წუთი სოფელი

იქნებ თქვენც გიფიქრიათ რომ,

ირგვლივ სულ სტერეოტიპები და ჩარჩოში მოქცეული შეხედულებები გვახვევია თავს, ჩვენც მათი ტყვე ვართ, მივყვებით ცხოვრების ვიწრო კალაპოტს, ცხოვრების არსზე კი იშვიათად ვფიქრობთ. მაინც რა არის საფიქრელი უბრალო ადამიანისთვის? ის ხომ დაამშვიდეს და სამოთხეს დაპირდნენ, ისიც გონების ფსკერზე ატარებს მიძინებულ და გაურკვეველ სამუდამო ნეტარი ცხოვრების იმედს. ამ ცხოვრებაში შეიძლება არაფერს არ ქონდეს აზრი, აი იქ კი ექნება, არ იცის როგორ რანაირად, მაგრამ ექნება, ამ ცხოვრებასაც იმიტომ აქვს აზრი რომ ის ცხოვრებაა თავად აზრიანი, ეს ცხოვრება წუთი სოფელია, აქ არსებობის, პოპულაციის, არსი მხოლოდ იქ იძენს მნიშვნელობას… აქ? აქ რაღა გვრჩება? სიყვარულიც ზებუნებრივი ყოფილა, ცნობიერებაც, აქ მხოლოდ კოლბაში დამწყვდეული ექპსერიმენტის ვირთხები ვართ. ჩვენი გონების კონცეტრაცია მხოლოდ ყოველდღიურ წვრილმანებს დაუპყრიათ, ცხოვრება ჭამის ძილისა და მონელების ციკლი გამხდარა. ადამიანთა ღირებულებებს  შიშის პოლიტიკა განსაზღვრავს. ჩვენ სოციალური ევოლუციის პაიკები უარვყოფთ ევოლუციას და მოგვწონს მითოსი. თავისუფლებას ვეტრფით, მაგრამ მოგვწონს თაყვანისცემა, მორჩილება, შიში და მონობა. როგორც სოციალური ერთეული საერთო ვიწრო ჭეშმარიტებას ვხატავთ, თუმცა გვგონია რომ ჭეშმარიტება თავისთავად ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და ჩვენ უბრალოდ ვცნობთ მას. ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი დამოკიდებულებები, აზრები, გრძნობები და იმის ახსნა რაც არ გვაწყობდა (ან ვერ მოვახერხეთ) დავაკონსერვეთ და მერე ინტიმური დავარქვით, რაციონალურ აზრს და ცნობისმოყვარეობას რომ არ შეეწუხებინა.

მაინც რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რეპროდუქციას, თაობების ცვლას, სამყაროს? რატომ იბადები, იზრდები, სწავლობ, გიყვარს, ქორწინდები, გყავს შვილები, მუშაობ, ბერდები, კვდები, შემდეგ შენი შვილები აგრძელებენ ამავე ციკლს მათ შემდეგ მათი შვილები, და ყველაფერი ეს რისთვის? აზრი? – ყველას აინტერესებს პასუხი ამ კითხვაზე, მათი გამომცდელი სახეები წარმომიდგა თვალწინ, ყველასი ვისაც კი ეს “ჩამჭრელი” და ზოგადსაკაცობრიო კითხვა დაუსვამს და ჰგონებია რომ ამ კითხვით ადამიანი რაღაც ზღვარს უახლოვდება, რომლის იქითაც აღარაფერია, პასუხი კი მხოლოდ იქ შეიძლება იმალებოდეს ზებუნებრივ და აქედან გამომდინარე გაურკვეველი სამარადისო ცხოვრების ზღურბლს მიღმა, სადაც ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. მაგრამ ეს იმიტომ ხდება რომ ისინი აზრს სხვაგან ელიან თავად კი არ ქმნიან.

ჩვენს შესაძლებლობებს ვაკნინებთ, პასუხისმგებლობას ვერიდებით, ვერ ვიტანთ შემთხვევითობას, გაცილებით მისტიური და მომხიბვლელია ვერსია რომ ოდესღაც სადღაც ბედის წიგნში დაიწერა ჩვენი ცხოვრება და ახლა ჩვენი მცდელობა მის წინააღმდეგ ამაოა. ჩვენ ვიტყუებთ საკუთარ თავს და ყოველდღიურობაში ჩაფლულებს მხოლოდ სხვის პირად ცხოვრებაში ცხივირის ჩაყოფა გვართობს. განსაკუთრებით მათი ვინც მოახერხა და ტელევიზიასა და ყვითელ პრესაში გამოჩნდა, გვაინტერესებს რატომ აქვს რომელიმე კესოს გავაზე ხალი ან პრიშიკი, რა ზომის ფალოსი აქვს, რატომ დაშორდა მეუღლეს ან ხმარობს თუ არა კონტრაცეპტივებს.

ჩვენი ცხოვრება, საზოგადოება იერარქიულია,  ან დაბალ საფეხურზე ხარ და ზემოთ მიდიხარ, ან ზემოდან ქვემოთ ეშვები, ანდაც საერთოდ მთელი ცხოვრება ერთ საფეხურზე გაშეშებულხარ, თუმცა რაც არ უნდა მაღლა იყო  შენს ზემოთ ყოველთვის არის ვიღაც, რაღაც, რომელიც ევოლუციური კანონზომიერებიდან  გამომდინარე ანუ შენი საკუთარი სურვილით განაპირობებს შენს ცხოვრებას.

ჩვენ ვამბობთ რომ ვემხრობით ინდივიდუალიზმს თუმცა არ გვიყვარს განსხვავებული აზრები. ჩვენ ვამბობთ რომ სიყვარული ამაღლებული და წმინდა გრძნობაა, თუმცა უმეტესად ქორწინებას მხოლოდ რეპროდუქციის ინსტიქტი გვაიძულებს “უკვე დროა” შეგვახსნებს თავს ვალდებულება, ვალდებულება საკუთარი ინსტიქტის წინაშე.  ვეძებთ ახალი თაობის ინკუბატორებს, ან სპერმის დონორებს. აბა თუ ნამდვილი სიყვარული იგვიანებს რა ვქნათ? ეს “ნამდვილი სიყვარულიც” ხომ მხოლოდ რეპროდუქციის ინსტიქტის ნაწილია უბრალოდ,  რომელიც  თავიდან ლამაზადაა შეფუთული? მერე კი იცვითება და ფერადი ლენტები უხუნდება. მარკეტინგი –  ესაა ცხოვრების მთავარი პრინციპი. ყველაფერს ვყიდულობთ და ვყიდით, არ არსებობს უანგარობა, რელიგიაც კი სამოთხის ფასად იღებს ჩვენს მოწიწებას და მორჩილებას. სიყვარულიც ინიციატივაზე და თასგვარ კომფორტზე იცვლება.

 ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია, განა ევოლუციის წინააღმდეგ მივდივარ?  ეს ხომ სოციალური ევოლუციის ელემენტებია, წუთისოფლის ყოველდღიურობაში. ევოლუციას, ბუნებას კი თავისი გზა აქვს, ცნობიერებაც, მორალიც შეხედულებებიც მისი პირმშოა და თავადვე განაპირობებს მათ ხასიათს. თუმცა განა იგივე ინდივიდუალიზმი იმავე ცნობიერებაში აღმოცენებული არაა რომელიც საერთო სოციალურ სტერეოტიპულ პრინციპებს  და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს ებრძვის, არ უპირისპირდება ევოლუციას? ბუნების შვილი ბუნების წინააღმდეგ ვერ ივლის. ალბათ ამასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი.

ესეც თავის დამშვიდების მორიგი ხერხი.

 P.S: რადგან საკითხის გაშლა უსასრულოდ შეიძლება, მოდი აქ გავჩერდები ამჯერად.

5 thoughts on “წუთი სოფელი

  1. ჰოო

    „პრობლემა“ დიდია

    ოღონდ ადამიანის შესაძლებლობებია პატარა. მახსოვს სარტრი წერდა, ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო. ამიტომ ხშირად ცხოვრება უფრო ასატანია როცა ჩარჩოში ექცევი და პასუხს ზებუნებრივს თხოვ. თავისუფალ აზროვნებას მერე ხო ჩიხში შეყავხარ, ნიცშეს ზეკაცს რომ დაემართა ისე

    მოკლედ ამ ყველაფერს რა აზრი აქვსო და ალბათ ის, რომ მოძებნო გზა, როგორ გამოძვრე ამ სოციალური საგიჟეთიდან ისე, რომ შენც არ გაგიჟდე. სოციალური ევოლუცია კი დიდი ნონსენსია, საზოგადოება ათასწლეულების მანძილზე ერთი და იმავეს აკეთებს – ეძებს კერპებს რომ თავისუფალი აზროვნებისგან გათავისუფლდეს და მერე დააკანონოს წესები, როგორ უნდა იცხოვროს, ოჯახი როგორ და როდის შექმნას და ა.შ. ბურჟუაზიული კომფორტია, რასაც სოციუმი ვერასოდეს შეელევა

    Like

    • ჩიხი ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ისევე როგორც ნებისმიერი რამ რასაც ადამიანი აღიქვამს ისევე ცნობიერებაც ზღვრულია.
      სოციალური ევოლუცია არაა ნონსენსი, ისევე როგორც ზოგადად არაა ევოლუცია ნონსენსი, აბა პირველყოფილი ტომები და დღევანდელი საზოგადოება ერთია? მართალია ძირითადი მისწრაფებები და ინსტიქტები იგივეა, მაგრამ მას მერე რამდენი რამ რამ შეივალა სოციალური თვალსაზრისით, ძალიან ბევრი,
      საკითხი მართლაც ძალიან ვრცელი და ამოუწურავია, ყველაზე მეტად მაინც ბოლო ნაწილზე ვფიქრობ ანუ თავისუფალი აზროვნების დამოკიდებულება სოციუმის განვითარების საერთო პრინციპებთან.

      Like

      • სოციალური ევოლუცია ამ კუთხით, საერთოდ ნონსენსია არაა რა თქმა უნდა🙂
        ჩიხში კი მთლიანი პასუხისმგებლობის აღება ვიგულისხმე საკუთარ თავზე=კოსმიური გონის ე.წ. ღმერთის აბსოლუტური უარყოფა

        Like

  2. გულწრფელად გამიხარდა შენი ბლოგის აღმოჩენა , გადავხედე რამდენიმე პოსტს და თითქმის მსგავსი შეხედულებები გვქონია სამყაროზე , მიხარია რომ მსგავსი ჩემთვის ახალი ბლოგი ვიპოვე წარმატებები და იმედია ხშირად და საინტერესო პოსტებით გაგვანებივრებ . მუდმივ მკითხველად მიგულე

    Like

    • ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ შენთვის ჩემი ბლოგი ახალი აღმოჩენაა, მეც მომწონს შენი ბლოგი და ხშირად ვკითხულობ.
      შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ (ყველას) და საინტერესო პოსტები შემოგთავაზოთ ხოლმე.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s