სამყაროს ფსკერზე

 შადრევანთან ფილაქანზე ერთი ბომჟი გაწოლილა პირაღმა და ცას გასცქერის, გრძელი გაბურძგნული შავი თმა წვერი ფილაქანზე მოჰფენია, ალბათ ღრუბლის ფთილებს აკვირდება და ოცნებობს, ტანს ზემოთ არაფერი აცვია, ფეხზე კი დაგლეჯილი ჭუჭყიანი კედებით და შავი ვილვეტის გახუნებული შარვლით შემოსილა. არ ვიცი, შეიძლება ოცნება სულაც დაავიწყდა ან არასდროს უოცნებია, მაგრამ მის მზერაში რაღაც რამ უცნაური გრძნობა გამოსჭვივის, თითქოს მოყირჭდა სასოწარკვეთილება და ტანჯვა, ყველაფერი გამოსცადა, მობეზრდა, მოინელა, ფეხებზე დაიკიდა, ახლა კი თითქოს ნირვანაში შედისო, ისე იყურება გაშეშებული და ღრმა მზერით, უნებლიე შიშს იწვევს დამკვირვებელში. მისთვის სულ ერთია, ჭამა დალევა, საუბარი, ურთიერთობა, ყოველდღიურობაში ჩაძირული, მოფუსფუსე ხალხი.

Continue reading

Advertisements

100 წლის შემდეგ (ჩანაწერი მომავლის დღიურიდან)

ანუ ერთი უბადრუკი ფანტაზიის ნაცოდვილარი

“კრიალა” ცას დილის გამჭვირვალე სხივები მოეფინა… არა არა… ასე, დღიურის წერას საუკუნის წინ ვიწყებდი ხოლმე, ახლა დილაც კი აღარაა კრიალა, უბრალოდ შუადღისგან განსხვავებით, დილით მოყავისფრო ლაქებიანი ცა უფრო გამჭვირვალედ გამოიყურება. დილის შვიდ საათსა და ოცდაათ წუთზე, 39 გრადუს სიცხეში ჰოლანდიიდან ჩამოტანილი მეორადი მეეზოვე რობოტები ქუჩას ასუფთავებენ, არ მესმის რათ უნდა ქუჩებს დასუფთავება?!  იქ აღარავინ დადის, ბოლოს როდის დავინახე სულიერი ქუჩაში აღარც მახსოვს, ჩვეულებვრივ მოკვდავებს დიდი ხანია აღარ სჭირდებათ სადმე გადაადგილება, მითუმეტეს ფეხით, რეალური სამყარო აღარავის ჭირდება, ვის რად უნდა ყავისფერ ლაქებიანი ცა, ბინძური ჰაერი სადაც აირწინაღის გარეშე ვერ ისუნთქებ, ხრიოკი მიწა და წინა საუკუნის ყაიდის უღიმღამო ქუჩები სადაც მხოლოდ ძველ დაუზეთავ მეეზოვე რობოტებს შეხვდები. თავს ძალა დავატანე საწოლიდან წამოვდექი და ჩემს საწერ მაგიდას მივუჯექი, რომელიც საწოლიდან ზუსტად ორ ნაბიჯზეა ფანჯარას მიდგმული. ფანჯარას მზერა გავუსწორე და ჟალუზები მაშინვე მიმიხვდნენ, რომ ქუჩის დანახვა მინდოდა, ფანჯარაში ნაცრისფერი ცარიელი ქუჩა გამოიკვეთა,

Continue reading

გაიზიარებს თუ არა დედამიწა მარსის ბედს? (კიდევ ერთი საფრთხე)

მეცნიერების აზრით მარსზე მილიარდი წლის წინ იყო სიცოცხლე, მარსი დაფარული იყო ოკეანეებით და ზღვებით, ჰქონდა ატმოსფერო, (ატმოსფერო აქხლაც აქვს, მაგრამ ძალიან სუსტი და გაიშვიათებული) რა სახის იყო სიცოცხლე არავინ იცის. ან კი იყო? სინამდვილეში უცნობია, თუმცა დიდი შანსია რომ იქნებოდა, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო პირობები კი იყო. მარსს ქონდა წყალი, ატმოსფერო, ტენიანი გარემო, ნორმალური ტემპერატურა, სეზონური ცვლა. თუმცა შემდეგ უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი გაქრა, წყალი (ახლა ალბათ პლანეტის სიღრმეში შემორჩებოდა) ატმოსფერო,  ყველაფრის მიზეზი არც ისეთი ძნელი მისაგნებია, მარსმა თითქმის დაკარგა თავისი მაგნიტური ველი. მაგნიტური ველი კი კოსმოსში მთავარი დამცავი ფარია მზის რადიაციისგან. სწორედ მზის დამღუპველმა ძალამ აქცია მარსი უდაბურ პლანეტად. არავინ იცის რატომ დაკარგა მარსმა მაგნიტური ველი.

Continue reading

ღმერთი გამომეცხადა და მითხრა:….

არ გჯერათ?…

ხომ შეიძლებოდა გამომცხადებოდა კიდეც… რატომაც არა? ვისზე ნაკლები ვარ? წმინდანი რათქმაუნდა არ ვარ მაგრამ უბრალო ხალხსაც ხომ გამოსცხადებია… თუმცა არა არ მაღირსა ეგ ბედნიერება, ვაღიარებ უბრალოდ სკანდალური სათაური მინდოდა გამომეცხო, მითუმეტეს შვებულებიდან ახლახანს დაბრუნებულს… ჰომ სულ მთლად კი არ დავბრუნდი, მაგრამ რამდენიმე დღით, ბლოგზე ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა.  რამდენიმე კომენტარი მომატებია მხოლოდ… მათ შორის ერთი საინტერესო თემაზე, “ჩიპები, ეშმაკები და მეორედ მოსვლის ნიშნები” კომენტარი რატომღაც სპამებში მოხვდა. ვინმე სოსიკო სწერს:  “UPALMA SHEGINDOS RAS AMBOB VERC KI XVDEBI XATEBS RO MIRONI GASDIS EG ASI PROCENTIT DAMTKICEBULIA DA VERC MECNIEREBI XSNIAN MAGAS EG RASAC IZAXI GVTIS GMOBAA DA HENTVIS UNDA ILOCOS XALXMA RO AZRI SHEGECVALOS”

მოკლედ პოსტის სათაური სოსიკოსნაირების მოსაზიდად იყოს და პოსტი კიდევ ბლოგის მონატრებისა… ისე სასხვათაშორისოდ :)))

P.S: მკითხველნო ილოცეთ ჩემთვის… მაინც ყოველიშემთხვევისთვის 😀

შვებულებაში გავდივარ…

ზაფხული დიდი ხანია დადგა უკვე, შუა ზაფხულიც აღარ ეთქმის ორი თვე გავიდა, თბილისურ ზაფხულსაც მივუძღვენი პოსტი. ყველა რომ გარბის ქალაქიდან, ჰოდა მგონი ჩემი გაქცევის დროც მოვიდა. აქამდე ქალაქს ორი სამი დღით ვტოვებდი მხოლოდ, ეხლა კიდევ ცოტა ხანს მართლა უნდა გავიქცე თორემ ერთფეროვნება ისე მომბეზრდა, ფიქრიც კი აღარ მინდა, ისევ ერთიდაიგივეს რომ ვუყურებ. ჰომ… რაც მთავარია თბილისიდან გაქცევა თავისთავად ნიშნავს, გაქცევას ისეთი რამეებისგან როგორიცაა ტელევიზორი, ქართულ ტელევიზიას იშვითად კი ვუყურებ, მაგრამ მაინც, დისქავერი ხომ თითქმის ყოველდღიურ რაციონშია და წარმოიდგინეთ ეგეც კი მომბეზრდა. გაქცევა თბილისიდან რათქმაუნდა გულისხმობს ინტერნეტისადმი დამოკიდებულებისგან განთავისუფლებასაც, ჰოდა შესაბამისად ჩემი ბლოგიც ცოტა ხანი დაისვენებს.

 გამოსამშვიდობებელ პოსტს არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩემი ბლოგის მკითხველმა ცოტა არ იყოს მოიმატა, და  წასვლის წინ  პასუხისმგებლობამ შემაწუხა… 😀 მაშ ასე… ორი – სამი კვირით დავისვენებ ინტერნეტისგანაც და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები განახლებული ძალით, ახალი პოსტებით და ახალი თემებით. რაღაც ბუნდოვანი იდეები მაქვს უკვე ახალ სეზონთან დაკვშირებით და იმედია როცა დავბრუნდები, ეს იდეები უკვე მომწიფებული იქნება ბლოგზე გადმოსატანად და მის განსაახლებლად.

დროებით!

P.S: ჰომ მკითხველმა ცოტა მოიმატა, მაგრამ ისეთი ყბადაღებული თემების ხარჯზე, როგორებიცაა აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა, ღმერთი, და ა.შ… 😀

She and Jacqueline with flowers

პირველად მაშინ დავინახე დერეფანში რომ მოდიოდა ჩვეული გრაციოზულობით, თუმცა იმდენად სადა იყო, რიგით ყმაწვილს თვალში რომ არ გაეჩხირება, მე ალბათ რიგითი ყმაწვილი არ ვყოფილვარ, რადგან დავინახე თუ არა რაოდენ ბანალურადაც არ უნდა წარმოიდგინოთ ჩემი შთაბეჭდილება, დრო გაჩერდა ცოტა ხნით, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე კადრი შენელდა, ის მსუბუქად მოდიოდა დერეფანში, მოკლე თმა და იდეალური თავის ფორმა ქონდა, დახვეწილი ნაკვთები მის გამომეტყველებას საერთო ჯამში საოცრად ნაცნობს და თბილს ხდიდა. ვუყურებდი სანამ თვალს არ მიეფარა, ცნობისმოყვარეობის უზარმაზარმა დოზამ დამიარა სხეულში, უკვე თვალს ეფარებოდა როცა ძალიან მომინდა დავწეოდი და უკეთ შემეხედა, გავსაუბრებოდი, მაგრამ ადგილზე ვიყავი გაქვავებული, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ყურსასმენები ეკეთა და ისე მიდიოდა თითქოს საკუთარი თავის და მუსიკის გარდა არაფერი ყოფილიყოს პლანეტაზე. უჩვეულო ცნობისმოყვარეობის წყარო მაშინვე აღმოვაჩინე და მივხვდი ეს რაღაც ერთი ნახვით შეყვარებას გავდა, თუმცა კი ერთი ნახვით შეყვარება სისულელედ და ბავშვურ დამოკიდებულებად მიმაჩნდა. ეს ეტაპი ხომ გამოვიარე უკვე?

უცებ ერთბაშად გაიფანტა ფუქსავატური არაფრის მომცემი სტუდენტობის ოთხი წელი, ჯგუფელების სახეები წაიშალა, ყველა სხვადასხვა დროს ნანახ მდედრების არმიას სახეები ჩამოერეცხათ, მის ჩრდილს გაყვა ცხოვრების აზრი შარავანდედივით დერეფანში  და როცა მისი ჩრდილიც კი გაუჩინარდა თითქოს ჩამობნელდა, შენობა დავიწროვდა, კედლები ქვიშის მარცვლებად დაიშალა, ცხოვრებამ ერთდროულად დაკარგა და შეიძინა აზრი.

Continue reading