Across the universe – ისევ ასტრონომია

მოკლედ გადავწყვიტე გამეკეთებინა “საინტერესო ფაქტები ასტრონომიიდან”-პოსტის გაგრძელება, თუმცა სათაური აღარ მომეწონა და გადავწყვიტე ერთ-ერთი კატეგორიის სახელი დავარქვა.

 

ორმოცი წლის შემდეგ ანუ კაცობრიობის უზარმაზარი ნახტომი

ორმოცი წლის წინ ადამიანის მოგზაურობის არეალი ძალზედ გაიზარდა, მას დედამიწა არ ეყო და კოსმოსში დაიწყო მოგზაურობა, ზუსტად ორმოცი წლის წინ ადამიანმა დატოვა დედამიწა და მთვარეზე ავიდა.

1968 – 1972 წლებში ნასას აპოლოს ასტრონავტები, ახალ კოსმოსურ ხომალდს სცდიდნენ უცნობ ადგილებში მოგზაურობისას.

ყველაფერი 1961 წლის 25 მაისს დაიწყო. როცა პრეზიდენტმა კენედიმ, გამოაცხადა რომ ამერიკის მთავრობას სურდა დეკადის ბოლომდე მოეხერხებინა ადამიანის გაგზავნა მთავრეზე. მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მერკურის ასტრონავტი, ალან შეპარდი გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი კოსმოსში. კენედის თამამმა გამოწვევამ მომართა ამერიკელები კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არნახული და შეუძლებელი მოგზაურობის განსახორციელებლად.

პრეზიდენტ კენედის გამოსვლა 1961 წლის 25 მაისი

ათასობით ამერიკელის რვა წლიანმა მძიმე შრომამ 1969 წლის 20 ივლისს ხორცი შეისხა, როცა აპოლო 11-ის მეთაური ნილ არმსტრონგი მთვარის მოდულიდან გამოვიდა და მთვარეზე პირველი ნაბიჯი დადგა, ნაბიჯი რომელიც სამართლიანად შეფასდა, როგორც – კაცობრიობის უდიდესი ნახტომი.

ნილ არმსტრონგი მთვარეზე

არმსტრონგის ნაფეხური მთვარეზე

 

ჩვენ სხვა პლანეტიდან ვართ?

 თეორიას იმასთან დაკავშირებით რომ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე სხვაპლანეტიდან მოვიდა მეცნიერული ჟურნალი „კოსმოლოგი“ გვთავაზობს. თეორიის მოკლე შინაარსი ასეთია:  სიცოცხლე რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა დედამიწის ჩამოყალიბების შემდგომ, როცა იგი განუწყვეტლივ იბომბებოდა გარეშე სხეულებით, შესაძლოა მარსზეც ამავე დროს გაჩნდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ მიკრობებს აქვს  ღია კოსმოსში გადარჩენის უნარი. იმის შესაძლებლობაც რეალურია რომ მიკრობები კოსმოსიდან მოხვდნენ პლანეტაზე. დედამიწა და მზე  მტვრის და გაზის ღრუბლისგან და პროტოპლანეტური დისკოსგან ჩამოყალიბდნენ, შესაძლოა რომელიმე ვარსკვლავის აფეთქების შემდგომ რომლის პლანეტაზეც იყო სიცოცხლე.  მშობელი ვარსკვლავი გახდა წითელი გიგანტი, (ვარკსვლავის სიბერე, ხანში შესული ვარკსვლავი, რომელსაც „საწვავი“ ელევა, ფეთქდება და მერე წითელი გიგანტი ხდება)  მისმა გაზრდილმა რადიაციულმა ქარიშხალმა პლანეტის ატმოსფერო თავის მიკრობებთან ერთად  გაიტაცა, რომელიც მტვრის და გაზის ნისლეულში გაიფანტა, რადგანაც წითელმა გიგანტმა საკუთარი მასის 40%-დან 80% მდე დაკარგა და მისი გრავიტაციული ზეგავლენა შესუსტდა, მისმა პლანეტებმა გაზარდეს ორბიტის რადიუსი, შემდეგ კი სავარაუდოდ მოწყდნენ მშობელ ვარსკვლავს და დაიშალნენ. მტვრის და გაზის ნისლეულის შიდა შრეებმა დაიცვა მიკრობები, ვარკვლავის რადიაციისგან, შემდეგ კი მიკრობები სხვადასხვა სხეულებზე მოხვდნენ იმ დროს როცა ახლად ჩამოყალიბებული დედამიწა განუწყვეტლივ იბომბებოდა მეტეორებით.  

ასე რომ კაცმა არ იცის სინამდვილეში რომელ პლანეტელები ვართ და პირველად სად წარმოიშვა სიცოცხლე, თუმცა ეს თეორია იმდენად დაუკონკრეტებელი და ბუნდოვანია რომ სერიოზული საფუძველი არ აქვს და მთლიანად ვარაუდზეა აშენებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s