედამიწას მანამ, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება მისი რჯულის დამცველი…წაიკითხე ბიბლიაში იონა წინასწარმეტყველის შესახებ, სოდომის და გომორის და იქაური ლოტის შესახებ, ასეთი მაგალითები ბევრია….
    ბოლოს მამა თეოდორეს სიტყვებს გეტყვი:„ყველა ადამიანისთვის დგება მეორედ მოსვლის დრო, როცა ის გარდაიცვლება და უფლის წინაშე წარდგება, განა მან წინასწარ იცის, როდის დადგება ეს მომენტი??? როცა შენი სული სხეულს გაეყრება, ეს ისეთი მტკივნეული და მძიმე პროცესია, რომელსაც ბუნებრივი კატაკლიზმებიც კი ვერ შეედრება…“
    ჰო, მართლა, როდესმე ყოფლიხარ მომაკვდავი ადამიანის გვერდით? გიყურებია როგორ დგება ფიზიოლოგიური სიკვდილი?გინახავს მომაკვდავის სახე??? ეტყობა არ გინახავს (არც გისურვებ!!!), თორემ ეგრე იოლად აღარ „დაგვმოძღვრავდი“ შენი ათეიზმით………
    მოკლედ, თუ არ გჯერა ღვთის არსებობის, შენი ნებაა, მაგრამ როგორც იტყვიან „გაგვატარეთ, ბატონო, ვისაც გვჯერა!!!!!“

    Like

  11. ჰო, კიდევ, ერთიც: ბრმას რომ ჰკითხო „მზე როგორიაო?“ ან ყრუს: „მოცარტის სიმფონიები მოგწონსო?“, რას გიპასუხებენ? ერთი მზის რაობას ვერ აგიხსნის, მეორე კი – მუსიკის, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მზე ან მელოდია არ არსებობს???
    თუ შენს გონებას ღვთის რაობა ვერ აუხსნია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სხვაც შენსავით „გონებით ბრმაა“ (პირად შეურაცხყოფას არ გაყენებ, უბრალოდ შენობით ფორმაში ვწერ)… თუ რაციონალურად მოაზროვნედ მიგაჩნია თავი (რაზეც ასე ამაყად მიუთითებ), არა მგონია ჭკვიანური აზრი იყოს მხოლოდ საკუთარი (!!!!) გამოცდილებით ამტკიცო რაიმეს არსებობა ან არარსებობა……..

    Like

    • გაიარეთ მერე ვინ გიშლით😀
      მე გაგაკავეთ და არ გიშვებთ თუ აზრის გამოთქმის უფლება არ მაქვს ჩემ ბლოგზე?
      შენი ფსიქოლოგიური დასკვნები არასწორია, ბევრს იმიტომ არ ვლაპარაკობ რომ სინამდვილეში მწამს, ეგ იაფფასიანი ხრიკები არ გამოდგება. ჯერ ეს 1 ბევრს სულაც არ ვლაპარაკობ ამ თემაზე, ვინც მიცნობს ამაში დამეთანხმება მეორეც,ეს თემა მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, საზოგადოებაა რელიგიური და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ექსტრემიზმისკენ მიმართული პირდაპირ თუ ირიბად ასეთი საზოგადოება ზეწოლას ახდენს ყველა ადამიანზე ვისაც არ წამს. რაც არამორწმუნეში პროტესტის გრძნობას აღვიძებს, ესაა ძირითადმი მიზეზი იმისა რომ ათეისტები თავის პოზიციას აფიქსირებენ, და არა ის რომ სინამვილეში სწამთ.
      ამპარტავანი სულაც არ ვარ, უბრალოდ არაფერში მჭირდება ღმერთი. და ვისაც გყავთ გყავდეთ.
      ჰო კიდევ მეცნიერულად რომ ღვთის არსებობა დასტურდება ამაზე დიდი სისულელე არსად გამიგია, მიმითითე ერთი რომელიმე ნორმალური მეცნიერი რომელიც ამას ამტკიცებს ვიღაც ძალად მეცნიერი კრეაციონისტი არ მინდა ოღონდ😀
      კიდევ ერთი მნიშნველოვანი შენიშვნა, მე არ ვამტკიცებ ვისიმე არსებობას ან არ არსებობას, მე ვაფიქსირებ ჩემ პირად აზრს, მე არ მწამს ბატონო ჰოდა მოდი რა შეეშვით ქადაგებებს!.

      Like

  12. 1) ფსიქოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებული თეორიები და მეთოდები თუ შენთვის იაფფასიანია, მაშინ საკუთარი ,,რაციონალური” თეორიების პრეზენტაცია რომ გექნება, არ გამოგვაპარო :):)…
    2) თუ ასე ძალიან ზრუნავ საზოგადოებაზე, სხვა რამეებით ეცადე მისი ბედი უკეთესი გახადო, რატომ ჰგონია ზოგიერთ ადამიანს, რომ მთელი მსოფლიო უნდა გაანათლოს, ვერ გამიგია :):)…. დაგვანებეთ, ბატონო ,თავი ამ ათეისტებმა, დაე, ვიყოთ ჩვენ მორწმუნეები გაუნათლებლები და უვიცები, თქვენ იყავით საღად მოაზროვნეები და ჭკვიანები:):)- ოღონდ თქვენ თქვენთვის, ჩვენ – ჩვენთვის!!!
    3) თუ ღმერთის არსებობის არ გწამს, რომელიმე ათეისტმა ამიხსენით, როგორ შეიქმნა ეს სამყარო?
    ქაოსი იყო თავიდან და მერე დედამიწა და კოსმოსი შეიქმნაო, _ ამაზე დიდი სისულელე რა უნდა იყოს? ერთი, დატოვე შენი ოთახი ქაოსურად არეული რამდენიმე დღე, თუნდაც წლები და ძალიან მაინტერესებს რა წესრიგიც დაგხვდება შინ დაბრუნებულს :):) ქაოსი თავისით არასოდეს წესრიგდება!!! ამას ძალა სჭირდება, ეს ძალა კი, რომელი ფიზიკური ძალაც არ უნდა იყოს (გრავიტაციული, მიზიდულობის თუ სხვ.) საიდან შეიქმნა??? ვთქვათ, ეს ძალაც საღაციდან გამოიყო,ნაწილაკების ურთიერთქმედებით და ა.შ. კარგი, გეთანხმები, მაგრამ ის ნაწილაკები საღაიდან მოვიდა??? მე არ ვიცი შენ რა პროფესიის ხარ, მაგრამ კარგი იქნება თუ მედიცინით ან ბიოლოგიით დაინტერესდები, მოკლედ, უფრო ღრმად ჩაძვერი უჯრედების აგებულებასა და ფუნქციონირებაში და აი, მერე მელაპარაკე — ვინ ან რამ მოაწესრიგა ასეთი საშინელი სიზუსტით ეს პატარა უნიკალური სტრუქტურა :):)…. ამიხსენი ცხოველების ქცევა, მცენარეების, ნებისმიერი ცოცხალი არსების — ვინ მისცა მათ ის გენები, რომელთა წყალობით ყველაფერი იმართება ორგანიზმში????? იქნებ თავისით შეიქმნა? :)რა საინტერესოა🙂 და რატომ აღარ იქმნება ასეთი რაღაცეები თავისით მას შემდეგ რა ერთხელ უკვე შეიქმნა???
    სწორედ ათეისტები ცდილობდნენ მუდამ და ახლაც, რომ მეცნიერება და რელიგია ერთამენითის მტრად ექციათ, სინამდვილეში კი ისინი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, უბრალოდ ამის დანახვას მართლაც ჭკვიანი გონი სჭირდება და კიდევ — ობიექტური განსჯის უნარი! :):):)

    მოკლედ, შიში ნუ გაქვს, რომ მთელი საზოგადოება მორწმუნე გახდა და მარტო დარჩი განზე :):):) შენნაირები კიდევ ბევრია და იყავით ბატონო თქვენთვის :):):)ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა ყველამ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ეშმაკებსაც ხომ სჭირდებათ მსახურნი? :):):)
    აბა, ჰე, წარმატებები🙂
    ქადაგებებს ნამდვილად ვერ შევძლებ, მაგის ნიჭი ვინ მომცა მე ცოდვილს…………………………

    Like

    • 1) ფსიქოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებული თეორიები სტანდარტულად ყველას არ ერგება და როცა ამას ცდილობ მაშინ ხდება ის იაფფასიანი ხრიკი და სტერეოტიპი ასე რომ გირჩევ მოეშვა წინასწარ “ჭკვიანურ” დასკვნებს.
      2) შენ რა იცი მე რითი რაზე ვზრუნავ? აქაც წინასწარი დასკვნები.
      3) აგიხსნიდი მაგრამ გრძელი კომენატრის წერა მეზარება
      მოკლედ გეტყვი. იმისთვის რომ რამე არსებობდეს თუნდაც ადამიანის აზრით რთული და უნიკალური არაა საჭირო ამ ყველაფერს ყავდეს შემოქმედი. შექმოქმედის საჭიროება მხოლოდ ადამიანის ყოველდღიური წარმოდგენებიდან გამომდინარეობს. თუ დასაშვებია რომ არსებობს ისეთი ფანტასტიკური ვინმე როგორიც ღმერთია, მაშინ რატომ არაა დასაშვები ის რომ სამყარო იყოს თვითწარმოქმნადი? ღმერთზე ფანტასტიკური ვერსიაა ეს? კი ბატონო მაშინ მიპასუხე ღმერთი ვიღამ შექმნა? და თუ ის არავის შეუქმნია მაშინ ეს უკვე ნამეტანი ფანტასტიკაა.
      ჰო ისა მშვიდად იყავ მე შიში არაფრის მაქვს, მე ისედაც ჩემთვის ვარ და არავის ვუვარდები სახლში არიქა ათეისტი გახდი მეთქი ასე რომ მეგობარო ნუ ნერვიულობ.

      Like

  13. “მოკლედ, უფრო ღრმად ჩაძვერი უჯრედების აგებულებასა და ფუნქციონირებაში და აი, მერე მელაპარაკე — ვინ ან რამ მოაწესრიგა ასეთი საშინელი სიზუსტით ეს პატარა უნიკალური სტრუქტურა”

    გულგრილად ვერ ჩავიარე ამ ციტატას…

    1. უნიკალურობა და სიზუსტე მხოლოდ ადამიანური შეფასებებია, ეს ადამიანმა დაარქვა გარკვეულ მდგომარეობას წესრიგი თორემ ჰიპოტეტურად რასაც ჩვენ წესრიგს ვეძახით შეიძლება სხვა სამყაროში არაფერს წარმოადგენდეს ანუ იყოს ქაოსი. შეიძლება არსებობს მილიარდი სამყარო სადაც ყოველ სამყაროს თავისი კანონები აქვს. და სადღაა შენი არგუმნტად მოყვანილი სიზუსტე??? ასე რომ ზღაპრები საშინელ წესრიგზე არ გვინდა.
    2. რაც არ უნდა ღრმად ჩაძვრე სადმე ღმერთის არსებობის მეცნიერული მტკიცებულება არსად იქნება. იმიტომ რომ არ არსებობს.
    3. ის რომ ჩვენი შეფასებით რაიმე მოწესრიგებულია არ მიანიშნებს არც ცალსახად არც ირიბად რომ ეს ვინმემ მოაწესრიგა. ეს აზრი და მარტივი ლოგიკა თავისუფლად შეიძლება მხოლოდ ადამიანური წარმოსახვის ნაყოფი იყოს.
    4, უჯრედები ცოცხალი ორგანიზმები ემორჩილებიან სამყაროს ფიზიკურ კანონებს. ფიზიკური კანონები კი სამყაროს შემთხვევითი მახასიათებლებია. ან აქვთ პირველმიზეზი მაგრამ ცოდნაში შავი ხვრელების ამოვსება მხოლოდ მარტივ ლოგიკაზე არ უნდა დააშენო როცა ამას არანაირი პირდაპირი ან ირიბი ან ნახევრად ირიბი ფაქტი/გარემოება არ მიანიშნებს – “რახან არსებობს ე.ი ვიღაცამ გააკეთა”. ღმერთის იდეა ჩემი აზრით მხოლოდ ადამიამიანური სურვილია, სამყაროს ახსნის მცდელობა და სხვა უამრავი ფსიქოლოგიური და მენტალური ასპექტი.
    5, მოძველებული მანიპულირებაა ეს რომ თითქოს სიცოცხლის და სამყაროს სირთულე და უნიკალურობა რაიმეს ამბობს მის შემქმნელზე. თანამედროვე მეცნიერებაში კარგად რომ ერკვეოდე მიხვდები რომ თავად სამყარო ისეთი მრავალფეროვანია რომ შესაძლებელია საკუთარი თავის შემოქმედი თავად იყოს. და თუ ეს იდეა ისეთი ფანტასტიკურია როგორც ეს მორწმუნეებს გეჩვენებათ ღმერთის ფანტასტიკას მაინც ვერ შეედრება, იმიტომ რომ სამყარო ნამდვილად არსებობს და მისი თვითწარმოქმნა ნაკლებად დაუჯერებელია. აი ღმერთი კი სინამდვილეში არავინ იცის რა/ვინ არის ან არსებობს თუ არა.
    6. სამყარო არის ისეთი როგორიც არის. მას აზრი არ სჭირდება. აზრი ადამიანს სჭირდება. ის ქმნის აზრებს. მნიშვნელობას და თავადვე ანიჭებს მას საგნებს. ჩვენთვის ცნობილ სამყაროში ერთადერთი მოაზროვნე არსება ადამიანია ამიტომ ის ქმნის თავად რეალობას ის ეძებს მტკიცებულებას უჯრედებში ისაა მხოლოდ შემოქმედი და ამიტომაც გონია რომ სიცოცხლეც ვიღაცის შემოქმედებაა,

    Like

  14. 🙂🙂 რაღაც არ გეტყობა, რომ გრძელი კომენტარების წერა გეზარებოდეს :)…
    …მოკლედ, რამდენიც არ უნდა ვიდავოთ, თქვენ თქვენსას ნაკლებად დაიშლით, ჩვენ _ ჩვენს რწმენას ვერ შეგვირყევთ!!!!!
    …ადამიანების ერთი ნაწილი თავიდანვე იბადება ღვთის სიყვარულით, ნაწილი _ განსაცდელებით მიდის მასთან, ხოლო ნაწილი საერთოდაც სიკვდილის წინ (თუ კიდევ აქვს ლაპარაკის უნარი) აღიარებს მის არსებობას… ვიღაცეები კი, ალბათ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ღებულობენ საბოლოო პასუხს თავიანთ შეკითხვაზე….
    მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ და ამით დავამთავროთ — შენ თუ ათეისტი ხარ, ეს მხოლოდ შენი „პრობლემაა“ მანამ, ვიდრე უხეშად და მკრეხელურად „შეეხები“ იმას, რაც ჩემთვის უძვირფასესია (და, ბუნებრივია, მე მას დავიცავ!), ხოლო მე რომ მორწმუნე ვარ და ეშმაკის არსებობაც მჯერა და მეორედ მოსვლისაც), ეს ჩემი „პრობლემაა“ მანამ, ვიდრე სექტანტების მსგავსად ქუჩაში არ დაგხვდები და იძულების მეთოდებს არ მივმართავ… ვინ რას მოიგებს თავისი ურწმუნოებით და რწმენით, ამას ამ ცხოვრებაშიც ბევრჯერ გამოვცდით მე და შენ და სიკვდილის შემდეგაც🙂🙂 ამაში დარწმუნებული ვარ :)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    …გააგრძელოს კაცობრიობამ იმ გარყვნილი, გახრწნილი, ამორალური ცხოვრებით ღრეობა და დროსტარება, რაც დღეს მთელს მსოფლიოში (განსაკუთრებით, ცივილიზებულ ქვეყნებში) ხდება და იაპონიის მსგავსად კიდევ ბევრი ატირდება ძალიან მწარედ, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა რომელიმე ერი, რომელსაც თავისი უღმერთობა და ურჯულოება შერჩენოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    სხვათაშორის, იაპონიაზე ისეთი კადრები ვნახე რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამეცნიერო დოკუმენტურ ფილმში, რომ გამიკვირდა აქამდე როგორ არ დაისაჯნენ თავიანთი უგუნურების გამო…..

    მეცნიერების შესახებ კომენტარებს აღარ გავაკეთებ, ამაზე კამათი შორს წაგვიყვანს, წერა სულაც არ მეზარება🙂 მაგრამ სხვა უფრო მნიშველოვანი საქმე მრჩება გაუკეთებელი🙂 ……..

    ნანახი გაქვს ფილმი „სიკვდილის საიდუმლოებანი“?🙂 თუმცა შენ, ალბათ, მასაც „იაფფასიანად“ შეაფასებ :):)…………

    Like

    • ცივილიზებულ მსოფლიოში განსაკუთრებული არაფერი ხდება!
      გარყვნილება, ღრეობა და დროსტარება ჩვენს სათაყვანებელ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშიც მშვენივრად იკავებს თავის მსუყე ადგილს. თუმცა ხშირად რასაც მორწმუნეები გარყვნილებას ეძახით ეს სინამდვილეში უბრალოდ სხვანაირი ცხოვრების წესია.

      იაპონია კი არავის დაუსჯია, სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და ამიტომ ხშირია ცუნამი და მიწისძვრა.იაპონიასთანაა ევრაზიის კონტინენტური და წყნარი ოკეანის ტექტონურ ფილებს შორის საზღვარი. ესაა მიზეზი და არა ის რომ ვინმე რაღაცის გამო სჯის😀
      ისე რას უყურე ერთი რა საინტერესოა. იაპონელები ცნობილი არიან თავიანთი ზრდილობით, მაღალი სამოქალქაო შეგნებით და მორალით.
      პირდაპირ გეტყვი ყველაფერში გვჯობიან ქართველებს! ტრადიციებსაც უკეთ ინარჩუნებენ თანამედროვეობასაც უკეთ ერგებიან, უფრო შრომისმოყვარეებიც არიან, და ა.შ.

      თუ გინდ ამპარტავანი მიწოდე მაგრამ არავის არაფერში არ უნდა ჭირდებოდეს ეგეთი ტირანი ღმერთი რომელიც ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო სჯის ასეთი ფორმით, ცუნამი მიწისძვრა და სხვა.
      რასაც თქვენ უღმერთობას და ურჯულოებას ეძახით ესეც ცხოვრების სხვანაირი წესია. ეს თქვენ მიერ დარქმეული სიტყვები კი ნათლად გამოხატავს იმას რამდენად ვერ იტანთ სხვებს, რამდენად სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანად მართალი მიგაჩნიათ საკუთარი რწმენა, და მერე მისდგებით და ათეისტს უძახით ამპარტავანი ხარო, ამპარტავნება ეგაა სწორედ როცა თქვენი გადმოსახედიდან სხვა ყველა ურჯულოა, როცა გგონიათ რომ ურწმუნოებისთვის დაისაჯნენ. როცა გგონიათ რომ გამორჩეულები და განსაკუთრებულები ხართ ეს ერთ მტკაველ მიწაზე მცხოვრები ერთი მუჭა ხალხი.

      Like

  15. მოკლედ სტატია არ წამიკითხავს მაგრამ “მართმადიდებელს” ვეთნხმები რომ მეცნიერება და რელიგია გარკვეუწილად ერთმანეთს შორდებიან მაგრამ როდესაც ცოცხალი ორგანიზმების უჯრედების, და ნაწილაკთა ესეთ უნიკაურ შეკავშირებასთან გვაქს საქმე (აი მე ვსხნი ჩემს ბლოგზე ადამიანის ორგანიზმის სირთულეს http://cnobiereba.wordpress.com) უბრალოდ ვერ ვუარყოფთ რომ ესეთი უნიკალური მოწყობა სამყაროში დამოუკიდებლად უბრალოდ შეუძლებელია და ნამდვილად არსებობს რაღაცმ აი სწორედ აქ ახლოვდებიან მეცნიერება და რელიგია, თუმცა მიუხედავად დაახლოვებისა რელიგიური მითები და შეხედულებები მაინც დამსხვრეული რჩება.
    ამრიგად თუკი გავითვალისწინებთ რომ ჩვენს ზემოთ უდიდესი კოსმოსური საყაროა და ჩვენს ქვემოთ უდიდესი ნაწილაკთა სამყაროა შეგვიძლია ვიფიქროთ რომ რელიგია სწორედ ამ ყოველივეს უკეთებს იგნორირებას და ადამიანის სულიერი სამყაროს სტაბილურობას უნარჩუნებს, ანუ რელიგია გეხმარება იგნორირება გაუკეთო გარე სამყაროდაბრთული ინფორმაციის სემოდინებას და ლამაზად გიხატავს, მეცნიერება არაა ყველას ხვედრი მერწმუნეთ და თუკი ბაზისური ცნობიერებით შემოიფარგლებით იქ ვერ შეახწევ, იყო მეცნიერი ეს ყველაზე რთულია ანუ ამ დროს გიწევს ან ნაწილაკთა სამყაროში ხეტიალი ან კოსმოსში ხეტიალი. აქ ზოგს დარწმუნებული ვარ მეცნიერება არააქვს გაარებული იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის რელიგიასთან ბოლოს ახლოვდება და წარმოშობს ახალ შეხედულებებს ანუ სიცოხლის ევოლუციურ წარმოშობას და არა ადამს და ევას, ბევრ მეცნიერს სჯერავს რომ შემოქმედი არსებობს ოღონდ არა ისე როგორც ეს მორწმუნეებს ჰგონიათ რადან, იყო მეცნიერი ან სამყაროს იაზრებდე მეცნიერულად, ეს ნიშნავს რომ დამსხვრეულია ყოველგვარი მითი და შეხედულებები რითაც რელიგია საზრდოობს.
    და მეორეც მე სამყაროს მეცნიერული გააზრებბით აღვიქვავ და სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს ჩემზე რადგან ეს ჩემი რწმენაა, მე შემოქმედის მწამს მაგრამ არა ისე როგორც თითქოს გვგონია, მე ვერასდროს დავიჯერებ რომ მიწისძვრები და მზგავსი სტიქიური მოვლენები ღვთის რისხვა იყოს, ჩვენ გვგონია დღეს რომ ბევრი რამ ვიცით სინამდვილეშ პირველ ყოფილებსაც ეგონათ რომ წვიმის ღმერთი არსებობდა, მაიას ტომებსაც ეგონათ რომ რაცუფრო მეტ ადამიანს შესწირავდნენ მით დაიმსახურებდნენ ღმერთის მადლს, მეფეების მზაკვრულ გადაწყვეტილებაში (რომ სხვა სახელმწიფო დაელაშქრათ) მებრძოლებს აჯერებდნენ რომ ეს ღვთის ნება იყო, იქ რაღაზე წავიდე და მეც ჯარისკაცი ვიყავი ერთ დროს ბრძოლის დაწყების წინ მამაომ დაგვლოცა და დაგვმოძღვრა არადა ჩვენ ხომ კაცთა მოსაკლავად მივდიოდით?! მაგრამ დღეს მიწისძვრებში ვედავთ ღმერთს და ეიფორიაში ვართ ასობით წლის შემდეგ ჩვენზე მომავალ თობებს გაეღიმებათ რადგან როგორც ჩვენთვის იყო ძველი ცივილიზაცია განუვითრებელი იეთივე ვიქნებით ჩვენ მათთის. ვერავინ დამაჯერებს რომ ეს ღვთის ნებაა მე მჯერავს რომ ღმერთი ისეთიც არაა ჩვენ რომ გვვგონია ის ცოტა განსხვავებულია და იცით ამას როდის გაიგებენ თაობები? თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვერც ვერასდროს ისინი უბრალოდ დახვეწავენ და რასაც გამოიკვლევენ იმას ამიღებენ ღმერთის ნებიდან. აიმ მაგალითად ერთ მშვენიერ დღესაც აღმოჩნდნენ უცხო პლანეტელები სამყაროში (შემს ბლოგზე კარგად მაქვს განმარტებული ამის შესახებ http://cnobiereba.wordpress.com) მერე რაღა ვქნათ აღარ დაიკარგება შემოქმედის არსებობა? არა ბატონო ჭეშმარიტად მოაზროვნესთვის ის ყოველთვის იარსებებს. მე ბევრჯერ დავკვირვებილვარ სასულიერო წარმომადგენლის საუბარს ისეთი რამის შესახებ რომლისაც თითონაც არ სჯერავს მაგრამ ის სიცარიელით ცდილობს გასცეს პასუხი, და იცით რატომ ? მთელი ერი მას გადიდებული თალებით მისჩერებია აბა რას იტყვის, აბა როგორ ახსნის, აბა რა შეცდომას დაუშვებს და მზგავსი კრიტიკით ადევნებენ თვალყურს. მოკლედ ბატონებო ამ ყველაფრიდან გამომდინარე საზოგადოებას მაინც უნდა სჯეროდეს რომ ეს ღვთის ძალაა, თორემ ქაოსი მოიცავს მათ, ცხოვრებას ხელს აუშვებენ და მერე მართლა ჯოჯოხეთული დღეები დატრიალდება აი ამიტომ უნდა სჯერავდეს საზოგადოებას და სწორედ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ რომ მომავლის სირთულეები დავძლიოთ.
    ,ოკლედ მგონი ზოგი რამ არეულად მიწერია თუმცა თუ გავითვალისწინებთ რო მ ღამის 4:50 წუთია, სრულებით ბუნებრივია აზრის დაულაგებლობა)))))

    Like

  16. …:) ასე რატომ გამწარდი??? :):)
    მეც ეგეთი წარმოდგენა მქონდა იაპონელებზე და დღესაც ძალიან ვაფასებ, როგორც შრომისმოყვარე ხალხს, მაგრამ კარგი და ცუდი, გონიერი და უგუნური ყველა ერშია და მე არ მითქვას, რომ მთელი ერი ამოსაწყვეტია!

    სულ ტყუილად გგონია, რომ მართლმადიდებლებს სხვა ერის ან თუნდაც რელიგიის ხალხი სძულთ და მათი სიკვდილი უხარიათ, ეს რომ ასე არ არის, ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი პატრიარქია!!! და თუ ვინმე ამის მსურველია, მაშინ მას არც მე ვუწოდებ მართლმადიდებელს.

    ტირანს ნუ ეძახი მას, ვინც უდიდესი სიყვარულია!! ტირანი მაშინ იქნებოდა, შენი სიტყვების გამო მაშინვე რომ ცოცხლად დაეწვი (არ დაგავიწყდეს ასეთი ფაქტები ბიბლიაშიც ბევრია და თანამედროვე მეცნიერებაშიც!!!), შეურაცხმყოფელ სიტყვებს თავი ანებე, თორემ გამოცდი საკუთარ თავზე ღვთის რისხვა რასაც ჰქვია🙂 შენ იმ თავხედ ბავშვს მაგონებ, ყირაზე რომ უნდა გადავიდეს, არ მოერიდოს არაფერს, ცენტრში დადგეს და ყველა მის ირგვლივ ატრიალოს და არც მშობლების შეურაცხყოფას მოერიდოს და მერე, მშობლებმა რომ დასაჯონ, ტირანები უწოდოს მათ….და აღარ უყვარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავხედობის გამო დასაჯეს……..

    ყოველ ერში და ცივილიზაციაში კატაკლიზმებით ისჯებოდა მხოლოდ ის, ვინც უნდა დასჯილიყო! ერთი მითხარი, სად დავწერე, რომ ყველა უნდა გადაშენდეს ვინც მართლმადიდებელი არ არის-თქო??? ადამიანებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: რა დააშავა იმან, ვინც სადღაც ჯუნგლებში დაიბადა და რელიგიის შესახებ არც არაფერი სმენიაო? ეგეთ ხალხზე წმინდა წიგნებში წერია და მამა გაბრიელსაც აქვს ნათქვამი: ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვებაო…. მათ ღმერთი იმ ცოდნის მიხედვით განსჯის, რომელიც აქვს, ჩვენ კი უფრო მეტი ცოდნის საშუალება გვაქვს და მეტი მორალი და ზნეობა მოგვეთხოვება!!! ბიბლიაში სხვა რამეც წერია ამის სასარგებლოდ მოციქულთა საქმეში, მაგრამ შეგნებულად არ დავწერ, რადგან არ მინდა ბიბლიას შეეხო შენი „ბრძნული“ დასკვნებით!!!

    ახალი არაფერი გითქვია იმით, რომ თურმე ცხოვრების ამ ამორალური წესით ადრეც ცხოვრობდნენ ადამიანები, ბიბლია წაკითხული მაქვს და მაგას სულ ვამბობდი, ადამიანები საერთოდ არ შეცვლილან და ცოდვებიც უცვლელია (მხოლოდ ახალი საძაგლობები ემატება კიდევ ზედ), შენ, ალბათ, ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი ხარ, გლობალიზაციას რომ ტაშისკვრით ხვდება და ყველა უგუნურს რომ გამართლებას უძებნის, კი ბატონო, დაივიწყე ყოველგვარი მორალური (არ ვამბობ, რელიგიური-თქო), დაწექი დედაშენთან, თუ გინდა მამაშენთან, დაივიწყე სისხლით ნათესაობა, პატივი არ სცე არავის საკუთარი თავის გარდა, იარე შიშველმა, ჭამე ყოველგვარი სიბილწე, ყურაზე დადექი და ა.შ. და ამის მერე მეტყვი, რომ ადამიანი ხარ??? :):) ?????????????????????????????????????????????????????????????

    Like

  17. ბოლო სიტყვა:
    ბრმას რომ ჰკითხო „მზე როგორიაო?“ ან ყრუს: „მოცარტის სიმფონიები მოგწონსო?“, რას გიპასუხებენ? ერთი მზის რაობას ვერ აგიხსნის, მეორე კი – მუსიკის, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მზე ან მელოდია არ არსებობს??? თუნდაც მიმტკიცო, მზეც და მელოდიაც ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეში არცერთი არსებობსო, რადგან ადამიანების უმრავლესობას მზის დანახვის და მელოდიის მოსმენის უნარი აქვს, შენ კი არა (სიბრმავის ან სიყრუის გამო), მაშინ მაინც გამოდის რომ შენ ხარ „დაჩაგრული“ მათი აღქმის ნიჭი რომ მოგაკლდა შენს ცხოვრებაში :):)…..

    შენი პატარა ოთახის კუთხეში რომ პატარა ჭიანჭველა დაფუსფუსებს, როგორ გგონია, აქვს კი წარმოდგენა, რომ სადღაც ოკეანეების გადაღმა იაპონია არსებობს და ამოდენა უბედურება და ცვლილება დაატყდა თავს? ის ხომ შენი ოთახის სივრცით ცხოვრობს და ჰა და ჰა, მაქსიმუმ შენი ქალაქის ტერიტორიით შემოიფარგლოს, მეტი შორს წასასვლელად უბრალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა არ ეყოფა….🙂 მაგრამ თუნდაც მან ამტკიცოს იაპონია არ არსებობსო, ამით იაპონიის არსებობას საფრთხე არ ემუქრება და იაპონია ისევ იარსებებს, უბრალოდ, ჭიანჭველას გონებაში იაპონიის ადგილი დარჩება ცარიელი და ვერასოდეს გაიგებს, რა მშვენიერი და განვითარებული ქვეყანაა ის :):)………..

    რა იცი, რომ პარალელური სამყაროები არ არსებობს? შენ რომ 3 განზომილებიან სივრცეს ვერ გაშორებიხარ, ამიტომ უარყოფ რაიმე უფრო დიდის და გრანდიოზულის არსებობას? იქნებ იმ პატარა ჭიანჭველაზე უფრო პატარა ხარ ამ უსაზღვრო სამყაროში???

    იმედია, მიხვდი რისი თქმაც მინდა:): შენ თუ ღმერთს ვერ „ხედავ“, ამით მის არსებობას არაფერი აკლდება, მაგრამ რამდენი გაკლდება შენ, იმედია, სიკვდილამდე (დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ:)), ამას ნამდვილად მიხვდები :):)

    როცა რაიმეს არარსებობას ამტკიცებ, კარგად დაფიქრდი, იქნებ უბრალოდ შენ არ მოგეცა მისი დანახვის, მოსმენის, შეგრძნების უნარი??? რატომ გგონია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი ნიჭით და მადლით იბადება და შენ ამ თვალსაზრისით უნაკლო ხარ?🙂 ამპარტავნება (ფსიქოლოგიურ ენაზე კი _ ეგოცენტრიზმი) სწორედ ეგაა, როცა მიგაჩნია, რომ შენ უნიკალური ხარ, ე.წ. არა(ჩვეულებრივი)🙂 და თეორიულადაც კი არ უშვებ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, „ნაკლით“ დაიბადე :):)….

    P.S.
    ყველა ჩემს კომენტარში „შენობით“ ფორმაში ვწერდი, მაგრამ უმეტესად ზოგადად ვლაპარაკობდი და კონკრეტულად შენ იშვიათად გგულისხმობდი🙂, ყველა ადამიანს თავისუფალი არჩევანის ნება მიეცა და უფალი რომ „ტირანი“ ყოფილიყო როგორც შენ უწოდებ, მაშინ ისე მოაქცევდა შენს გონებას ჯერ კიდევ დაბადებამდე, რომ დაბადების შემდეგ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იქნებოდი მისი მონა, მაგრამ ხედავ? აქაც თავისუფალი ნება გიბოძა – დაე, არჩევანი თავად გააკეთე :)…
    აბა, ჰე🙂 წარმატებები შენს ძიებაში :):)…..

    Like

  18. მართლა აღარ მცალია ამდენი კომენტარებისთვის, მაგრამ ერთი რაღაც აუცილებლად მინდა კიდევ რომ გითხრა🙂

    შენ, ალბათ, ადამიანთა იმ რიცხვს მიეკუთვნები, რომელთაც ყოველთვის პროტესტის გრძნობა უჩნდებათ იმ რაღაცის ან ვიღაცის მიმართ, რასაც და ვისაც ადამიანთა დიდი უმრავლესობა „ეთაყვანება“ და თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან კარგად მესმის შენი, რადგან მე პირადად, ბავშვობიდან მომყვება ეგ თვისება, რაც ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ კი ცუდი ….🙂 არ ჰგავდე სხვას – მე მიმაჩნია, რომ ამას ძალიან ბევრი კარგი რამ მოსდევს ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ცდილობ კარგი რამეებით იყო სხვისგან განსხვავებული და არა უაზრო „გამოხტომებით“🙂 მე შენზე მეტი ამპარტავანი და ეგოცენტრული ვარ, პირისპირ რომ ვსაუბრობდეთ კიდევ მეტს გეტყოდი და უკეთ გაიგებდი, მაგრამ ახლა მცირედით შევიზღუდები……

    თუ სწორად მახსოვს, გიწერია, რომ რელიგიის მასწავლებლის ფანატიზმმა ხელი შეუწყო შენს ათეიზმს… გეთანხმები, ფანატიზმი ძალიან საფრთხილო რამეა და მე, მაგალითად, იგი სამნაირად მესმის:
    1) დადებითი ფანატიზმი, როცა იგი ზომიერების ფარგლებს არ სცილდები და სხვებსაც დადებითი ემოციებით შენდა უნებურად უბიძგებ აღიაროს ის, რასაც შენ აფანატებ…
    2) ნეიტრალური, როცა შენი ფანატიზმი მხოლოდ შენთვის არის გასაგები, არც სხვას ახვევ თავს და არც სხვისი აზრი გაინტერესებს „გაგიჟდაო“ – შენზე რომ თქვან…
    3) უარყოფითი, როცა შენი ფანატიზმით ყველას აწუხებ ირგვლივ და ამას იმდენად უგუნურად აკეთებ, რომ ეჭვის ქვეშ მყოფ ადამიანს, პირიქით – უბიძგებ უარყოს ის, რასაც გინდა ისიც ეთაყვანებოდეს!!!

    სამწუხაროდ, უარყოფითი ფანატიზმი ძალიან ბევრ მართლმადიდებელს ახასიათებს და ზოგჯერ ისეთ რამეეს აკეთებენ ტაძარში ახალმოსულის მიმართ, გული გეტკინება, რომ ისინი ღვთის სიყვარულზე დებენ თავს…

    ლოცვას რომ კითხულობდე და ამ დროს ავადმყოფმა ბაბუამ წყლის მიწოდება გთხოვოს, შენ კი უხეშად დაუყვირო „არ მცალია, ვლოცულობო“, ეს ლოცვა ფუჭი სიტყვებია! ვინმეზე საშინლად გაბრაზებული და მლანძღველი ეკლესიაში რომ წახვალ და უმანკო სახით დადგები „ჩემი რა ბრალი იყოო“ — ესეც ფუჭი ლოცვაა, რადგან ჩვენი რელიგია და უფლის მცნებები იმაზეა კონცენტრირებული რომ ადამიანი მოყვასისთვის დაიხარჯოს და სიყვარულით აკეთოს ყოველი საქმე… ძალიან ძნელია ამის შესრულება, საკუთარი ეგო-ს მოთოკვა, კარგისკენ სწრაფვა, მაგრამ აბა იოლი რაც არის, შენც კარგად გეცოდინება…..🙂

    ტაძარში, სადაც ადრე დავდიოდი, ერთ დღესაც კარზე ფურცელი იყო გამოკრული და ზედ ეწერა: „შარვლიანი ქალები შიგნით არ შემოხვიდეთო“, ამაზე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და უცებ შევესწარი, როგორ ეჩხუბებოდა მედავითნე მორჩილს: „სასწრაფოდ ჩამოხსენი ის ფურცელი და ცოდვებში მოინანიე, ასეთი უგუნურება თავში როგორ მოგივიდა? შენ ვინ მოგცა უფლება ტაძარში ვინმეს შემოშვების, ეს ხომ ღვთის სახლია? რა იცი, იქნებ დღეს პირველად მოვიდა ვინმე გზააბნეული ქალი, რომელიც საშინელი ცხოვრებით ცხოვრობდა, უცებ სინდისმა შეაწუხა და ცოდვების მონანიების სურვილით ტაძარში მოვიდა, შენი ნაწერის შემდეგ კი ის უკან გაბრუნდება და აჰა, დაღუპე მისი სინდისიო…..”, შენი აზრით, ვინ უფრო ასრულებდა ამ ორ შორის ღვთის მცნებას???

    უფალი რომ გიყვარდეს და შენს რწმენაში მტკიცე იყო, ამისთვის საჭიროა მარტო იყო უფალთან და მხოლოდ წმინდა მამების (დედების) გამოცდილებას და გონიერი მოძღვრის დარიგებებს დაიხმარდე, რათა როცა უფალს იპოვი, ეშმაკმა არ გაცდუნოს და მწვალებლობაში არ ჩავარდე იმით, რომ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდე წმინდა წერილის ახსნა-განმარტებაში……

    თუ შენ ღვთის არსებობა-არარსებობაში გინდა გაერკვე, ჯობია, თავი დაანებო სხვა ადამიანების ყურებას და უმჯობესია, მარტო დარჩე საკუთარ თავთან და ძალიან ბევრი წაიკითხო წმინდა მამების და დედების წიგნები, იკითხე, უყურე, მოისმინე მათი ნააზრევი და ცხოვრებისეული გამოცდილებები და მერე მართლა რაციონალურად თუ იაზროვნებ, აუცილებლად მიხვალ სწორ დასკვნამდე….

    რწმენა და რელიგია ურთულესი რამეა და ძნელია ასე სხვისი ნათქვამით დაიჯერო🙂 ერთხელ გითხარი, ზოგიერთი ადამიანი თავიდანვე იბადება ღვთისადმის სიყვარულით, ზოგს კი ამისთვის დრო სჭირდება და საკუთარი არჩევანით ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის მასთან….

    ტყუილად გგონია იაფფასიანი ხრიკები ის, რაც ფსიქოლოგიაზე თავში გითხარი, ფსიქოლოგიაში მეთოდის ვალიდურობა (ანუ ვარგისიანობა) ადამიანთა ძალიან დიდ ოდენობაზე მოწმდება და თითქმის 100-ვე პროცენტით ამართლებს, ეს არ არის ის სახალისო ტესტები, ყვითელ პრესაში რომ ბოლო გვერდებზე ნახულობ :):)

    ერთხელ ტესტის პასუხით განაწყენებულმა სტუდენტმა საკმაოდ გაბრაზებულმა მითხრა: „ტყუილია ეგ თქვენი ტესტი, სულაც არ მაქვს ეგ თვისებაო…“, მერე სულ 2 შეკითხვა დავუსვი და გაეცინა, „მართალი ხართ, კი მქონიაო…“🙂 აბა ერთი, კარგი პასუხი მეთქვა, არც დაეჭვდებოდა ისე აღიარებდა ტესტის ვარგისიანობას :):):) საკუთარ თავზეც გამომიცდია მსგავსი რამ და როცა ღრმად ჩავუფიქრდი, მივხვდი — სიმართლე მითხრეს… :):)

    ამას იმიტომ გახსენებ, რომ როცა რაღაც თემაზე ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, ამას საკუთარი ეჭვების დასადასტურებლად ან გასაქარვებლად აკეთებს🙂 ამ თეორიის მიხედვით, რაღაც დოზით მეც შევცდი, ამდენი რომ გელაპარაკე შენს მიერ წამოჭრილ თემაზე, მე ხომ უფალი ისედაც გულში მყავს :)….. და კიდევ, ახლა მივხდვი, რატომ არ ლაპარაკობენ მონასტრებში რელიგიაზე ბევრს იმ ადამიანებთან, ვინც შენსავით კატეგორიულადაა განწყობილი🙂 მართალი კაცი თავის მართლებას იშვიათად იწყებს და არც თავის სიმართლეს გაჰყვირის დღე და ღამ, არამედ ცხოვრობს თავისთვის მშვიდად და საქმიანობს, აქვს ღვთის სასოება, რომ მისი სიმართლე უფლის წყალობით გაირკვევა :):):)…………….. გამგებმა გაიგოს :):):):)……………………..

    Like

  19. “მაგრამ კარგი და ცუდი, გონიერი და უგუნური ყველა ერშია და მე არ მითქვას, რომ მთელი ერი ამოსაწყვეტია!
    სულ ტყუილად გგონია, რომ მართლმადიდებლებს სხვა ერის ან თუნდაც რელიგიის ხალხი სძულთ და მათი სიკვდილი უხარიათ”
    ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, წინა კომენტარში მთელ განვითარებულ მსოფლიოს გარყვნილები ეძახე, აღნიშნე რომ რაღაც ცოდვის გამო დაისაჯა იაპონია და კიდევ მრავალი დაისჯება, და ეს ამპარტავნება და სიძულვილი არაა? თორემ აბა საღად მოაზროვნე ადამიანმა როგორ უნდა იფიქრო რომ ვიღაც ერთეულების ცოდვის გამო ღმერთი ცუნამს და მიწისძვრას უვლენს მთელ ქვეყანას და ათი ათასობით კაცს კლავს.
    ტყუილად ცდილობ გამოძვრენას, ჩვენ გქვეყანაში ერთგვარი ტენდენციაა, ასეთი აზრების რომ ერთადერთი დალოცვილი მადლიანი სწორი და ჭეშმარიტი მოძღვრება მართლმადიდებლობაა, სხვა დანარჩენი კი ეშმაკის მსახურები არიან. ცნობიერად თუ არაცნობიერად სხვების მიმართ აგრესია გამოძრავებთ. უკეთეს შემთხვევაში სიბრალული. ამის ნათელი მაგალითი ამ პოსტშიცაა მოყვანილი სადაც ე.წ-მა ჭეშმარიტმა მორწმუნემ ქართულ მართლმადიდებულრ რწმენას საუკეთესო ლუსტრაცია გაუკეთა ასეთი დიფერენცირებით: მართლმადიდებლები და მწვალებლები (ანუ ყველა დანარჩენი)

    “ტირანი მაშინ იქნებოდა, შენი სიტყვების გამო მაშინვე რომ ცოცხლად დაეწვი”
    და შენივე წარმოდგენიდან ათი ათასობით იაპონელს რომ კლავს ეს არაა ტირანობა? მე არ ვამტკიცებ ამას შენივე აზრია რომ რაღაცის გამო სასჯელი მოუვლინა.
    “შეურაცხმყოფელ სიტყვებს თავი ანებე”
    მე არ შევურაცხყოფ არაფერს, ეს თქვენი წარმოდგენიდან გამომდინარეა ღმერთი მასეთი, თუნდაც ბიბლიაში რამდენი ფაქტია მოყვანილი იმისა რომ ღმერთი ადამიანებს სჯის? თუნდაც უცოდველი ჩვილების მოკვლით. იგივე თავად რამდენჯერ ახსენე დასჯა? ახლა მეც კი მემუქრები ღვთის რისხვით, მაგის გამო დაისჯებიო. როცა გაწყობთ კეთილი და შემწყნარებელია ღმერთი და როცა გაწყობთ დამსჯელი მანქანა.

    “შენ, ალბათ, ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი ხარ, გლობალიზაციას რომ ტაშისკვრით ხვდება და ყველა უგუნურს რომ გამართლებას უძებნის, კი ბატონო”
    აქაც გამოჩნდა რომ მორწმუნეებს გლობალიზაცია საერთოდ არასწორად გესმით და საშინალდ წარმოგიდგენიათ. ესეც სხვებისადმი შიში და უნდობლობაა, და იმ იდეოლოგიის ნაწილი თითქოს მართლმადიდებლობას ებრძვის მთელი მსოფლიო.
    “კი ბატონო, დაივიწყე ყოველგვარი მორალური (არ ვამბობ, რელიგიური-თქო), დაწექი დედაშენთან, თუ გინდა მამაშენთან, დაივიწყე სისხლით ნათესაობა, პატივი არ სცე არავის საკუთარი თავის გარდა, იარე შიშველმა, ჭამე ყოველგვარი სიბილწე, ყურაზე დადექი და ა.შ. და ამის მერე მეტყვი, რომ ადამიანი ხარ???”
    ცოტა მეტი კორექტულობა შეგენარჩუნებინა ჭეშმარიტო მართლმადიდებელო სჯობდა, მითუმეტეს როცა ადამიანს არ იცნობ და მის მორალზე არფერი იცი, მე არსად მითქვამს რომ მასეთ რამეებს ვამართლებ და სჯობდა შენც თავი შეგეკავებინა უკიდურესობებისგან.
    სიყრუის და სიბრმავის მაგალითები, მხოლოდ ძველი ყაიდის ათეისტთან გამოგადგებოდა, რადგანაც დღეს ყოველი მეტ ნაკლებად მოაზროვნე ათეისტი მეცხრამეტე საუკუნის სტატიკურ მატერიალურ სამყაროზე არაა ჩამოკიდებული. კიდევ ერთხელ შეგახსენებ რომ მე არ ვამტკიცებ ღმერთის არ არსებობას, შეუძლებელია მისი არ არსებობა დაამტკიცო, ისევე როგორც შეუძლებელია მისი არსებობის დამტკიცება, ათეისტი არ უნდა ამტკიცებდეს ღმერთის არ არსებობას, პირიქით ვისაც სწამს იმან უნდა დაამტკიცოს. ვინც თქვა არსებობსო იმანვე დაამტკიცოს ხოლო მანამდე სანამ ეს მტკიცებულებები არ არსებობს. მე საკმარისზე მეტი საფუძველი მაქვს რომ ვთქვა ეს ადამიანმებმა მოიგონეს! ასე რომ პარალელური სამყაროები და ჭიანჭველის მაგალითი არ გამოდგება. რადგანაც მე როგორც ათეისტი სულაც არ ვამბობ იმას რომ რახან ვერ ვხედავ ე.ი არ არსებობს, არასდროს დამინახავს ცაზე ანდრომედას გალაქტიკა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს, ამის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მეც მჯერა. არასდროს მინახავს პარალელური სამყაროები, მაგრამ სიმების თეორიის მიხედვით ისინი შეიძლება არსებობენ, ამიტომ მეც დასაშვებად მიმაჩნია რომ შეიძლება არსებობენ კიდეც. აი ღმერთზე კი არანაირი თეორია არაა, ღმერთზე საუბრობს მხოლოდ რელიგია რომელიც გაუკრვეველი წარმოშობის მითების კრებულია. რომლის ისტორიულ მეცნიერული კვლევა არასდროს მომხდარა, არავის არ აქვს რისიმე სუფთა მეცნიერული მტკიცებულება, აქ უბრალოდ რაღაც მზა ინფორმაციებია რომელიც უნდა დაიჯერო და მორჩა. თუნდაც იყოს თეორია საქმე თეორიაში არაა მხოლოდ, ავდგები და მოვიგონებ რაიმე თეორიას, მაგრამ თეორია ხომ უნდა ეყრდნობოდეს რაიმე რეალურ საფუძველს? მაგალითად სიმების თეორია სულაც არაა ჰაერიდან მოტანილი, ის ფუნდამენტური ფიზიკის მთელ გამოცდილებას ეყრდნობა და აყალიბებს სრულყოფილ მათემატიკურ მოდელს, თუმცა რეალურ საფუძველზე და გამოცდილებაზე დგას შეიძლება სულაც არ იყოს მართალი.
    რითიც რელიგია მანიპულირებს ეს ადამიანის პირადი გრძნობებებია, ადამიანს აქვს მოთხოვნილება ყავდეს თავისზე ძლიერი მშველელი, ყოვლისშემძლე მეგობარი. ან მშობელი ან რაც გინდათ დაარქვით. ასე ადამიანი უფრო დაცულად გრძნობს თავს. ეს ყველაფერი ორგანიზებულმა რელიგიებმა კარგად გაითავისეს და იციან როგორი მანიპულირება გაუკეთონ ადამიანის გრძნობებს. – ეს ჩემი აზრია
    რაც შეეხება უნიკალურობას, მე სავსებით არ მგონია ჩემი თავი უნიკალური, ჩემსავით კიდევ ბევრი ადამიანი ფიქრობს და ჩემზე უკეთესადაც, უფრო უკეთეს დასკვნებსაც აკეთებენ ალბათ და ა.შ… ათეისტობა სულაც არაა უნიკალურობა, მე ეს პოზიცია არ ამირჩევია იმიტომ რომ განსხვავებული ვიყო, მე ბევრი ფიქრით მივედი ამ დასკვნამდე, მაგრამ არ მაქვს პრეტენზია რომ ესაა ერთადერთი ჭეშმარიტება. იმიტომ რომ არსებობს ჭეშმარიტების გარკვეული შრე, რომელიც აბსოლიტურად მიაუწევადია, რადგან ნებისმიერ აღქმას, იდეებს, მათ შეჯერებებს ანალიზს და ა.შ. ნებისმიერ აზრს ნებისმიერი შედეგით მიღწეულს აქვს სუბიექტური საფუძველი. შეიძლება ითქვას აგნოსტი ათეისტი ვარ ამ ჭრილში.
    პროტესტს რაც შეეხება, გარკვეულწილად მართალია. მაგრამ მე პროტესტი არასდროს გამჩენია იმის გამო რომ უბრალოდ რაიმესადმი ან ვინმესადმი დაპირისპირება ჩემი ჰობია, ან მომწონს ეს. ან ამპარტავანი ვარ და იმიტომ. შეიძლება რაღაც დოზით ყველა ადამიანი ამპარტავანია, მაგრამ არამგონია ამპარტავნება იყოს ის როცა არ მოგწონს თაყვანისცემა. რა მნიშვნელობა აქვს ვის მიმართ, ვინც გინდა დააყენე, გინდა მეფე გინდა პრეზიდენტი გინდა ბელადი გინდა ღმერთი, განა იმიტომ რომ მე დიდი ვინმე ვარ, ჩემთვის ამათ შორის ძალზედ დიდი განსხავევბა სულაც არაა. მე არ მომწონს მორჩილება- ეს ავტომატურად არ ნიშნავს ქედმაღლობას. თავის დროზე მშობელსაც დავმორჩილებივარ, მასწავლებელსაც და უფროსსაც სამსახურში, მაგრამ ეს მორჩილება სულ სხვა სახისაა, მე მინდა ის რაც ჩემია მხოლოდ მე მეკუთვნოდეს, მე მინდა ვიყო თავისუფალი. ჩემთვის ღმერთი და თავისუფლება ერთიდაიგივე არაა, არც ღმერთი და სიყვარული. ყოველშემთხვევაში რელიგიაში ამას ვერ ვხედავ და ღმერთი თუ მხოლოდ სიტყვაა მაშინ შეგვიძლია მეტაფორულად გამოვიყენოთ, ხან სიტყვა – სიყვარული ჩავანაცვლოთ ამ სიტყვით ხან თავისუფლება და ა.შ.

    Like

  20. „აცხოვნენ, უფალო და შეიწყალნენ, რომელ უმეცრებითა, უკრძალველობითა, დიდითა მცონარეობითა და უდებებითა ჩემითა დავაბრკოლენ ძმანი ჩემნი ჩემდა მომართ ბოროტად ქცევითა ჩემითა და მიზეზ დაბრკოლებისა ვექმენ და მე უბადრუკმან სასჯელი თავსა მათსა მოუგე,ხოლო შენ სახიერო ღმერთო შეუნდევ საღმრთოთა განზრახვითა შენითა და მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე, ამინ!“……….

    Like

  21. au rogor mecodebi ra…
    ubralod sawyali xar gmertma sagi tvini rom ver mogca.
    eh,, ise ra mikvirs 7miliard adamianshi

    Like

    • უი უი რატომ გამიმეტა ასე?
      ისე რატომ არ მაქვს ეს საღი ტვინი რახან თქვენი ზღაპრები არ მჯერა?
      თორემ სხვა მხირვ IQ ნორმალური მაქვს და რავი…
      ალბათ შენი აზრით ერთი მუჭა ქართველი ორთოდოქსების გარდა მთელ მსოფლიოსაც არ აქვს საღი ტვინი.

      ამიტომ თავს უფლებას მივცემ მეც შემეცოდო.

      როცა სათქმელი აღარაფერი გაქვთ ან დიდაქტიკურ ქადაგებებზე გადადიხართ ან უსაფუძვლო შეურაცხყოფაზე და აგრესიაზე…

      Like

  22. კარგი პოსტი იყო, მომეწონა. ვეთანხმები შენს აზრს. ზუსტად მაგ თემაზე ვაკეთებ გადაცემას და დამეხმარება აქ მოყვანილი ინფორმაცია და კომენტარები (რომლებიც უმეტესობა ღიმილს იწვევს)

    “დღეს ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე პოსტი, მიკროჩიპების სატანურობას ამხელდა ავტორი, ამერიკაში გამოსულა მიკროჩიპები და რადგანაც ამ მიკროჩიპებმა ადამიანის კანქვეშ უნდა დაიდონ ბინა, პლასტიკური ბარათის ჩანაცვლების და სამედიცინო მიზნით ამიტომ გურჯისტანში გადაწყვიტეს რომ ეს სატანურია, სწორედ ის მხეცის ნიშანია, არც ერთ ე.წ ჭეშმარიტ მორწმუნეს ეჭვიც კი არ ეპარება.” – ხომ არ შეგიძლია მაგ ბლოგის მისამართი მითხრა, მაინტერესებს.

    Like

    • ucnauri.com ამ საიტზე იყო, როგორც მახსოვს, რადგან ეს პოსტი დიდი ხნის წინ დავწერე, არც კონკრეტულად ბლოგპოსტის სათაური მახსოვს და არც თარიღი.

      Like

      • მაინც მადლობა, იმედია ვიპოვე იმ სტატიას )))

        Like

    • კიდევ ეს უბერავს ?🙂 ის რელიგიური ფანატიკოსები არა , სულ არა🙂
      მართლა ბნელა გურჯისტანში…

      Like

  23. გურჯისტანი არა, საქართველო, ჯერ ერთი და მეორე – მართმადიდებლებზე და ქრისტიანებზე რომ ლაპარაკობთ პირი გამოირეცხეთ.

    Like

    • გურჯისტანი!!!
      რამე წერია ცუდი მართლმადიდებლობაზე?

      სანამ პირის გამორეცხვაზე დაიწყებთ საუბარს, მანამდე შეფასების უნარი განივითარეთ.

      Like

  24. ვიცი ეს ფილმი , საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია , ფსიქოლოგიურად არის გათვლილი შემაძრწუნებელი მუსიკით და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ყველაზე ვინც უყურებს , უფრო სუსტი ფსიქოლოგიის ადამიანები , ბავშვები და რელიგიური ფანატიკოსები ამ ყველაფერს შიშით და რწმენით უყურებენ , მერე იჯერებენ და დარბიან დაპანიკებულები მეორედ მოსვლის შიშით😀

    Like

  25. გალილეო გალილეი ამბობდა ჩვენ უბრალოდ აგმოვაჩინეთ კანონები მაგრამ საინტერესოა ვინ დააწესაო სამყაროზე მეტი ფაქტი რაღა გინდათ 4,/უჯრედები ცოცხალი ორგანიზმები ემორჩილებიან სამყაროს ფიზიკურ კანონებს. ფიზიკური კანონები კი სამყაროს შემთხვევითი მახასიათებლებია/ ძალიან ცდები უბრალოდ ამდენი შემთხვევითობა არ შეიძლება არსებობდეს ეგ ოფრო დიდი ფანტასტიკაა და კიდევ გმერთი როგორი წარმოგიდგენიათ თქვენ გგონიათ რომ ის სამყაროს მიღმა ტახტზე ზის და იქიდან დასცქერის ქვეყანას? არა ეს სამყარო მისი შექმნილია ღმერთი არ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც კონკრეტული და განსაზღვრული ობიეცტი იგი უსაზღვროა და მისი ადამიანური გონებით აღქმა შეუძლებელია იგი ყოველ წამს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ დროს ჩვენს გვერდითაა სამყაროს ყოველი წამი მისი არსებობის დადასტურებაა ღმერთი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არ აქვს ის ვერც შეიგრძნობს მას თქვენივე თავს თუ ჩაუღრმავდებით გაიხსენებთ თქვენი ცხოვრების იმ ეპიზოდებს როდესაც აშკარად ვიღაცა რაღაცას განიშნებდათ რაღაცისკენ მიგითითებდათ ნუთუ ასეთი უჩვეულო გრძნობა არასდროს გქონიათ არ მჯერა იმ ადამიანის ვინც ათეისტია და თავს ბედნიერად თვლის შეუძლებელია ღმერთის გარაშე ბედნიერი იყო რადგან შორს ხარ ჭეშმარიტებისგან ამიტომ შენში სიბნელე და სიძულვილი ისადგურებს და ყველა შენნაირი გგონია

    Like

  26. მე მგონია ცდები შემთხვევითობის შეფასებისას, შემთხვევითობა ფანტასტიკაა და რელიგიური მითები არა? ღმერთი არაა ფანტასტიკა? სწორედაც რომ ნამეტანი ფანტასტიკაა, შემთხვევითობა კი უბრალოდ არ მოგწონთ, იმიტომ რომ უფრო რომანტიულია წარმოიდგინო ვიღაც უზენაესი რომელიც რაღაცას განაგებს. ეს ადამიანური სისუსტეა.
    რომ საუბრობთ ღმერთი ასეთია და ისეთიო – საიდან იცით? სულ მაინტერესებს საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია “ღმერთი სიყვარულია უსაზღვროა, ყველგანაა”, საიდან? ოღონდ იმ წრეზე არ წამოგყვებით: “ბიბლიაში წერია” რა იცი რომ მართალია “ღმერთმა ჩაწერა” და ისევ თავიდან უსასრულოდ.
    ძალიანაც ჩავღრმავებივარ ცხოვრებას და სიყვარულიც ვიცი რა არის, მარა ღმერთი არაფერ შუაშია – თქვენ ამას ვერ იგებთ, იმიტომ რომ თქვენი მსოფმხედველობა სუბიექტურ სურვილებზე და ილუზიებზეა დაფუძნებული. თქვენ ღრმა ძილში ხართ და არ გინდათ გამოფზილება.
    ძალიან ვიწრო აზროვნებაა იმის მტკიცება რომ ღმერთის გარეშე ბედნიერება შეუძლებელია.ასევე ჭეშმარიტებასთან წვდომის დაჩემება. ჭეშმარიტებასთან წვდომას მხოლოდ უმეცარი იჩემებს.
    შენ რომ ღმერი გაბედნიერებს, სხვას შეიძლება უბრალოდ ცხოვრება აბედნიერებდეს. ან კონკრეტული ადამიანი. ან იდეა. ნებისმიერი რამ შეიძლება.

    Like

  27. რელიგიურ მითებს რას ეძახი, ჩვენ ვამბობთ რომ არ შეიძლება ყველაპერი ეს რასაც ჩვენ ვხედავთ იყოს შექმნილილი შემთხვევით , არ შეიძლება რომ ადამიანი შემთხვევით გამხდარიყო ერთადერთი გონიერი არსება დედამიწაზე, არ შეიძლება მზის სისტემაში პლანეტები შემთხვევით მოძრაობდნენ ასე კანონზომიერებით / ვიცი რომ ეს გრავიტაციის მეშვეობით ხდება მაგრამ როგორ მოხვდნენ ისინი შესაბამის პოზიციებზე რომ ასე იდეალურად განეზიდათ და მიეზიდათ ერთმანეთი? კიდევ არ შეიძლება რომ მზის სისტემაში დედამიწა, მაინც და მაინც დედამიწაა ისეთ პოზიციაში რომ მას მზე არც ზედმეტად წვავს და არც ყინავს ის რიგით მესამე პლანეტაა, არ შეიძლება რომ დედამიწა იყოს ერთადერთი სადაც არის ყველაპერი იმისთვის რომ განვითარდეს სიცოცხლე, კიდევ არ შეიძლება რომ სიცოცხლე იყოს ასეთი გენიალური დაწყებული ერთუჯრედიანი სხეულიდან დამთავრებული ისეთ რთულ ორგანიზმამდე როგორიც არის ადამიანი, ჩვენი აგებულება ნერვული სისტემა უჯრედები ქსოვილები ძვლები და საერთოდ ადამიანი არ არის სრულყოპილება? რატომ გვაქ ორი ფეხი ორი ხელი თვალები ყურები ნუთუ ეს ყველაპერი შემთხვევით მივიღეთ? რატომ არის ადამიანი ერთადერთი მეტყველი არსება, რატომ გვაქ მხოლოდ ჩნენ გონება, მხოლოდ ადამიანს რატომ შეუძლოა ფიქრი და ანალიზის გამოტანა, ბიბლიაში წერია რომ როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო მან თქვა მოდით შევქმნათ ადამიანი ხატად და მსგავსად ჩვენდა, რატომ არის რომ მხოლოდ ადამიანს გააჩნია სიყვარულის ნიჭი, ჩნენ შეგვიძლია შევიყვაროთ და მოვიძულოთ, სიყვარულში ვგულისხმობ ჭეშმარიტ სიყვარულს ღვთაებრივ სიყვარულ, ამას იმიტომ გეუბნებით რომ დღეს ამ სიტყვას ეძახიან უამრავ სიბილწეს, ეს სიტყვა გათელილია და დასულია ყველანაირ საზიზღრობამდე მე მაგას არ ვგულისხმობ და მაგას სხვა სახელიც აქვს, იმედია გამიგე, აუცილებელია რომ აშკარად ცაზე გამოჩნდეს და თქვას შემომხედეთ მე ღმერთი ვარ და მირწმუნეთო, გონება იმისთვის მოგანიჭა რომ ამას შენ ტვითონ მიხვდე, შეიძლება თქვა რომ რო ვიფიქრე მაგიტომაც უარვყავი ღმერთიო, მაგრამ გთხოვ დაკვირვებით იფიქრე, აინშტაინი ამბობდა ერთი დღეც არ გასულა რომ არ მეფიქროს ქრუსტეზე როგორც ღმერთზეო, რაც შეეხება იმას რომ წერ ბედნიერება შეიძლება ცხოვრებამ მომიტანოსო ან კონკრეტულ ადამიანმა ან კიდევ ნებისმიერმა რამემო მაგალითად ფუფუნებამ არა ? ან მეგობრებთან ერტად გართობამ, და ასე შემდეგ, გეტყვი ერთ რამეს იცი როცა ბედნიერებას ყველა ასე სხვადასხვანაირად ხედავს ეს იმას ნიშნავს რომ ჭეშმარიტი ბედნიერების გემო არ იცით, ახლა თუ მეტყვი რომ თუ შენ იცი ნამდვილი ბედნიერება მიდი და ეგ ბედნიერება შენთვის დაიტოვეო, რადგან მე ესეც ბედნიერი ვარო მაშინ გეტყვი რომ ისეთი ტკბილია ის რასაც ქრისტიანები განიცდიან ლოცვის დროს, ეს დიდებული გრძნობაა სიყვარული გადმოდის შენზე და ყველაპერი გიხარია სუნთცვაც კი შენი ცხობრების ყოველი წამი საოცრება ხდება ეს ადამიანურ გრძნობებისგან სრულიად განსხვავებულია, ამას ვერ შეადარებ ვერც ვერანაირ ამქვეყნიურ მედნიერებას, ეს არ გავს იმ გრძნობას ხელფასის აღება რომ გიხარია ან რაიმე ამდაგვარი, ერთხელ მაინც უნდა ცადო და იპოვო ჭეშმარიტება, რატომ არ გინდა დაიჯერო რომ ღმერთი არსებობს, რატომ არ გინდა გწამდეს უკვდავების, ეს ბერძნული მითები არ გეგონოს, იქ ნამდვილათ ადამიანის ფანტაზიაა, ქრისტიანობა მათგან სრულიად განსხვავებულია იგი ყველანაირ კითხვას დაგიკმაყოფილებს, ოღონდ ამისთვის შენი შურვილიცაა საჭირო, ეძებე და მიაგნებ ღმერთს აუცილებლად ოღონდ ეს ყველაფერი უდიდესი მონდომებით უნდა გააკეთო, შენ მეტყვი რომ აქამდეც ბევრჯერ მიცდიაო მაგრამ ჭეშმარიტად არ ეძებდი სიძულვილი ღმრთის მიმართ უნდა განიქარვო და საღი გონებით უნდა შეუდგე ჭეშმარიტების პოვნას, მაპატიე თუ რამე ისე დავწერე რომ სიძულვილი მოგგვარა, მესმის რა გარემოშიც ჩამოყალიბდა შენი აზროვნება და შენი პასუხებიდან გამომდინარე იმასაც მივხვდი რომ შენთან კამათს აზრი აქვს რადგან გაქვს უნარი მიაგნო სწორ აზრს, ბევრი ადამიანი არსებობს რომელთანაც ამაზე საუმარი შეუძლებელია

    Like

  28. “ჩვენ ვამბობთ რომ არ შეიძლება ყველაპერი ეს რასაც ჩვენ ვხედავთ იყოს შექმნილილი შემთხვევით”
    რატომ არ შიეძლება?
    დარწმუნებული ვარ არ გაქვს პასუხი, შენი პასუხი იქნება ის რომ შემთხვევითობა არ მოგწონს…
    ბუნებისმეტყველებას ალბათ ცუდად იცნობ, კითხვები ისეთი გებადება, არც ერთ მათგანს ამოსახსნელად არ ჭირდება ზებუნებრივი მოვლენები. ზებუნებრივობა უცოდინარობის ამოსავსებად შემოგაქ.
    სრულყოფილებაც არ არსებობს სამწუხაროდ, ადამიანი კი არა სამყარო არაა სრულყოფილი. სრულყოფილება უტოპიაა, რომელიც ვერაფერს ვერ აწარმოებს. ჩვენ სამყაროში კი ნებისმიერი რამ იმიტომ არსებობს რომ სამყარო არასრულყოფილია.რასაც “არ შეიძლება” მიაწერე ეს მხოლოდ საკუთარი სურვილების ტყვეობის დემონსტრირებაა.. მთელი თქვენი თვალთახედვა ირაციონალურია და დამოკიდებულია თქვენსავე სურვილებზე. რწმენა გამომდინარეობს სენსიტიორობიდან, იმიტომ ლაპარაკობთ ამდენს სიყვარულზე, ამაღლებულ გრძნობებზე, სწორედ იმიტომ რომ თქვენ რეალობას ობიექტურად არ აფასებთ, თქვენივე მსოფხედველობას კვებავთ ილუზიებით, რომლებიც თქვენივე სურვილიდან გამომდინარეობს.
    აინშტაინი ამბობდა ქრისტეზე ვფიქრობდიო?? კარგი რა,,, მანახე რამე რეალური წყარო. აინშტაინის ვრცელ ბიოგრაფიაში ეგეთი რამე არ შემხვედრია, არც მის ციტატებში და არც წერილებში. აინშტაინს არ წამდა პერსონალური ღმერთის და ქრისტეზე რატომ იფიქრებდა? მორწმუნეების ლეგენდები იქნება.
    რაც შეეხება ამაღლებულ გრძნობებს და უსაზღვრო სიყვარულებს, რა დარწმუნებული ხარ რომ ეგ რისიმე დამამტკიცებელი საბუთია? უსაზღვრო სიყვარული ჩემზეც გადმოდის როცა შეყვარებული ვარ, ან რა იცი და მე უფრო დიდი სიყვარული არ განმიცდია? სიყვარულს არ უნდა მისტიფიცირება, ეგ არც მნიშვნელობას მატებს და არც არაფერს. ქრისტიანობა რითი განსხვავდება ბერძნული მითებისგან? ჩამომიყალიბე რატომაა ქრისტიანობა მართალი და არა ინდუზიმი, ან ბერძნული მითოლოგია. თუ ბიბლიური ღმერთი შესაძლოა არსებობდეს, ზევსი ვერ იარსებებს? ან კუკულკანი? რითი დაამტკიცებ რომ ისინი ტყუილი ღმერთები არიან?
    მთელი პრობლემა ისაა რომ თქვენ ტენდენციურობის და სენსიტივების მოშორება არ შეგიძლიათ სამყაროს აღქმისას, რაც ფუნდამენტშივე შეცდომაა.

    Like

  29. არ შეიძლება ვამბობ იმიტომ რომ შემთხვევით შეიძლება ქვას ფეხი წამოვარტყა და წავიქცე, ან ავარია მომივიდეს, შემთხვევით ხო არ შეიძლება რომ უცებ სასახლე ამიშენდეს, და მითუმეტეს როცა საქმე სამყაროს შექმნას ეხება, ნითუ შენ გგონია რომ რაღაც აფეთქება მოხდა და მან განაპირობა ყოველივე ამის შექმნა? ან იქნებ იმას მიმტკიცებ რომ ადამიანი მაიმუნისგან ან სხვა რაიმე ორგანიზმისაგან განვითარდა? იქნებ შემთხვევით რაღაც გაურკვეველი უჯრედები შეერწყმნენ ერთმანეთს და ასე მივიღეთ ადამიანი? აფეთქებას რაც შეეხება გეტყვი რომ მე ჯერ არ მინახავს შემთხვევა რომ აფეთქებას წესრიგი მოჰყოლოდეს, და კიდევ რატო გეგონა პასუხს რომ ვერ გაგცემდი, ქრისტიანობა სრულყოფილი რელიგიაა და ყველაფერზე გაგცემ პასუხს, ბერძნულ მითებში აღწერილია რომ ღმერთები ცხოვრობდნენ ოლიმპოს მთაზე, ასევე ეგონათ რომ ცა ხელით ეჭირა უზარმაზარ ღმერთს, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და აშკარად ეტყობა ადამიანის ფანტაზია, ქრისტიანები კი ვამბობთ რომ სამყარო შექმნა უმაღლესმა გონმა, ერთადერთმა და უმაღლესმა ყოვლად ძლიერმა ღმერთმა რომელზედაც დგას ფეხზე ამდენიხანია მართმადიდებლობა, მიუხედავათ ყოველნაირი დევნისა და დამცირებისა, მართმადებლობა დღესაც არსებობს როგორც უძველესი დროიდან და იარსებებს კიდევაც უკუნისამდე ამინ, ახლა ხვდები ბერძნულ მითებსა და ღმერთზე განსხვავებას? პირველ საუკუნეში მოხდა ის რითაც საძირკველი ჩაეყარა ახალ აღთქმას, მაშინ ნამდვილად ჯვარს ეცვა და აღდგა უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, ამის მტკიცებულება თუ გინდა ჩაწერე გუგლში ტურინის სუდარა და ნახავ რაზეც მაქვს საუბარი, ” სრულყოფილებაც არ არსებობს სამწუხაროდ, ადამიანი კი არა სამყარო არაა სრულყოფილი. ” ხედავ შენთითონ გგონია თავი არასრულყოფილი, ზემო კომენტარში ამაზე მაქვს საუბარი, ეს ნიშნავს იმას რომ რაღაც გაკლია და ამიტომ თვლი თავს არასრულყოფილებად და სამყაროც შენნაირი გგონია, ” ჩვენ სამყაროში კი ნებისმიერი რამ იმიტომ არსებობს რომ სამყარო არასრულყოფილია.” აქ კი ცოტა ვერ გავიგე რას გულისხმობ ამ სიტყვის ჭეშმარიტი არსი თუ გესმის ასეთ სისულელეს არ დაწერდი შეუძლებელია ამაზე გეკამათო, ” იმიტომ ლაპარაკობთ ამდენს სიყვარულზე, ამაღლებულ გრძნობებზე, სწორედ იმიტომ რომ თქვენ რეალობას ობიექტურად არ აფასებთ, თქვენივე მსოფხედველობას კვებავთ ილუზიებით, რომლებიც თქვენივე სურვილიდან გამომდინარეობს. ” ხედავ რომ გეუბნებოდი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა არ იცი მეთქი მართალი ყოფილა, ნახე შენ თვითონ მიმტკიცებ რომ ეს ყველაფერი ილუზიიააო, რაც თურმე ჩვენი სურვილებიდან გამომდინარეობს, ამაშია საქმე რომ შენ ილუზია გგონია ამაღლებული გრძნობები ყველაფერი რაც რამე ამდაგვარს ეხება, რადგან თავად არ იცი რას ნიშნავს ამაღლებული გრძნობები.

    Like

  30. ზებსი ვერ იარსებებს რადგან იგი თუ არსებობს მაშინ ის ოლიმპოს მთაზე უნდა იყოს სადაც ნამდვილათ არ არის, არ მეთანხმები? არ დამიწყო ეხლა ახლიდან მაშინ თქვენი ღმერთი მანახეო აბა რატომ ვერ ვხედავო და ასე შემდეგ. მემგონი გითხარი რომ მისი ადამიანური ბუნებით აღქმა შეუძლებალია,

    Like

    • კუკულკანი რატომ ვერ იარსებებს? ან ალაჰი, ან ნუვა? ან კრიშნა?

      Like

  31. არასწორად მსჯელობ
    “ნითუ შენ გგონია რომ რაღაც აფეთქება მოხდა და მან განაპირობა ყოველივე ამის შექმნა?”
    მე არაფერი მგონია. ეგ არის თითქმის ერთადერთი ყველაზე რეალური თეორია სამყაროს წარმოშობაზე.შეიძლება დიდი აფეთქება სამყაროს შექმნა კი არა ერთი ფორმიდან მეორეში მატერიალიზებაა
    “ან იქნებ იმას მიმტკიცებ რომ ადამიანი მაიმუნისგან ან სხვა რაიმე ორგანიზმისაგან განვითარდა?”
    ჯერ ევოლუციის თეორიაში გაერკვიეთ ელემენტარულად და მერე ვიკამათოთ
    “იქნებ შემთხვევით რაღაც გაურკვეველი უჯრედები შეერწყმნენ ერთმანეთს და ასე მივიღეთ ადამიანი?”
    უჯრედები კი არ შეერწნენ, არამედ გაიყვნენ, საკითხზე ასე დილეტანტური წარმოდგენა არაფერს მოგვცემს.
    “აფეთქებას რაც შეეხება გეტყვი რომ მე ჯერ არ მინახავს შემთხვევა რომ აფეთქებას წესრიგი მოჰყოლოდეს”
    შენ კიდევ ბევრი რამე არ გაგიგია და გინახავს, მაგრამ არსებობს. იმდენად დილეტანტი ხარ რომ ისიც არ იცი რომ ამ შემთხვევაში აფეთქება არაა გამოყენებული კლასიკური გაგებით. “აფეთქება” ხატოვანი გამოთქმაა რომელიც სამყაროს ძალიან ადრეული სურათის გაფართოებას ასახავს სინგულარობიდან.
    “და კიდევ რატო გეგონა პასუხს რომ ვერ გაგცემდი”
    უკვე ვერ გამეცი. იმიტომ რომ ვერ დამიმტკიცებ რატომ არაა ალაჰი ან კრიშნა მართალი ღმერთი,
    “დღესაც არსებობს როგორც უძველესი დროიდან”
    მართლმადიდებლობა გაცილებით ახალგაზრდაა ვიდრე ბუდიზმი, ან ინდუიზმი, ან თუნდაც მაიას რელიგია
    ახლა ხვდები ბერძნულ მითებსა და ღმერთზე განსხვავებას?
    განსხვავება კი არის, მაგრამ ორივე ერთნაირად აფსურდულია.
    დამიმტკიცებ რომ ზევსი არ არსებობს?
    “ეს ყველაფერი სიცრუეა და აშკარად ეტყობა ადამიანის ფანტაზია,”
    ყველა რელიგია იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს,
    მართლმადიდებლობა გამონაკლისი იმიტომ გგონია რომ სოციუმმა იმოქმედა შენზე, ზუსტად იგივე წარმატებით ირანში რომ დაბადებულიყავი იქნებოდი ისლამის მიმდევარი. ამიტომ თქვენ ირწმენა დამოკიდებულია სოციუმის გავლენაზე. არაა ეს თქვენი თავისუფალი არჩევანი. თქვენ ჩაგითრიეს. თავს მოგახვიეს და გგონიათ ჭეშმარიტებას ეთამაშებით, არადა მაგრად დაფრინავთ.
    “მის მტკიცებულება თუ გინდა ჩაწერე გუგლში ტურინის სუდარა”
    ეგ სუდარა არაფრის მტკიცებულება არაა, თუ არ მეთანხმები მოგიწევს იმის მტკიცება რომ ნამდვილად ღმერთ კაცს ეცვა. რაც არამგონია შეძლო
    ” ხედავ შენთითონ გგონია თავი არასრულყოფილი, ზემო კომენტარში ამაზე მაქვს საუბარი, ეს ნიშნავს იმას რომ რაღაც გაკლია და ამიტომ თვლი თავს არასრულყოფილებად და სამყაროც შენნაირი გგონია,”
    მაგ წინადადების აზრი რომ გაგეგო ელემენტარული ფიზიკა უნდა გცოდნოდა. არასრულყოფილი მგონია კი არა მასეა. სრულყოფილება უტოპიაა. სამყაროში ნებისმიერი რამ არსებობს იმიტომ რომ სამყარო არასრულყოფილია. გაეცანი სამყაროს თავდაპირველი სუპის თეორიას, თერმოდინამიკის კანონებს. მე არაფერი მაკლია
    “აქ კი ცოტა ვერ გავიგე რას გულისხმობ ამ სიტყვის ჭეშმარიტი არსი თუ გესმის ასეთ სისულელეს არ დაწერდი შეუძლებელია ამაზე გეკამათო,”
    რაც არ გესმის ის სისულელე არაა ავტომატურად.
    სამყარო თავისი სტრუქტურით არასრულყოფილია, იდეალურობა არ არსებობს. სამყრო რომ “იდეალურ” ყოფილიყო ის ვერაფერს აწარმოებდა, რადგან მატერიის იდეალური გადანაწილება არ მიცემდა გრავიტაციას საშუალებას, შეექმნა სტრუქტურები, გალაქტიკები, პლანეტები, ვარსკვლავები. ამ შემთხვევაში არც სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტები იქნებოდა, არც რათქმაუნდა სიცოცხლე, საერთოდ არაფერი. დააკვირდი ნებისმიერ ზედაპირს, რაც არ უნდა გლუვი იყოს, იდეალურად გლუვი არ იქნება, მიკროსკოპიკულ დონეზე მაინც. ასევეა სივრცეც და დროც მიკროსკოპულ მასშტაბებზე.სამყარო არასრულყოფილია – ამას ამბობენ ჩვენი დროის უდიდესი მეცნიერები. სრულყოფილ სამყაროს არ შეუძლია რამე აწარმოოს.
    “ხედავ რომ გეუბნებოდი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა არ იცი მეთქი მართალი ყოფილა”
    საიდან დაახეთქე ეს სიბრძნე?
    შეცდომას უშვებ, შენ ჭეშმარიტ სიყვარულს ეძახი, ილუზორულ სიყვარულს, მე ჭეშმარიტ სიყვარულს ვეძახი იმ გრძნობას რომელიც რეალურად არსებობს ამ სამყაროში. თქვენი სიყვარულიც არსებობს რეალურად, მაგრამ მისი მიზეზი არის ილუზია. მე ვამჯობინებ მიყვარდეს ნამდვილად არსებული ადამიანი. და არა გამოგონილი არსება. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის რომ ძვირფასი სიყვარული დახარჯო გამოგონილ არსებაზე.
    “ნახე შენ თვითონ მიმტკიცებ რომ ეს ყველაფერი ილუზიიააო” ილუზია არის თქვენი სიყვარულის მიზეზი. ზუსტად იგივე იქნებოდა შენი თვალთახედვიდან მე რომ გამოვიგონო და შევიყვარო მფრინავი მაკარონის მონსტრი, სიყვარული ნამდვილი იქნებოდა მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ მფრინავი მაკარონის მონსტრი არ არსებობს.
    თქვენი ღმერთიც იგივეა ფაქტიურად. უბრალოდ თქვენ მოგწონთ და გინდათ, ამიტომაც გწამთ მისი.
    “რადგან თავად არ იცი რას ნიშნავს ამაღლებული გრძნობები.”
    დარწმუნებული იყავი რომ შენ ვერასდროს ვერ შეაფასებ რეალურად მე როგორი, გრძნობები ვიცი და როგორი არა.
    უბრალოდ მე გრძნობების მისტიფიცირება არ მჭირდება, იმიტომ რომ არაფერს მატებს და აკლებს ეს ყველაფერი.

    Like

    • რა არის ევოლუცია? ევოლუცია იმას ამტკიცებს რომ თავდაპირველად სიცოცხლე წყალში გაჩნდა, ერთუჯრედიანი არსებები რომლებიც შემდეგ განვითარდნენ და მათ დაიწყეს ხმელეთზე ცხოვრება, გამოეზარდათ სხვადასხვა კიდურები განუვითარდათ ორგანოები და ასე შემდეგ, ასე არ არის? თუ ვცდები მითხარი, და თუ ასეა მაშინ მითხარი როგორ ახსნის ევოლუციის თეორია ადამიანის განვითარების გზას? ეს თეორია არ ამტკიცებს რომ თავდაპირველად ნეანდერტალელები ვიყავით? მაიმუნის მსგავსი არსებები რომლებიც წელში მოხრილად დადიოდნენ? ნიუტონი თავის კაპიტალურ ნაშრომში წერს ” სამყაროს სისტემები” ” ზეციური მეუფე მთელ სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი, უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღმერთს ვუწოდებთ მას, იგი მთელ სამყაროს მართავს იმით რომ არსებობს, და იმით, რომ შეუზლია არსებობდეს, ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია, გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანს ვცემთ მას და მუხლს ვიყრით მისი ძალაუფლების წინაშე, ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყველგან და ყოველთვის ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა, ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნობა რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო, ” ადამიანს სეუზლია ღმერთი მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნოს, მარადიულმა , უსაზღვრო , ყოვლის შემზლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა, მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ , მაგრამ ღვთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებიტა და კრძალვით აღავსო, მე მის ღმრთის ნატერფალს მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში ვხედავდი, მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ არსებებში, რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება, ბაკვირდებოდი , უმაღლეს საფეხურზე მყოფი არსებები როგორ არიან დაკავშირებული მცენარეულ სამყაროსთან , თავის მხრივ მცენარეული სამყარო მინერალულ ნივთიერებებთან. რომელიც დედამიწის სფეროს ფესვებშია , თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს, ვხედავდი მზე და ყველა ვარსკვლავი მთელი მზის სისტემა უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყეროს მიუწვდომელ პირველ საწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს, კარლ ლინეი {18 საუკუნეში ბულების უდიდესი მკვლევარი} იმედია მიხვდი შენ მიერ გამოგონილ და შეყვერებულ მაკარონის მონსტრსა და რმერთზე განსხვავებას, ” მართლმადიდებლობა გაცილებით ახალგაზრდაა ვიდრე ბუდიზმი, ან ინდუიზმი, ან თუნდაც მაიას რელიგია” სიტყვე მართმადიდებლობა ანუ ქრისტიანობა ეწოდა იესო ქრისტეს განკაცების შემდეგ და ასე დაიწყო ახალი აღთქმა, კარგად წაიკითხე ბიბლია, მართმადიდებლები ყოველთვის იყვნენ უბრალოდ ისინი ძველი აღთქმის მიხედვით ცხოვრობდნენ, თუ ეს ტყუილია გამოდის რომ დავით მეფსალმუნე არ არსებობდა რაც აშკარად ტყუილია, ასევე არ არსებობდნენ ებრაელები და ასე შემდეგ, აღდგომას იმიტომ ვზეიმობთ რომ ამით ახალ აღთქმას ცაეყარა საფუძველი, სა საიდან იღებს სათაბეს საიდან მომდინარეობს სტუდენტებს, და საერთოდ განსწავლულ ადამიანთა შორის გავრცელებული მოარული შეხედულება რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების ასევე რელიგიის სფეროში, ნახევარ ცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა, მალერწმენობით მეცნიერულ დასკვნებად ვიღებთ მტკიცებებს რომლებსაც იმ შეხედულებების თვალსაზრისით სასარგებლოდ მოუხმობენ, თითქოსდა ღმერთი არ არსებობს, ამით კანტის მიერ უკვე გამორკვეულ დებულებას ვივიწყებთ, რომლიდანაც თეორიტიული გონება ერთიანად უძლურია, უარყოს ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება ან ნების თავისუფლება, ” მართლმადიდებლობა გამონაკლისი იმიტომ გგონია რომ სოციუმმა იმოქმედა შენზე, ზუსტად იგივე წარმატებით ირანში რომ დაბადებულიყავი იქნებოდი ისლამის მიმდევარი. ამიტომ თქვენ ირწმენა დამოკიდებულია სოციუმის გავლენაზე. არაა ეს თქვენი თავისუფალი არჩევანი. თქვენ ჩაგითრიეს. თავს მოგახვიეს და გგონიათ ჭეშმარიტებას ეთამაშებით, არადა მაგრად დაფრინავთ” . შეურაწყობაზე ნუ გადმოდიხარ კარგი ერთი შენ არ ამბობდი ჩემ ოჯახში მომეცა საშვალება რომ თავისუფლათ მეაზროვნაო? იქნებ შენც იმიტომ არ გჯერა ღმერთის არსებობის რომ ეგეთ გარემოში იზრდებოდი? ასე ფიქრობდნენ შენი მსობლები მერე ვიღაც მასწავლებელმა ტვინი გაგიბურღა რომ ღმერთი არსებობსა და ეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააკეთა თან იძულებით რაც ყოვლად დაუშვებელია შენც ამიტომ უარყავი ღმერთი და მას მერე დარწმუნებული ხარ რომ ის არ არსებობს

      Like

  32. “ევოლუცია იმას ამტკიცებს რომ თავდაპირველად სიცოცხლე წყალში გაჩნდა,”
    ევოლუცია სიცოცხლის გაჩენას არ ეხება, არამედ განვითარებას. მარტივმა ორგანიზებმა კი წყალში დაიწყეს განვითარება.
    “მაიმუნის მსგავსი არსებები რომლებიც წელში მოხრილად დადიოდნენ?”
    მერე?
    ნიუტონს რაც შეეხება, რისი თქმა გინდა მაგით? ნიუტონი თავისი დროის დიდი მეცნიერი იყო, მაგრამ მაშინდელი, ინფორმაციის სიმწირე და რელიგიური გავლენა ყველა ადამიანზე მოქმედებდა… როგორც ვიცი მაშინ არავის შეეძლო თამამად დაეფიქსირებინა ანტირელიგიური აზრები. ნიუტონს რომ წამდა ეგ არაფერს ნიშნავს. აქამდე მეცნიერებით არავინ მისულა ღმერთამდე და ნიუტონი ხომ საერთოდ ვერ მივიდოდა.პირადი. რაღაცის რწმენა კი ყველას პირადი არჩევანია. (ან გავლენის შედეგი)
    18 საუკუნის ბუნების მკვლევარები რომ მოგყავს მაგალითად ეს რამეს ცვლის?. მეცნიერება ვიღაცეების პირად რწმენასთან რა კავშირშია… მეცნიერებით არავინ მისულა ღმერთამდე… ყოველი რწმენა არის ან სოციუმის გავლენა ან პირადი არჩევანი.
    რელიგია და მეცნიერება ეწინააღმდეგება ერთმანეთს
    თუნდაც დაბადება ავიღოთ, თანამედროვე მეცნიერულ კვლევებთან, თეორიებთან, სრულ შეუსაბამობაშია. მეცნიერება ამბობს რომ სამყარო 13 მილიარდი წლისაა, ბიბლია არ ამბობს კონკრეტულ რიცხვს, მაგრამ რომ გამოითვალო მაქსიმუმ 7000 წელი გამოდის. ბიბლია ამბობს რომ ღმერთმა ყველაფერი მზამზარეული შექმნა. ევოლუცია ამბობს რომ ყველაფერი ნელ ნელა ვითარდებოდა მარტივი ორგანიზმებიდან. ბიბლია ამბობს რომ ჯერ შეიქმნა დედამიწა და მერე მზე და ვარსკვლავები, მეცნიერებიდან კი ცნობილია რომ ჯერ მზე და ვარსკვლავები შეიქმნა და მერე პლანეტები, მითუმეტეს ვარსკვლავებზე უწინ მცენარეულობა როგორ შეიქმებოდა.. მცენარეები და ყველაფერი ორგანული რომ არსებობს ვარსკვლავიდან მოდის. მეცნიერება ამბობს რომ სამყარო რამდენიმე მილიარდი წელი ყალიბდებოდა რომ მიეღო დღევანდელი სახე, ბიბლიის მიხედვით კი 6 დღეში უკვე ყველაფერი მზად იყო. მეცნიერების მიხედვით ადამიანები ჩამოყალიბდნენ ევოლუციის შედეგად, ჰომო საპიენსის (ანუ ჩვენი) არსებობა ითვლის 200 000 წელს, ბიბლიაში კი ტალახისგან გამოძერწილი და ნეკნისგან შექმნილი ადამ და ევას შთამომავლები გამრავლდნენ (ალბათ ინცესტით, იმიტომ რომ მათ გარდა არავინ იყო) რომელი ერთი ჩამოვთვალო? თანხმობაში როგორ იქნება როცა ბიბლია არის მითების კრებული, მეცნიერება კი სამყაროს კვლევიდან მიღებული ცოდნა? ვიცი რა არგუმენტებსაც დაახვედრებ, რა იცი რომ 6 დღე მართლა 6 დღეა, ეგ მეტაფორებია და ა.შ.. კარგი რა ვისაც როგორ უნდა ისე ესმის… არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს რომ სხვანაირად გავშიფროთ. ეგ არის ინტერპრეტაციები იმ ხალხის ვისაც უნდა რომ ბიბლია მართალი იყოს და ხვდება რომ სისულელე წერია, მაგრამ არ უნდა გამოტყდომა… ურჩევნია წარმოიდგინოს, რომ ეს მეტაფორაა. რაღაც ძალიან ღრმა სიბრძნე რომელიც სიმარტივით გატყუებს.
    “შეურაწყობაზე ნუ გადმოდიხარ”
    ფრენა თუ შეურაცხყოფაა მაშინ ბოდიში, მაგრამ ეგრე ვფიქრობ გულწრფელად.
    “იქნებ შენც იმიტომ არ გჯერა ღმერთის არსებობის რომ ეგეთ გარემოში იზრდებოდი? ”
    როგორ გარემოში? თავისუფლალი გარემო არავის აპროგრამებს რაიმე იდეით… ათეისტურ გარემოში არ გავზრდილვარ რომ არ არსებობა ეჩიჩინა ვინმეს. მე ჩემით ვიაზროვნე და მივედი ამ დასკვნამდე.
    იმ მასწავლებელმა არ გადამაწყვეტინა, უბრალოდ მაიძულა, ამ თემაზე ბევრი მეფიქრა.

    Like

  33. 19 საუკუნის ბოლომდე ზუსტ მეცნიერებათა სისტემა გვაოცებდა ყოველივე იმის გარკვეულობითა და სიზუსტით რასაც განმარტავსა, ახლო ხანებამდე გაბატონებული იყო მეცნიერების უმთავრესი დოგმატებისადმი შეურყეველი რწმენა, მხოლოდ მცირეოდენნი თუ ამჩნევდნენ ბზარებს კლასიკური ბუნებისმეტყველების დიდებულ სენობაში, მექანიკის საფუძვლები ერერთი შეხედვით ყველაზე მარტივია, სინამდვილეში კი უაღრესად რთული, ისინი ეყრდნობა განუხორციელებელ ცდებს, და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათემატიკურ ჭაშმარიტებად იყვნენ განხილულნი, ფიზიკოსი პუანკარე წერს უკვე აღარ დარჩა ყველას მიერ აღიარებული დიდი თეორიები, მაგრამ თუ 30_40წლის უკან ფიზიკა და მექანიკა ანარციის მდგომარეობაში ჩაცვივდნენამხამად ეს აღარ შეესაბამება სინამდვილეს, ძირითადი ფიზიკური პრინციპებისა და წარმოდგენების მსხვრევამ მიგვიყვანა ახალ კონცეფციათაშექმნამდე, ასე შეიქმნა გაცილებით და უფრო ზუსტი თეორია ” კვანტური მექანიკა”ატომი მატერიის პირვალად ელემენტად აღარ ითვლება რადგან დამტკიცებულია რომ მისი აგებულება ძალზედ რთულია, დღეისათვის მატერიის უპირატეს ნაწილაკებს ელექტრონები და პოზიტრონები წარმოადგენს, უკანასკნელ პერიოდში კოსმიური სხივების შემადგენლობაში რომლებიც ჩვენს ატმოსფეროში ვარსკვლავთშორისი სივრციდან ხვდებიან, აღმოჩენილ იქნა ახალი ნაწილაკების მთელი სერია, რომელთა მასაც ძალიან დიდი საზღვრებით იცვლება, ეს ნაწილაკები სხვადასხვა სახელებს ატარებენ, მეზონები ვარიტრონები და ასე შემდეგ, პროტონებს შეუძლიათ ნეიტრონებში გადასვლა და პირიქით, ელექტრონებს როდესაც პოზიტრონებს უერთდებიან შეუძლიათ საკუთარი არსებობა შეწყვიტონ ნაწილაკების სახით, ისინი გადაიქცევიან ელექტრომაგნიტურ გამოსხივებად, წონის სიმკვრივისა და ასე შემდეგ, ნაცვლად ელექტრომაგნიტურ ველს გააჩნია სხვა მახასიათებლები, დადგენილია რომ სინათლეც ელექტრომაგნიტური ენერგიის ერთ ერთი ფორმაა, ხოლო ელექტრობას კოლპუსკულები იგივე ატომური წყობა ეწოდება, მზის სპექტრის თვალითუხილავი ნაწილი 34 პროცენტს შეადგენს, და აქედან ძალიან უმნიშვნელო ნაწილი ულტრაისფერი, ულტრაწითელი, ინფრაწითელი, სხივებია გამოკვლეული, მატერიალური თვალსაზისრით ენერგიის ეს კიდევ უცნობი უხილავი ფორმები, მატერიის არსებობის განსაკუთრებულ ფორმებს უნდა წარმოადგენდნენ, დაე ასე იყოს მე ამის უარყოფა არ შემიძლია რადგან მწამს მეცნიერების ძლიერების, მაგრამ თუ არ შეიზლება ელექტრობას მატერია ეწოდოს უდავოდ უნდა ითვლებოდეს იგი ენერგიად რომელშიც შეუძლიათ გადასვლა და მისით { ელექტრული ველით } წარმოქმნა მატერიის ნაწილაკებს, ამ უკანასკნელთ გარკვეული მასა და ფიზიკური თვისებები გააჩნია, ასეთ შემთხვევაში გვაქვს უფლება ვივარაუდოთ რომ სროთა განმავლობაში აღმოჩენილი იქნება მატერიის { უფრო სწორად ენერგიის} არსებობის ისეთი ფორმები რომელთაც მათი თვისებების მიხედვით კიდევ უფრო მეტი საფიძვლიანობით ვიდრე ელექტრობაა ნახევრადმატერიარული უნდა ეწოდოს, ხოლო ცნება ნახევრადმატერიარული არამატერიარულის არსებობასაც გულისხმობს, სად არის იმის საფუძველი ჩვენი რწმენის კანონიერება რომ უარღვყოთ? ანდა უარღვყოთ რწმენა სულიერი ენერგიის არსებობისა? რომელიც ენერგიის ყველა ფიზიკური ფორმის მათი მეშვეობით კი თვით მატერიის პირველშობილად მიგვაჩნია, როგორ წარმოგვიდგენია ეს სულიერი ენერგია? ჩვენთვის ეს ყოვლისშემძლე ღმრთაებრივი სიყვარულია, სიყვარულს არ შეუძლია თავის თავში რჩებოდეს, რადგან მისი ძირითადი თვისებებია მოთხოვნილება გადმოიღვაროს ვინმეზე ან რაიმეზე, და ღმრთის მიერ სამყაროც ამ მოთხოვნილებით შეიქმნა, უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი სამყარო {ფს. 103,4,32,6} თუ არ ვიცნობთ ბევრ უდავოთ მოქმედ ფორმას ენერგიისას ეს ჩვენი ღარიბი 5 გრძნობითაა განპირობებული და იმით რომ ჯერ არ არის მიკვლეული სამეცნიერო მეთოდები და რეაქტივები იმის აღმოსაჩენად რაც ჩვენი გრძნობებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ მართალია კი რომ ჩვენ მხოლოდ 5 შეგრძნების უნარი გვაქ? ნუთუ შეუძლებელია ამ ორგანოთა უნარის დროებით გამძაფრება ადექვატური ენერგიის ფორმების აღსაქმელად? არწივის ხედვის სიმძაფრე , ძაღლის ყნოსვის უნარი მრავალგზის აღემატება ამავე გრძნობების უნარს ადამიანში,

    Like

    • მილიონი თეორიის მოგონება შეიძლება, მთავარია რას ეფუძნება.. იგივე წარმატებით შემიძლია ვივარაუდო რომ მთელი სამყარო კომპიუტერული თამაშია.

      Like

  34. ბიბლია საშინლად არასწორად გესმის მეგობარო, რატო არ გინდა რომ 6 დღე 6 ეტაპად აღიარო ვერ ვხვდები, ბიბლია არ შეიძლება მეტაფორებით იყოს დაწერილი? მთავარია არსი გაიგო სწორად, აქვს ამას ბევრი განმარტებები, ამას ვამბობდი ღმერთის უარყოფის საფუძველს გვაძლევს მწირი ცოდნა რელიგიის და ასევე მეცნიერების სფეროში, საიდან გათვალე 7000 წელი? ბიბლია ასე იწყება { დაახლოებით ვამბობ, სიტყვასიტყვით არ მახსოვს კარგად} თავდაპირველად იყო არაფერი გარდა ერთი სიტყვისა და ეს სიტყვა იყო ღმერთი, ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ცა და მიწა, რაც გულისხმობს არა დედამოწის და უშუალოდ ჩვენს ზემოთ არსებული ცის შექმნას, არამედ მიწის, როგორც პირველი მატერიის და საერთოდ ხილული სამყაროსშექმნას, და ცა როგორც ანგელოზთა დასის სამოთხისა და ამავდროულად მთელი უხილავი სამყაროს შექმნას, შემდეგ ნათქვამია რომ არ იყო არსად სიცოცხლე არ ცხოვრობდა დედამიწაზე სულდგმული რადგან ჯერ იყო პირველი დღე და ასე შემდეგ, მაპატიე ვაღარ ვასწრეფ გავაგრძელო, აუცილებლად გავაგრძელებ

    Like

    • ხომ ვთქვი, ვიწინასწარმეტყველე რა არგუმენტებსაც დამახვედრებდი. რატომ უნდა ვაღიარო 6 ეტაპად როცა 6 დღე წერია? ეტაპი სადაა მოხსენიებული? რატომ უნდა ვიგულისხმო 6 ეტაპი, ამიხსენი!
      “ბიბლია არ შეიძლება მეტაფორებით იყოს დაწერილი?”
      როგორ არ შეიძლება, მაგრამ რეალურად რა ვიცით რომ მეტაფორაა, ან თუ მართლა მეტაფორაა რა ვიცით რომ შენი ინტერპრეტაციაა სწორი და არა პავლესი? ან ჟუჟნასი? არავინ არ იცის! ვისაც როგორ აწყობს ისე იგებს. მე უფრო ლოგიკურად მივიჩნევ 1 დღე ჩავთვალო 1 დღედ
      სხვა წიგნში რომ წაიკითხო 1 დღე, 1 დღეს წარმოიდგენ თუ მილიონს? ბიბლიასთან კი თავს იტყუებთ, ძალიან ადვილი რომ არ გამოჩნდეს.
      მეტაფორაა თუ რაცაა ერთი რამ ცხადია ჩემთვის, ეგ წიგნი ადამიანების შემოქმედებაა და არაფრით აღმატებული არაა სხვა რელიგიურ ლიტერატურაზე. ჩვეულებვრივი მითების წიგნია.
      “ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ცა და მიწა, რაც გულისხმობს არა დედამოწის და უშუალოდ ჩვენს ზემოთ არსებული ცის შექმნას”
      საიდან დაასკვენი ეს?
      ვინმე ავტორიტეტმა თქვა? რა ფაქტობრივი საფუძველია იმის რომ ვთქვათ “მიწის შექმნა ნიშნავს მატერიის შექმნას”
      როგორც გინდათ ისე ატრიალებთ. მე კი ასეთი მიდგომის არ მწამს.

      Like

  35. შენ მარტო ადამ და ევადან ხო არ კითხულობ ბიბლიას?

    Like

  36. 1 დღე იმიტომ უნდა ჩათვალო 1 ეტაპად რომ როგორც ცნობილია იმ დროს მზე არ არსებობდა ამიტომ დღეს როგორი გაგებითაც ჩვენ ვიცით არ შეილება ამავე გაგებით ჩავთვალოთ, აქედან გამომდინარე დღე შეიძლება თუნდაც რამდენიმე მილიონ წელსაც ნიშნავდეს

    Like

  37. სხვა წიგნი თუ ის რელიგიური წიგნი არაა, რა თქმა უნდა გავიგებ როგორც დღეს, მაგრამ აქ სხვა რაღაცასთან გვაქ საქმე, ეს სამყაროს შექმნას ეხება და ცოტა ძნელია მისი გაგება, განმარტებას საჭიროებს, შეცდომაში რომ არ შეხვიდე

    Like

    • კაი მაიას ტომის ლეგენდაში რომაა ადამიანი სიმინდისგან რომ გააკეთა გუკუმაცმა ეგ როგორ უნდა გავიგოთ… რახან რელიგიური წიგნია ე.ი ყველა ვარიანტში მეტაფორაა?
      განმარტებები კი არა რელიგიურ საკითხებზე არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები. მე ვერ დავუჯერებ ვიღაცის ფანტაზიებს. ვიღაცას ასე მოსწონს და იმიტომ ამბობს ფაქტობრივი საფუძველი სადაა?

      Like

  38. თქვენი არ ვიცი და მე მაგრად მომბეზრდა ამ თემაზე კამათი, თითქმის ყველა ერთიდაიგივეს ატრიალებს ახალ ახალი ხალხი შემოდის და ყველა შემართებით ცდილობს ჩემს მორწმუნედ ქცევას. პოსტის ირგვლივ სულ არ იწერება კომენტარები, მწამს თუ არ მწამს ეს სულ არ განმიხილავს ამ პოსტში. 2 წელია ასე ხდება. ერთიდაიგივე კომენტარები, არგუმენტები.
    თქვენი მიდგომა ასეთია: რატომ არის შეუძლებელი ღმერთი არსებობდეს… აი ჩვენ ხომ ჯერ ყველაფერს ვერ ვხედავთ? აბა ვის უნდა შეექმნა სამყარო და მისთ.
    მე კი ვამბობ, რომ თეორიულად შეუძლებელი არაფერია. ფილოსოფიურად ყველაფერის დაშვება შეიძლება. იმისაც რომ ჩვენ ვარსებობთ ღმერთის გიგანტურ ჟღვლინტში…
    მაგრამ სანამ რეალურად არ იცი. ნუ იქნები დარწმუნებული. ნუ თქვენ თუ გინდათ იყავით, მე არ მაქვს სურვილი დავიჯერო უსაფუძვლოდ რაღაცა. მხოლოდ ცარელა დაშვებებზე აშენებული.
    cotne თქვი შენი სათქმელი ბოლომდე და მერე კომენტარების დაწერას მივაუქმებ ამ პოსტზე.
    აღარ მაქვს სურვილი დაუსრულებლად მიჩიჩინონ ახალ ახალმა ხალხმა ერთიდაიგივე.
    თუ დიდი სურვილი გაქვს კამათის გაგრძელების როცა დავამთავრებთ მერე დავკეტავ კომენტარებს.
    იმედია არ მიწყენს მკითხველი ამ გადაწყვეტილებას. 2 წელია ეს თემა პოპულარობის ზენიტშია. ნახვების რაოდენობით თუ კომენტარების რაოდენობით. ეყოფა რაც “იგულავა” სხვა თემებზეც წეროს ხალხმა კომენტარები დროა.

    Like

  39. ავტორიტეტი როგორც შენ გულისხმობ ცემთვის არიან წმიდა ადამიანები,{ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ადამიანები, წმინდა მამები,} მათი განმარტებების რომლებიც ახლოს იყვნენ ღმერთთან და მისგან ეძლეოდათ სიბრძნე და გონიერება განემარტათ ეს ყველაფერი, ვიცი რომ ასეთი რაღაცეების არ გჯერა, მაგრამ ადამიანი რომელიც შეიცნობს ღმერთს, ანუ აღიარებს რა მის ღვთაებრიობას და სიძლიერეს, ეხსნება გონება და ხედავს ყველაფერს სხვანაირად, მისი აზროვნება ყველაფერში ეძებს და ხედავს ღმრთის ძალას, ყველაფერში, მთელ სამყაროში, ცოტა ძნელია შენთვის ამის გაგება, დაახლოებით როგორც ახლა შენ ყველაფერში ეძებ ღმრთის უარმყოფელ ფაცტებს და აღიარებ ადამიანის სრულ თავისუფლებას {თუმცა ქრისტიანობაც არ ზღუდავს თავისუფალ აზროვნებას ეძიო და მიაგნო ღმერთს, უბრალოდ ცდილობს ცოდვების მონობიდან გაგვათავისუფლოს და ჭეშმარიტ თავისუფლებას გვაზიაროს, სხვა რეკიგიებისგან განსხვავებით რომელიც უკრძალავს ადამიანებს თავისუფალ აზროვნებას იფიქროს ღმართზე} ადამიანი შენთვის, როგორც საკუთარი თავის ღმერთი არა? ეძებ ფაქტებს, მეუბნები რომ ასეთი უამრავი თეორიის შექმნა შეიძლება, მაგრამ არ ღიარებ ამ თეორიას, ჭეშმარიტება ერთადერთია, არსებობს სამყაროს შექმნის ერთადერთი ვერსია, ერთადერთი თეორია რომელიც დამტკიცდება, ნიუტონზე რომ ამბობ რელიგიის და სოციუმის გავლენა ქონდაო, იმიტომაც იყო დიდი მეცნიერი თავის დრიში რომ სხვანაირად აზროვნებდა, იგი თავისი საოცარი ნიჭით მიაგნოს ჭეშმარიტებას მაშინვე მიხვდა ღმერთის არსებობის, მან ეს შეიგრძნო მთელი თავისი არსებით, და საოცარი წინა გრძნობითაც რომელი ჭეშმარიტებისკენ უბიძგებდა { და რომელიც გენიოსებს ხშირად ახასიათებთ ხოლმე} მიხვდა და მაგიტომაც გამოიტანა ჯერ კიდევ იმ დროინდელი შესაძლებლობიდან დასკვნა ღმერთის არსებობისა, დღეს ადამიანი შორს წავიდა და ძალიან განვითარდა, სასაცილოდ იგდებს ღნერთის არსებობას, { თუმცა გამონაკლისებიც არსებობს} და თავი ყოვლის შემძლე გონია, თუმცა მა მჯერა რომ მალე მოვა დრო როდესაც თანამედროვე მეცნიერები აღმოაჩენენ კიდევ ბევრ ფაქტებს, სამყაროს შესახებ,ღრმად შევლენ ბუნების საიდუმლოებანში და დამტკიცდება თეორია რომელიც ზემოდ აღვწერე, დღეს ეს პროცესი დაწყებულია და ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ყოველივე, უფრო და უფრო ახალი სამეცნიერო ტექნიკის დახმარებით მალე ვიღებთ პასუხებს სამყაროზე

    Like

    • “ეხსნება გონება და ხედავს ყველაფერს სხვანაირად”
      მე მგონია რომ გონება კი არ ეხსნება საკუთარი სუბიექტური სურვილების ტყვე ხდება, საკუთარ ილუზიებს ემონება.
      “მისი აზროვნება ყველაფერში ეძებს და ხედავს ღმრთის ძალას”
      ილუზიების სუნი მცემს.
      ადამიანი უნდა ეძებდეს ჭეშმარიტებას და არა ღმერთს. როცა ღმერთს ეძებ, მას იპოვი კიდეც,მაგრამ ეს მართალი ღმერთი კი არა შენი ილუზიის ნაყოფი იქნება.. ძიების დროს პირადი სურვილები უნდა მოაშორო. მორწმუნის შემთხვევაში ეს არ ხდება, მას უნდა ის ვიღაც და პოულობს კიდეც სწორედ იმიტომ რომ უნდა და არა ის რომ სინამდვილეს მიაგნო, სინამდვილე თუ გაინტერესებს სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყო ძიება. ღმერთის ძებნა კი იცი რას გავს? — იმ ფურცლიდან დაწყებას რომელზეც წინასწარ წერია რა დებულებები უნდა გაითვალისწინო. ასეთ შემთხვევაში ძიება ობიექტური ვერ იქნება. იმიტომ რომ წინასწარ განსაზღვრე რისი პოვნა გინდოდა.
      “სხვა რელიგიებისგან განსხვავებით რომელიც უკრძალავს ადამიანებს თავისუფალ აზროვნებას იფიქროს ღმართზე”
      რომელი სხვა რელიგიები უკრძალავს ადამიანს თავისუფალ აზროვნებას?
      მე მგონი ერთ-ერთი მათგანი ქრისტიანობაა, რომელიც გეუბნება რომ ღმერთის საქმეები შეუცნობელია და ზედმეტ კითხვებს ნუ სვამო?
      სხვა რელიგიებიო რომ ამბობ, კარგად რომელი რელიგია იცი ქრისტიანობის გარდა?
      სხვა რელიგიებში ყველა დანარჩენი მოიაზრება?
      “მაგრამ არ ღიარებ ამ თეორიას,”
      რომელ თეორიას? და კონკრეტულად რატომ უნდა ვაღიარო ვერ ამიხსნი?
      “არსებობს სამყაროს შექმნის ერთადერთი ვერსია”
      სად არსებობს ეგ ვერსია?
      “ნიუტონზე რომ ამბობ რელიგიის და სოციუმის გავლენა ქონდაო,”
      ნიუტონით ტყუილად აპელირებ, ვერავის ვერ დაუმტკიცებია ღმერთის არსებობა.ნიუტონი მითუმეტეს ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ იტყოდა ამ თემაზე. დღესდღეობით საშუალო განათლების მქონე ადამიანს მეტი ინფორმაცია აქვს სამყაროზე ვიდრე ნიუტონს ქონდა. (სხვა დროა ეხლა) ნიუტონის მიღწევა კი მისი მსოფლიო მიზიდულობის კანონია და არა მის რელიგიური აზრები.
      რჩევას მოგცემ: ნუ გამოიყენებ ცნობილ მეცნიერებს ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ საბუთებად. იმიტომ რომ აბსურდია, მეცნიერება არ მიდის ღმერთამდე! დღეს ნიუტონთან შედარებით გაცილებით ბევრი ინფორმაცია გვაქვს, და ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის იმას რომ ეს ინფორმაცია რომელიმე ღმერთის არსებობას ამოწმებს ან უშვებს მაინც თეორიულად.. მითუმეტეს ნიუტონი ვერ იტყოდა ღმერთზე მეცნიერულად ვერაფერს. ჰოდა ეხლა პირადად ვის ქრისტესი სჯერა და ვის ოჩოპინტრესი ეგ არაფერს ცვლის. ამასწინათ ერთმა მათემატიკოსმა თქვა :”მე როგორც მეცნიერს მჯერა რომ ღმერთი არსებობსო” ჩემი აზრით ძალიან დიდი სისულელე დაახეთქა, იმიტომ რომ მეცნიერება, და მითუმეტეს ცარიელი მათემატიკა, ღმერთს ვერ ამტკიცებს და საერთოდ არც ეხება მაგ საკითხს… იმ მათემატიკოსს ასე უნდა ეთქვა: მე როგორც ადამიანს მჯერა რომ ღმერთი არსებობსო” ეს კი სწორი იქნებოდა, იმიტომ რომ, “ადამიანი” ამ შემთხვევაში პირადი, სუბიექტური არჩევანის გამომხატველი იქნებოდა.

      Like

  40. ა “დამიანი უნდა ეძებდეს ჭეშმარიტებას და არა ღმერთს. როცა ღმერთს ეძებ, მას იპოვი კიდეც,მაგრამ ეს მართალი ღმერთი კი არა შენი ილუზიის ნაყოფი იქნება.. ძიების დროს პირადი სურვილები უნდა მოაშორო.” გეთავხმები უნდა ეძებდეს ჭეშმარიტებას, მაგრამ რომ ამბობ “ჭეშმარიტებას და არა ღმერთს” რა იცი იქნებ ღმერთია ჭეშმარიტება? იქნებ ის თეორია მართალია?

    Like

    • იქნებ-ზე ყველაფრის დაშვება შეიძლება, იქნებ ხვალ მთვარე ჩამოვარდეს და დაეცეს დედამიწას, უნდა მჯეროდეს რომ ჩამოვარდება? იქნებ გუკუმკაცია ჭეშმარიტება?

      Like

  41. “ადამიანი უნდა ეძებდეს ჭეშმარიტებას და არა ღმერთს. როცა ღმერთს ეძებ, მას იპოვი კიდეც,მაგრამ ეს მართალი ღმერთი კი არა შენი ილუზიის ნაყოფი იქნება.. ძიების დროს პირადი სურვილები უნდა მოაშორო. ” საინტერესო მიდგომაა ღმერთის მიმართ, საიდან მოიტანე რომ ჭეშმარიტება სხვაა და ღმერთის არსებობა სხვა, ვაითუ მომავალში მეცნიერულათაც დამტკიცდეს მისი არსებობა და ის თეორია გამართლდეს ზემო კომანტარში რომ დავწერე, ილუზიები {როგორც შენ უწოდებ} ჩემი ილუზიები სავსებით შეიძლება სიმართლე იყოს, არ მაქვს საფუძველი {თუნდ მეცნიერულად} რომ მისი არსებობა უარღვყო, ” პირადი სურვილები უნდა მოაშორო.” იგივეს გეტყოდი, ამ ყველაფერს სხვე თვალითაც უნდა შეხედო, { თუ ნამდვილად გინდა ჭეშმარიტებას მიაგნო} “მისი აზროვნება ყველაფერში ეძებს და ხედავს ღმრთის ძალას”
    ილუზიების სუნი მცემს.” ეს ილუზია კი არა ბუნებაზე დაკვირვებით, ფაქტებით, თეორიებითა და ასე შემდეგ, ვხედავთ ღმრთის ძალას, სამყაროს უნიკალურობას, კარგი თუნდაც დიდი აფეთქებით შექმნილიყო სამყარო, ის ძალა რითაც ეს მოხდა რითაც გაჩნდა გალაქტიკები, სისტემები, პლანეტები , რომლებიც საოცრად ავსებენ ერთმანეთს, ხომ უნდა ყოფილიყო ვიღაც ვინც ამ ყოველივეს განახორციელებდა, მათემატიკურად იმის შანსი რომ ეს გაურკვეველი მატერიები საოცარი სისწრაფიდ დაჯახებოდნენ ერთმანეთს, ამხელა ცარიელ სივრცეში თითქმის ნულის ტოლია, მაგრამ ჯანდაბას ვთქვათ შემთხვევით დაეჯახნენ, { თუმცა მე ამის არ მჯერა} ეს მატერიებიც { თუ რავიცი რას უწოდებენ, ის რაღაცეები რითაც დიდი აფეთქება მოხდა} ხომ უნდა შეექმნა ვიღაცას, რაღაცისგან ხომ უნდა გაჩენილიყვნენ ისინიც, ამაზე შორს წასვლა აღარ მინდა, ახლა მოდი პირიქით მივყვეთ, შენ { და არამარტო შენ ყველა ათეისტს} გვიხატავთ სამყაროს შექმნის ასეთ სურათს, რომ ეს გაურკვეველი მასის და საოცრად მკვრივი მასების შეჯახების შედეგად მოხდა “დიდი აფეთქება” { შემთხვევით} ამის შემდეგ ჩამოყალიბდნენ გალაქტიკები, {შემთხვევით} თანაც ორი სახის და საოცრად მოწესრიგებული გალაქტიკები, სპირალური და მეორე ნაირი, { სახელი აღარ მახსოვს მაპატიე} ესეც ალბათ შემთხვევით, ამავე დროს ჩამოყალიბდნენ სისტემები, მზის სისტემა, და ბევრი ასეთი სისტემები რომელიც ჯერ არ არის აღმოჩენილი, {ესეც შემთხვევით} ამავე დროს დედამიწა მოხვდა მზის სისტემაში შესაფერის ადგილზე, მზესთან დამოკიდებულებაში, { შემთხვევით} მხოლოდ დედამიწაზე გაჩნდა წყალი, { ალბათ ესეც შემთხვევით,} რამაც განაპირობა {და კიდევ ძალიან ბევრმა რამ} სიცოცხლის გაჩენა დედამიწაზე, შემდეგ გაჩნდა სიცოცხლე წყალში { საინტერესოა როგორ მოხდა, რაღაც ძალა აუცილებლად ხომ უნდა ჩარეულიყო პირველი სიცოცხლის შექმნის ამ უნიკალურ პროცესში, ღვთაებრივი მაცოცხლებელი ენერგია, დღეს მეცნიერებს ერთი უბრალო პატარა ციცხალი უჯრედის სექმნაც არ შეუძლიათ, შეუძლიათ მისი მსგავსი შექმნან მაგრამ ცხოველსმყოფელი სულის შთაბერა არ ძალუწთ, სიცოცხლის გაჩენა უნიკალური მოვლენა იყო} ალბათ ესეც შემთხვევით არა? { სასაცილოა} შემდეგ ამ არსებებმა დაიწყეს განვითარება, უფრო რთულ ორგანიზმებად და საბოლოოდ მივიღეთ ადამიანი, მაგრამ ძალიან საინტერესოა რატომ აქვს მხოლოდ ადამიანს { და სხვა არაფერს განუვითარდა} ფიქრის შესაძლებლობა, თავისუფალი ნება, სხვა დანარჩენს რეფლექსები ამოძრავებს, მხოლოდ ადამიანს რატო შეუძლია ლაპარაკი {აზრი} { გონიერი ადამიანი} ადამიანის უნიკალური ნიჭი, ნუთუ ესეც შემთხვევით? ბიბლიაში სწორედ ამაზეა მოთხრობილი, ღმერთმა ადამიანი შექმნა როგორც სამყაროს სრულქმნილება, სამყაროს გვირგვინი, რომელსაც მისცა თავისუფალი ნება, მისცა უნარი შეიმეცნოს სამყაროს საიდუმლოებანი და მით ადიდოს იგი, დიდება უფალს, უკუნითი უკუნისამდე ამინ,

    Like

  42. “მეცნიერება არ მიდის ღმერთამდე!” აბა სად მიდის? შემთხვევითობამდე? ამ აფსურდულ მცნებამდე?

    Like

    • აფსურდული მცნება არაა შემთხვევითობა… თქვენ არ მოგწონთ იმიტომ რომ ყველგან ადამიანის მაგვარ იდეალურ ტიპს ეძებთ. ყველგან აზროვნებას ეძებთ,, არადა აზროვნება ადამიანური პროდუქტია. შემთხვევითობაც სამყაროს კანონზომიერებაა. მეცნიერება კი სამყაროს ამოხსნისკენ მიდის. სამყაროს ამოხსნა კი თქვენ სურვილებზე ვერ იქნება მორგებული. არაა აუცილებელი ყველაფრის პასუხი ღმერთი იყოს. ყოველშემთხვევაში ასეთი დასკვნის საფუძველი არ გვაქ.

      Like

  43. დამიმტკიცე რატომ არ მიდის ღმერთამდე? ” ამასწინათ ერთმა მათემატიკოსმა თქვა :”მე როგორც მეცნიერს მჯერა რომ ღმერთი არსებობსო” ჩემი აზრით ძალიან დიდი სისულელე დაახეთქა, იმიტომ რომ მეცნიერება, და მითუმეტეს ცარიელი მათემატიკა, ღმერთს ვერ ამტკიცებს და საერთოდ არც ეხება მაგ საკითხს” იცი იმ მეცნიერმა რატომ თქვა ეგრე, მან მათემატიკის საშვალებით აღმოაჩინა ღმერთი, შეიძლება შემთხვევითობა გამოთვალა { სამყაროს შექმნის შესახებ} და როცა შანსები თითქმის ნულს გაუტოლდა მაშინ მოიფიქრა და დაახეთქა ეს უგუნურება, ”მე როგორც მეცნიერს მჯერა რომ ღმერთი არსებობსო” და ეს მისი აზრი იყო და არა მტკიცება, ან რავიცი მათემატიკაში მის სიღრმეებში { როგორც პროფესიონალი, არ ვიცი} შენ მათემატოკოსი ხარ? ის მეცნიერი იყო, { თან მემგონი არცთუისე შორეულ წარსულში არა?} და რაღაცამ მისცა ამის თქმის საშაუალება, { მე ასე ვფიქრობ} “მაგრამ არ ღიარებ ამ თეორიას,”
    რომელ თეორიას? ” თეორია არ ვიცი მაგრამ შეიძლება ასეც ვუწოდოთ, ზემო კომენტარში რომ მიწერია, { ატომებზე, ნეიტრონებზე და ასე შემდეგ,} “და ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის იმას რომ ეს ინფორმაცია რომელიმე ღმერთის არსებობას ამოწმებს ან უშვებს მაინც თეორიულად.” როგორ არ უშვებს ჩემ კომენტარებს კარგად კითხულობ?
    ,
    წარმოიდგინე ვარსკვლავთა მოძრაობა, რომელნიც ადამიანისაგან განსხვავებით თაავიანთ გზას არასდროს არ გადაუხვევენ, ცა მზე მთვარე ვარსკვლავთა დასი და ყველა სხვა ქმნილება საოცარ წესრიგს ემორჩილება, ასე არ არის? {შემთხვევით არა? } ფიზიკური სამყარო მაძიებელი გონებისათვის წარმოადგენს ბუნებრივ კანონებს მათი სუფთა სახით, თუმცა მათ შესაცნობად ადამიანი ჯერ თავად უნდა განიწმიდოს თავისივე თვითნებობის ბიწისაგან,

    Like

    • აღმოაჩინა არა ისა… სრული აფსურდია. ეგ არის ვიღაცის კონკრეტული ინტერპრეტაცია. და სიტყვა მეცნიერების ხმარება სუბიექტურ ინტერპრეტაციასთან სისულელეა.
      “რაღაცამ მისცა ამის თქმის საშაუალება საკუთარმა ილუზიებმა…
      მეცნიერება ჯერ-ჯერობით მატერიალურს არ გაცდენია და როგორ ფიქრობ, ის მეცნიერი მათემატიკოსი გაცდებოდა? თქვენი ღმერთიც ხომ მატერიალური სამყაროს მიღმაა?
      “როგორ არ უშვებს ჩემ კომენტარებს კარგად კითხულობ?”
      შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა რომ მეცნიერების არც ერთი სფერო არ მოიცავს რაიმე მინიშნებას ან დაშვებას ღმერთისა.
      “წესრიგს ემორჩილება, ასე არ არის?”
      ეგ არის სამყაროს გეომეტრია, გრავიტაცია, არაფერი ღვთიური არაა მასში.
      “შემთხვევით არა?”
      რატომ გგონია რომ შემთხვევითობა შეუძლებელია.
      პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები შემთხვევით არ მოძრაობენ, გრავიტაციის გამო მოძრაობენ, მაგრამ სხვა მოვლენებში შემთხვევითობა რატომაა შეუძლებელია. კვანტური მექანიკა გაგიგია? სუბატომური ნაწილაკების მოძრაობები და “ქცევა” ალბათურად გამოითვლება, მათ მოქმედებას 100% სიზუსტით წინასწარ ვერ განსაზღვრავ. სუბატომურ ნაწილაკები ზოგჯერ 2 ადგილას არსებობენ ერთდროულად. 1 კუთხიდან დაკვირვებისას სხვანაირად მოქმედებენ, მეორე კუთხიდან დაკვირვებისას სხვანაირად.ქრებიან და მატერიალიზდებიან სხვაგან, ტალღური თვისებაც აქვთ და ნაწილაკურიც… ასე რომ სანამ შემთხვევითობას გამორიცხავ მანამდე უნდა განიხილო საერთოდ რა არის შემთხვევითობა.

      Like

  44. “რატომ არის შეუძლებელი ღმერთი არსებობდეს… აი ჩვენ ხომ ჯერ ყველაფერს ვერ ვხედავთ? აბა ვის უნდა შეექმნა სამყარო და მისთ.
    მე კი ვამბობ, რომ თეორიულად შეუძლებელი არაფერია. ფილოსოფიურად ყველაფერის დაშვება შეიძლება. იმისაც რომ ჩვენ ვარსებობთ ღმერთის გიგანტურ ჟღვლინტში…
    მაგრამ სანამ რეალურად არ იცი. ნუ იქნები დარწმუნებული. ნუ თქვენ თუ გინდათ იყავით, მე არ მაქვს სურვილი დავიჯერო უსაფუძვლოდ რაღაცა. მხოლოდ ცარელა დაშვებებზე აშენებული.” მერამდენედ ვთქვა რომ ჩვენი რწმენის შერყების საფუძველს არაფერი არ გვაძლევს, და ეს ცარიელა დაშვებაზე აშენებული არაა, კარგი იყავი როგორც გინდა {თუმცა ამას არც არავინ გიკრძალავდა, ან გიკრძალავს} და გწამდეს რისიც გინდა, გჯეროდეს თვითშემოქმედებისა და შემთხვევითობის, გისურვებ რომ მალე მოსულიყოს შენ ცხოვრებაში დღე როდესაც ღმერთის არსებობას მიხვდები, სანამ გვიანი არაა { მუქარით არ მიიღო} ჩვენ ჯოჯოხეთის არსებობისაც გვწამს და ეშმაკისაც, { ეხლა ამაზეც აღარ გვინდა კამათი,}

    Like

    • ზუსტადაც რომ ცარელა დაშვებებზეა აშენებული, იმიტომ რომ რელიგიას არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი. არ აქვს მეცნიერული საფუძველი. არც მყარი ისტორიული საფუძველი. მარტო ბუნდოვანი, ძველი ხალხის რაღაც თქმულებები…

      Like

  45. ეხლა წავიკითხე მაპატიე, “კაი მაიას ტომის ლეგენდაში რომაა ადამიანი სიმინდისგან რომ გააკეთა გუკუმაცმა ეგ როგორ უნდა გავიგოთ” ახლავე აგიხსნი რაშია საქმე, მოდი წარმოვიდგინოთ ეს მეტაფორად, უძებნი ამას რაიმე ახსნას თუნდაც როგორც მეტაფორისას? მე ვერა, შენ თუ უძებნი მითხარი საინტერესო იქნება, ხოდა ამიტომ მაგას სხვანაირად ვერც გაიგებ, ანუ ისინი პირდაპირად გულისხმობენ ამას, რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს თუნდაც მაიას ტომის შთამომავლებს {თუ კიდევ არსებობენ, ქრისტიანები კი ყოველთვის იარსებებენ, თუნდაც მითხარი ისტორიულად ფაქტი როდის განადგურებულა ქრისტიანული ქვეყანა, თუ არ ჩავთვლით ფაქტებს როდესაც ქონდათ მათ რელიგიური კრიზისები და ამიტომ მათ სჯიდა ღმერთი, ზოგ შემთხვევაში კი აღიგმებოდნენ ცოდვების მოუნანიებლობის გამო პირისაგან მიწისა, და საერთოდ, ღმერთთან მებრძოლი არავინ გამარჯვებულა, იქ სადაც ღმერთი ძალას გამოავლენს ყველა და ყველაფერი უძლურია, როგორ დაამარცხა სტალინმა ასჯერ ძლიერი გერმანია? რატომ გაიხსნა მის დროს დაკეტილი ტაძრები და მონასტრები, ეს ხომ რეალური ფექტებია? {თუმცა არ გეგონოს რომ სტალინის მიმართ რაიმე სიმპატია მაქვს} } რომ უთხრა გეტყვიან რომ რაც წერია იმას ნიშნავს სიტყვა სიტყვით, აი სად გამოიხატა ადამიანის უშუალო ფანტაზია, სიმინდი მოყავდათ ალბათ იქ არა? დღეები კი სულ სხვა რაღაცაა, რამდენათაც ავხსენი მაშინ მზე არ არსებონდა, სხვათაშორის არ გიკვირს რომ ბიბლიაში მოყვანილი ყველა ფაქტს გადაჭრით ვერ უარყოფ? და უმეტესობა კი რეალურ ადამიანებზე არის არსებული? {ანუ ბიბლიაში მოყვანილი ყველა ნახსენები უძველესი სახელმწიფოები მართლაც არსებობდნენ,} მაგალითად სოდომის და გომორას ისტორია, ისინი სინამდვილეშიც არსებობდნენ ეს ქალაქები და უძველეს წყაროებშიც არის მოხსენიებული, თან რამდენადაც ვიცით, ისინი დღეს აღარ არსებობენ, მეცნიერები კი მისი განადგურების რეალურ საბაბს ვერ პოულობენ, დაახლოებით კი იმ ადგილებზე სადაც ეს ქალაქები იყო გაშენებული დღეს მკვდარი ზღვა ეწოდება, და ვერანაირი სულდგმული იქ ვერ ჩერდება, იმდენად მლაშეა იგი,

    Like

    • გუკუმაცის სიმინდისგან გაკეთებული ადამიანი ტყუილია და ბიბლიური ღმერთის მიერ ტალახისგან გამოძერწილი არა? ან რატომ იგებ გუკუმაცს პირდაპირ და ქრისტიანულ ღმერთს მეტაფორულად? რა ფაქტობრივი საფუძველი გაქვს? შენ უბრალოდ ეს ღმერთი მოგწონს და იმიტომ. სხვა მიზეზი არც არსებობს. ყოველთვის იარსებენენ? არამგონია.ქრისტიანობა მაქსიმუმ საუკუნე ნახევარში გაქრება, როგორც სხვა რელიგიები. ან მანამდე კაცობრიობაც მიყვება თან… ყველა ცივილიზაცია ქრება, და დარწმუნებული ვარ ჩვენიც გაქრება (თითქმის) ცივილიზაციამ მუდამ რომ იარსებოს, ის უნდა გახდეს პლანეტური ცივილიზაცია. აი მაქამდე გზა კი ძალიან ძნელი და სახიფათოა, ასე რომ ჩვენ ყველაზე მყიფე და სახიფათო საუკუნეში ვცხოვრობთ.
      “როდის განადგურებულა ქრისტიანული ქვეყანა”
      ევროპა დღითი დღე კარგავს ქრისტიანობას, ასე რომ დიდი დღე არ ელის.
      ისე შენ გგონია რომ სტალინმა იმიტომ გაიმარჯვა რომ ეკლესიები გახსნა? :))))) კარგი რა.
      ასჯერ ძლიერი გერმანია არ იყო რუსეთზე. გერმანია კარგად მომზადებული კი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის ზომებს გადახედე! საბჭოთა კავშირს უზარმაზარი ტერიტორია და რესურსი ქონდა, და ძლიერი მმართველი ყავდა, რის შედეგადაც აუცილებლად უნდა მოეგო და მოიგო კიდეც. რომ გაუჭირდა ეს ბნებრივია, გერმანია კარგად შეიარაღებული იყო. მაგრამ გერმანია ბოლომდე ვერ გაქაჩავდა ვერც ერთ შემთხვევაში.
      “მოყვანილი ყველა ფაქტს გადაჭრით ვერ უარყოფ?”
      აბა რომელ ფაქტს ვერ ვუარყოფ?
      ადამ და ევას ვუარყოფ! ნოეს ამბავს ვუარვყოფ! ჯერ მცენარეების შექმნის და მერე ვარსკვლავების შექმნის ამბავს ვუარვყოფ! ბაბილონის გოდოლის ისტორიას ვუარვყოფ! აბა კიდევ დამისახელე რამე…
      ვუარვყოფ იმიტომ რომ არ შეესაბამება კაცობრიობის მეცნიერულ ხედვას და აფსურდული ჩანს.

      Like

  46. ადამ და ევას ვუარყოფ! ნოეს ამბავს ვუარვყოფ! ჯერ მცენარეების შექმნის და მერე ვარსკვლავების შექმნის ამბავს ვუარვყოფ! ბაბილონის გოდოლის ისტორიას ვუარვყოფ! აბა კიდევ დამისახელე რამე… არ გაცვს საფუძველი რომ უარყო ასე უაზროდ მეც შემოძლია ვილაპარაკო, ” ადამ და ევას თავი დავანებოთ ეს რწმენის ამბავია, მაგრამ ბიბლიაში მანახე ერთი სად წერია რომ ჯერ მცენარეები შეიქმნა და მერე ვარსკვლავები, კარგად წაიკითხე, ბაბილონის გოდოლსს რაც შეეხება, გეტყვი; არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ იმ ადგილა სადაც დაახლოებით ბაბილონის გოდოლი უნდა ყოფილიყო, უფრო და უფრო ადამიანთა ძველ სამარხებს პოულობდნენ, ანუ ადამიანები იქიდან გავრცელდნენ და გაიფანტნენ მსოფლიოში, ეს არცეოლოგიურად დასტურდება, გარდა ამისა მაკედონელის დროინდელი მემატიანე ამტკიცებდა ბაბილონის გოდოლის ნანგრებები მინახიაო, ესეც არაფერი და ისტორიულ უძველეს წყაროებში მართლაც იპოვეს მოხსენიებული ბაბილონის ქვეყანა, რომლის მეფესაც უნდოდა უზარმაზარი კოშკი აეშენებინა {გინა გოდოლი} თავისი ქვეყნის სადიდებლად, {ადამიანებს იმ დროშიც აწუხებდათ აზრები აეშენებინათ ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი, ყოფილიყვნენ განდიდებულები, და ასე შემდეგ } კიდევ ბევრ რამეს დაგუსახელეფ ნუ დარდობ მაგრამ ჯერ ეს წაიკითხე,

    Like

    • 11 თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
      12 წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
      13 იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე.
      14 თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად – დღეებისა და წელიწადებისა;
      16 გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.
      17 დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
      ახლა რაც წაიკითხე მაგაზე რას მეტყვი? როგორაა დალაგებული? ჯერ იქმნება მიწა და მცენარეულობა და მეორე დღეს მზე, და შემდეგ ვარსკვლავები. მაგის დამწერმა ისიც არ იცოდა რომ მთვარე მნათობი არაა. ასევე დიდი ეჭვი მაქვს იმისა რომ ისიც არ იცოდა ვარსკვლავები და მზე ერთიდაიგივე რომაა. თორე რამენაირად დაუკავშირებდა ერთმანეთს.
      “ბაბილონის გოდოლსს რაც შეეხება, გეტყვი; არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა იმ ადგილა სადაც დაახლოებით ბაბილონის გოდოლი უნდა ყოფილიყო,”
      შესაძლოა, მართლაც რაღაცის შენების ისტორიას დაუკავშირეს ეს ამბავი, მაგრამ, ერთბაშად სხვადასხვა ენაზე ამეტყველებული ხალხის ისტორია სისულელეა. ენები და ეთნოსები საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. ისიც სისულელეა რომ ღმერთმა მათი ამბიციების გამო შეუშალა ხელი. ასე რომ იყოს მთვარეზე გაფრენისთვისაც და დიდი აფეთქების თეორიისთვისაც დაგვსჯიდა. სად ეხლანდელი ამბიციები და სად მაშინდელი 5 სართულიანი კოშკის აგების ამბიცია😀
      “მაკედონელის დროინდელი მემატიანე ამტკიცებდა ბაბილონის გოდოლის ნანგრებები მინახიაო,”
      ბევრი ადამიანი ამტკიცებს ათას უცნაურობას, მერე რა?
      “აწუხებდათ აზრები აეშენებინათ ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი, ყოფილიყვნენ განდიდებულები, და ასე შემდეგ”
      თუ ცათამბჯენი იყო ღმერთის პრობლემა მაშინ ეხლა სულ უნდა დაეფანტა ნიუ იორკის, ჰონგ კონგის, შანხაის,ტოკიოს, დუბაის, ჩიკაგოს და ლოს ანჯელესის მშენებლები…

      Like

  47. მ”ეცნიერება ჯერ-ჯერობით მატერიალურს არ გაცდენია და როგორ ფიქრობ, ის მეცნიერი მათემატიკოსი გაცდებოდა? თქვენი ღმერთიც ხომ მატერიალური სამყაროს მიღმაა?” სწორედაც რომ ერთი სულით დაველოდები წამს რიცა მეცნიერება აღმოაჩენს არამატერიალურს, თუმცა ვფიქრობ ამის წინა პერიოდში ვართ ახლა,

    Like

    • დაელოდე დაელოდე, მაგრამ მე როგორ ვხედავ იცი მაგ მოლოდინს? ფილმ ნატვრის ხეში ელიოზი რომ ცის გახსნას ელოდება ხეზე😀 , ფრთხილად არ გაიყინოთ მანდ😀

      Like

  48. “გუკუმაცის სიმინდისგან გაკეთებული ადამიანი ტყუილია და ბიბლიური ღმერთის მიერ ტალახისგან გამოძერწილი არა?” ხრწნის პროცესი თუ გაგიგია, მიწა ხარ და მიწათვე იქცევი, და არა სიმინდათ, ტალახისგან რაც შეეხება ესაა სწორედ ღვთიური სასწაული რომ ტალახში შთაბერა ცხოველსმყოფელი სული და მით გააცოცხლა იგი, {მემგონი გაკუმაცაში არ იქნება დაწერილი სიმინდში ცოცხალი სული შთაბერა გაკუმაცამო} და სწორედ როცა ადამიანი მიიცვალება მისგან { კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს ” გარდაცვალება” რაც სხვა სამყაროში გადასვლას ნიშნავს} გამოდის უკვდავი სული და ადამიანი იქცევა ისევ მიწად,

    Like

    • ადამიანის შემადგენელი ნივთიერებები სიკვდილის შემდეგ არა მარტო მიწაში რჩება არამედ სხვადასხვა ცოცხალ არსებებში გადადის, მწერებში. ერთუჯრედიან ორგანიზმებში, ბაქტერიებში. ზოგი ატომები ჰაერში იბნევა…
      და ის არაა ღვთიური სასწაული გუკუმაცმა რომ სიმინდისგან გააკეთა ადამიანი? ტალახი სასწაული და სიმინდი არა? რატომ? იმიტომ რომ შენ ტალახის გჯერა?

      Like

  49. “ზუსტადაც რომ ცარელა დაშვებებზეა აშენებული, იმიტომ რომ რელიგიას არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი. არ აქვს მეცნიერული საფუძველი. არც მყარი ისტორიული საფუძველი. მარტო ბუნდოვანი, ძველი ხალხის რაღაც თქმულებები” ისეთივე მეცნიერული საფუძველი აქვს როგორც შემთხვევითობის თეორიას,{ თუ უფრო მეტიც არა} …

    Like

    • სრულებითაც არა, რელიგიას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ აქვს!!! შემთხვევითობას აქვს იმდენად რამდენადაც თუ სამყარო უზარმაზარია, უამრავი საგნებით, მატერიით და ძალებით სავსე იქ ბევრი უჩვეულო პროცესის გადაკვეთაც მოსალოდნელია. ამას რომ მიხვდე მე ვფიქრობ ფიზიკის არსს უნდა ჩაწვდე… როცა გაქვს საგნების დიდი სიმრავლე, იქ ყოველთვის არსებობს იმის შანსი რომ უჩვეულო სტრუქტურები და სიტუაციები მიიღო. როცა გაქვს მილიონი პლანეტა იქ 10-100 რომ სასიცოცხლო ზონაში ყველა სიცოცხლისთვის საჭირო პირობით რომ აღმოჩნდება ეს სასწაული კი არა დამთხვევაა…
      მაგალითს მოგიყვან, იოჰანეს კეპლერი 40 წელი მუშაობდა იმაზე რომ გაეგო რატომაა დედამიწა ამ კონკრეტული მანძილით დაშორებული მზიდან, რათქმაუნდა ვერ დაადგინა, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ციფრში არაფერი განსაკუთრებული არაა. ის არასწორ კითხვას სვამდა. მორწმუნეს რომ კითხო გეტყვის ღმერთმა აირჩია და იმიტომო. არადა დღეს ვიცით რომ არსებობს ათასობით პლანეტა, ვარაუდის მიხედვით ისინი მილიარდობით უნდა იყვნენ მარტო ჩვენ გალაქტიკაში. კონკრეტულ ჩვენ დაშორებას მზესთან, არანაირი მისტიკა და ვინმეს არჩევანი არ განსაზღვრავს, ლოგიკურია რომ მილიარდობით პლანეტიდან რაღაც ნაწილი იქნება სიცოცხლისთვის საჭირო მანძილზე, უფრო მეტი არ იქნება. მაგრამ ეს სრული შემთხვევითობაა. კითხვაზე პასუხი რაღა მაინცდამაინც ამ მანძილით ვიმყოფებით დაშორებული მზისგან – პასუხი ასეთია: იმიტომ რომ სხვა მანძილზე რომ ყოფილიყო, მაშინ კითხვა საერთოდ ვერ დაისმებოდა.

      Like

  50. “აფსურდული მცნება არაა შემთხვევითობა… თქვენ არ მოგწონთ იმიტომ რომ ყველგან ადამიანის მაგვარ იდეალურ ტიპს ეძებთ. ყველგან აზროვნებას ეძებთ,, არადა აზროვნება ადამიანური პროდუქტია. შემთხვევითობაც სამყაროს კანონზომიერებაა. მეცნიერება კი სამყაროს ამოხსნისკენ მიდის. სამყაროს ამოხსნა კი თქვენ სურვილებზე ვერ იქნება მორგებული. არაა აუცილებელი ყველაფრის პასუხი ღმერთი იყოს. ყოველშემთხვევაში ასეთი დასკვნის საფუძველი არ გვაქ.” როგორ გგონია იმის შანსი უფრო მეტი იქნება რომ ამდენი რაღაცა შემთხვევით შექმნილიყო თუ იმის რომ ეს ყველაფერი ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო, ” ადამიანის მაგვარ იდეალურ ტიპს ეძებთ.” სიტყვა ღმერთი ხომ არ გაბნებს? თუნდაც მას უმაღლესი გონი უწოდე, ა”. მეცნიერება კი სამყაროს ამოხსნისკენ მიდის. სამყაროს ამოხსნა კი თქვენ სურვილებზე ვერ იქნება მორგებული. არაა აუცილებელი ყველაფრის პასუხი ღმერთი იყოს” ჩვენ სურვილებზე ჩვენთითონ არ ვირგებთ უბრალოდ ასე ხდება არაფერი მაძლევს საფუძველს რომ ღმერთი უარვყო, ერთი რამე მაინც მითხარი რაც ამტკიცებს გადაჭრით ღმერთის არ არსებობას, ” არაა აუცილებელი ყველაფრის პასუხი ღმერთი იყოს.” ისევე როგორც არაა აუვილებელი ყველაფერზე ვიძახოთ შემთხვევით მოხდაო, {ნუ იქნებით ასეთი დამთხვეულები}

    Like

    • სპეციალური მოწყობის იდეის არ მჯერა.იმიტომ რომ ჯერჯერობით რაც ვიცით ბუნების კანონზომიერებებით ხელმძღვანელობს და არა ვინმეს სურვილების მიხედვით.
      შემთხვევითობაზე კი ზემო კომენტარში ვისაუბრე და იმედია არ გამოტოვებ. ღმერთის უარყოფის საფუძველი მაშინ გექნებათ როცა პრაქტიკულად მიუდგებით საკითხს, მაგრამ თქვენ თქვენი სურვილების წინააღმდეგ ვერ წახვალთ, იმიტომ რომ სასტიკად არ გინდათ ეს. თქვენი სენსიტიური დამოკიდებულება ფაქიზია ამ საკითხთან. თქვენ კითხვას არ დაუსვამთ თქვენზე გაბატონებულ დოგმებს., ეჭვს არ შეიტანთ მათში! იმიტომ რომ ეს თქვენ სენტიმენტებს და შიშებს ეხება.პრაქტიკული მიდგომა, აი რა გაკლიათ. ამიტომ სანამ პრაქტიკულად არ მიუდგებით, ვერასდროს გაიგებთ რატომაა უსაფუძვლო ღმერთის რწმენა.
      მე ყველაფერზე არ ვიძახი შემთხვევით მოხდა მეთქი, მაგრამ შემთხვევითობაც სამყაროს კანონზომიერებების ნაწილია…
      თქვენ ამ ტერმინის ქვეშ, წარმოგიდგენიათ აბსოლიტური ქაოსი… მაგრამ ეგრე არაა მთლად… სამყარო ძალიან დიდია და მდიდარი. მის პროცესებს ბევრი რამ შეუძლიათ, სადაც ძალიან ბევრი რაღაცაა იქ ბევრი რამის მოხდენის ალბათობა არსებობს. ასეთ გარემოში არაფერი გასაკვირი არაა.
      მე გირჩევ კვანტურ ფიზიკას გაეცნო. პოპულარულ დონეზე… დარწმუნდები რომ სამყარო იმაზე უფრო ძლევამოსილი და უცნაურია ვიდრე ფიქრობდი. რომ მას შეუძლია ისეთი უჩვეულო მოქმედება რომელსაც შენი გონება ბოლომდე ვერ გაიაზრებს. და ეს ყველაფერი სამყაროს ფუნდამენტური კანონებიდან გამომდინარე. მერე აღარ გაგიკვირდება შემთხვევითობა. მერე აღარ იტყვი რომ სამყარო ბრმა მატერიაა და მეტი არაფერი. სამყარო მოქმედებს, მაგრამ არა ისე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, თავისი აზროვნებით ან სხვისი აზროვნების მართვით.
      რაც შეეხება ვინმეს მიერ მოწყობილი სამყაროს იდეას
      ძალიან ბავშვურია. ეგ არის უთოს ლოგიკა,
      თუ დაგაინტერესებს გაგიშიფრავ კარგად რას ვგულისხმობ და რატომ მიმაჩნია მსჯელობის ეგ მსვლელობა მცდარად.

      Like

  51. იმაზე რატომ არაფერს მწერ ვინ შექმნა ის ნაწილაკები { თუ რაღაცეები } რის მეშვეობითაც დიდი აფეთქება მივიღეთ? ან ევულუციის საშვალებით დაახლოებით მაინც ამიხსენი როგორ განუვითარდათ ადამიანებს {მხოლოდ ადამიანებს სხვა ევულუციის მიერ მიჩნეულ ჩვენ წინაპრებს არაფერი ამის მსგავსი არ აღენიშნებოდათ მხოლოდ რეფლექსები, და სამყაროში საერთოდ არავის არ შეუძლია იყოს გონიერი არსება} აზრი, ფიქრი, როგორ გავხდით გონიერი ადამიანი? შემთხვევით? ან როგორ წარმოიქმნა პირველი სიცოცხლე, როცა მეცნიერებს ერთი ცოცხალი უჯრედის შექმნაც არ შეუძლიათ, და თურმე წყალში შემთხვევით გაჩენილა პირველი არსებები, შემთხვევითობა {ფაქტიურად } დიახაც რომ აფსურდია, და მხოლოდ იმიტომ აიჩემე რომ როგორმე თავი დააღწიო ღმერთის არსებობის ჭეშმარიტებას,

    Like

  52. ნაწილაკები შეიქმნა მაშინ როცა სამყარო შედარებით გაცივდა, სამყაროს ენერგია კონდენსირდა ნაწილაკებში. მოკლედ ეს ცოტა ღრმა მეცნიერული საკითხია და კომენტარებით ძნელი ასახსნელი.
    ადამიანებს როგორ განუვითარდათ აზროვნების უნარი და ევოლუციის შედეგად, რამ განაპირობა ეს? საჭიროებამ, ევოლუციის მამოძრავებელი ძალა არის თვითგადარჩენა. ადამიანის წინაპრის ტვინს მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ჭირდებოდა მეტი ამოცანების შესრულება, რამაც გამოიწვია ტვინის განვითარება. დასჭირდა ორ ფეხზე სიარული. გარემოდან გამომდინარე. ანუ დედამიწაზე დაიწყო მშრალი ეპოქა, ტენიანი ტყეები რახან იშვიათობა იყო. ადამიანის წინაპარს აღარ უწევდა ხეებზე ცხოვრება. სამაგიეროდ უნდა ევლო მიწაზე. ხეები მშრალ ეპოქაში გახდა დაბალი. (ცოტა წყალი ქონდათ უფრო) ისე რომ ადამიანის წინაპარს ორ ფეხზე დადგომით, ხეზე აუსვლელად, შეეძლო ტოტებს მიწვდენოდა. ამ მოქმედების ხშირი გამეორების საჭიროებიდან გამომდინარე მან თაობიდან თაობამდე შეიცვალა დგომის და სიარულის მანერა. ოთხი კიდურის ნაცვლად უფრო ხშირად დადიოდა ორ კიდურზე. რამაც სიმძიმის ცენტრის ცვლილება გამოიწვია. ამან თავის მხრივ გამოიწვია ის რომ წინა ორ კიდურს სხვა ფუნქცია მიეცა, იმიტომ წინა კიდურები სიარულისგან განთავისუფლდა. ქვემო კიდურებს კი მხოლოდ სიარულის ფუნქცია დარჩათ.წინა ორი კიდური უფრო მოსახერხებელი გახდა საგნების ხელში დასაკავებლად, სხეულის ნაწილების ფუნქციები რომ იცვლება იცვლება ტვინის სტრუქტურაც. ტვინში ხომ მთელი სხეულის რუკაა. ხელების განვითარებამ განაპირობა ის რომ ადამიანის წინაპარმა დახვეწა თავისი ჯოხები და ქვები, ანუ რასაც იყენებდა სანადიროდ ან საკვების მოსაგროვებლად. იარაღების დახვეწამ, გამოიწვია ნადირობის და შეგროვების უფრო მაღალი სტანდარტი. საკვების უფრო მაღალმა სტანდარტმა გამოიწვია ტვინის უკვეთ კვება. და შესაბამისად უფრო კარგი განვითარება. ადამიანი სულ ოდნავ დაწინაურდა სხვა ცხოველებთან შედარებით. როცა დიდ ჯგუფებად დაიწყეს ცხოვრება და ყველაზე უფრო საზრიანებიც იყვნენ აღმოჩნდნენ სხვა სახეობებზე დომინანტური..ანუ ადამიანის იარაღი გახდა აზროვნების ნიშნები, რომელიც ყველაზე ძლიერი იარაღი იყო (და ახლაც არის).სხვა ცხოველების იარაღი, ზოგის ყნოსვა გახდა ევოლუციურად, ზოგის, მარდი ფეხები, ზოგის ძლიერი კლანჭები. ადამიანის გადარჩენა კი მის აზროვნების უნარში მდგომარეობდა, ეს კი ორ ფეხზე სიარულმა განაპირობა. ცეცხლის გამოყენების აღმოჩენამ კი ყველაზე დიდი რევოლუცია მოახდინა ადამიანის და მისი აზროვნების განვითარებაში. ადამიანმა დაიწყო უფრო დელიკატურად დამუშავებული საკვების მიღება.ხორცი უკვე ცეცხლზე შემწვარი იყო… ამიტომ ტვინის კვება კიდევ უფრო გაუმჯობესდა.და მისი განვითარებაც გაცილებით დაჩქარდა. ყველაზე დიდი პროგრესი კი მოგვიანებით გაცვლის უნარმა გამოიწვია, ადამიანებმა დაიწყეს ვაჭირობა, იდეების გაცვლა გამოცვლა, შრომის გადანაწილება. და ა.შ. ადამიანის ისტორია ყველაზე შესანიშნავი ისტორიაა ჩვენ პლანეტაზე.
    ეს არის აზროვნების განვითარების ისტორია.ვიღაცას ბრჭყალი ჭირდებოდა, ვიღაცას კბილი და ყნოსვა, ადამიანს აზროვნება დაჭირდა გადასარჩენად.
    “ან როგორ წარმოიქმნა პირველი სიცოცხლე”
    არსებობს მაგაზე თეორიები აბიოგენეზი, პანსპერმია და ა.შ..
    თუმცა ზუსტად არავინ იცის. მაგრამ მე მიმაჩნია რომ ყველაზე ლოგიკურია რომ სიცოცხლის წარმოშობა ისეთივე კანონზომიერებაა, როგორც პლანეტის წარმოშობა. და გალაქტიკების… ჩვენ ვიცით როგორ წარმოიქმნება პლანეტები და გალაქტიკები. ვიცით რომ ჩვენი ატომები ვარსკვლავებში ყალიბდება, თერმობირთვული სინთეზის შედეგად… ასე რომ ჩვენ სიცოცხლის გაჩენამდე მომხდარი ბევრი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გავშიფრეთ მეცნიერულად. ღმერთის გარეშე. არც სიცოცხლე იქნება გამონაკლისი. უბრალოდ მეტი მონაცემები და კვლევაა საჭირო, მარსზე სიცოცხლე თუ დადასტურდა ხომ საერთოდ იმის დამამტკიცებელი იქნება რომ დედამიწა ერთადერთი არაა, რომ ჩვენი პლანეტა არაა ვინმეს სპეციალური არჩევანი, არამედ სიცოცხლის წარმოქმნა არის კანონზომიერების შედეგი. ისეთივე როგორც პლანეტის წარმოქმნა. მარსზე (ასე ახლოს) სიცოცხლის აღმოჩენა ნიშნავს რომ მთელი სამყარო სავსეა განსხვავებული სიცოცხლით. და როცა სიცოცხლე ასეთი სიმრავლითაა წარმოდგენილი სამყაროში ეს ნიშნავს რომ სიცოცხლე კანონზომერების შედეგია და არა განსაკუთრებული ერთჯერადი ვინმეს ნება. ვიკინგის მისიის ხელახალი ანალიზი კი მეცნიერებს აფიქრებინებს რომ 99%-ით მარსზე უნდა არსებობდეს სიცოცხლე.
    შემთხვევითობაზე კარგად დაფიქრდი! მე რაც დავწერე ის აწონ დაწონე.

    Like

  53. ჰო ცოცხალი უჯრედის მეცნიერების მიერ ვერ შექმნას რაც ეხება, ცოტა თუ დაფიქრები მიხვდები.. ჩვენი თანამედროვე მეცნიერება ათწლეულებს ითვლის, სიცოცხლის განვითარება კი მილიარდებს… აი როცა მეცნიერება მილიარდი წლის იქნება, მერე დასვი ეგ კითხვა… ევოლუცია 3,8 მილიარდი წლის ინჟინერია, ჩვენი თანამედროვე მეცნიერება კი 50?? ჰა ჰა 100 გაწელე გამოწელე.

    Like

  54. “:სრულებითაც არა, რელიგიას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ აქვს!!! შემთხვევითობას აქვს იმდენად რამდენადაც თუ სამყარო უზარმაზარია, უამრავი საგნებით, მატერიით და ძალებით სავსე იქ ბევრი უჩვეულო პროცესის გადაკვეთაც მოსალოდნელია. ამას რომ მიხვდე მე ვფიქრობ ფიზიკის არსს უნდა ჩაწვდე… როცა გაქვს საგნების დიდი სიმრავლე, იქ ყოველთვის არსებობს იმის შანსი რომ უჩვეულო სტრუქტურები და სიტუაციები მიიღო. როცა გაქვს მილიონი პლანეტა იქ 10-100 რომ სასიცოცხლო ზონაში ყველა სიცოცხლისთვის საჭირო პირობით რომ აღმოჩნდება ეს სასწაული კი არა დამთხვევაა…” კარგი მაშინ მითხარი ის “როცა გაქვს საგნების დიდი სიმრავლე,” ეს უამრავი საგნები ვიღამ შექმნა?

    Like

    • ვშიშობ წრეზე ვიტრიალებთ.
      და აუცილებელია ვიღაცას შეექმნა?
      ჯერ ის უნდა დაამტკიცოთ რომ ეს საგნები და საერთოდ სამყარო შექმნადია.
      უთოს ლოგიკას ვუახლოვდებით (მე დავარქვი ეს სახელი) რომლითაც მორწმუნეები ხშირად ხელმძღვანელობენ

      Like

  55. “აგალითს მოგიყვან, იოჰანეს კეპლერი 40 წელი მუშაობდა იმაზე რომ გაეგო რატომაა დედამიწა ამ კონკრეტული მანძილით დაშორებული მზიდან, რათქმაუნდა ვერ დაადგინა, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ციფრში არაფერი განსაკუთრებული არაა.” იმიტომაც ვერ მიაგნო პასუხს რომ იგი {მანძილი} ღმერთმა განსაზღვრა, “ითხვაზე პასუხი რაღა მაინცდამაინც ამ მანძილით ვიმყოფებით დაშორებული მზისგან – პასუხი ასეთია: იმიტომ რომ სხვა მანძილზე რომ ყოფილიყო, მაშინ კითხვა საერთოდ ვერ დაისმებოდა.” ამას ნამდვილად ჭეშმარიტებას ამბობ მაგრამ არა პასუხს,

    Like

    • რისი პასუხი არაა, მაშინ დამიკონკრეტე!
      ღმერთმა არა ოჩოპინტრემ განსაზღვრა… ტრილიონი პლანეტიდან მილიარდი იქნება სიცოცხლისთვის საჭირო ადგილას, დანარჩენი ან ახლოს იქნება ან შორს ეს სრულიად შემთხვევითი მოვლენა იქნება… მათემატიკურად და ალბათურად მიუდექით საკითხს და მიხვდებით როგორ მუშაობს შემთხვევითობა.

      Like

  56. “ღმერთის უარყოფის საფუძველი მაშინ გექნებათ როცა პრაქტიკულად მიუდგებით საკითხს, მაგრამ თქვენ თქვენი სურვილების წინააღმდეგ ვერ წახვალთ, იმიტომ რომ სასტიკად არ გინდათ ეს. თქვენი სენსიტიური დამოკიდებულება ფაქიზია ამ საკითხთან.” იგივეს გეტყოდი,

    Like

    • და ძალიანაც შეცდებოდი თუ ამის შეტრიალება გინდა შენს სასარგებლოდ.

      Like

  57. “სრულებითაც არა, რელიგიას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ აქვს!!!” შენ არ ამტკიცებდი თეორიულად შესაძლოა ღმერთის გიგანტური ჟღვლინტშიც ვარსებობდეთო? და შენი აზრით არ შეიძლება რომ ღმერთი უბრალოდ არსებობდეს?

    Like

    • მე მხოლოდ ის ვთქვი რომ ფილოსოფიურად ყველაფრის დაშვება შეიძლება…ფილოსოფიური იმას ნიშნავს რომ ყველაფრის ყბედობა შეიძლება. სიტყვა თეორიული კი ცარელა დაშვებებს გულისხმობდა და არა მეცნიერულ საფუძვლებს. მეცნიერული თეორია სხვაა და ისე დამოუკიდებელი მნიშვნელობით თეორიული დაშვება სხვა, თეორიული დაშვება ნიშნავს როცა საფუძველი არ გაქვს და ისე მხოლოდ ზეპირ დაშვებებს აკეთებ.
      ღმერთი შეიძლება არსებობდეს. ისევე როგორც შეიძლება არსებობდეს სანტა კლაუსი, ფერიები, ქონდრისკაცები. და სხვა მრავალი ზღაპრული პერსონაჟი…
      შენ თუ დამადგები ჩანგლით, კისერზე მომაჭერ და მომთხოვ დამიმტკიცე რომ ფერიები არ არსებობენო, მე რათქმაუნდა ვერ დავამტკიცებ. გეტყვი რომ ფერიები ზღაპრებში წერია, რომ ეგ ბავშვური ფანტაზიებია და ა.შ.. მაგრამ საბუთს ვერ დაგიდებ რომ არ არსებობენ. იგივეა ღმერთის შემთხვევაც.. ყველამ ვიცით რომ ფერიების ამბავი აფსურდულია. ღმერთის არსებობაც იგივენაირად აფსურდული ჩანს. მისი არსებობის შანსიც ისეთივე მცირეა როგორც ფერიების. უბრალოდ ბევრ ადამიანს თავს მოახვიეს ეს იდეა. ბევრ ადამიანს თავად დაეზარა ფიქრი. ბევრ ადამიანს ურჩევნია სხვისი დაღეჭილის გადაყლაპვა, ბევრი ადამიანია სუსტი. ბევრი ადამიანი ვერ ანიჭებს თავის ცხოვრებას თავად იმ აზრს რაც ჭირდება. ბევრი ადამიანია რომელსაც ურჩევნია სოციუმს დაუჯეროს ყველაფერში.

      Like

  58. “ადამიანის შემადგენელი ნივთიერებები სიკვდილის შემდეგ არა მარტო მიწაში რჩება” გასაგებია მაგრამ ნაწილი ხომ მაინც რჩება მიწაში? სიმინდიც ასეა?

    Like

    • სიმინდიც რომ დალპება მიწაში იქნება მა რა.. ზოგი ადამიანში მოხვდება და მერე ისევ მიწაში😀

      Like

      • სიმინდი შეძენილი ელემენტია{ თუ რა ვიცი რა ქვია} და საერთოდ კარგი შევწყვიტოთ ამაზე კამათი,

        Like

    • “მე მხოლოდ ის ვთქვი რომ ფილოსოფიურად ყველაფრის დაშვება შეიძლება” ფილოსოფიურად არ გითქვამს შენ თქვი რომ მასეთი ბევრი თეორია შეიძლება მოვიგონოო…

      Like

      • კარგად წაიკითხე ის კომენტარი! კი ბატონო თეორიას მოიგონებ, მაგრამ საფუძველი არ ექნება. არც ფაქტობრივი და არც არანაირი. ცარელა დაშვებებზე ყველაფრის მოგონება შეიძლება… მე ეს ვთქვი.

        Like

  59. ჰაჰაჰაჰა დავიწყოთ იქიდან რომ მაინტერესებს 11 დან რატომ დაიწყე? იქ ნახავდი ვარსკვლავები როდის შეიქმნა, მეორეც აქ ლაპარაკი მხოლოდ მთვარეს და მზეს ეხება, { მზე ვარსკვლავია, მაგრამ ბიბლიაში ცალკე იმიტომაა ნახსენები რომ ჩვენ უშუალოდ გვეხება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, } იცი მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადრე მთვარე დედამიწის ნაწილი ყოფილა, და ის მართლაც დედამიწაზე მეტეორიდის ჩამოვარდნის შედეგად მოწყდა დედამიწას, ანუ ბიბლია ამ შემთხვევაში { და საერთოდაც } მართალია,

    Like

  60. ეხლა მეკაიფები თუ სერიოზულად წერ მაგას? აი ჩაგისვავ ტექსტს და მანახე ერთი 11-მდე სად წერია რომ ვარსკვლავები შეიქმნა?
    1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
    2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
    3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
    4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
    5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე.
    6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
    7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
    8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე.
    9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
    10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
    სად წერია აქ რომ ვარსკვლავები შეიქმნა?
    ეხლა ნათელს დააბრალებ? თუ ნათელის შექმნა იგივე ვარსკვლავების შექმნაა რატომ წერია 16-ში ცალკე ვარსკვლავები?? კარგი რა თვალები მეც მაქვს და ვკითხულობ, არ გამოვა ეგრე “ხან ასეა ხან ისე”
    “იცი მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადრე მთვარე დედამიწის ნაწილი ყოფილა, და ის მართლაც დედამიწაზე მეტეორიდის ჩამოვარდნის შედეგად მოწყდა დედამიწას, ანუ ბიბლია ამ შემთხვევაში”
    და ბიბლიაში სად წერია რომ მთვარე დედამიწის ნაწილია? არსად არ წერია!!! თუარადა მანახე ეგ მონაკვეთი!
    დაბადებაში წერია რომ მთვარე არის მნათობი რაც არის არასწორი, მთვარე თავის სინათლეს არ ასხივებს. ის არის შიშველი კლდე, რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს.
    16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები
    მთვარე არ არის მნათობი!!!
    მთვარე ჩამოყალიბდა მაშინ როცა 4-იოდე მილიარდი წლის წინ დედამიწას შეეჯახა სხვა პლანეტა. და არა ასტეროიდი.

    Like

  61. “ვშიშობ წრეზე ვიტრიალებთ.
    და აუცილებელია ვიღაცას შეექმნა?
    ჯერ ის უნდა დაამტკიცოთ რომ ეს საგნები და საერთოდ სამყარო შექმნადია.
    უთოს ლოგიკას ვუახლოვდებით (მე დავარქვი ეს სახელი) რომლითაც მორწმუნეები ხშირად ხელმძღვანელობენ” აბა ამიხსენი მაშინ თვითონ როგორ შეიქმნებოდა? რაღაც მდგომარეობაში ხომ უნდა ყოფილიყო? მეცნიერებს სამყაროს შექმნასთან მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვავენ და არა დამტკიცებულ ვერსიას, ” ნაწილაკები შეიქმნა მაშინ როცა სამყარო შედარებით გაცივდა, სამყაროს ენერგია კონდენსირდა ნაწილაკებში. მოკლედ ეს ცოტა ღრმა მეცნიერული საკითხია და კომენტარებით ძნელი ასახსნელი” ეს არის ვარაუდი და არა ნამდვილად ჭეშმარიტება, ასე არ არის? ეს დამტკიცებულია? ამიხსენი უთოს ლოგიკას რას ეძახი? . “ჯერ ის უნდა დაამტკიცოთ რომ ეს საგნები და საერთოდ სამყარო შექმნადია.” ვერ გავიგე ნორმალურად ამიხსენი{ შენსავით კარგად არ ვფლობ ფიზიკას} რას გულისხმობ? თუ სწორად გავიგე იმის თქმას ცდილობ რომ სამყარო თავისით ვერაფერს ვერ შექმნიდა? მეც ეს ვერსია მაქვს და მაგიტომაც ვაღიარებ ღმერთს,

    Like

    • თვითონ როგორ შეიქმნებოდა? მაშინ დავაკონკრეტოთ კონკრეტულად რა საგანზე მეკითხები.
      “ეს არის ვარაუდი და არა ნამდვილად ჭეშმარიტება, ასე არ არის?”
      ვარაუდი არ არის უკვე. აქ ყველაფერი ნათელია. სამყაროს მთელი ენერგია თავმოყრილი იყო რაღაც მცირე მონაკვეთში… ამ მდგომარეობაში ნაწილაკები ვერ იარსებებდნენ. უკიდურესად შეკუმშულ მდგომარეობაში იყო მხოლოდ ენერგია… შემდეგ როცა სამყარო ექსპონენციალურად გაფართოვდა, ტემპერატურა დაეცა, ლოგიკურია რომ უკიდურესად შეკუმშულ მდგომარეობაში ტემპერატურა მაღალი იქნებოდა. როცა გაფართოვდა ტემპერატურამაც დაიკლო, ენერგია და მატერია ერთიდაიგივეა გეცოდინება აინშტაინის ფორმულა E=mc^2 ენერგია და მატერია რომ ერთიდაიგივეა ეს დამტკიცდა ატომური ბომბის შექმნით, და ბირთვული სინთეზის გაგებით. ასე რომ როცა სამყარო საკმარისად გაფართოვდა, ტემპერატურა დაეცა (ქიმიის კანონია ესეც როგორც შეკუმშვისას გაცხელება) ენერგიის განაწილება გაუხშოვდა, ენერგიის ნაწილი კონდენსირდა სუბ ატომურ ნაწილაკებად. ეს იყო პორველი მატერია. ენერგია კონვერტირდება მატერიად და შემდეგ საბოლოოდ მატერია ისევ ენერგიად.
      სამყაროს ადრეულ სურათს დაკვირვებებიც ამყარებს. WMAP-ის მიერ შექმნილი რუკა იმის აშკარა მტკიცებულებაა რომ სამყარო იყო კვანტური ზომის, შემდეგ ეს კვანტურ ფლუქტუაციური ტალღები, სამყაროს გაფართოებასთან ერთად გაიწელა. 300 000 წლის სამყაროში ამ ფონური გამოსხივების ტემპერატურა იყო 3000 კელვინი დღეს არის 3 კელვინი… ანუ ესეც იმის მტკიცებულებაა რომ სამყაროს ის სურათი რაც აღვწერე მართალია.
      “ამიხსენი უთოს ლოგიკას რას ეძახი?”
      უთოს ლოგიკით ხელმძღვანელობენ ძირითადად მორწმუნეები. ნუ ეხლა რატომ ქვია უთოს ლოგიკა😀
      სიმბოლურია რომ ინგლისურად უთოს Iron-ს ეძახიან, ანუ რკინას. “რკინის” ლოგიკა. რკინა იმიტომ რომ სწორხაზოვანია და დამოკიდებულია ყოფით შეხედულებებზე. სწორედ ამიტომ უთო წარმოადგენს, ადამიანური ყოფითი, პრიმიტიული გარემოს ანალოგიას. ადამიანი ფიქრობს რომ რახან თავად არის შემოქმედი: ანუ აკეთებს საყოფაცხოვრებო ნივთებს, იარაღებს, ქმნის ხელოვნებას. ე.ი სამყაროც იგივე პრინციპით უნდა იყოს შექმნილი. ბევრს მიაჩნია რომ ეს სწორი წინამძღვარია მისი წარმოდგენებისთვის. აი ეს მონიტორი ადამიანმა შექმნა. ეს მაგიდაც. ის სახლი ადამიანმა ააშენა. ანუ ბუნების გარდა ყველაფერი ადამიანმა შექმნა ჩვენ გარემოში. ამიტომ ბუნებაც ვინმეს უნდა შეექმნა. ეს არის არასწორი მიდგომა.და რატომ – ადამიანი ცხოვრობს სამყაროს საშუალო გარემოში.. რომ შეგეძლოს და გაცდე ამ საშუალო გარემოს, აღმოაჩენ რომ სამყარო ისე არაა მოწყობილი როგორსაც შენ იცნობ, შენი საშუალო გარემოდან. სამყაროს სხვადასხვა მასშტაბებზე სხვადასხვა მიდგომა ჭირდება. შესაბამისად ყველგან ერთი მარტივი ლოგიკა ვერ იმუშავებს. კვანტურ სამყაროში რომ აღმოჩნდე. სადაც ნაწილაკები 2 ადგილას ერთდროულად არსებობენ ან ორი განსხვავებული მახასიათებელი აქვთ ერთდროულად. ადამიანური ლოგიკა ხომ იმსხვრევა? ცდება ადამიანის აღქმას და ლოგიკას ის რაც ძალიან პატარა მასშტაბზე ხდება. ასევე ძალიან დიდი მასშტაბები. მარტო ზომებს არ ვგულისხმობ. ავიღოთ დროის. ან შეცნობის დიდი მასშტაბები. დავსვათ ყველაზე სიღრმისეული კითხვა. რა არის სამყარო?
      მაგალითს მოვიყვან სადემონსტრაციოდ: 1600-იანებში ნიუტონმა ჩამოაყალიბა მიზიდულობის კანონები და აღწერა როგორ მოძრაობენ პლანეტები. ნიუტონის მექანიკამ აღწერა სხეულების მოძრაობა საშუალო გარემოში. თითქოს ყველაფერს აღწერდა და რა საჭირო იყო აინშტაინის ფარდობითობა, მაგრამ აინშტაინის თეორიამ გადაფარა ნიუტონი. და გაწვდა ისეთ მასშტაბებს სადაც ნიუტონი ვერ გაწვდებოდა. ნიუტონის კანონები შეცდომად არ გადაიქცა ის დარჩა თავის სივრცეში. როცა მაგიდაზე ბურთულებს აგორავებ, მათი მოქმედება შეგიძლია აღწერო ნიუტონის კანონებით, მაგრამ როცა მოძრაობ სინათლის სიჩქარეზე მაშინ უკვე ნიუტონი აღარ გამოგადგება, ანუ მასშტაბები შეიცვალა. ხვდები? ძლიერ გრავიტაციაზე და მაღალ სიჩქარეებზე ნიუტონი ვეღარ გიხსნის რა ხდება, ამიტომ ძველი მიდგომა აღარ ვარგა. იგივე ლიმიტი აქვს აინშტაინის თეორიას. როცა სინგულარობამდე მიდის საქმე, იქ აინშტაინის ფორმულები აღარ მოქმედებენ, საჭიროა ახალი ახსნა. ამით იმის თქმა მინდა რომ ერთი მარტივი, ყოფითი სიტუაციის ლოგიკური მიგნებით ვერ ამოხსნი სამყაროს. მარტივი ლოგიკური მიგნებით რომელიც მხოლოდ ჩვენ საშუალო გარემოში არსებობს. ჩვენი საშუალო გარემო ბევრ რამეს სხვანაირად წარმოაჩენს. ატომებში იმდენი ცარიელი სივრცეა რომ შიგნით რომ შეიხედო, თუ ატომი იქნებოდა სტადიონის ზომის, მისი ბირთვი ასანთის ღერის ზომის, ხოლო ელექტრონები უწონო ნისლის მაგვარი რამ რომელიც მხოლოდ კიდეებში იქნებოდა გარშემომრტყმული. ანუ მთელი სტადიონის ზომის 99.99% ცარიელი სივრცე იქნებოდა. რომ აიღო ემპაია სტეიტ ბილდინგი 101 სართულიანი მილიონობით ტონა რკინაბეტონის შენობა და მის ატომებს მოაშორო ცარიელი სივრცე. ვთქვათ წეღანდელი ანალოგიით: ატომები იყოს ასანთის ღერზე ოდნავ დიდი, ისე რომ ელექტრონები და ბირთვი ჩაეტიოს მჭიდროდ. მაშინ ეს უზარმაზარი 500 მეტრიანი შენობა დარჩება ბრინჯის მარცვლის ოდენა.
      ხვდები რამდენი ცარიელი სივრცეა ჩვენში? ასე რომ ჩვენი საშუალო გარემო, არაა ის რაც ერთი შეხედვით ჩანს. უდიდეს და უმცირეს მასშტაბებზე იცვლება ყველაფერი, რასაც ჩვენ გარემოში აქვს აზრი იმას კვანტურ დონეზე აზრი ეკარგება. რაც ჩვენ გარემოში ლოგიკურია იმას ეკარგება ლოგიკურობა. სამყარო უნივერსუმია. ანუ ყოვლის მომცველი. ის მოითხოვს ძალიან კომპლექსურ გააზრებას. უთოს ლოგიკა კი ძალიან პრიმიტიულია ამისთვის. უთო ადამიანმა შექმნა ე.ი სამყაროც შექმნა ვინმემ. ეს არის პრიმიტიული მიდგომა. ჩვენ საქმე გვაქ არა მეტალის და პლასტმასის ხელსაწყოსთან არამედ ყოვლის მომცველობასთან, რომელსაც სხვადასხვა მასშტაბებზე სხვადასხვა სირთულეები აქვს. ეს მიდგომა: – რაც უფრო რთულია ე.ი მით უფრო ვინმეს შემოქმედება უნდა იყოს არის მცდარი. მითუმეტეს თუ ალტერნატივებს საერთოდ არ ეძებ და უთოს გაკეთებით გინდა ამოხსნა მთელი სამყარო.
      უთოს მაგივრად რაც გინდა ის ჩასვი, თუგინდ ყველაზე ფაქიზი და რთული მოწყობილობა რაც კი ადამიანს შეუქმნია.

      Like

  62. “ღმერთი შეიძლება არსებობდეს. ისევე როგორც შეიძლება არსებობდეს სანტა კლაუსი, ფერიები, ქონდრისკაცები. და სხვა მრავალი ზღაპრული პერსონაჟი…” სანტა კლაუსი რატომ არ ჩამოდის ახალ წელს და არ გვირიგებს საჩუქრებს?

    Like

    • იმიტომ რომ ეგ სტერეოტიპია, ხალხმა მიაწერა ეგ ვითომ საჩუქრებს არიგებსო, სინამდვილეში სურვილებს ასრულებს… ოღონდ ეგ თავად სანტას არჩევანის მიხედვით ხდება, მდიდარ ბავშვებს უსრულებს ძირითადად.
      სანტაზეც ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, ასე რომ მის არ არსებობას ვერ დაამტკიცებთ!😀

      Like

  63. “დაელოდე დაელოდე, მაგრამ მე როგორ ვხედავ იცი მაგ მოლოდინს? ფილმ ნატვრის ხეში ელიოზი რომ ცის გახსნას ელოდება ხეზე , ფრთხილად არ გაიყინოთ მანდ” შენ კი 12 საუკუნის ადამიანს გავხარ რომელსაც ვერ დაარწმუნებდი რომ შესაძლოა ადამიანი მთვარეზე დამდგარიყო

    Like

  64. “ვერ გავიგე ნორმალურად ამიხსენი{ შენსავით კარგად არ ვფლობ ფიზიკას} რას გულისხმობ? თუ სწორად გავიგე იმის თქმას ცდილობ რომ სამყარო თავისით ვერაფერს ვერ შექმნიდა?”
    არა მაგის თქმას არ ვცდილობ!
    “თავისით”
    ეს სიტყვა საერთოდ ლექსიკონიდან ამოსაგდებია, როცა სამყაროს სტრუქტურების შექმნაზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ თავისით კი არა კანონზომიერებებით იმართება ყველაფერი. ის შემთხვევითობაც კანონზომიერების ნაწილია რაც არ მოგწონთ თქვენ.
    მე ვამბობ რომ სანამ დაასკვნით რომ სამყარო შემოქმედების ნაყოფია, მანამდე ის უნდა დაადგინოთ იქმნება თუ არა სამყარო და მისი სტრუქტურები ვინმეს მიერ.ანუ შესაძლებელია თუ არა ეს?
    მაგრამ ეს გადაულახავი ექსპერიმენტია😀
    “შენ კი 12 საუკუნის ადამიანს გავხარ რომელსაც ვერ დაარწმუნებდი რომ შესაძლოა ადამიანი მთვარეზე დამდგარიყო”
    რას ერჩი მერე 12 საუკუნის ადამიანს? ძალიანაც სწორს იზამდა თუ არ დაგიჯერებდა.
    თუ არ აუხსნიდი და აჩვენებდი ყველაფერს, როგორ მუშაობს რაკეტა, როგორ ფრინდება ზემოთ. რა ძალა სწევს. რა არის გრავიტაცია, როგორი ფორმა აქვს დედამიწას, რა მანძილზეა მთვარე. და ა.შ უამრავ რამეს.
    12-ე საუკუნეში რომ მოხვდე და არაფერი საბუთი არ გქონდეს და არც აუხსნა, მაშინ არ დაგიჯერებენ და მართლებიც იქნებიან. იგივეა ზუსტად აქაც. ცარელა სიტყვებით უამრავ დაშვებას გავაკეთებ, მაგრამ საბუთი თუ არ გაქვს. ტყუილია დაშვებები, რამდენიც გინდა აკეთე,

    ეხლა თუ რამე იცით ზღაპრების გარდა ღმერთზე მაშ თქვით ბოლომდე! მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ საბუთები არ არსებობს.არსებობს მხოლოდ სუბიექტური გამოცდილებები. ზოგი მფრინავ სპილოს გრძნობს გულით და ზოგი ოჩოპინტრეს.
    მასე ბავშვებსაც სჯერათ სანტა კლაუსის.

    Like

  65. “ეს არის ვარაუდი და არა ნამდვილად ჭეშმარიტება, ასე არ არის?”
    ვარაუდი არ არის უკვე. აქ ყველაფერი ნათელია. სამყაროს მთელი ენერგია თავმოყრილი იყო რაღაც მცირე მონაკვეთში… ამ მდგომარეობაში ნაწილაკები ვერ იარსებებდნენ. უკიდურესად შეკუმშულ მდგომარეობაში იყო მხოლოდ ენერგია… შემდეგ როცა სამყარო ექსპონენციალურად გაფართოვდა, ტემპერატურა დაეცა, ლოგიკურია რომ უკიდურესად შეკუმშულ მდგომარეობაში ტემპერატურა მაღალი იქნებოდა. როცა გაფართოვდა ტემპერატურამაც დაიკლო, ცაინშტაინის ფორმულა E=mc^2 ენერგია და მატერია რომ ერთიდაიგივეა ეს დამტკიცდა ატომური ბომბის შექმნით, და ბირთვული სინთეზის გაგებით. ასე რომ როცა სამყარო საკმარისად გაფართოვდა, ტემპერატურა დაეცა (ქიმიის კანონია ესეც როგორც შეკუმშვისას გაცხელება) ენერგიის განაწილება გაუხშოვდა, ენერგიის ნაწილი კონდენსირდა სუბ ატომურ ნაწილაკებად. ეს იყო პორველი მატერია. ენერგია კონვერტირდება მატერიად და შემდეგ საბოლოოდ მატერია ისევ ენერგიად.
    სამყაროს ადრეულ სურათს დაკვირვებებიც ამყარებს. WMAP-ის მიერ შექმნილი რუკა იმის აშკარა მტკიცებულებაა რომ სამყარო იყო კვანტური ზომის, შემდეგ ეს კვანტურ ფლუქტუაციური ტალღები, სამყაროს გაფართოებასთან ერთად გაიწელა. 300 000 წლის სამყაროში ამ ფონური გამოსხივების ტემპერატურა იყო 3000 კელვინი დღეს არის 3 კელვინი… ანუ ესეც იმის მტკიცებულებაა რომ სამყაროს ის სურათი რაც აღვწერე მართალია.” მაპატიე ამდენი ხანი რომ ვერ გწერდი ვიმედოვნებ რომ კიდევ შემოხვალ ამ გვერძე, დიახ, დიახ, გასაგებია რომ ყველაფერი ნათელია, მაშ კარგი “მყაროს მთელი ენერგია თავმოყრილი იყო რაღაც მცირე მონაკვეთში… ამ მდგომარეობაში ნაწილაკები ვერ იარსებებდნენ” ნაწილაკები ვერ იარსებებდნენ? ეს თუ სწორად მესმის ნიშნავს იმას რომ არსებობდა რაღაც არამატერიალური? თუ სწორად გავიგე ასეა ხომ? “ნუ ესეც იმის მტკიცებულებაა რომ სამყაროს ის სურათი რაც აღვწერე მართალია.” ამ ვესიით რას მიმტკიცებ, ქრისტიანობა სულაც არ უარყოფს ამ ვერსიას, ჩვენთვის იცი რას ნიშნავს ეს, იმას რომ ის შეკუმშული ენერგია რომელიც თავდაპირვალად არსებობდა სწორედ ღმერთის ძალით შეიქმნა, ანუ როგორც ზემოთ ვახსენეთ ღმერთი სრული სულია, სრული სიყვარული, თავად სიტყვა ღმერთი ნიშნევს არა ვინმე ტიპს რომელმაც სამყარო შექმნა არამედ ღრმას და ერთს, შეუცნობელს, სიყვარულის თვისება კი ის გახლავთ რომ გადმოიღვაროს რაიმეზე ან ვინმეზე, ანუ ფაქტი რომ სამყარო შეიქმნა ეს გახლავთ, ღმერთის უდიდესი სიყვარული, რადგან მას სურდა შექმნილიყო ყველაფერი ეს, გვეარსება ადამიანებს როგორც მის ხატად და მსგავსათ შექმნილებს, ადამიანს დაუდგინა და მისცა სჯული რითაც უნდა ეცხოვრა, მოკლედ იდეალური ჰარმონიული სამყარო იქნებოდა რომ არა ცოდვა, სიყვარულმა წარმოქმნა თავდაპირველი ენერგია, ” შემდეგ როცა სამყარო ექსპონენციალურად გაფართოვდა,” რატომ გაფართოვდა? რამ გამოიწვია ყოველივე ეს? რაღაც ძალა ხომ ურევია ამაში?

    Like

    • “ნაწილაკები ვერ იარსებებდნენ? ეს თუ სწორად მესმის ნიშნავს იმას რომ არსებობდა რაღაც არამატერიალური?”
      ნაწილაკებამდე იყო მხოლოდ ენერგია, ენერგია კი მატერიალურია.
      “ჩვენთვის იცი რას ნიშნავს ეს, იმას რომ ის შეკუმშული ენერგია რომელიც თავდაპირვალად არსებობდა სწორედ ღმერთის ძალით შეიქმნა”
      საიდან ეს დასკვნა? გამოიკვლიეთ და გაიგეთ? არა რათქმაუნდა, თქვენ უბრალოდ ასე გინდათ, სხვა მიზეზი არ არსებობს ასეთი დასკვნისა.
      შეეცადე რომ ხანდახან რომელიმე საკითხში ცოტა, სულ ცოტა პრაქტიკულად მაინც მიუდგე.
      სანამ მთელ ისტორიებს ააშენებ მანამდე საფუძველს გადახედე.
      “რატომ გაფართოვდა?”
      იმიტომ რომ მისი სივრცე არ შეესაბამებოდა მის ენერგიის შემცველობას, ინფლაციის თეორიის მიხედვით აფეთქება ანუ იგივე გაფართოება გამოიწვია საწვავმა ე.წ კვანტურმა ველმა.
      “რაღაც ძალა ხომ ურევია ამაში?”
      კი ბატონო, ურევია ოღონდ სამყაროს კანონზომიერებების ძალა.

      Like

  66. აინშტაინის ფორმულები, ფიზიკა და ასე შემდეგ, კარგად არ ვიცი, ჯერ არ მისწავლია

    Like

  67. “იმიტომ რომ თავისით კი არა კანონზომიერებებით იმართება ყველაფერი. ის შემთხვევითობაც კანონზომიერების ნაწილია რაც არ მოგწონთ თქვენ.” რა აბი გლუკოზასავით შემთხვევითობას გაიძახით ეს ათეისტები, კანონზომიერებით იმართება დიახ, მაგრამ კანონზომიერება უნდა დაედგინა ვიღაცას ან რაღაცას, ეს წესები რაც სამყაროში მოქმედებს, რაც მეცნიერებამ აღმოაჩინა, სწორედ ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი და განსაზღვრული, შენ აბა რა გეგონა, იმას ვიძახდი რომ ღმერთს თავის ხელზე უდევს დედამიწა და თითებით ატრიალებდა? {მსგავსი რაღაცეები ბერძნულ მითებშია მოთხრობილი} ეს კანონზომიერებებია სწორედ ღმერთის დადგენილი,, აი ამაზე იძახდა ზუსტათ ნიუტონი ჩვენ აღმოვაჩინეთ კანონები, მაგრამ მთავარია ვინ დაადგინა ისინიო, {შენი პასუხი ალბათ ისევ აბი გლუკოზა იქნება, ოოო ეს შემთხვევითობა, ეს არის სულელური ცნება, რომელიც ადამიანს იმისთვის დასჭირდა რომ თავი აერიდებინა პასუხგაუცემელ კითხვებზე, ფაქტებზე, იმას რომ ამდენი წესი რაც სამყაროში მოქმედებს, იმით ხსნით რომ როცა ამდენი მოვლენა და არსი, გვაქვს{არ ვიცი ზუსტად ვრა ქვია} } შეიძლება შემთხვევით დაწესდეს ამდენი კანონები, რომლებიდანაც ერთი რაღაც უმნიშვნელო ჩარევაც რომ მოხდეს ყველგან ქაოსი დაისადგურებს, ეს სრული აფსურდია, კარგად დაფიქრდი ამაზე, მითუმეტეს რომ დღეს ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ, შენ ალბათ სასაცილოდ არ გყოფნის, მაგრამ თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებენ ყველაფერს, ადამიანები ხდებიან გარყვნილები, მსოფლიოში იკლებს ქრისტიანთა რაოდენობა, {თუმცა საქართველოში პირიქით, რადგანაც წინასწარმეტყველება რომ ბოლო შამს საქართველო უნდა გაბრწყინდეს აღესრულება} ისე ნუ დაგემართება “თქვა უგუნურმან გულსა შინა არა არს ღმერთი, განირყვნეს და ბილწ იქმნეს იგინი” ან “კაცი პატივსა შინა იყო ბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ” საერთოდ ყველა ადამიანი მივა ღმერთთან როდესმე, { მთავარრია გვიანი არ აღმოჩნდეს, } როცა ამის დრო მოვა, ამბობს 2 მსოფლიო ომის აწ უკვე გარდაცვლილი ვეტერანი, ” როცა სანგარში გერმანულმა ტანკმა გადაგვიარა და უკან გერმანელების ფეხის ხმა ისმოდა, ზემოდან კი ავიაცია გამალებით გვბომბავდა დავინახე ოფიცერმა როგორ დააგდო იარაღი, მუხლებზე დაეცა და ბავშვობაში ნასწავლი “მამაო ჩვენო” ს ლოცვა დაიწყო, მაშინ მივხვდი რომ ყველა ადამიანი მიდის ღმერთთან, ზოგი როგორი გზით და ზოგი როგორ,” ის კაცი სხვათაშორის მაგ ბრძოლაში გადარჩა და შემდეგ მონასტრის წინამძღვარიც გახდა, {საქართველოში} მოკლედ ახლა მაგვიანდება მაგრამ ერთი ვრცელი კომენტარის დაწერა მინდა რომელიც ბოლო იქნება, {იმ კომენტარში ბიბლიაზეც გეტყვი როდის შეიქმნა ვარსკვლავები} მე ამის მეტი სათქმელი აღარაფერი მაქვს რა, ის მაინც არსებობს, არა ისე როგორც სანტა კლაუსი, რომლებიც ბავშვებს გაუთვიცნობიერად სჯერად, არამედ ჭეშმარიტათ ის არსებობს, ყველგან და თანაც როგორ, {ძახილის ნიშანი არ ვიცი როგორ იწერება}

    Like

  68. “რა აბი გლუკოზასავით შემთხვევითობას გაიძახით ეს ათეისტები”
    იმიტომ გავიძახით რომ მასე ხდება შემთხვევითობა მართავს ძალიან ბევრ რამეს.
    ოღონდ ეს შემთხვევითობა სამყაროს კანონზომიერებების გადაკვეთაა და არა სრული ქაოსი. ჩემი პოზიციის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი ისაა რომ არაადეკვატურად აფასებთ შემთხვევითობასაც და საერთოდ ფიზიკურ არსს.
    “მაგრამ კანონზომიერება უნდა დაედგინა ვიღაცას ან რაღაცას,”
    უთოს ლოგიკაში ნუ გადავარდები, ამის შესახებ ჩემი კომენტარი წაიკითხე გულდასმით.
    შენ რა იცი რომ უნდა დაედგინა ვიღაცას? ისევ იმ წრეში ნუ დავბრუნდებით. ავხსენი უკვე ეგ. უბრალოდ იფიქრე ამ საკითზე.
    “აი ამაზე იძახდა ზუსტათ ნიუტონი ჩვენ აღმოვაჩინეთ კანონები,” ისევ ნიუტონი, დაანებე ნიუტონს თავი, ჩვენ დროში მეტი ვიცით სამყაროზე ვიდრე ნიუტონმა იცოდა.
    “ეს სრული აფსურდია”
    შენ გეჩვენება აფსურდად, იცი რატომ? 1. არ გესმის სამყაროს ფიზიკური არსი. 2. შენთვის სამყარო რაღაც მითიური სასწაულია 3. უთოს ლოგიკით ხელმძღვანელობ 4. რელიგიური გავლენა ბატონობს შენზე,
    ყველა ადამიანი არ მიდის ღმერთთან! ზოგი ათეისტია და მასევე კვდება. ის მომენტი კი რაც აღწერე ჩვეულებვრივი ადამიანური სისუსტე და შიშია.
    ის მაინც ბრუნავს😀 გალილეომ წაიჩურჩულა ეს სიტყვები როცა რომის ეკლესიამ იძალადა მასზე და მის აღმოჩენებზე სამარცხვინოდ უარი ათქმევინეს. ნეტა იმდენი სიცხადე მაინც გქონდეთ რაც გალილეოს ქონდა. ის თავისი თვალით ხედავდა როგორ მოძრაობდა იუპიტერის მთვარეები იუპიტერის გარშემო… თქვენ კი ღმერთის არსებობის არანაირი ფაქტი არ გაქვთ. გალილეოს აღმოჩენები გადამოწმდა და დადასტურდა, თქვენ ღმერთის იდეას კი მეცნიერებაში საერთოდ ვერ ექნება ადგილი და ვერც გადამოწმდება. ღმერთი დარჩება ყოველთვის ინტერპრეტაციად, არარელავენტური ხალხის ილუზორულ იმედად. მეტი არაფერი.

    Like

  69. როგორ მაინტერესებს ვარსკვლავებზე რას იტყვი, ახალ ბიბლიას დაწერ?😀

    Like

    • ახალი ბიბლიის დაწერა ძალიან ძალიან დიდი მკრეხელობაა, მაგას არ ვაპირებ დამაცადე ცოტახანი და გაიგებ, მინდა შენთვის გასაგებ ენაზე აგიხსნა,

      Like

  70. “საიდან ეს დასკვნა? გამოიკვლიეთ და გაიგეთ? არა რათქმაუნდა, თქვენ უბრალოდ ასე გინდათ, სხვა მიზეზი არ არსებობს ასეთი დასკვნისა.” ესეიგი ჩვენ გვინდა ასე არა? ჰმ, ” იმიტომ რომ მისი სივრცე არ შეესაბამებოდა მის ენერგიის შემცველობას, ინფლაციის თეორიის მიხედვით აფეთქება ანუ იგივე გაფართოება გამოიწვია საწვავმა ე.წ კვანტურმა ველმა.” გასაგებია ბატონო ჩემო, მაგრამ საიდან ეს საწვავი? შემთხვევით წარმოიქმნა? ან საერთოდ ვინ მიანიჭა მას ენერგია? {აბმა გლუკოზამ?} იქნებ მითხრა რომ მეცნიერებას ეს ჯერ არ გამოუკვლევია? და თუ ასეა რა იცი იქნებ ღმერთი არსებობს?

    Like

    • ისევ უთოს ლოგიკა
      საიდან საიდან საიდან? გგონია ამ აკვიტაებულ კითხვებს მიყავხარ სადმე? ეგრე ყველაფერზე დავსვამ კითხვას ‘საიდან” და თუ პასუხი არ იცი ე.ი ეს იმას ნიშნავს აპრიორი რომ ვიღაცა სუპერ ღმერთი უნდა იდგეს ამის უკან? სანამ მაგ კითხვას ჩააცივდები მანამდე გათავისუფლდი იმ იდეაფიქსისგან რომ რომ სამყარო აუცილებლად შექმნადია, რომ ყველაფერს ჭირდება ვიღაც სუპერ დიზაინერი. უნდა გათავისუფლდე, იმიტომ რომ რეალურად არავინ იცის ეგ. აი ამ მარტივ ჭეშმარიტებაას ვერ ჩაწვდი. თუ ობიექტური მსჯელობა გინდა უნდა აღიარო რომ არ იცი. რეალურად არავინ იცის, შექმნადია კი საერთოდ სამყარო? სჭირდება აუცილებლად შექმნელი? როცა ამას ობიექტურად გაიაზრებ და აღიარებ რომ ამ საკითხში არ გაქვს ცოდნა. მაშინ შეიძლება თავისუფალი მსჯელობა. მერე მიხვდები რომ ეგ კითხვა აზრს მოკლებულია და არ წარმოადგენს რაიმე ხელჩასაჭიდ ლოგიკურ მიგნებას. ჩვენ შორის დიდი განსხვავება ისაა რომ რაც არ ვიცი იმაზე ვამბობ არ ვიცი. შენ კიდევ გგონია რომ უთოს ლოგიკას 100%-იანად მიყევხარ ღმერთის არსებობამდე. დაფიქრდი ასეთი ერთმნიშვნელოვანია ეს საკითხი??? ცოდნის შავი ხვრელები აუცილებლად ნიშნავს რომ ყველაფერს ჭირდება შემოქმედი?. იქნებ ეს ანთროპული მიდგომაა. ჯერ ეს დაშვება გააკეთე ობიექტურობისთვის და მიხვდები რასაც ვამბობ.
      მოდი სიტუაცია დროებით შევატრიალოთ. დაივიწყე ღმერთის არსებობის საკითხი დროებით: დავუშვათ შენ გაქვს რაღაც ცოდნა სამყაროზე, და აქედან გამომდინარე აკეთებ დასკვნებს, შენ იცი A, B. С და D საკითხები. იმიტომ რომ ეს არის საჯარო მეცნიერული საკითხები რომლებიც გადამოწმებულია. და შესაბამისად მიგაჩნია რომ ისინი დიდი ალბათობით სწორია. ამ A , B, C, და D საკითხებით მიიღება კომბინაციები AB, AC, AD, და ა.შ. და არანაირად არ მიიღება: – E, მოდის ვიღაც და გეუბნება არსებობს საკითხი E, რომელიც რეალურად არანაირ მეცნიერულ ცოდნას არ ეფუძნება.მაგრამ გიმტკიცებს რომ ჭეშმარიტებაა, შენ ეუბნები რომ ეგ იდეა არ მიიღება იმ საკითხთა არც ერთი კომბინაციით. ის გიპირისპირდება ასე: რომ შენ არ იცი A B C D-ს პირველმიზეზი. მაგრამ სინადვილეში არც იმან იცის. იმიტომ რომ მისი ე.წ ცოდნა არის მთლიანად სუბიექტური ინტერპრეტაცია და არა კვლევის შედეგი. მოდი ამ მაგალითს ლოგიკურად შეხედე და თქვი უნდა დაიჯერო თუ არა E საკითხი. ასეთი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ უკეთ გაიგო. როცა ღმერთს ვახსენებთ, შენ სუბიექტური ხარ იმიტომ რომ მისი რწმენა შენს სენსიტიურობასთანაა კავშირში, ამიტომ არ გამოდის არაფერი. და იქნებ ასოებთან მაინც გაქრეს სენსიტიურობა და დარჩეს მხოლოდ ლოგიკა.

      Like

  71. “მაგრამ კანონზომიერება უნდა დაედგინა ვიღაცას ან რაღაცას,”
    უთოს ლოგიკაში ნუ გადავარდები, ამის შესახებ ჩემი კომენტარი წაიკითხე გულდასმით.
    შენ რა იცი რომ უნდა დაედგინა ვიღაცას? ისევ იმ წრეში ნუ დავბრუნდებით. ავხსენი უკვე ეგ. უბრალოდ იფიქრე ამ საკითზე.” გასკდა გასკდა გასკდა თავი ვერ გამევიცანი აჰა შენ მანეთი, არა ბატონო არ მინდა ვერც მე გამევიცანი, {ყველაზე სწრაფები მსოფლიოში ფილმი როა თუ გაქ ნანახი მიხვდები რაზე გეკაპარაკები} არ ვიცი აბა რა გითხრა, ვერ გამიგია როგორ უნდა შექმნილიყო სამყაროში ამდენი წესი, ამდენი კანონზომიერება შემთხვევით, რეავიცი, რეავიცი, ისე ჩემი აზრით შემთხვევით არაფერი ხდება და სამყარო როგორ უნდა შექმნილიყო? რაც არ უნდა ბევრი ფაქტორი განაპირობებდეს ამას, რაც არ უნდა ბევრი ძალა მოქმედებდეს ამაში, ასეთ სურათს, როგორიც გვაქ, იდეალური, ვერანაირად ვერ მივიღებდით, ახლა ზუსტად ვიცი რომ მთარე არ ჩამოვარდება და დედამიწას არ დაემხობა იმიტომ რომ გრავიტაცია თავის საქმეს აკეთებს, ყველა წესი რომელიც მოქმედებს, ყველა კანონზომიერება, ყველა ენერგია, ნაწილაკი, პირველი მატერია, რომელმაც განაპირობა იმ რაღაცის შეკუმშვა და მერე გაფართოება საწვავით, {თუ რა ვიცი კვანტური ველით} ეს მოხდა სწორედ ღმერთის ძალით,

    Like

    • ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო პრობლემა იკვეთება შენსა და საერთოდ ყველა მორწმუნის დამოკიდებულებაში. შენ და საერთოდ ადამიანს რომ ვერ გაუგია როგორ უნდა მომხდარიყო – არ ნიშნავს იმას რომ თვითნებურად ამოხსნათ. ანუ იმას ვგულისხმობ რომ ამოხსნა მხოლოდ ცოდნაშია და არა ინტერპრეტაციაში და უსაფუძვლო რწმენაში. იმას რაც არ იცი უბრალოდ უნდა გაუსწორო თვალი და თქვა არ ვიცი. რწმენა პირადი არჩევანია, ვერავის ვერ დავუშლი წამდეს რისიც უნდა იმის. მაგრამ ობიექტურად თუ შეუძლია მსჯელობა უნდა აღიაროს რომ ცოდნის გარეშე დაკსვნის გაკეთება არაა მართებული. და მითუმეტეს ასეთი “დასკვნის” საყოველთაო ჭეშმარიტებად გასაღება.
      რომელი უფრო რელავენტურია ვიძახდე იმაზე რაც არავის უნახავს, რაც ალოგიკურია, პარადოქსულია, რაც არავის შეუსწავლია ობიექტურად, არავის გადაუმოწმებია. არავინ დაკვირვებია. ამაზე ვიძახდე არსებობს-თქო
      თუ ვიძახდე იმას რომ ასეთი რამ არ არსებობს,
      რომელი უფრო რელავენტურია, რაც არ ვიცი იმაზე ვთქვა რომ არ ვიცი, თუ ვთქვა, რომ ვიცი. და რაღაცეები გამოვიგონო საფუძვლის გარეშე?

      Like

  72. “რწმენა პირადი არჩევანია, ვერავის ვერ დავუშლი წამდეს რისიც უნდა იმის” ოოო როგორ ვაფასებ ამ სიტყვებს, მადლობთ, მადლობთ, მე მაგას ვამბობ რომ შეიძლება მე {ხაზს ვუსვამ მე} ვერ დაგიმტკიცო ღმერთის არსებობა, მაგრამ ვერც შენ დამიმტკიცებ რომ ის 100 პროცენტიანი არ არსებობს,.

    Like

    • ჩემი მიზანი არც არის ის რომ ვინმეს 100%-ით დავუტკიცო რომ არ არსებობს. ეგ სისულელეა. ჯერ ერთი ფაქტები არ არსებობს, მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდა რომ ღვთაებების არსებობა არარელავენტურია და პრაქტიკულად უსაფუძვლო. ვერც იმას დავუმტკიცებ რომ იუპიტერსა და მარსს შორის სტადიონის ზომის თვითწარმოქნილი ჩაიდანი არ გარემოექცევა მზეს ორბიტაზე, მაგრამ შემიძლია მაღალი ალბათობით ვთქვა რომ ეგ იდეა უსაფუძვლოა. და უფრო სწორია არ გჯეროდეს ვიდრე გჯეროდეს.
      ჩემი მიზანი ისაა რომ ათეისტური პოზიცია მინიმუმ სწორედ იქნეს აღქმული. დაიმსხვრეს სტერეოტიპები და სიძულვილი ამ პოზიციის მიმართ. აღიარებულ იქნეს სერიოზულ პოზიციად. შემცირდეს გაუცხოვება თეისტებსა და ათეისტებს შორის.
      ბევრი ადამიანი მიიჩნევს რომ ამ თემაზე კამათი უაზრობაა, მეც ეგრე ვფიქრობ ხშირად. იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში პირდაპირი შედეგის დანახვა ძნელია. მაგრამ ბევრი ასეთი კამათის შემდეგ ნახავ ადამიანებს რომლებიც სხვისი აზრის ნორმალურად მიღებას მაინც სწავლობენ, ბევრია ვისაც ათეისტები გონება შეზღუდულები გონია ან ძალიან არაადეკვატური, ამორალური ადამიანი ან სატანისტებიც კი, ასე იმიტომ გონიათ რომ ცოცხალი ათეისტი არ უნახავთ, არ დაფიქრებულან წესიერად და არ გადაუფასებიათ, არ განუსაზღვრავთ ის რაც სოციუმმა ჩაუნერგა მათ. კამათში კი ბევრი სწავლობს იმას რომ განსხვავებული პოზიცია ხშირად ადეკვატური და რელავენტურია, სწავლობს სხივისი აზრის პატივისცემას და ეგუება იმას რომ განსხვავებულ პოზიციასაც აქვს ზუსტად ისეთივე არსებობის უფლება როგორც მისთვის აქამდე ერთადერთ უალტერნატივო ვერსიას.

      Like

  73. ძალიან გთხოვ ჩაწერე იუთუბში “იესო ქრისტეს სუდარა” ჟურნალისტის დღიურის რეპორტაჟია, ეგ ნახე, ნახე რას ამბობენ მენიერები{თანამედროვე} და ნახავ ფაქტებს, {აუხსნელს} მეცნიერებს რომლებსაც არ წამდათ იქამდე ღმერთის პოზიცია შეიცვალეს, ეგ ნახე და მერე მითხარი რას ფიქრობ მაგ ყველაფრის შესახებ

    Like

  74. “პრაქტიკულად უსაფუძვლო.” არ გეთანხმები, მაშინ ათეისტური მოსაზრებაც უსაფუძვლო გამოდის, რადგან როგორც შენ თქვი ფაქტები არ არსებობს,

    Like

    • ათეიზმი არაა უსაფუძვლო და რატომ. ათეიზმი რელავენტურია, არ მაქვს ფაქტი, არ მაქვს ცოდნა,არ მაქვს სერიოზული წინამძღვარი ვამბობ რომ არ არსებობს. ისევე როგორც ფერიებზე და სანტა კლაუსზე.
      არ არსებობას კი არ უნდა ფაქტები, არამედ არსებობას.

      Like

  75. .” იმას რაც არ იცი უბრალოდ უნდა გაუსწორო თვალი და თქვა არ ვიცი.” მაშინ ნუ ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს და უბრალოდ თქვი რომ არ ვიცი, {მაინც ყოველი შემთხვევისთვის იქნება და არსებობს}

    Like

    • ვამბობ სწორედ იმიტომ რომ საფუძველი არ აქვს. ეს 100% მტკიცებას არ ნიშნავს, მაგრამ მაღალი ალბათობით მგონია რომ არ არსებობს. სამყაროში ბევრი რამ მიუთითებს რომ ყველაფერი ფიზიკური კანონზომიერებების შედეგია და არა ზებუნებრივი შემოქმედების. თუ პლანეტა იქმნება კანონზომიერებებით, თუ გალაქტიკა იქმნება კანონზომიერებებით თუ ნაწილაკები მოქმედებენ კანონზომიერბებით, მაშინ შექმნა რატომ უნდა იყოს ზებუნებრივი მოვლენა? მხოლოდ იმიტომ რომ შენ ვერ ხსნი სხვაგვარად? ადრე მზის დაბნელებაც ღმერთის პირდაპირი ქმედება ეგონათ, მაგრამ გაირკვა რომ უბრალოდ მთვარე ეფარება, ასე გაირკვა ბევრი რამე.
      თუ მეკითხებიან მწამს თუ არა ვეუბნები რომ არ მწამს. ამიტომ ვარ ათეისტი… მაგრამ თუ 100%-იან ცოდნაზე მიდგება საკითხი, მე ვამბობ რომ არ ვიცი. იმიტომ რომ სამყაროს შესახებ სრულყოფილი ცოდნა არ არსებობს.
      და სანამ არსებობს ზღვარი, იმის იქეთ ყოველთვის შეიძლება სპეკულაცია. თუნდაც უსაფუძვლო.
      სტივენ ჰოკინგი ამბობს რომ დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო. შესაბამისად ღმერთსაც ვერ ექნებოდა დრო რომ სამყარო შეექმნა. ლოგიკურია, მაგრამ ვინმე იტყვის რომ ღმერთს დრო არ ჭირდება. ის შეიძლება იყოს პარადოქსული, ალოგიკური. საფუძველი არ აქვს ამ აზრს, მაგრამ სპეკულაცია უსაზღვროა და არც 100%-იანად შეიძლება რაიმეს თქმა იმ მასშტაბებზე სადაც აღქმა და ცოდნა ვერ წვდება.
      ჩემი აზრით უნდა იხელმძღვანელო სამყაროს კანონზომიერებებით და არა უსაფუძვლო ზებუნებრივი მოვლენებით ახსნა ყველაფერი.

      Like

  76. “მგონია რომ არ არსებობს.” აი ეს სხვა საქმეა, ერთია როცა გგონია და მეორე როცა ნამდვილად იცი, ამაზე ერთი რამ შემიძლია გითხრა, გავიხსენოთ რას ამბობს ილია, არსებობენ რაღაცეები რაც თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ, და არსებობს ისეთი რაღაცაც რაც თუ არ ირწმუნე ვერც დაინახავ,

    Like

    • არ ვეთანხმები მაგ აზრს
      ჯერ რომ ირწმუნო და მერე დაინახო, ეს ჩვეულებვრივი თავის მოტყუებაა.
      მე გეუბნები რომ ცა მწვანეა. შენ რათქმაუნდა არ გჯერა. სხვა ფერს ხედავ. თუ შევძელი მივაღწიო იმას რომ შენ იხელმძღვანელო “ჯერ ირწმუნე და მერე დაინახავ” მეთოდით მაშინ შენ მწვანე ცას დაინახავ. იმიტომ რომ საკუთრ თავს მოატყუებ, დააჯერებ რომ ის მწვანეა. ან იმ ფერს რომელსაც ხედავ მწვანე ქვია და არა ლურჯი. ეს არის ჰოპლას დაძახება გადახტომამდე. იქ სადაც რისიმე დანახვისთვის წინასწარ უნდა გჯეროდეს რაღაცის უსაფუძვლოდ, განწირული ხარ საკუთარი თავის მოსატყუებლად და რეალობის დამახინჯებულად აღქმისთვის.
      ეს გავს ასეთ რამეს. დავუშვათ შენ ხარ მეცნიერი, მკვლვარი. უცნობი ნიმუში გიდევს მიკროსკოპის მინაზე, ამ ნიმუშმა უნდა გითხრას მნიშვნელოვანი პასუხი, მნიშვნელოვან კითხვაზე, მაგრამ სანამ არ ჩაგიხედია, საერთოდ არ იცი რას გეტყვის, პასუხი შეიძლება იყოს მილიონნაირი. მოდის ვიღაც და გეუბნება რომ ეს ინფორმაცია რომ სწორედ გაიგო (მასაც არ ჩაუხედავს) ჯერ უნდა დაიჯერო რომ მილიონიდან აუცილებლად პირველია სწორი. და მერე როცა დაიჯერებ დაინახავ რომ მართლაც პირველია სწორი. სარწმუნო მოგეჩვენება ეს აზრი და შემოთავაზება? რათქმაუნდა არა. თუ წინასწარ გჯერა (ოღონდ თუ მართლაც გჯერა) დაინახავ იმას რისიც გჯერა. იმიტომ რომ წინასწარ დაიჯერე.
      თუ ხვდები რამხელა აფსურდია ეგ მეთოდი “ჯერ ირწმუნე და მერე დაინახავ”

      Like

  77. “თუ პლანეტა იქმნება კანონზომიერებებით, თუ გალაქტიკა იქმნება კანონზომიერებებით თუ ნაწილაკები მოქმედებენ კანონზომიერბებით, მაშინ შექმნა რატომ უნდა იყოს ზებუნებრივი მოვლენა? მხოლოდ იმიტომ რომ შენ ვერ ხსნი სხვაგვარად?” და სულაც არ არის ზებუნებრივი მოვლენა უბრალოდ ამას მე {ჩვენ} აღვიქვამთ ზებუნებრივ მოვლენად, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია რომ სამყარო შეიქმნა, ღმერთისთვის თავისთავად ამაში ზებუნებრივი არაფერია, ესეც კანონზომიერებით მოხდა, სამყარო უნდა შექმნილიყო რადგან ღმერთს სურდა ასე, რადგან ეს სიყვარულის თვისებაა, და ასე უნდა მომხდარიყო,

    Like

    • ზებუნებრივს როცა ვამბობ გასაგები უნდა იყოს ისედაც რომ ჩვენთვის ზებუნებრივს ვგულისხმობ და ღმერთი თუ არსებობს მისთვის ზებუნებრივის ცნება უბრალოდ უაზრო იქნება, ზებუნებრივში ვგულისხმობ ღვთის ხელს, ღვთის საქმეს, რომელიც კანონზომიერებებით არ იხსნება, იმიტომ რომ ღვთის საქმეა. თუ კანონზომიერებებით ახსენი, მაშ ღმერთი რაღად გინდა? ე.ი ჩვეულებვრივად ფიზიკური კანონებით იხსნება და ღმერთი არაფერ შუაშია. შენ ზებუნებრივი და კანონზომიერი ერთმანეთში აურიე რაც არასწორია.
      ფაქტი ისაა რომ სამყარო არსებობს, შეიქმნა თუ მდგომარეობა შეიცვალა ეს ჯერ კიდევ უცნობია.

      Like

  78. “დრე მზის დაბნელებაც ღმერთის პირდაპირი ქმედება ეგონათ, მაგრამ გაირკვა რომ უბრალოდ მთვარე ეფარება, ასე გაირკვა ბევრი რამე” ხო მაგრამ ამისთანა რაღაცეებს ქრისტიანები არ ამბობენ, .

    Like

  79. “სტივენ ჰოკინგი ამბობს რომ დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო. შესაბამისად ღმერთსაც ვერ ექნებოდა დრო რომ სამყარო შეექმნა” კარგად დაუკვირდი მეგობარო ბიბლიაც მაგას ამბობს, თავდაპირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი, ანუ არც დრო არ არსებობდა რადგან ღმერთს არ წირდება დრო ის მას არ ემორჩილება, არ იცვლება როგორიც იყო ისეთი არის და ისეთი იქნება, ისე კარგი შეკითხვაა, ამაზე ადრე მეც ვფიქრობდი, შემდეგ ბიბლიაში წერია შევქმნათ ვარსკვლავები დღისა და ღამის მნათობები რადგან იყოს დრო თვეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად, ესეც დიდი აფეთქება, მეცნიერება სწორედაც რომ უფრო და უფრო უახლოვდება ღმერთის არსებობის ჭეშმარიტებას, ანუ ღმერთმა როდესაც თქვა რომ შევქმნათ ვარსკვლავებიო, მაშინ ღმრთის განგებით მოხდა დიდი აფეთქება, აქედან იწყება სწორედ დროის არსებობა, ნეტავ საიდან უნდა ცოდნოდა ბიბლიის დამწერს ყოველივე ეს,

    Like

  80. მოიცა მოიცა აურიე რაღაცეები.. დიდი აფეთქება ბიბლიასთან არანაირ კავშირში არაა… ღმერთი ვარსკვლავებს ქმნის მეოთხე დღეს როცა მცენარეულობა უკვე შექმნილი აქვს, აბა დიდი აფეთქება? მცენარეები უკვე არსებობდა როცა დიდი აფეთქება მოხდა? დაუფიქრდი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა შენს მტკიცებაში: რახან ღმერთი ამბობს ბიბლიაში ვარსკვლავები შევქმენიო ეს დიდ აფეთქებას ნიშნავს? სად არის 1 ხელჩასაჭიდი საბაბი მაინც რომ ვარსკვლავების უბრალოდ შექმნა (სხვა არაფერი წერია გარკვევით) შევადაროთ დიდ აფეთქების თეორიას, რომელიც ამბობს რომ მთელი სამყარო ძალიან მცირე ზომიდან გაფართოვდა ასტრონომიულ მასშტაბებზე? შენ რასაც ამბობ ყოვლად უსაფუძვლო მტკიცებაა. სანამ რამე მასეთს იტყვი იქნებ დაფიქრდე. ბიბლიის დამწერმა არაფერიც არ იცოდა. ისიც კი არ იცოდა რომ მთვარე მნათობი არაა. ისიც კი არ იცოდა რომ ჩვენ ყველანი ვარკსლვავური მტვერი ვართ.

    Like

  81. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, {შენი აზრით მიწაში რა იგულისხმება?} ცაში იგულისხმება უხილავი სამყარო, ერთგვაროვნად არამატერიალური, ანგელოზები, და მათი დასები და ასე შემდეგ, მიწაში იგულისხმება პირველქმნილი მატერია, პირველი ენერგია, სამყაროს ხილული არსი,

    Like

      • ბიბლიის განმარტებებიდან რომლებიც ადრინდელ საუკუნეებშია დაწერილი, 1 საუკუნეში

        Like

  82. დედამიწას რაც შეეხება ძალიან საინტერესო თემაა, ბიბლიაში ყველაფერი სრული სახით არ არის ნათქვამი, რადგან არ არის საჭირო, მაგ: რა ვიცით რომ ის მცენარეები რომლებიც ღმერთმა ვარსკვლავებამდე შექმნა ამ ჟამინდელ დედამიწაზე განხორციელდა? ანუ იმას ვგულისხმობ რომ, თავდაპირველად ადამიანი ღმერთმა სამოთხეში შექმნა, ეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ღმერთი ადამს პირდაპირ ესაუბრებოდა, შემდეგ როდესაც იგი სამოთხიდან გამოიდევნა სრულიად განსხვავებულ ყოფაში მოუწია არსებობა, ბიბლიას კარგად დაუკვირდი რას ეუბნება ღმერთი ადამს, ამიერიდან შენი ოფლით მიიღებ საკვებს და ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მიწამო, შენს გამო დაიწყევლოს მოწა და ტყავი იყოს შენი სამოსელიო, ანუ მანამდე ესე არ ყოფილა ხვდები, თუმცა დედამიწა კიდევ ბევრჯერ შეიცვალა იქიდან მოყოლებული, აი მაგ, კიდევ, როდესაც ნოე ღვინისგან დათვრა გაუკვირდა რომ ასე მოხდა, რადგან იგი იქამდე ამ დოზით არ თვრებოდა, და მიხვდა რომ დედამიწაზე წარღვნის შემდეგ კიდევ რაღაც მოხდა, წარღვნის შემდეგ ჟანგბადის არსებობა შემცირდა, წაიკითხე წიგნი “წარღვნა მითი თუ რეალობა” და ნახავ იქ ფაქტებს რომ ეს ნამდვილად მოხდა, ანუ ისევ და ისევ ბიბლია მართალია

    Like

    • “ბიბლიაში ყველაფერი სრული სახით არ არის ნათქვამი, რადგან არ არის საჭირო”
      საიდან იცი?
      ანუ შენ რომ დაგიჯერო, ადამი და ევა სამოთხეში შეიქმნენ და მას მერე რაც ღმერთმა მათი გამოყრა მოინდომა იქიდან, მოახდინა დიდი აფეთქება, რომ ისინი მიწიერ სამყაროში გამოეშვა? სანამ ეს მიწიერი სამყარო საცხოვრებლად ვარგისი გახდებოდა რამდენიმე მილიარდი წელი უნდა გასულიყო, მთელი ეს დრო ელოდებოდნენ ადამ და ევა?
      შენ საიდან იცი რომ ყველაფერი მასე მოხდა? ვინ დაესწრო უხილავი სამყაროს შექმნას და ვინ თქვა რომ მცენარეულობა რომლის შექმნაზეც ჩვენ ვდაობთ იგულისხმება ის ედემის ბაღისა და არა მიწიერი.
      წარღვნის ისტორია არის აბსურდი, დედამიწაზე ისეთი ტოტალური წარღვნა რომ ხმელეთი სრულიად დაეტბორა ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, ეგ არის ზღაპარი. დედამიწაზე ელემენტარულად იმდენი წყალი არაა რომ ხმელეთის 100% დაიფაროს.წარღვნის მითები არის ბიბლიაში და ფსევდო მეცნიერების ნაცოდვილარ თეორიაში. მეორეც მაგდენი წყალი რომც ყოფილიყო დედამიწაზე, სინესტე ისეთ დონეს მიაღწევდა რომ ნოე და მისი ოჯახი ასეთ ატმოსფეროში დიდხანს ვერ იცოცხლებდა. კიდევ ყველა ცხოველს ვერ შეაგროვებდა და ვერ ჩასვამდა კიდობანში, დედამიწაზე მრავალი მილიონი სახეობის ცხოველი და არსებაა.რომლებიც გაფანტულნი არიან დედამიწის მთელ ზედაპირზე რომელიც 510 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. შეუძლებელია მეცნიერული ცოდნიდან იმის მტკიცება რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ბიბლია ვერ იქნება მართალი ბიბლია არის ზღაპრის წიგნი, რომლის საშინელი ამბებით შეგიძლია შეაშინო ბავშვი რომელიც საჭმელს არ ჭამს.
      ტოტალური წარღვნა ერთმნიშვნელოვნად მითია. ეხლა სადმე თუ 1-2 სოფელი დაიტბორა და მათ ეგონათ მთელი მსოფლიოს წარღვნა ეს უკვე სხვა ამბავია.

      Like

  83. ხო მართლა ჟურნალისტის დღიურის რეპორჟს უყურე? აღდგომაზე

    Like

  84. “ზებუნებრივში ვგულისხმობ ღვთის ხელს, ღვთის საქმეს, რომელიც კანონზომიერებებით არ იხსნება, იმიტომ რომ ღვთის საქმეა. თუ კანონზომიერებებით ახსენი, მაშ ღმერთი რაღად გინდა? ე.ი ჩვეულებვრივად ფიზიკური კანონებით იხსნება და ღმერთი არაფერ შუაშია. შენ ზებუნებრივი და კანონზომიერი ერთმანეთში აურიე რაც არასწორია.’ გეთანხმები, გეთანხმები მართალი ხარ, ღვთის ძალა და სიბრძნე ამაში მდგომარეობს ზუსტად, იმაში რომ კანონები და კანონზომიერებები რაც ღმერთმა დააწესა დღემდე არ იცვლება და სამყარო გამართულად მუშაობს, {თუ შეიძლება ასე ითქვას} ყველაფერი ერთმანეთს აძლიერებს, ყველა კანონი და წესი ერთმანეთზეა გადაბმული და პატარა უმნიშვნელო ჩარევაც რომ მოხდეს ქაოსი დაისადგურებს, ნეტავ ესეთი გამართული და მწყობრი სისტემა ღმერთის გარდა ვინ შექმნიდა? სამყაროს არსებობა ესაა ჩემთვის ფაქტი,

    Like

    • ვაიმე ვაიმე… ნერვოზს დამმართებ შენ (ეს ნახევრად ხუმრობით)
      ისევ უთოს გარშემო ტრიალებ, სულ ტყუილად ვწერე ამდენი. იმედს ნუ გამიცრუებ და ნუ დამიმტკიცებ რომ ჩვენ დისკუსიას საბოლოოდ აზრი არ ქონდა. შენ რასაც ფატქებს ეძახი ფაქტები კი არა შენი წარმოსახვის ნაყოფია. შენი ჩაბეტონებული ილუზია, სუპერეგო რომელსაც მუდამ ასიამოვნებ, კვებავ ამ ილუზიით…
      კიდე შექმნიდა?
      რამდენჯერ უნდა დავსვა ეს კითხვა “რა იცი რომ შეიქმნა?” რა იცი რომ შექმნადია? რა იცი რომ შექმნა სჭირდება?
      კაი აღარ მიპასუხო დარწმუნებული ვარ რეალური პასუხი არ გაქვს, არა მარტო შენ არამედ ყველას დედამიწაზე… ჰოდა სანამ არ გაქვს პასუხი ნუ დაიჩემებ რაღაცას
      კარლ სეიგანმა ძალიან კარგად თქვა ასეთ შემთხვევებზე Extraordinary claims require extraordinary evidence. “უჩვეულო მტკიცებებს ჭირდება, უჩვეულო საბუთები”

      Like

  85. “რახან ღმერთი ამბობს ბიბლიაში ვარსკვლავები შევქმენიო ეს დიდ აფეთქებას ნიშნავს?” დიახ მართალი ხარ ეს დიდ აფეთქებას ნიშნავს, მერე და რა არის ამაში გასაკვირი? ბიბლიაში ნაჩვენებია ფაქტი რომ ღმერთმა ვარსკვლავები შექმნა, და როგორ? ეს უკვე სხვა თემაა, ერთია მეცნიერება და ერთია რელიგია, ამ ორის შედარება თუ გვინდა მეცნიერებიდანაც და რელიგიიდანაც შესაბამისი მხარეები უნდა შევადაროთ

    Like

  86. ეს ხომ საერთოდ შოკისმომგვრელი კომენტარია,
    “დიახ ეს დიდ აფეთქებას ნიშნავს” ეს კი ძალიან უმეცარი, ზედმეტად ამბიციური და უსაფუძვლო განცხადებაა, საიდან ნიშნავს ვარსკვლავების შექმნა დიდ აფეთქებას, საიდან ასკვნი რომ ეს წინადადება
    16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.
    ნიშნავს დიდ აფეთქებას?
    მე რომ ემოციური ადამიანი ვიყო ალბათ წნევა 300-მდე ამიწევდა ასეთი უსაფუძვლო მტკიცების შემდეგ.
    როგორ რაღაცას ამბობ იცი? მე რომ ვთქვა მთვარე ყველისგან ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ მასაც ყველივით აქვს დაჩვრეტილი ზედაპირი თქო… აი ამგვარი უსაფუძვლოა შენი მტკიცება.
    ყველა რელიგია ლოგიკურია რომ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს – სამყაროს შექმნის ახსნას. იმიტომ რომ ადამიანს ოდითგანვე აინტერესებდა როგორ გაჩნდა ყველაფერი. ჰოდა რა გასაკვირია რომ ყველა რელიგიაში წერია ვინ შექმნა და როგორ. ამ თეორიასა და ღმერთის თქმით შექმნილ ვარკსლვაებს შორის არანაირი კავშირი არაა. მე რომ ვთქვა ნახატი დავხატეო და შენ იგულისხმო რომ კვანტური თეორია დავწერე ასეთ უაზრობას ამტკიცებ.
    თუ რომელიმე მითის შედარება შეიძლება დიდ აფეთქებასთან ესაა ჩინური მითოლოგია.
    ბიბლიურ დაბადებასა და დიდ აფეთქებასთან პარალელს საერთოდ ვერ გაავლებ
    ჩინურ მითოლოგიასთან კი შეიძლება
    ჩინური მითოლოგიის მიხედვით თავიდან არსებობდა ერთი დიდი კვერცხი, რომელშიც ყველაფერი არეული იყო, ყველანაირი საწინააღმდეგო ცნება თუ არსი, მერე ეს კვერცხი გასკდა და გამოვიდა იქიდან დიდი დრაკონი. და მოკლედ მისი სხეულისგან ჩამოყალიბდა სამყარო, მისი თვალებიდან ვარსკვლავები და ა.შ… თავდაპირველი კვერცხი შესაძლოა შეადარო სინგულარულ მდგომარეობას… “სადაც ყველაფერი არეული იყო” ეს მდგომარეობა შეიძლება იმით ახსნა რომ სამყარო იმ დროს წარმოადგენდა მხოლოდ ენერგიას, სხვა ფორმა არ გააჩნდა მას. შესაბამისად ყველაფერი რაც ეხლა ცალ ცალკე და განსხვავებულად არსებობს მაშინ იყო ერთმანეთში არეული, და ქონდა მხოლოდ ენერგიის სახე.
    ასე რომ მგონი ჩინელებს აქვთ უფლება თავისი მითოლოგია ამ მეცნიერულ თეორიას შეადარონ, თქვენ არა!!!

    Like

  87. ““დიახ ეს დიდ აფეთქებას ნიშნავს” ეს კი ძალიან უმეცარი, ზედმეტად ამბიციური და უსაფუძვლო განცხადებაა, საიდან ნიშნავს ვარსკვლავების შექმნა დიდ აფეთქებას, საიდან ასკვნი რომ ეს წინადადება” მგონი ვთქვი რომ მეცნიერებიდანაც და რელიგიიდანაც შესაბამისი მხარეები უნდა შევადაროთ, ასე არრ შეიძლება,

    Like

  88. “. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.
    ნიშნავს დიდ აფეთქებას?” ამას არ ვგულისხმობ, ” 14 თქვა ღმერთმა იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად, დღეებისა და წელიწადებისა, ” ამას ვგულისხმობდი, შენ თვითონ არ თქვი ვიღაც მეცნიერმა თქვაო {სახელი აღარ მახსოვს} რომ დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდაო, ანუ დაუკვირდი, ბიბლია გვიჩვენებს ფაქტს, 1დიდ აფეთქების შემდეგ არ შეიქმნა დრო? 2 დიდი აფეთქების შემდეგ არ მივიღეთ ვარსკვლავები? ბიბლია არ არის მართალი? {ახლა არ მითხრა ისევ რომ რახანც ღმერთმა თქვა ეს დიდ აფეთქებას არ ნიშნავსო, ასეთი ლაპარაკი უაზრობაა, ერთია მეცნიერება და ერთია რელიგია,

    Like

    • უი დედა რა დამთხვევაა :)))) კარგი რა ნუ მაცინებ. მერე რა რომ დრო არ არსებობდა, ეს საკმარისია იმის სათქმელად რომ დიდი აფეთქება და “ღმერთმა შექმნა მნათობები ცის მყარზე დროჟამის აღმნიშვნელად” ერთიდაიგივეა? რახან რელიგიას შემოაქვს დროის კონცეფცია ე.ი დიდ აფეთქებას ემთხვევა? დროის და საერთოდ ყველაფრის კონცეფცია ისედაც უნდა შემოეტანა ნებისმიერ რელიგიას, იმიტომ რომ დროც არსებობს და სხვა დანარჩენიც. ანუ უნდა აეხნსა ეს როგორმე და თქვა, მოვიდა ღმერთი და შექმნა, ნუ ებღაუჭები რა ტყუილად… შენ იცი რას ამბობ ეხლა? მე და პეტრეს თუ ერთი თმის ფერი გვაქვს ე.ი ძმები ვართ? ::D😀😀 ზუსტად მასეთ რამეს ამბობ, ნებისმიერი რელიგია იწყება შექმნის ისტორიით. იმიტომ რომ ადამიანებმა ჩათვალეს რომ ოდესმე ყველაფერი უნდა დაწყებულიყო. რა გასაკვირია რომ ბიბლიური მითიც მასე იწყება, რა გასაკვირია რომ დროც მაშინ დაიწყებოდა სამყაროს შექმნის მერე ან შექმნის პროცესში.
      თუ დიდ აფეთქებას ემთხვევა, მაშინ მითხარი სხვა რაიმე მსგავსება! რას ამბობს დაბადება ისეთს რაც მეცნიერულად სწორია?
      მაგ წინადადებაში
      14 თქვა ღმერთმა იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად, დღეებისა და წელიწადებისა,
      არაფერი საგულისხმო არ წერია. საერთოდ არაფერი, რაც სამყაროს ევოლუციურ საფეხურებს შეიძლება შეადარო.”მოვიდა და შექმნა” ესაა სულ. არადა ყველაფერი ერთად არ იქმნება. მთვარე და ვარსკვლავები ერთად რატომაა გატარებული? ერთ დღეში?
      თან ვარსკვლავები ბოლოსაა მიწერილი. არადა ჯერ ვარკსლვავები შეიქმნა და მილიარდობით წლის მერე მთვარე.
      რახან ღმერთმა თქვა კი არა ადამიანო დაფიქრდი. შექმნას მეტი საგულისხმო არაფერი წერია ბიბლიაში. საიდან უკეთებ პარალელს თეორიასთან? მარტო იმიტომ რომ დრო არ არსებობდა? მაგას ჭიჭიკოც ივარაუდებდა, იმიტომ რომ სანამ სამყარო შექნილი არაა მანამდე არც დრო იქნება… მაგის ვარაუდს რაღა უნდა. სხვა რამე მითხარი უფრო საგულისხმო. სამყარო რომ გაფართოვდა ეგ წერია სადმე?

      Like

  89. წინა კომენტარს ვაგრძელებ: და ნახე შემდეგ როცა დიდი აფეთქება მოხდა და ჩამოყალიბდნენ ვარსკვლავები პლანეტები და ასე შემდეგ, ზუსტად ამის შემდეგ წერია ბიბლიაში როგორ დაადგინა ღმერთმა 2 მთავარი მნათობი დედამიწისთვის, შენ ეს სიტყვები გაბრკოლებს, მთვარე მნათობათ იმიტომ არის მოხსენიებული რომ ისევ და ისევ ვიმეორებ ბიბლიაში ფაქტია აღწერილი და არა მეცნიერული მტკიცება,მთვარე არ ანათებს ღამე? 2 საკითხია რომ იგი მნათობი არ არის მეცნიერულად მაგრამ ცალსახაა ფაქტი, ანუ ბიბლიაში ნათქვამია რომ მთვარე ანათებს, ხოლო მეცნიერულადი მზის სხივებს ირეკლავს და ისე ანათებს, მაგრამ ის მაინც სინათლეს გამოსცემს ჩვენთვის ღამე, ხომ ასეა? შენ ცუდად ადარებ ბიბლიას მეცნიერებას, საკითხს სხვა თვალით უნდა შეხედო, ვიმეორებ მეცნიერების და რელიგიის შედარების დროს შესაბამისი კუთხეები უნდა შევადაროთ,

    Like

    • შესაბამისი კუთხე არა ისა. შენ გინდა ისე გაიგო როგორც გაწყობს, შენი მითები გინდა მოარგო, ეგრე არ გამოვა, ბუზს რომ სპილოდ ასაღებ მაგას ვერ შევეგუები მე. როგორც გინდა ისე ატრიალებ. ისე იგებ…

      Like

      • ბუზს სპილოდ ვასაღებ არა ისა, წაიკითხე ჩემი კომენტარი დაბლააა და გაიგებ ყველაფერს, ვერ ხვდები რელიგიის ნამდვილ არსს, არაფერსაც არ ვატრიალებ უბრალოდ ვხსნი, ფაქტს გაჩვენებ რომ მასე წერია და რას მერჩი, ბუზს არავინ გასაღებს სპილოდ და არც ჩემი ნებაა რომ როგორც მინდა ისე ვატრიალო ბიბლია,

        Like

      • ხსნი, ოღონდ ეგ ახსნა არის ყველაფრის აქეთ იქეთ ტრიალი, საითაც გაწყობს იქეთ გადაიხრები. ეგ ყველაფერი არის სპეკულაცია და მეტი არაფერი. იმიტომ რომ საფუძველი არ აქვს… შენს უკან ფაქტები არ დგას. შენს უკან საერთოდ არაფერია. ამას გეტყვიან, იმას უპასუხებ, იმას გეტყვიან ამას უპასუხებ.
        ბიბლიას კი არ ატრიალებ. მის ამოხსნას ატრიალებ ისე როგორც გინდა.
        მე ვერ გეტყვი მოდი გადავამოწმოთ-თქო… იმიტომ რომ ზღაპრები არ მოწმდება… ამიტომ რასაც გინდა იმას იძახი, ყველა მორწმუნე მასეა. არგუმენტებს თხზავენ…რაც არ უნდა ფაქტი დაუდო, იმის მიღმა ყოველთვის რჩება სპეკულაციის ადგილი.

        Like

  90. “უსაფუძვლო მტკიცების შემდეგ” შენი კომენტარი ამის შემდეგ უინტერესო გახდა ჩემთვის, რადგან ეს არ არის უსაფუძვლო მტკიცება, .

    Like

    • არის!
      მაშინ დამანახე საფუძველი…
      შენ რაც გინდა იმას ამბობ. არაფერს არ ეყრდონობი საკუთარი ილუზიებისა და წარმოგენების გარდა რომელიც ალოგიკურია და საერთოდ არაფერს ეეფუძნება მეცნიერულს და ლოგიკურს… შენი უბრალოდ ნებისმიერი გზით ცდილობ გაამართლო ის რისიც გწამს. ეგ მიდგომა ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია.

      Like

  91. “ანუ შენ რომ დაგიჯერო, ადამი და ევა სამოთხეში შეიქმნენ და მას მერე რაც ღმერთმა მათი გამოყრა მოინდომა იქიდან, მოახდინა დიდი აფეთქება, რომ ისინი მიწიერ სამყაროში გამოეშვა? სანამ ეს მიწიერი სამყარო საცხოვრებლად ვარგისი გახდებოდა რამდენიმე მილიარდი წელი უნდა გასულიყო, მთელი ეს დრო ელოდებოდნენ ადამ და ევა? მოდი მივყვეთ ბიბლიას ბიბლიაში მცენარეების შექმნა რომ არის ნახსენები სადმე წერია რომ ეს დედამიწაზე მოხდა? არა, ამას შენ{ჩვენ} ვგულისხმობთ ქვეცნობიერად რადგან შეუძლებელია ჩვენთვის სხვა რამის წარმოდგენა, ბიბლიის გამნარტებები უნდა იკითხო, ჩვენთვის დღეს 3 განზომილება არსებობს, ხოლო ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, რა ვიცით საერთოდ რომ ის ადგილი {სამოთხე} სხვა განზომილებასი არ იყო? სამოთხე დიდ აფეთქებამდეც არსებობდა და ადამ და ევას ლოდინი არ დაჭირდებოდათ,

    Like

    • ცარელა სპეკულციები და მეტი არაფერი…
      ეგრე ბევრ რამეს ვივარაუდებ. ესე კი არ იყო ისეა, იქნებ ესეა, ე.ი მართალია… და კუკულკანისგან გამოვიყვან მართალ ღმერთს. არგუმენტს თუ მეტყვი ავდგები და შევატრიალებ როგორც მინდა ჩემი ნება არაა??… შეუსაბამობას მიპოვი. ავდგები და ვიტყვი ეგრე კი არაა აქ მცენარე რომ წერია ბირთვული სინთეზი იგულისხმება მეთქი… დიახ მშვენივრად გავაპრავებ კუკულკანს.
      ბუნების კანონზომიერებებმა დამიფაროს თქვენი ღმერთის რწმენისგან…😀 ტყულების, სპეკულაციების და უსაფუძვლო მტკიცებების მეტი არაფერია.
      ჩემთვის ყველაზე ნათელია ის ფაქტი რომ ღმერთს მეცნიერული საფუძველი საერთოდ არ აქვს…

      Like

      • რას ვიზამ განმარტებას სპეკულაციას ეძახი

        Like

      • კი არ ვეძახი მასეა, ნამდვილად.
        შენთან კამათის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ რელიგია და ღმერთის იდეა ვერ იქნება ჩემთვის ვერასდროს მისაღები. მე ზუსტი პასუხები მიყვარს. მე მინდა ვიცოდე საიდან მოდის ეს ცოდნა.
        რელიგია კი გაურკვეველი მითების კრებულია, რომელზეც დაშენებულა აბრაკადაბრა ფილოსოფია.

        Like

  92. ვაიმე ვაიმე… ნერვოზს დამმართებ შენ (ეს ნახევრად ხუმრობით) ნუ მაშინებ ნახევრად? თუ გინდა აღარაფერს მოგწერ {ესეც ნახევრად ხუმრობით}

    Like

  93. “შესაბამისი კუთხე არა ისა”. რა არის რელიგია? რელიგია არის კავშირურთიერთობა აფსოლიტურთან, მასთან ვისაც ღმერთს ვუწოდებთ, რამდენადაც ეს ურთიერთობა ყველას თვით ათეისტებსაც კი გაქვთ, ამიტომ სამართლიანი გამოთქმაა რომ ყველას თავისი რელიგია აქვს, როდესაც დადებითად და არსებითად ვსაუბრობთ, რელიგია არის ღმერთთან ურთიერთობა, და სწორედ ამ რელიგიის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ, რელიგია როგორც განცდა ურთულესია, იმ უშუალო და სპეციფიკურ განცდას რომელიც ღმერთთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს, ლოცვა ეწოდება, {ოდესმე თუ გილოცია?} რა თქმაუნდა ლოცვა როგორც მისტიური სწრაფვა, როგორც აღმაფრენა სულისა შეუძლებელია მეცნიერების გვსერდით დავაყენოთ, რელიგიისა და მეცნიერების შორის ნებისმიერი შედარების დროს შესაძლოა იმდენივე წინააღმდეგობა აღმოჩვდეს რამდენიც ვთქვათ მუსიკასა და მათემატიკას შორის, ან სიყვარულისა და მათემატიკას შორის არსებობს, შედარებებით კი შეგვიძლია მცნებები და მოვლენები შევადაროთ, ოღონდ თუ მათ ერთ სიბრტყეზე, ერთი კრიტერიუმების შუქზე განვიხილავთ, ამიტომ რელიგიას ჩამოვაშოროთ სინამდვილის შესახებ მისი ინტელექტუალური {გონებისთვის ხელმისაწვდომი} მტკიცებები, ე.ი. რელიგიის ის მხარე რომელიც საერთოა როგორც რელიგიისთვის ისე მეცნიერებისთვის, და ვნახოთ ორივე მათგანის ცოდნა და შეხედულებები თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, აი სინამდვილეს შესახებ ზოგიერთი ძირითადი დებულება რომელთაც ჩვენ ქრისტიანები ვაღიარებთ, ქრისტიანები ვაღიარებთ: ღმერთი არსებობს, მეტიც მხოლოდ იდ არსებობს და ის რაც მასშია და რაც მასთან არის დაკავშირებული, მასში ყოველივეს თავისი ყოფიერება, თვისი არსობრიობა გააჩნია, მის გარეშე ყოველივე ამაოებაა და ტანჯვა სულისა, ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთკაცია, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ადამიანის სულს აქვს თავისი პიროვნული უკვდავება, თქვენ იტყვით, კი მაგრამ ჩვენს მეცნიერებაში მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, სად არის მტკიცებანი რომლებიც ახლახანს დასახელებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, მტკიცებანი ობიექტური და დასაბუთებულია ე.ი. მეცნიერული? რა თქმა უნდა არა და არსებითაც არც შეიძლება იყოს იმიტომ რომ ყველა დებულება ეხება არსს, სუბსტანციებს, რომლებიც მეცნიერების კომპეტენციის მიღმაა, და არა მოვლენების რომლებიც მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომია, გასაგებია?

    Like

    • თუ მეცნიერების კომპეტენციის მიღმაა, თქვენ საიდან იცით რომ ეგ ყველაფერი მართალია? რაღაც უძველეს წიგნში რომ წერია იმიტომ? თან იქაც პირდაპირ არ წერია, ეგეც მეტაფორებით და იმ მეტაფორების ახსნა არავინ იცის რეალურად. იმიტომ რომ ერთი თუ იტყვის ეს ასე უნდა გავიგოთო, ვერც ფაქტს დადებს იმისას რომ ამ ვერსიას, რაიმე საფუძველი აქვს, მხოლოდ ფილოსოფიურ არგუმენტს თუ მოიყვანს, მაგრამ ფილოსოფია ისეთი დრეკადია რომ სხვა მილიონი ადამიანიც გააკეთებს თავის ფილოსოფიურ დასკვნას და როგორც უნდა ისე შეატრიალებს.
      მეცნიერება არის ერთადერთი ყველაზე უფრო ობიექტური გზა სამყაროს შესახებ გაიგო სიმართლე…
      თუ რისიმე ცოდნა არ გამომდინარეობს მეცნიერებიდან ის არის ფილოსოფია, რომელიც შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივიც. თუ ცოდნა არაფერს ეფუძნება ფილოსოფიური მტკიცებების გარდა ის საერთოდ ცოდნა აღარაა.

      სწორედ მაგაშია მთავარი კონფლიქტი. თქვენი მტკიცებები საფუძველს მოკლებულია, რადგან საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მეცნიერული ცოდნა, რომელის გადამოწმება და გამართვა შეიძლება მათემატიკური მოდელირებით. ყველაფერი დანარჩენი ფილოსოფიაა, რომელსაც ძალიან ადვილად შეუძლია შეცდომაში შეგიყვანოს.
      ყველა დებულება ეხება არსს – ოღონდ ეს მტკიცებები დგას ფილოსოფიურ დაშვებებზე და აზრებზე რომლებიც საუკუნეების წინ ბნელ ეპოქაში ჩამოყალიბდა. დაშვებები კი არა უკვე დოგმებია. რომელიც კაცმა არ იცის რატომ უნდა იყოს მართალი.
      ფუნდამენტური განსხვავება ისაა რომ მე იმ ინსტრუმენტის მიხედვით ვხელმძღვანელობ რომელიც მუშაობს, მეცნიერება მუშაობს. შენ კი არაფერს არ ეფუძნები. გარდა ძველ მითებზე აშენებული ფილოსოფიური მანიპულაციებისა.
      თუ მეცნიერების კომპეტენციის მიღმაა რაღაც მაშინ მისი ცოდნა არსებითად შეუძლებელია. ვის როგორ გონია კი ამას არ აქვს მნიშნველობა კიდევ ერთხელ:. Extraordinary claims require extraordinary evidence

      Like

  94. ბიბლიასთან დაკავშირებით წავიკითხე შენი საინტერესო კომენტარი, და აი რას გეტყვი: ბიბლიის ზედაპირული კითხვა ისევე როგორც ყოველგვარი ნახევარცოდნა, კიდევ ერთ უცნაურ საგონებელში გვაგდებს, როგორ შეიძლებოდა სინათლე ყოფილიყო პირველ დღეს თუ მზე მხოლოდ მეოთხე დღეს შეიქმნა? ამ დაეჭვების მიზეზი კვლავ და კვლავ როგორც ბიბლიის ისე მეცნიერების უცოდინრობაა, რამეთუ ჯერ კიდევ გერშელმა დაამტკიცა რომ თავდაპირველად არსებობდა სინათლის {შუქის} ბუნდოვანება ხოლო მეოთხე დღეს შექმნილი მზე წარმოადგენს იმ ცენტრს რომელიც სივრცეში განფენილი სინათლის ენერგიას კრეფდა, გამოთქმაში გააჩინა ღმერთმა 2 მთავარი მანათობელი დიდი მნათობი დღის გამგებლად და მცირე მნათობი ღამის გამგებლად, სიტყვა “გააჩინა” ნიშნავს გააკეთა, დაასრულა იმის შესრულება, რაც უკვე შექმნილი იყო, რაც თავდაპირველად იყო გამოხმობილი საარსებოდ, თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა {ორიგინალში ერთმანეთისაგან განირჩევა ეს 2 ზმნა, “გააჩინა” და “შექმნა” } ბიბლია ყვალაზე მეტად მოსვენებას უკარგავს მოაზროვნე ადამიანს: უკარგავს მოთხრობილი სასწაულებით, რომელიც მას ბუნების კანონების დარღვევა გონია, { მაგალითად შენ მოაზროვნე ათეისტო, ხუმრობით ოღონდ} სნეულთა განკურნება , მკვდართა აღდგინება, – ბუნების დარღვევა კი არ არის, არამედ ამ კანონების აღდგენა, ცოდვისა და მემკვიდრეობითობის კანონების თანახმად, ავადმყოფობა და სიკვდილი კანონზომიერებაა, მაგრამ თავდაპირველი ჩანაფიქრით, როცა ცოდვა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ადამიანი სიცოცლისათვის იყო შექმნილი, და როცა ისპობა სიკვდილისათვის გამომწვევი მიზეზი{ ანუ ცოდვა} მაშინ კვლავ აღდგება ღმრთაებრივი შემოქმედებითი ძალის მოქმედება, ოდესღაც ეს ძალა ძლევამოსილი, “შემოქმედებითი სიტყვებით შესაქმის დღეებსაც ამოტყორცნიდა, ” მარადისობის წიაღიდან, მან იმავე დარვინის სიტყვებით:სიცოცხლე შთაბერა პირველად უჯრედს, ამ ძალის ბუნებრივ მოქმედებას წარმოადგენს არა სიკვდილი, არამედ სიცოცხლე და აღდგომა, ქვა მიზიდულობის ძალით ქვემოთ ვარდება, მაგრამ თუ უკუბიძგით მიზიდულობის ძალის ნეიტრალიზება მოხდება მაშინ ქვა ზემოთ აფრინდება, სახარებისეული სწავლება არაბუნებრივი კი არ არის არამედ ზებუნებრივია, რადგანაც ამა თუ იმ შემთხვევაში,ზეცდისეული ძალა იწყებს მოქმედებას, და ასეთი ფააქტი გვაოცებს, სასწაულებრივად გვეცვენება, თუმცა ის რაც “დედამიწაზე სასწაულია, ზეცაში ბუნებრივია” {როგორც რადიუმის მოვლენა,} სასწაულია ველურისათვის მაგრამ ბუნებრივია ქიმიკოსისათვის} ბუნების კანონები ბორკილები არ გახლავთ, რომლებითაც ღმერთმა საკუთარი და ადამიანური ნება შებორკა,ბუნების ძალებსაც ის განაგებს და ბრძანებლობს მათ,სასწაულის გარეშე სიცოცხლე სასწაულებრივი არასდროს არ იქნება, და სწორედ რომ სასწაული სწყურია და ენატრება ყოველ არსებას, რომელიც აუცილებლობის სამყაროდან მიილტვის და თავისუფლების სამყაროსაკენ, ამ სიტყვებს ყურადღება მიაქციე, კანონები, როგორც “მოვლენათა მუდმივად განმეორებადი” კავშირები და ძაალები, რომელიც მისი ხუთგრძნობიანი ლოგიკისთვისაა ხელმისაწვდომი, სასწაულებს არ ცნობს, თუმცა მათი უარყოფაც არ შეუძლია, რელიგია კი თავისუფლების სამეფოსთან გვაერთებს და გვაკვშირებს, ამასთან არა ფორმალურ და ცარიელ არამედ შემოქმედებითი თავისუფლების სამეფოსთან, მადლის სამეფოსთან, იმ შემოქმედ ძალასთან რომელმაც შექმნა სამყარო, “დიდება ღმერთს” და ესე იგი სასწაული რომლის მოწმენიც ადამიანები ვართ, ამავე ძალას ასევე სასწაულებრივად უჭირავს ეს სამყარო {სამყაროს სენარჩუნება კანონზომიერად , ლოგიკურად არ გამომდინარეობს თვით არსებობის ფაქტიდან, ისევე როგორც ორგანიზმების კვებას ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს მისი გაჩენა}

    Like

  95. “თუ მეცნიერების კომპეტენციის მიღმაა, თქვენ საიდან იცით რომ ეგ ყველაფერი მართალია?” გავიმეორებ, არის რაღაცეები რაც თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ, და არის ისეთი რაღაცეები რომლებიც თუ არ ირწმუნა ვერ დაინახავ, ძნელია ეხლა ამაზე კამათი თუ საიდან ვიცით, როდესაც შეიგრძნობ ლოცვის ძალას, როცა მადლი გადმოვა შენზე, როდესაც რწმენა გექნება, მაშინ მიხვდები საიდან ვიცით ეს ყოველივე, მაშინ მიხვდები რომ ეს ილუზია კი არა ნამდვილი ცოცხალი განცდაა, ისევე როგორც სუნთქვა, {როცა სუნთქავ ხო ნამდვილად იცი რომ სუნთქავ, ლოცვის დროსაც როცა რაღაც უჩვეულო გრძნობა გეუფლება ისიც მასეა,} მერწმუნე ამაში არაფერი ილუზია არაა, ანდა კარგი ამას თავი ვანებოთ და როგორ ახსნნით ათეისტები აი ამ ფაქტებს: 1 რატომ გადმოდის ყოველ აღდგომას ცეცხლი იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე,2 რატომ სდით ხატებს მირონი, 3 რატომ არის აი მაგ: საქართველოში წმიდა მამა გაბრიელის საფლავზე ზამთარ ზაფხულ ყვავილი, ან რატომ კურნავს მისი ზეთი? ან რატომ არ იხრწნება წმიდა მამათა გვამები? რომელთაც კეთილსურნელოვანი სუნი აზდით? და რომლებიც სახალხოთ არის ნაჩვენები? და რომელთაც არანაირი მედიცინური ჩარება არ უტარდებათ? 4 ან ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ნახე მაივიდეოში ჩაწერე “განცხადებული სასწაულები” და უყურე, ასეთი უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია

    Like

    • “როდესაც შეიგრძნობ ლოცვის ძალას, როცა მადლი გადმოვა შენზე, როდესაც რწმენა გექნება, მაშინ მიხვდები საიდან ვიცით”
      ამ აბსურდზე გიპასუხე უკვე… ერთიდაიგივეს იმეორებ. აბა კარგად წაიკითხე ის კომენტარი! 7 ივნისი 9:56 წუთი. აი ეს კომენტარია.
      შენ რაც ჩამოთვალე დიდად სავბარაუდოდ არის მღვდლების მაიმუნობა, ხალხის თვითდაბოლება. და ათასი ხიმანდრობა
      თუ არ გჯერა და ეგეთ სასწაულებს ბუდისტებიც და ინდუსიტებიც ჩითავენ, ე.ი ეგენიც მართლები არიან? ძროხის კერპები რომ რძეს სვამდნენ არ გინახავს იუთუბში?
      ამ ვიდეოში ძროხის ქანდაკება არაა მაგრამ რაღაც ინდუისტური ქანდაკებაა… მოდი და ეხლა ინდუიზმიც დაიჯერე. თუ სასწაულებიდან გამომდინარე დასაჯერებელია. ინდუიზმმა რა დააშავა?

      Like

  96. “სწორედ მაგაშია მთავარი კონფლიქტი. თქვენი მტკიცებები საფუძველს მოკლებულია, რადგან საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მეცნიერული ცოდნა, რომელის გადამოწმება და გამართვა შეიძლება მათემატიკური მოდელირებით’ კარგი, მეცნიერულად ამიხსენი ზუსტად, როგორ გამოეზარდა მაგ: არწივს ფრთები? საჭიროებამ მოითხოვა? თუ აბმა გლუკოზამ უყო მაი ამბავი? ამას საფუძველს ეძახი?

    Like

    • წადი ჯერ ბიოლოგია და ევოლუცია ისწავლე და მერე მესაუბრე მაგ თემაზე. მე ჩაგიტარო ყველაფრის ლექცია?
      მეცნიერება წარმოადგენს საფუძველს. ჰაერზე არავის სჯერა ამ შემთხვევაში. არსებობს მეცნიერული თეორია რომელიც ხსნის როგორ და რატომ განვითარდნენ სახეობები. ღმერთის გამოძერწვა არ ჭირდება რომ არწივს ქონდეს ფრთები.

      Like

      • ბიოლოგია კარგად იცი და ევოლუციის გჯერა? მეტს ვერაფერს მეუბნები? მანახე საფუძველი როგორ გამოეზრდებათ ხოლმე ამ სახეობებს გაურკვეველი წანაზარდები, აი მაგ: ადამიანი რომ წყალში ჩავარდეს ლაყუჩები ამომივა?

        Like

  97. ან ამიხსენი რატომ იყო სამყარო თავდაპირველად შეკუმშულ მდგომარეობაში? საიდან გაუჩნდა მას ეგ საწვავი? {რითაც გაფართოვდა} ან დიდი აფეთქება რამ გამოიწვია? მითუმეტეს თუ დრო იქამდე არ არსებობდა, იცი რას მეუბნები რო თურმე გაურკვეველ სივრცეში სადაც არც დრო არსებობდა და არც არაფერი, შემთხვევით { ან რავიცი, საწიროებამ მოითხოვა, კანონზომიერებამ} დაეჯახა 2 უაღრესად მკვრივი ნაწილაკი ერთმანეთს და ასე მივიღეთ დიდი აფეთქება, რომლის შემდეგ იწყებს არსებობას დრო, { ისე საინტერესოა დიდი აფეთქება როგორ მოხდა თუ დრო არ არსებობდა?} შემდეგ ფართოვდება სამყარო ნელნელა ჩამოყალიბებას იწყებენ გალაქტიკები სისტემები და პლანეტები, ამ გაფართოების პროცესში არა? ბოლოს დედამიწაზე გაურკვევლად ჩნდება სიცოცხლე, სიცოცხლე ევოლუციურად ვითარდება, რაღაც გაურკვეველი წანაზარდები უჩნდებათ პრიმიტიულ ცოცხალ არსებებს, ასე ვითარდება სიცოცხლე და ბოლოს ვღებულობთ {საჭიროებიდან გამომდინარე} გონიერ არსებას, ააააააააააადამიანს, { ნეტავ სხვა სახეობებში რატომ არ განვითარდა აზროვნება? საჭიროებამ არ მოითხოვა? თუ ადამიანებს უბრალოდ გაგვიმართლა?} ხოლო იმას რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და მისი უმაღლესი გონით, უმაღლესი დაგეგმით, შეიქმნა და მოვლენები განვითარდა ასე უტოპიას და ზღაპარს ეძახი რომლებიც თურმე უსაფუძვლოა,

    Like

  98. “ღმერთის გამოძერწვა” ჯერ ეს ერთი საშინლად იცი რელიგია, არწივი ღმერთს არ გამოუძერწავს, ეს ყოველივე სასწაულებრივად მოხდა ღმერთის მიერ, როგორ ეს ღმერთმა იცის

    Like

  99. “შენ რაც ჩამოთვალე დიდად სავბარაუდოდ არის მღვდლების მაიმუნობა, ხალხის თვითდაბოლება. და ათასი ხიმანდრობა; ჰმ, ვახ, ვახ, ვახ, მაინტერესებს რა მაიმუნობის ნაყოფია რომ ყველას თვალწინ ტაძარში სადაც პოლიცია იცავს ყველაფერს რომ ტყუილი ცეცხლი არავინ არ შეიტანოს, თან ყველა კანდელს აქრობენ ზუსტად მაგ დროს ოთახში სადაც პატრიარქი იმყოფება {ყველას თვალწინ} ცეცხლის დიდი ნაკადი ჩნდება და თან ისეთი ცეცხლის რომელიც არაფერს არ წვავს {ტელევიზორში მაინც არ გაქ ნანახი? შენ ამ ფაქტს მღვდლების მაიმუნობით მიხსნი? შენ თითონ თუ გჯერა მაგის,

    Like

    • რა გასაკვირია, ეპისკოპოსი შედის საკანში მარტო, სხვას არავის ახედებენ და მე რა ვიცი მართლა ღმერთი ანთებს თუ ეპისკოპოსი?
      ისე არ გინდა ამას უყურო, ნახავ როგორ შეიძლება ცეცხლი აინთოს თავისით. როდესაც ფოსფორი რეაქციაში შევა ჟანგბადთან. ასე რომ თავისუფლად შეიძლება ეპისკოპოსმა შეიტანოს ფოსფორიანი სანთელი რომელსაც ცოტა ხანში თვითონ მოეკიდება ცეცხლი.
      მართალია ბერძნულადაა ვიდეო, მაგრამ რაც მთავარია კარგად დაინახავ როგორ ინთება სანთლები პირდაპირ ეთერში. (პირდაპირ ეთერში გადიოდა გადაცემა)

      ისა ქანდაკების მიერ რძის დალევაზე რას იტყვი? ჰა ინდუიზმი არაა მართალი?

      Like

  100. ისევ იგივე წერეში დაიწყე ტრიალი😦
    მე ყველაფერზე პასუხი არ მაქვს ისევე როგორც არავის, მაგრამ ეს ამართლებს ღმერთის არსებობას?
    მე თუ რაღაც არ ვიცი ე.ი ღმერთი არსებობს? ცოდნის ღრმულები ღმერთით ივსება?
    საიდან მოვიდა ის საწვავი და სავარაუდოდ მულტი სამყაროდან (სავსებით შესაძლებელია) მულტი სამყაროს იდეას მეცნიერული საფუძველი აქვს, ღმერთს არა
    გაურკვეველი წანაზარდები არ უჩნდებათ. ის უჩნდებათ რაც ჭირდებათ თვითგადასარჩენად.
    ვისაც არ გაუჩნდა საჭირო მუტაცია ის დაიღუპა, ის სახეობა გადაშენდა. რომელიც შეეგუა. ის შეეგუა სწორედ მუტაციით.
    სხვა სახეობებს არ დაჭირდაც აზროვნება და არ განვითარდა… ინსტიქტები იმყოფინეს. თუმცა აზროვნების ნიშნები აქვს ზოგიერთ ცხოველს. (ნიშნები და არა აზროვნება) სხვა სახეობებში ზოგს ბასრი კბილები დაჭირდა ზოგს მარდი ფეხები, ყველას ერთნაირად ხომ ვერ დაჭირდებოდა? ზოგი უდაბნოში ცხოვრობდა ზოგი ტყეში და ზოგი წყალში. განსხვავებები ადაპტაციურმა რადიაციამ გამოიწვია. ყველა იმ ნიშნას უნდა მორგებოდა სადაც ცხოვრობდა.
    უტოპიას ვეძახი იმიტომ რომ არ აქვს მეცნიერული საფუძველი. ერთიდაიგივეს ნუ მამეორებინებ, შენ რომ უაზრობა გგონია არ ნიშნავს რომ უაზრობაა.. იმიტომ რომ მეცნიერებაში ცუდად ერკვევი.
    აქ კი ორი სიტყვით ვერ შეგასწავლი მე ყველაფერს.
    ღმერთის იდეას არ აქვს მეცნიერული საფუძველი – მე მოვრჩი ამაზე კამათს. დანარჩენი შენ ისწავლე უკვე, დავიღალე.
    დანარჩენი აქ ისწავლე… თუ ინგლისური იცი, მაგრამ ჯერ ფიზიკა არ იცი საკმარისად რომ ეს გაიგო. მოკლედ საუბარია სამყაროს არაფრისგან წარმოშობის იდეაზე.

    Like

  101. “რა გასაკვირია, ეპისკოპოსი შედის საკანში მარტო, სხვას არავის ახედებენ და მე რა ვიცი მართლა ღმერთი ანთებს თუ ეპისკოპოსი?” ეპისკოპოსი საკანში მარტო შედის მაგრამ დდავიწყოთ 1 ჯერ ეს ერთი მართალია მარტოა მაგრამ გარშემო {იქვე ახლოს }მყოფი ადამიანები მაინც ხედავენ, 2 ეპისკოპოსს პოლიცია საგულდაგულოდ ჩხრიკავს, რომ ასანთი ან რაიმე მსგავსი ნივთი არ შეიტანოს,3ფოსპორს რაც შეეხება გასაგებია რომ ეგრეც ინთება სანთელი მაგრამ მაშინ თუ ასეა ეპისკოპოსს ძალიან ბევრი ფოსფორი დაჭირდებოდა წინასწარ, { რადგან ცეცხლი ძალიან დიდი რაოდენობით გადმოდის} 4 ეს ტრადიცია {თუ შეიძლება ასე ითქვას} ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული ხორციელდაბა5 შენ მხედველობიდან გრჩება ის ფაქტი რომ ერთხელ როდესაც ტაძარში გრიგოლიანელი ეპისკოპოსი მოსყიდვით შეუშვეს, ხოლო მართმადიდებელი ეპისკოპოსი ტაძარშიც არ შუშვიათ, მაშინ ცეცხლი გარეთ მყოფ მართმადიდებელ ეპისკოპოსზე გადმოვიდა ყველას თვალწინ ისე რომ არავითარი ფოსფორი {ან მსგავსი მაიმუნობა} არავის არ გამოუყენებია,

    Like

    • “მყოფი ადამიანები მაინც ხედავენ” ეპისკოპისი მარტოა საკანში და საიდან ხედავენ? “ეპისკოპოსს პოლიცია საგულდაგულოდ ჩხრიკავს” ასანთის შეტანა არ ყოფილა აუცილებელი ცეცხლის ასანთებად
      “რადგან ცეცხლი ძალიან დიდი რაოდენობით გადმოდის”
      ნამყოფი ხარ იმ საკანში? რა იცი რა რაოდენობით გადმოდის? მერე რომ უკიდებენ ერთმანეთს და ტაძარში ბევრი ცეცხლია მაგას ხომ არ გულისხმობ? ისე დიდი რაოდენობა რას ქვია, რასაც შეიტან იმას არ მოეკიდება? თუ დიდი სანთელი შევიტანე დიდ ცეცხლს გამოვიტან თუ პატარა შევიტანე ცეცხლიც მცირე იქნება. დიდი რაოდენობის ცეცხლი რა მოვლენაა? რამხელა სანთელიც გაქვს იმაზე იქნება დამოკიდებული.
      “გრიგოლიანელი ეპისკოპოსი მოსყიდვით შეუშვეს” ალბათ არ იცოდა ცეცხლის გარდმოსვლის ფოკუზი როგორ უნდა.
      მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული. თუ ილუზიონისტებს შეუძლიათ მოატყუონ მილიონიანი აუდიტორია, ვითომ სხვები რატომ ვერ ისწავლიდნენ რამე ფოკუზსს? ილუზიონისტი ვიცით რომ იტყუება და დღევანდელ ეპოქაში არავის (ნორმალურს) მიაჩნია ისინი ნამდვილ ჯადოქრებად.
      ვითომ ცეცხლის გარდომსვლა და სხვა სასწაულები რატომ უნდა გამორიცხო ასეთი სცენარისგან?

      Like

  102. “საიდან მოვიდა ის საწვავი და სავარაუდოდ მულტი სამყაროდან (სავსებით შესაძლებელია) მულტი სამყაროს იდეას მეცნიერული საფუძველი აქვს, ღმერთს არა” მულტი სამყაროს რომ საფუძველი აქვს საიდან დაასკვენი? ღმერთს რატომ არა აქვს საფუძველი? მულტი სამყაროთი არ ავსებ ცოდნის ღრმულებს? ეს ხომ ვარაუდია? უბრალოდ ასე გგონია და მაგიტომ იძახი რომ ეს მულტი სამყაროდან მოვიდა, უსამართლობაა როცა იძახი რომ ღმერთს საფუძველი არ აქვს და მულტი სამყაროს აქვს, მე რომ ვამბობ ღმერთის განგებით მოხდა ასე და ეგ საწვავი მისი ზუსტი დაგეგმბით მოხვდა იმ რაღაცაშითქო, იგივეს არ მეუბნები? უბრალოდ შენ ღმერთი “მულტი სამყარო” თი შეცვალე და მეტი არაფერი, ასე არაა? და თუ ასეა ისევ ურჩად გაიძახი რომ მაინცდამაინც ღმერთს საფუძველი არ აქვს და მეცნიერების მიერ მოგონილ ათას ვარაუდს სამყაროს შექმნის შესახებ აქვს, და კარგი ამას თავი დავანებოთ და იმაზე რას მეტყვი როგორ გაჩნდა გალაქტიკები და სისტემები? ასეთი მწყობრი სისტემა როგორ მივიღეთ?

    Like

    • საიდან დავასკვენი და მეცნიერებიდან, თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიებიდან, ეს არ ნიშნავს რომ 100% არსებობს, მაგრამ არსებობს მეცნიერული მინიშნებები რომლებიც მეცნიერულ თეორიებზე დგას, მაგალითად სამყაროს დაბალი ენტროპიის პრობლემაზე. ან სიმების თეორიაზე და ექსტრა განზომილებების იდეაზე… ესენი მეცნიერული თეორიები და ჰიპოთეზებია… ამრიგანდ მულტი სამყაროს აქვს მეცნიერული საფუძველი. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ მულტი სამყაროს არსებობა, ღმერთზე იგივე ვერ გააკეთებ მეცნიერულ ჭრილში, იმიტომ რომ ღმერთი მხოლოდ ფისოლოფიური იდეაა. მეცნიერებაში არ არსებობს ღმერთის ცნება.
      მულტი სამყარო იგივე სამყაროა უბრალოდ გაცილებით ფართო მასშტაბით, მას საერთო არაფერი აქვს ღმერთის იდეასთან. მულტი სამყარო არაა რაღაც ზე გონი, რაღაც მოაზროვნე სუპერ როჟა. მოაზროვნე სული… მულტი სამყარო არის იგივე სამყარო ოღონდ გაცილებით ფართო თავისი არსით და მასშტაბით.
      გალაქტიკები გაჩნდა გრავიტაციით, სისტემები ეგრე გაჩნდა. საერთოდ სამყაროში მთავარი სკულპტორი გრავიტაციაა. გრავიტაცია წარმოადგენს სივრცის გეომეტრიას. სადაც სივრცე მატერიის არსებობით მრუდდება, ეს იწვევს მიზიდულობის ეფექტს. აინშტაინის ფარდობითობა კარგად ხსნის ამ ყველაფრის საფუძველს.
      ეს წესრიგი შეიქმნა გრავიტაციის შედეგად, რომელიც თანაბრად ამრუდებს სივრცეს და ქმნის ისეთ სხეულებს და სისტემებს როგორიცაა პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები

      Like

  103. ოოოოოოო, ევოლუციას რაც ეხება ჩემთვის ეს იცი რას გავს? ზღაპარს რომელიც ადამიანებმა {ყველამ არა ოღონდ, ღმერთმა დაგვიფაროს} იმისთვის მოიგონეს რომ აეხსნად უზარმაზარი საიდუმლოება ღმრთისა, მაშ ასე, ეხლა მისმინე, ესეიგი ვთქვათ მოხდა რაღაცა და დედამიწაზე უფრო და უფრო მომატება დაიწყო წყლის დონემ, საბოლოოდ ადამიანთა მოდგმა დადგა იმის საჭიროების წინაშე რომ უნდა გვესწავლა წყალში სუნთქვა, მუტაცია იყო მხოლოდ ჩვენი მხსნელი, შენ გჯერა რომ დროთა განმავლობაში წყალში ბევრი ცურვისაგან რაღაც წანაზარდი {ახალი ორგანო} გამოეზრდებოდათ ადამიანებს? რაც არ უნდა ბევრი დრო გასულიყო, და თუ არა ესეიგი გადავშენდებოდით ხომ ასეა? ეხლა მოდი მივყვეთ, რა დაგვრჩა მაგ: ჟირაფი შეძლებდა დროთა განმავლობაში წყალში სუნთქვას? ან მაიმუნი შეძლებდა ამას? ან პირიქით რომ ყოფილიყო თევზები შეძლებდნენ მიწაზე სიარულს? ამიხსენი ერთი, როგორ შეიძლება დაირღვეს რაიმე წესი ორგანიზმში, აი მაგალითად ადამიანის ორგანიზმში ხომ ისწავლე დნმ ჩვენი გენეტიკა, სხეულს რომ რამე მუტაცია დაეწყოს აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილება დნმ ში {და ეს ყველა სულიერ არსებას აქვს} შენი აზრით შეიძლება დნმ ზე წყალმა იმოქმედოს? და ამიტომ მასში ახალი კოდი ჩაიწეროს იმისა რომ ადამიანს ლაყუჩების მსგავსი ორგანო განუვითარდეს? შემდეგ ეს მიყვეს ორგანიზმის გენეტიკას და ამის შემდეგ ყვალა ადამიანი ლაყუჩებიანი დაიბადოს? რა თქმა უნდა ეს გამორიცხულია რადგანაც დნმ ზე არ შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს წყალმა, და თუ რაიმე დაირღვა უჯრედის და დნმ ს შემადგენლობაში იცი მაშინ რას ვებულობთ სიმსივნეს, ევოლუციის თეორიის ბრმად გჯერა ცოტა იფიქრე, ბევრს ფიქრი ეზარება და მაგიტომ ჯერა მაგ სისულელის, შიძლება ის გაბნევს რომ მეცნიერებიც მხარს უჭერენ ევოლუციის თეორიას {თუმცა ყველა არა} მაგრამ ახლა მალე შეწყდება ამაზე მეცნიერებაში კამათი რადგანაც მიხვდებიან რომ ევოლუციის თეორია სიცრუეა, და ხაზს ვუსვამ ჯერ ეს ერთი ეს უბრალოდ თეორიაა, ისე საინტერესოა როგორ გაჩნდა ეს თეორია, რო იცოდე დარვინის ღმერთის წამდა, თუ გინდა მოგიყვან ამის ფაქტებს, უბრალოდ დარვინის შეხედულება გადააკეთეს შეასწორეს დამიკიბ მოკიბეს, შენ წაკითხული გაქ დედანი? იქ ნახავ ბოლოში რას ამბობს დარვინი თავის ნაშრომში,

    Like

    • შენთვის ევოლუცია გავს ზღაპარს, იმიტომ რომ არ გესმის ბიოლოგია და ევოლუციის თეორია.
      “იმისთვის მოიგონეს რომ აეხსნად უზარმაზარი საიდუმლოება ღმრთისა”
      ძალზედ უსუსური აზრია. იმ ადამიანისგან რომელიც მეცნიერებაში და ევოლუციაში არაა გარკვეული. და მითუმეტეს იმ ადამიანისგან რომელსაც სჯერა სამყაროს ამოსახსნელად გამოგონილი სუპერ გმირისა. ყვავმა რომ თოლიას დასცინოს რა შავი ხარო – ასეთი მომენტია
      შენ გგონია ევოლუცია 1-2 დღეში ხდებოდა? ან 1-2 თაობაში? ევოლუცია ათასობით და ათი ათასობით თაობაში ხდებოდა, გგონია 2-3 წელიწადში წამოეზარდათ სახეობებს კიდურები ან ფარფლები? გგონია ერთმა ან ხუთმა მუტაციამ ჩამოაყალიბა კომპლექსური ორგანიზმები? არა… ძალიან ბევრი კასკადური ცვლილებების შედეგია ევოლუცია.
      თევზები შეძლებდნენ მიწაზე სიარულს?
      უკვე შეძლეს… წყლიდან ამოვიდა ევოლუცია ზედაპირზე… მშრალში დარჩენილმა ზღვის ბინადრებმა ფარფლებით ხოხვა ისწავლეს, ეს ფარფლები დროთა განმავლობაში გადაიქცა კიდურებად, სასუნთქი სისტემა კი შეეჩვია ჰაერს.
      დარვინს რა წამდა არ მაინტერესებს დიდად.
      სასაცილოა მორწმუნე რომ ვინმეს ეტყვის რამეზე ბრმად გჯერაო, თქვენი ღმერთის რწმენა მთლიანად ბრმაა. სიბრმავეზეა დამოკიდებული.
      ევოლუციის თეორია სარწმუნოდ მეჩვენება იმიტომ რომ ერთადერთი თეორიაა რომელიც ხსნის როგორ რა უნდა მომხდარიყო. უკეთესი შენ შემომთავაზე და თუ მართლაც უკეთესი აღმოჩნდება დავიჯერებ, ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი ამ თეორიაზე. თქვენ კი ღმერთის იდეაზე ხართ შეხორცებულები, იმიტომ რომ ღმერთს და საკუთარ ეგოს აიგივებთ. საკმაოდ ლოგიკური მეჩვენება ევოლუცია, იმიტომ რომ ჰოპლა და -ზღაპრულად კი არ შეიქმნა ყველაფერი “ღმერთმა თქვა” და გაჩნდა… (რა კაია) ეს არასერიოზული მიდგომაა, რაღაც ჯინების, ნაცარქექიების და მფრინავი ხალიჩების ისტორიის მსგავსი, ევოლუცია კი ლოგიკურად და მეცნიერულად უდგება საკითხს. თვითგადარჩენის ინსტიქტი, ბუნებრივი გადარჩევა, მუტაცია, განვითარება, ყოვლად უაზროა იმის წარმოდგენა რომ ჰოპლა და რაღაც გაჩნდა ვიღაც სუპერ გმირის სიტყვაზე.

      Like

  104. ინგლისური შეიძლება ითქვას რომ ძალიან ცუდად ვიცი, ვერაფერი ვერ გავიგე, რაც შეეხება მეორე ვიდეოს, იქ შენ მიერ მოძებნილ ვიდეოში ნახავ როგორ გააჩერა ერთმა კაცმა დაახლოებით 5_10 წამი ცეცხლი სახეზე და ეს ნამდვილი კადრი იყო იგი არ დაიწვა, ამას როგორ ხსნი? ბუდისტებს და იმ ვიღაცეებს რაც ეხებათ, ინტერნეტში რაღაც სისულელე ნახე და მაგის დაიჯერე? რა იცი რომ ეგ რაიმე პროგრამით არ იყო გაკეთებული და არ გატყუებდნენ? ცეცხლს რაც შეეხება ამას მთელი მსოფლიოს {უმეტესობა} ტელევიზიები გადმოსცემენ, და ამაში ტყუილი არაფერია, აქვთ რაიმე მსგავსი ბუდისტებს? {თუ ვიღაცეებს} მათი რაიმე სასწაული არის ასეთი გაშუქებული და გამჭირვალე? რომში ერთერთ სასახლეში{სახელი დამავიწყდა} დასვენებულია წმინდანთა გვამები რომლებიც საერთოდ არ იხრწნებიან {არანაირი მედიცინური ჩარება} და საოცრად კეთილსურნელევა ტრიალებს მათ გარშემო, ამას რითი მიხსნი?

    Like

    • 5-10 წამი მეც გადავიტარებ ცეცხლს და არ მოვკვდები. არც მნიშველოვან დაზიანებას მივიღებ
      მე არ დავიჯერე, შენ უნდა დაგეჯერებინა
      და რატომ უწოდებს სხვის სასწაულს სისულელეს და შენსას ნამდვილს.
      ქანდაკებას შეუძლია რძის დალევა? არა! ხომ ხედავ დალია. (ასე ადვილად იჯერებ შენთვის სასურველ სასწაულებსაც) ე.ი უნდა დაიჯერო,,, თუ სკეპტიკურად უდგები და არ იჯერებ, მაშ ამ სასწაულებს რატომ არ უდგები სკეპტიკურად? კითხვებს რატომ არ უსვამ? რატომ არ შეგაქვს ეჭვი, იქნებ ესენიც მასე გატყუებენ.
      ტელევიზიები გადმოსცემენო?
      ტელევიზიები დევიდ კოპერფილდის დარბაზში ფრენასაც გადმოსცემდნენ, მერე რა.
      გჯერა რომ კოპერფილდი დაფრინავს?
      ისე რა სასაცილოა თავიდან სხვის სასწაულებს ათეისტივით უდგებით. 100%-იან მტკიცებულებას ითხოვთ და შემდეგ იმაშიც თუ დარწმუნდით რომ მართლა აუხსნელი მოვლენაა, იმათ ღმერთებს კი არ დააბრალებთ არამედ საერთოდ უარყოფთ რომ რამე მოხდა😀 ამავე დროს სასწაულების რომლებსაც “თქვენსას” ეძახიან ვიღაც გაბურძგნული ტიპები, უპირობოთ გჯერათ. ყოველგვარი კითხვის და სკეპტიციზმის გარეშე.

      Like

  105. სანთის შეტანა არ ყოფილა აუცილებელი ცეცხლის ასანთებად” ფოსფორს ნეტა სად მალავს? მას ძალიან ბევრი ფოსფორი დასჭირვებოდა, და საერთდ ძალიან დიდ სისულელეს მეუბნები თუ გიყურებია ამისთვის ნახავ რომ ეპისკოპოსი დიდი სანთლებით შედის შიგნით და ორივე ხელში უკავია მაღლა აპყრობილი, შენ გინდა მითხრა რომ ეპისკოპოსი შედის ოთახში დებს ამ სანთლებს ასხავს ფოდფორს შემდეგ ისევ იღებს და ხელში აპყრობილი ელოდება როდის აინთება? არა, არა და არა, მისი ოთახი სადაც მაცხოვარი იყო განსვენებული, ძალიან პატარაა, როცა ეპისკოპოსი შიგნით არის კარები ღიაა და შენ ტელევიზორიდან თუ ვერ ხედავ იქ მყოფი {გარშმო}მყოფი ხალხი მშვენივრად ხედავს რა ხდბა შიგნით, მეორეც რაც ვნახე {ფოსფორით ანთებას ვგულისხმობ} საერთოდ არ გავს იმ მოვლენას, იმ შემთხვევაში ცეცხლი ძალიან ძლიერად გადმოდის, მთელი ოთახი ღვთიური ცეცხლით ივსება, წამიერად, შემდეგ ეპისკოპოსის სანთლებს ეკიდებათ ცეცხლი {ერთდროულად, იმ ვიდეოში სანთლები სხვადასხვა დროს აინთო} და შემდეგ ასე ვრცელდება მთელ ეკლესიაში, ანუ გინდა მითხრა რომ ეპისკოპოსი დიდ ფოსფორით სავსე კასრს მალავს ჩუმად შემდეგ მთელ ოთახში მიასხ მოასხავს და შემდეგ ცეცხლს ელოდება, ისე ეხლა გამახსენდა იქ იცი როგორ ხდება? სანთლებს კი არ ეკიდება ცეცხლი, არამედ კარგად დააკვირდი, სივრცეში { ჰაერში} მოულოდნელად ჩნდება ცეცხლი და ასე ვრცელდება, გასაგებია? ვახ ვახ ვახ ისე შენ თუ დაგიჯერებ მთელი მართმადიდებელი სამყარო ილუზიონისტებით არის სავსე არა? თან საუცხოო კაცო საუცხოო, ისეთი ნიჭიერი ილუზიონისტ_ეპისკოპოსები გვყავს რომ ვერ მიხვდებით როგორ აკეთებენ

    Like

    • კასრებით ფოსფორის შეტანა რა აუცილებელია ან საკანში ჩალიჩი. წინასწარ წაუსმევს და ისე მიიტანს რა პრობლემაა… ჰაერს არ გააკარებს თავიდან და მერე როცა საკანში ამოიღებს ჰაერთან შევა რეაქციაში ფოსფორი და აინთება… მე არ ვიცი შეიძლება სხვა ხრიკსაც მიმართავს, ეს უბრალოდ ვერსიაა.
      ანუ ხალხი ხედავს ეპისკოპოსს? რას აკეთებს ყველაფერს ხედავს?
      რატომ ერთი კადრი მაინც არ არსებობს, მაგ ხედით? თორე იმასაც დავინახავდით როგორ ინთება
      არასდროს გამოჩენილა პირდაპირ ეთერში კადრი თუ როგორ გადმოდის ცეცხლი. მხოლოდ მაშინ ვხედავთ როცა გამოდის ეპისკოპოსი ანთებული სანთლებით. საკანში არასოდეს. თუ არადა კადრები მანახე.
      “გასაგებია?”
      ნანახი გაქვს შენი თვალით?
      “ვახ ვახ ვახ ისე შენ თუ დაგიჯერებ მთელი მართმადიდებელი სამყარო ილუზიონისტებით არის სავსე არა?”
      რა შეუძლებელია?
      ისე მთელი რატო? ყველა მღვდელი ვერ აწყობს სასწაულებს. აქა იქ რომ რამე მოხდება ეგაა.

      Like

  106. “ამრიგანდ მულტი სამყაროს აქვს მეცნიერული საფუძველი” დავიწყოთ იქიდან რომ მე არ მითქვამს რომ მულტი სამყაროს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ ის ვთქვი რომ უსამართლობაა როცა “მულტი სამყარო” ს საფუძველი აქვს და ღმერთი უსაფუძვლოა, ძნელია ძნელი ძალიან ძნელი ამაზე კამათი რადგანაც მეცნიერება არ მისულა ჯერ გარკვეულ დონემდე, ღმერთი მის კომპეტენციას ცილდება და ასე მაგიტო მეუბნები, .” აგალითად სამყაროს დაბალი ენტროპიის პრობლემაზე. ან სიმების თეორიაზე და ექსტრა განზომილებების იდეაზე… ესენი მეცნიერული თეორიები და ჰიპოთეზებია” ისე ფიზიკა რო იცოდე მრავალჯერადად საჭიროებს დროთა განმავლობაში გადამოწმებას{ მათემატიკისაგან განსხვავებით} ანუ შეიძლება ფიზიკაში დავამტკიცოთ რაღაცა სუბიექტური ან ობიექტური, იმ დროს არსებული ცოდნითა და ტექნოლოგიებით მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება სულაც არ იყოს ის აბსოლიტური და ჭეშმარიტი, …მაგ: როგორც კვანტური მექანიკა, იგი უფრო სრულყოფილია, და ღმერთმა იცის მომავალში რა მოხდება, ისე დამაცადე ცოტახანიც და გაჩვენებ რომ ღმერთს მეცნიერული საფუძველი აქვს, ეხლა მეზარება დიდი კომენტარის გაკეთება თუ რატომ აქვს საფუძველი მაგრამ სემდეგ კომენტარში აუცილებლად დაგიწერ, ჟურნალისტის დღიურთან დაკავშირებით რას ფიქრობ?

    Like

    • ღმერთის მეცნიერულ საფუძველს შენ ვერ მიჩენებ, იმიტომ რომ არ აქვს. ღმერთის არსებობა არის ფილოსოფიური საკითხი რომელიც არაფერს არ ეყრდნობა გარდა ეგოს სიამოვნებისა.
      ჟურნალისტის დღიურზე კი ვფიქრობ რომ ტენდენციური სიუჟეტია. გამოიყვანეს მხოლოდ მორწმუნე მეცნიერები, რომლებიც წარმოუდგენელ დებილობას ამბობენ როცა სასწაულზე და იესოზე საუბობენ. იმიტომ რომ რეალურად არავის შეუძლია დაამტკიცოს ნამდვილად იესო გაახვიეს თუ არა მაგ სუდარაში. რადიო ნახშირბადული დათარიღება იმდენად ზუსტ ციფრებს ვერ მოგვცემს რომ 10-20 წლის ცდომილება არ იყოს. რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მეორე თუ ამ ტილოზე მართლაც აუხსნელი მოვლენით გადავიდა გამოსახულება, იმის დამტკიცება მოუწევთ რომ ის ადამიანი მართლა ღმერთიც იყო და თან კაციც ამავდროულად… რაც არამგონია შეძლონ
      ამ თემაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, მეტი არაფერი.

      Like

      • “ნამდვილად იესო გაახვიეს თუ არა მაგ სუდარაში” მთელი ეგ ვიდეო მაგაზეა რომ თუ არა ღმერთკაცი ანუ იესო სხვანაირად ბუნების წესით არასდროს არ ხდება რომ სუდარაზე როცა ფოტოებს უღებდნენ გამოსახულება სხვანაირად გადადიოდა, კიდევ ბიბლიაში აღწერილი სურათი ტილოზ ნაწამებ კაცს ემთხვეოდა, რა ვიცი უამრავი რაღაცის თქმა შემიძლია, და მეორეც რომ ამბობ მანდ მარტო მორწმუნე მეცნიერები გამოიყვანესო, იმას რომ ის მეცნიერები მორწმუნეები არიან ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ფაქტებით ლაპარაკობენ, ტილო უამრავჯერ გამოიკვლიეს და მეცნიერებმა ერთხმად აღიარეს რომ ტილო ბუნებრივ კანონს არ ემორჩილება ვერ გაიგეს როგორ უნდა გადასულიყო საღებავის გარეშე ტილოზე სახე თუ არა ღვთაებრივი სასწაული,

        Like

  107. ჩემო მიქაელ, ვფიქრობ ძალიან შორს წავედით, ჩვენი საუბარი მრავალმხრივია, მოდი ერთ საკითხს მივყვეთ ბოლომდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ კომენტარზე პასუხი არ მაქ უბრალოდ ის მინდა რომ ერთ საკითხს მივყვეთ და აუცილებლად მივალთ იქამდე როცა მე ან შენ პასუხი აღარ გვექნება, მაგ: როგორ წარმოიშვა სამყარო ღმერთის გარეშე, მე ამით დავიწყებ, ჩაწერე იუთუბში “გია დვალი – 27.08.2010 – 2.1” მე იმის თქმა მინდა რომ ბარიერი რომელიც სამყარომ დაძლია ღმერთის მიერ განხორციელდა, ეს იმის შემდეგ როცა ვიდეოს უყურებ,

    Like

    • გია დვალის ეგ ლექვია ნანახი მაქვს, თან არაერთხელ
      და რისი თქმა გინდა?
      კვანტური ტუნელირება ღმერთმა მოახდინა?
      ჰო მარა საიდან იცი?
      ისევ იგივე წრეს ვუბრუნდებით, ხომ ხვდები.
      პასუხები არავის აქვს
      ამომწურავი პასუხები სადაც ყველაფერს გაიგებ და აქედან გამოიტან გადამწყვეტ დასკვნას.
      ასეთი რამ არ არსებობს!
      ამიტომ რომელიმე პასუხგაუცემელი კითხვა არ ნიშნავს ვისიმე გამარჯვებას.

      Like

      • დიახ პასუხი რომ არ გვაქ მაშინ საიდან იცი რომ რმერთი არ არსებობს,

        Like

      • მაგაზე უკვე ვისაუბრეთ მგონი.
        მე არ დამიჩემებია რომ ვიცი ღმერთის არ არსებობა, მე ვამტკიცებ ერთ რამეს: ყველანაირი ცოდნის განთვალისწინებით რაც არსებობს სამყაროზე. ასევე, ლოგიკისა და რაციონალური მიდგომის წყალობით ღმერთის არსებობას აქვს ძალიან დაბალი შანსი, ისეთივე დაბალი როგორც ყველა სხვა ზღაპრის პერსონაჟს. და ყველა მითს.
        თუ 100% ცოდნას მომთხოვ ეგ არავის არ აქვს არც მე არც შენ. მაგრამ სამყარო თავისი კანონზომიერებებით მიგვითითებს რომ სამყარო კანონზომიერებებით არსებობს და მუშაობს და არა ზებუნებრივი მოვლენებით.
        გადამჭრელ მოკლე პასუხს ასე გავცემდი მე არ ვიცი ღმერთის არსებობა მაგრამ არ მწამს მისი. იმიტომ რომ მკვეთრად ანთროპულ იდეებს ძალზედ სკეპტიკურად ვუდგები.

        Like

    • მე მგონი შენ ფაქტი რას ნიშნავს არ იცი, ფაქტი მხოლოდ ისაა რომ გვაქვს ტილო, რომელზეც გადასულია გამოსახულება უცნობი გზით. აი შიგნით ღმერთ კაცი იესო იწვა თუ ოჩოპინტრე ეგ უკვე არაა ფაქტი არამედ ვარაუდი.

      Like

      • ფაქტი ის არაა რომ ბიბლიაშია ნაჩვენები როგორ გაახვიეს იესო ტილოში [სახელი დამავიწყდა} და დაკრძალეს, სისულელეს ნუ მეუბნები ეხლა სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო იმ ტილოში? ფერდში რომ ააქვს მას ჭრილობა ბიბლიაში ზუსტად ეგ არ არის აღწერილი? როგორ მივიდა მასთან რომაელი, კიდევ მაგ: ორგანიზმი რომ ჯვარზე გაკრული გარდაიცვალა ეგ არ არის არწერილი ბიბლიაში? და ასე შემდეგ, ოჩოპინტრე არა იხვი, {მასწავლე რა სმაილი როგორ დავწერო}

        Like

      • სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო მაგ ტილოში? მე რა ვიცი, ვინც გინდა. მაშინ ჯვარზე გაკვრა რომის იმპერიაში ჩვეულებრვი სასჯელი იყო. რატომ გამოისახა ტილოზე? არც ეგ ვიცი, ყოველშემთხვევაში ჰაერზე იმას ვერ დავაკსვნი რომ ღმერთი ჩამოვიდა განკაცდა და მერე საკუთარ თავი გააკრო ჯვარზე ადამიანების ცოდვის გამო.
        სამილი როგორ უნდა დაწერო და ორი წერტილი და შემდეგ ფრჩხილი ან ინგლისური ასო D (მთავრული)

        Like

  108. ისე მაგ მეცნიერებს რო დააკირდე რა ეწერებათ როდესაც სიუჟეთში ჩნდებიან მიხვდები რომ მაგ ბნელი რელიგიის მიმდევრებს მეცნიერებაში დიდი წარმატებაც აქვთ, და შენზე კარგად ესმით ფიზიკა მაგრამ ქრისტიანები არიან სწორედ იმიტომ რომ ღმერთის არსებობა საფუძვლიანი კი არაა არამედ აშკარაა

    Like

    • აშკარა არა იხვი😀
      სრული აბსურდია რასაც ამბობ. აშკარა იმისთვისაა ვისაც წამს, იმიტომ რომ ის ღმერთს და საკუთარ ეგოს აიგივებს. ასე კი შეიძლება ძალიან ჭკვიანმა და წარმატებულმა მეცნიერმაც ქნას, იმიტომ რომ ღირებულებებს ვერსად ნახულობს გარდა გამოგონილი კაცის რწმენისა..
      მე კი ასეთი ქმედება იდიოტობად მიმაჩნია.
      როდესაც რაღაცა ძალიან გინდა შენ რაციონალურ მიდგომასაც კარგავ მის მიმართ.
      თუ ადამიანი ნამეტანი გიყვარს, მის ნაკლსაც ვეღარ ამჩევ. ეს ემართებათ ზოგიერთ მეცნიერსაც, ისიც ადამიანია.

      Like

  109. ცოტნე არ დაიღალე?
    მე კი.
    მომბეზრდა ეს კამათი, მაინც ვერ დამარწმუნებ რომ ღმერთი 100%-იანი არსებობს და მხოლოდ მის რწმენაშია ჭეშმარიტება.. ეს გზა რაც თქვენ ასე აღგაფრთოვანებთ, მაპატიე და სრული უაზრობაა ჩემთვის. ადამიანური არსის დამახინჯება, უსარგებლო იდეებით თავის გამოტენვა და მეტი არაფერი. თუ თქვენი ხედვა მართალია, მაშინ ძალიან სულელური ყოფილა ეს სამყარო, რასაც ასე უბრალოდ, უფაქტოდ, უსაფუძვლოდ ვერ დავიჯერებ. ცარელა JUST ირწმუნეზე დამოკიდებულს.
    არ გამოვრიცხავ რომ ვცდები მაგრამ ძალიან დიდ წილად მე რა სამყაროსაც ვხედავ ძალიან შორსაა იმ ვიწრო მსოფმხედველობისგან რაც თქვენთვის მორწმუნეებისვის ამოსავალი წერტილია.
    მიმაჩნია რომ ჩვენმა დისკუსიამ ამოწურა თავისი სიცოცხლე, უკვე მერამდენედ მივდივართ წრეზე, მხოლოდ იმიტომ რომ ელემენტარულში ვერ შევთანხმდით. შენ არ გინდა ფაქტების და ვარაუდების გამიჯვნა. ვერც მეცნიერულ და რელიგიურ ფილოსოფიურ მიდგომას ვერ მიჯნავ. პრაქტიკულად და რაციონალურად არ უდგები საკითხს და არც ცდილობ. ჰოდა ამ ყველაფერზე თუ ვერ შევთანხმდით კამათის გაგრძელებას არც აქვს აზრი. უკვე ერთ ადგილს ვტკეპნით. რაც არც სახალისოა, არც აზარტული. არც რისიმე მასწავლებელი. და მითუმეტეს არც გზა ჭეშმარიტებისკენ.
    საერთო ჯამში კი ბევრი აზრი გავცვალეთ და იმედია რაღაც სარგებელი თუნდაც მიზერული ქონდა ამას.
    რას ფიქრობ არ გვეყოფა?

    Like

  110. “უსარგებლო იდეებით თავის გამოტენვა და მეტი არაფერი.” უსარგებლო იდეებს რატომ ეძახი? მოყვასისთვის თავგანწირვა, სიყვარული, ჰუმანურობა და ასე შემდეგ, უსარგებლო იდეებია?

    Like

    • ეგ ყველაფერი, ჰუმანურობა, მოყვასის სიყვარული და ა.შ. ღმერთის გარეშეც არსებობს. უსარგებლო იდეებს ვეძახი, ზებუნებრივ მოვლენებისადმი რწმენას. ცხოვრებისეული აზრის დამოკიდებულებას ზებუნებრივ ამბებზე. უსარგებლო იდეებია რელიგიური ინტერპრეტაციები. ადამიანური და სამყაროს არსის შესახებ, უსარგებლოა ყველა რიტუალი და მათი იდეური დატვირთვა. უსარგებლო და მავნეა იდეა ადამიანის ცოდვილი ბუნების შესახებ.
      კიდევ ბევრი რამეა უსარგებლო.

      Like

  111. “თუ თქვენი ხედვა მართალია, მაშინ ძალიან სულელური ყოფილა ეს სამყარო, რასაც ასე უბრალოდ, უფაქტოდ, უსაფუძვლოდ ვერ დავიჯერებ.” პირიქით პირიქით, მერწმუნე, პირიქით სამტარო რასაც ქრისტიანები ვაღიარებთ, მარადიული და ნეტარია, მუდმივად ბედნიერებაში ყოფნა ღმერთთან ერთად, ნეტარ იყვნენ მართალნი გულითა რამეთუ მათ ღმერთი იხილონ, ქრისტიანობას ზიანი არაფრისთვის მოაქვს, შენ უბრალოდ სხვანაირად გესმის, უამრავი რელიგია არსებობს მაგრამ არა ისეთი როგორც მართმადიდებლობაა, მაგ: არცერთი რელიგიაში არ არსებობს სინანულის განდა, {როგორც ასეთუ} აღსარება, კარგად გეცოდინება მუსლიმი ფანატიკოსების შესახებ, რეებს აკეთებენ, არცერთ რელიგიაში არაა ამდენი სიყვარულით სავსე, უაზრო იცი როდისაა ცხოვრება, როცა იცი რომ როცა მოკვდები შენგან არაფერი დარჩება, რა აზრი აქ ცხოვრებას როცა იცი რომ ყველაფერი წარმავალია, არაფერი მარადიულად არ არსებობს, ტყუილად შრომობ რადგან ყველაფერი რაც იწვალე, რაც შექმენი ყველაფერი განადგურდება, ყველაფერს დაივიწყებენ, მითხარი რისთვის ცხოვრობ, რა არი შენი დანიშნულება, რა გიხარია ჭეშმარიტად? ადრე თუ გვიან მოვა წამი როცა უბრალოდ განადგურდები უბრალოდ მეხსიერებაში უველაფერი წაგეშლება უბრალოდ ფაფუ, მორჩა და არაფერი აღარ არსებობს, ეს არის შენი რწმენა, ამის გწამს შენ და სულელულ სამყაროს ჩემსას [თუ შეიძლება ასე ითქვას} ეძახი, მიქაელ ქრისტიანობა სამყაროს არაფერს ავნებს, პირიქით ის ჭეშმარიტ სიცოცხლეს გვაზიარებს, დაუკვირდი შენს ცხოვრებას ვერ ხვდები რომ ყველაფერი უაზრობაა/ ყველაფერი სიყალბეა, ცოტა რთული გასაგებია ახლა რასაც გეუბნები მაგრამ იმედია გამიგებ, ერთხელ კითხე შენ თავს, რა გიხარია? ტაშს რო გიკრავენ და რო არ გიხარია ვერ ხვდები რომ რაღაცა უნდა რბ

    Like

  112. არ მჯერა მარადიული და ნეტარი სამყაროსი.
    უფროსწორად მარადიული სამყარო შეიძლება იყოს, ჩვენ მატერიალურ სამყაროს ვგულისხმობ. ნეტარი კი საერთოდ უაზრო კონცეფციაა სამყაროსთან მიმართებაში. შეიძლება შენ სამოთხის ნეტარებას გულისხმობ, ესეც სრულიად საფუძველს მოკლებულია.
    მუსლიმან ფანატიკოსებს რომ ახსენებ ქრისტიანებს არ გყავთ? მმკ, ბასილ მკალავიშვილი და ა.შ.. კიდე იყო რაღაც ორგანიზაციები,
    ყველა რელიგიაზე ასე ხელაღებით ვერ ისაუბრებ “არც ერთ რელიგიაში არაა ამდენი სიყვარული” რომელ რელიგიას გაეცანი და გაზომე სიყვარულის რაოდენობა? ადამიანს რომლისაც წამს იქ ხედავს ყველაზე მეტ სიყვარულსაც და ჭეშმარიტებასაც. აბა სხვა რელიგიის წარმომადგენელს კითხე სადაა მეტი სიყვარული.
    როცა იცი რომ მოკვდები და აღარ იარსებებ მაშინ უაზრო კი არა პირიქით უფრო აზრიანი ხდება ცხოვრება, იმიტომ რომ დროს აქვს მნიშვნელობა.მეტად აფასებ ლიმიტირებულ დროს. მეტად უფრთხილდები სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ერთ მაგალითს მოგიყვან და დაუფიქრდი,
    წარმოიდგინე რომ არასდროს მოკვდები, არასდროს გახდები ავად, არასდროს დასუსტდები, არასდროს დაბერდები. და ყველა ასე იქნება. ჰიპოტეტურად დაუშვი ეს და მერე დაფიქრდი რა მოყვება ამ მოვლენებს გრძელვადიან პერსპექტივაში.მოყვება ის რომ ყველა ადამიანური ღირებულება წაიშლება, იმიტომ რომ აზრს დაკარგავს. იქ სადაც არსებობა და უცვლელობა გარანტირებული და მუდმივია, ყველაფერი გაქრება ამ მუდმივობის გარდა. იმიტომ რომ ყველაფრის ფასს ადამიანურ გარემოში განსაზღვრავს დრო. თუ იცი რომ სულ იარსებებ, სიცოცხლეს ღირებულება დაეკარგება. თუ იცი რომ არასდროს დაბერდები, სინანული გაქრება როგორც ცნება და როგორც მოვლენაც. თუ იცი რომ შენს ირგვლივ არავინ იქნება ვინც მოკვდება ან დაიტანჯება მაშინ სიბრალული და სათნოება გაქრება. თუ იცი რომ ცუდი არასდროს მხდება მაშინ კარგიც ზედ მიყვება.
    ასე რომ აზრი მაშინ ეკარგება როცა მუდმივი და გარანტირებულია რაიმე.
    “ტყუილად შრომობ რადგან ყველაფერი რაც იწვალე, რაც შექმენი ყველაფერი განადგურდება, ყველაფერს დაივიწყებენ”
    ეს ბუნებრივი და გარდაუვალი მოვლენების ჯაჭვია რომელსაც ვერ გაექცევი.
    ტყუილად კი არაფერი არ ხდება თუ შენ არ ჩათვალე ასე
    ანუ რას ვიძახი, ტყუილია ყველაფერი თუ შენ ასე მიიჩნევ. თუ აძლევ რაიმე მნიშვნელობას შენს არსებობას მაშინ რატომაა ტყუილი?
    რახან დროებითია?
    რატომ ფიქრობთ რომ მხოლოდ მუდმივობას აქვს აზრი? მე მგონია იმიტომ ფიქრობთ რომ სიკვდილის შიში დათრგუნოთ. მაგრამ არსებობის აზრს სწორედ შემოსაზღვრული დრო განსაზღვრავს და არა მუდმივობა. მუდმივობა თავის მოსატყებელი და დამამშვიდებელია, ლიმიტირებული დრო კი რეალური განმსაზღვრელი.
    “რა გიხარია ჭეშმარიტად?”
    რაც უხარიათ ჩვეულებვრივ ადამიანებს. საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა. საკუთარი თავის კარგად ყოფნა და ა.შ. უამრავი რამ. რატომ უნდა მიხაროდეს ვიღაც გამოგონილი კაცის არსებობა არ მესმის😀
    “ეს არის შენი რწმენა, ამის გწამს შენ და სულელულ სამყაროს ჩემსას [თუ შეიძლება ასე ითქვას} ეძახი”
    სულელურს იმიტომ ვეძახი რომ ჰაერზე გამოგონილია.
    არ არის რეალური და იმიტომ. ასტრონომიულად შორსაა იმ სამყაროსგან რომელშიც ვცხოვრობ და იმიტომ.

    Like

  113. ქრისტიანებს ვის დაარქმევ ეს სხვა საკითხია, მე იცი რა ვიგულისხმე? ბიბლია სახარება და ასე შემდეგ სიყვარულს გვასწავლის, მისი შინაარსია აეთი, ყველა სხვა რელიგია დაფუძნებულია რაღაც ფიზიკურ ძალაზე, ვარჯიშებზე, მედიტაცია თუ გაგიგია ან იოგა, საერთოდ ერთხელ მაინც თუ გიცდია ლოცვა? თუ არა და რა იცი რომ გრძნობა როდესაც ლოცვის დროს გეუფლება ილუზიაა?

    Like

    • როგორც ჩანს სხვა რელიგიებს საერთოდ არ იცნობ. ფიზიკურ ძალაზე არა იმაზე კიდე😀
      ყველა რელიგია დაფუძნებულია ღმერთზე ან ღმერთებზე, რომლებიც არიან შემოქმედნი და ასწავლიან ხალხს ცხოვრებას, წესებს, მორალს. აძლევენ ღირებულებებს და ა.შ. ესაა ყველა რელიგიის მთავარი კვანძი, ნუ ბუდიზმის გარდა, ბუდიზმი საერთოდ უფრო ფილოსოფიაა ვიდრე რელიგია.
      მედიტაცია კი კონცენტრაციის მოკრებაა, საკუთარ თავზე ვარჯიში. არც ერთი რელიგიიის დასაყრდენი არაა ფიზიკური ვარჯიში ეს არის ფიზიკური ჰარმონია საკუთარ თავთან რომელსაც იყენებს რელიგია. ისივე როგორც ლოცვას ქრისტიანობა.
      კი მილოცია, ოღონდ ადრე სანამ მწამდა. მართალია ბავშვი ვიყავი 14-15 წლის მაგრამ სხვების გავლენით მწამდა.
      ლოცვა კი არაა ილუზია, ის გრძნობაა როცა ღმერთთან სიახლოვეს გრძნობ. ღმერთს აიგივებ შენ საკუთარ თავთან, შენს ეგოსთან და სიახლოვეს იგრძნობ აბა რა. ღმერთის იდეას “პრივატიზებას” უკეთებ😀 ეს ყველაფერი ძალიან ინტიმური ხდება და ხიბლში ვარდები.

      Like

  114. “ერთ მაგალითს მოგიყვან და დაუფიქრდი,” შენი მოყვანილი მაგალითი რომ წავიკითხე დავრწმუნდი რომ ქრისტიანობა რელიგია სრულყოფილად არ იცი, და ისევ გამახსენდა სიტყვები “ღმერთის უარყოფას იწვევს არასრულყოფილი ცოდნა როგორც მეცნიერებაში {თუცა გეტყობა რომ ფიზიკის კარგად გესმის} ასევე რელიგიაში, შენ მიერ მოყვანილი მაგალითში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი გამოგრჩა “ჯოჯოხეთი” ჯოჯოხეტის შიში, “წარმოიდგინე რომ არასდროს მოკვდები,” საქმეც მაგაშია რომ იმისთვის წვალობ იმისთვის ხარ ღვაწლში რომ არასდროს არ მოკვდე, ქრისტიანული სწავლებით ყველა ადამიანს აქვს სული, სული უკვდავია, მაგრამ სიკვდილში იგულისხმება სულის ჯოჯოხეთში სამუდამო ტანჯვა, შეიძლება ცნობიერება შეინარჩუნო მაგრამ ცხოვრებას სამუდამო სატანჯველში გაატარებ, რაც შეეხება სამოთხეს რასაც შენ სისულელეს უწოდებ და გამოგონილს, იქ ხდება ყოველივე ეს, სამუდამო ნეტარება, მაგრამ რომ მეუბნები წარმოიდგინე ცხოვრება მასე იყოსო, ერტ დიდ შეცდომას უშვებ, , გავიწყდება შენი ადამიანური ქვეცნობიერიდან გამომდინარე რომ სამოთხეში დრო არ არსებობს, ეს განსხვავებული ძალიან განსხვავებული მდგომარეობაა,

    Like

    • “საქმეც მაგაშია რომ იმისთვის წვალობ იმისთვის ხარ ღვაწლში რომ არასდროს არ მოკვდე”
      რაც არ უნდა იღვაწო და ეცადო, მაინც მოკვდები ფიზიკურად, ამას ვერ შეცვლი, სხვა სახის არსებობა კი არავინ იცის არსებობს თუ არა, მაგრამ ეს სხვა სახის მარადიული არსებობაც უტოპიურია. ხე რომ ხმება და ლპება მიწაში, ის ხე განაგრძობს არსებობას