წუთი სოფელი

იქნებ თქვენც გიფიქრიათ რომ,

ირგვლივ სულ სტერეოტიპები და ჩარჩოში მოქცეული შეხედულებები გვახვევია თავს, ჩვენც მათი ტყვე ვართ, მივყვებით ცხოვრების ვიწრო კალაპოტს, ცხოვრების არსზე კი იშვიათად ვფიქრობთ. მაინც რა არის საფიქრელი უბრალო ადამიანისთვის? ის ხომ დაამშვიდეს და სამოთხეს დაპირდნენ, ისიც გონების ფსკერზე ატარებს მიძინებულ და გაურკვეველ სამუდამო ნეტარი ცხოვრების იმედს. ამ ცხოვრებაში შეიძლება არაფერს არ ქონდეს აზრი, აი იქ კი ექნება, არ იცის როგორ რანაირად, მაგრამ ექნება, ამ ცხოვრებასაც იმიტომ აქვს აზრი რომ ის ცხოვრებაა თავად აზრიანი, ეს ცხოვრება წუთი სოფელია, აქ არსებობის, პოპულაციის, არსი მხოლოდ იქ იძენს მნიშვნელობას… აქ? აქ რაღა გვრჩება? სიყვარულიც ზებუნებრივი ყოფილა, ცნობიერებაც, აქ მხოლოდ კოლბაში დამწყვდეული ექპსერიმენტის ვირთხები ვართ. ჩვენი გონების კონცეტრაცია მხოლოდ ყოველდღიურ წვრილმანებს დაუპყრიათ, ცხოვრება ჭამის ძილისა და მონელების ციკლი გამხდარა. ადამიანთა ღირებულებებს  შიშის პოლიტიკა განსაზღვრავს. ჩვენ სოციალური ევოლუციის პაიკები უარვყოფთ ევოლუციას და მოგვწონს მითოსი. თავისუფლებას ვეტრფით, მაგრამ მოგვწონს თაყვანისცემა, მორჩილება, შიში და მონობა. როგორც სოციალური ერთეული საერთო ვიწრო ჭეშმარიტებას ვხატავთ, თუმცა გვგონია რომ ჭეშმარიტება თავისთავად ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და ჩვენ უბრალოდ ვცნობთ მას. ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი დამოკიდებულებები, აზრები, გრძნობები და იმის ახსნა რაც არ გვაწყობდა (ან ვერ მოვახერხეთ) დავაკონსერვეთ და მერე ინტიმური დავარქვით, რაციონალურ აზრს და ცნობისმოყვარეობას რომ არ შეეწუხებინა.

Continue reading

Advertisements