შვებულებაში გავდივარ…

ზაფხული დიდი ხანია დადგა უკვე, შუა ზაფხულიც აღარ ეთქმის ორი თვე გავიდა, თბილისურ ზაფხულსაც მივუძღვენი პოსტი. ყველა რომ გარბის ქალაქიდან, ჰოდა მგონი ჩემი გაქცევის დროც მოვიდა. აქამდე ქალაქს ორი სამი დღით ვტოვებდი მხოლოდ, ეხლა კიდევ ცოტა ხანს მართლა უნდა გავიქცე თორემ ერთფეროვნება ისე მომბეზრდა, ფიქრიც კი აღარ მინდა, ისევ ერთიდაიგივეს რომ ვუყურებ. ჰომ… რაც მთავარია თბილისიდან გაქცევა თავისთავად ნიშნავს, გაქცევას ისეთი რამეებისგან როგორიცაა ტელევიზორი, ქართულ ტელევიზიას იშვითად კი ვუყურებ, მაგრამ მაინც, დისქავერი ხომ თითქმის ყოველდღიურ რაციონშია და წარმოიდგინეთ ეგეც კი მომბეზრდა. გაქცევა თბილისიდან რათქმაუნდა გულისხმობს ინტერნეტისადმი დამოკიდებულებისგან განთავისუფლებასაც, ჰოდა შესაბამისად ჩემი ბლოგიც ცოტა ხანი დაისვენებს.

 გამოსამშვიდობებელ პოსტს არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩემი ბლოგის მკითხველმა ცოტა არ იყოს მოიმატა, და  წასვლის წინ  პასუხისმგებლობამ შემაწუხა…😀 მაშ ასე… ორი – სამი კვირით დავისვენებ ინტერნეტისგანაც და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები განახლებული ძალით, ახალი პოსტებით და ახალი თემებით. რაღაც ბუნდოვანი იდეები მაქვს უკვე ახალ სეზონთან დაკვშირებით და იმედია როცა დავბრუნდები, ეს იდეები უკვე მომწიფებული იქნება ბლოგზე გადმოსატანად და მის განსაახლებლად.

დროებით!

P.S: ჰომ მკითხველმა ცოტა მოიმატა, მაგრამ ისეთი ყბადაღებული თემების ხარჯზე, როგორებიცაა აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა, ღმერთი, და ა.შ…😀

4 thoughts on “შვებულებაში გავდივარ…

  1. კარგი მგზავრობა მიშ ^^ და მერე დასვენებული და ახალი აპოკალიფსური იდეებით შეპყრობილი დაგვიბრუნდი😀

    Like

  2. მინდა გითხრა, რომ ბლოგის მკითხველის რაოდენობა სწორედ ყვითელი და ყბადაღებული თემების ხარჯზე იზრდება, სამწუხაროდ..
    ღირებულ პოსტებს იშვიათად თუ ჰყავს მნახველი..

    ჰო, მართლა..
    ბედნიერ შვებულბას გისურვებ და ველი ახალ პოსტებს შენი დაბრუნებისთანავე..

    მე დომენი ავიღე (არ ვიცი, გითხარი თუ არა), შესაბამისად, შეგვიძლია მეგობრობა გავაგრძელოთ http://www.vasassi.com/-ზე..🙂

    Like

  3. საით მიშ?

    პ.ს. მე აპოკალიფსს არა მარა შენი ბიოგრაფიის გაგრძელებას ველოდები :]

    Like

  4. მე სულ ვბრაზდები ხოლმე, ადამიანები სულელური სიტყვების ძებნით რომ შემდიან ჩემთან და არა იმიტომ, რომ კარგად და კარგ რამეებს ვწერ😀

    ზაფხულის ამ დროს თბილისი ისეთი ცარიელია და ისე მიყვარდება, არსად წასვლა არ მიყვარს.
    და მაშინაც, როცა სადმე მივდივარ, უინტერნეტობა დისკომფორტს მიქმნის😦
    არადა, ცუდია ეგეთი დამოკიდებულება😦

    კსტატი, კაი დასვენება შენ🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s