Super Heroes და ტელევიზორის პ(კ)ულტი

სუპერ გმირების ეპოქა ფილმებში ჯერ კიდევ ტელევიზორის გამოჩენამდე, ორმოციანი წლების დასაწყისში დაიწყო,  სერიალით “კაპიტან მარველის თავგადასავალი” შემდეგ მოყვა ფილმები: “ბეტმენი” “სუპერმენი” და ა.შ… ორმოცდაათიანებში ტელევიზორიც გამოჩნდა და მთელი მსოფლიო ეკრანს მიაჩერდა. კინოში წასვლა აღარაა საჭირო, ახლა სახლებში შემოიჭრნენ ადამიანების საყვარელი გმირები. საოცარია პირდაპირ, სახლში ზიხარ და უყურებ უძლეველ სუპერმენს რომელიც სინათლის სიჩქარით მიფრინავს ნიუ იორკის ცათამბჯენების თავზე და ცუდი ტიპების დედებს ისე აორსულებს, აზრზე ვერ მოდიან. ადამიანებმა შეიყვარეს ტელევიზორის ეკრანი, იქ ხომ ისეთი რამეები ხდება რასაც რეალობაში ვერასდროს ნახავ. ვერ ნახავ როგორ ხოცავს რემბო მარტოდ მარტო ცუდი ტიპების მთელს ბატალიონს, ვერ ნახავ როგორ დახტუნაობს ადამიანი ობობა ერთი ცათამბჯენიდან მეორეზე, როგორ უმტვრევს ცხვირ პირს სტივენ სიგალი ორასიოდე ნაძირალას. ვერც იმას ნახავს რომ ფეხით მორბენალ ყოველგვარ სუპერ ძალებს და შესაძლებლობებს მოკლებულ მაინც სუპერ გმირს  ვერ ეწევა ვერც ავტომანქანა, ვერც მოტოციკლი, ვერც ვერტმფრენი და სამალავს გარეთ, გაშლილ ადგილას ასიოდე ავტომატური იარაღიდან ნასროლი “არასპრავედლივი” ტყვიაც რათქმაუნდა ვერ ეკარება.

მოგვწონს ის რასაც ცხოვრებაში ვერასდროს ვნახავთ ან მივაღწევთ, თუნდაც ეს გულუბრყვილო “მაგარი ტიპობა” იყოს, რათქმაუნდა ადამიანი ობობა, ბეტმენი, სუპერმენი და მისთანები დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო საბავშვოდ გამოიყურება, მაგრამ განა რემბო, ვანდამი და სიგალის “მაგარი ტიპობა” რითიმე უფრო ინტელექტუალურია ვიდრე ადამიანი ობობა? თუ მხოლოდ წვრილმან დეტალებშია საქმე. ისეთები როგორიცაა  ქსელები და სუპერმენის წითელ ყვითელი ფორმა. რითი არ უტოლდება რემბოს შესაძლებლობა – მარტოდ მარტო ბატალიონის დახოცვისა სუპერმენის ჰაერში ფრენას?  ვითომ ბეტმენის მანქანა უფრო ბავშვურია, ჯეიმს ბონდის BMW-სთან შედარებით?  ემბლემაში დამალული რკინის ტროსის გამჭრელი კბილანებით.

გვიყვარს სუპერ გმირები სუპერ იდეალები, მამაჩემისთვის იდეალური კინოა სადაც ბანკს ძარცვავს მსოფლიოში ყველაზე გაქნილი ქურდი, ისეთი მოხერხებული და იღბლიანი რომ მსოფლიოში ყველაზე კარგად დაცული ბანკის დაცვის სისტემაც კი უძლურია მის წინაშე.  (პატიოსანი კაცის გაუცნობიერებელი ოცნება) ჩემი პატარა დისთვის კი იდეალური ფილმია ისეთი სადაც მისი სუპერ გმირი დისნეის მსახიობი და მომღერალი სელენა გომეს(ზ)ი თამაშობს, ალბათ უნდა რომ მას დაემსგავსოს როცა გაიზრდება ( მათ შორის სხვაობა მხოლოდ 7 წელია) მიუხედავად იმისა რომ ოჯახში სამი ტელევიზორი გვაქვს (ერთი გამორთულია და შენახული, მაგრამ გაჭირვების ჟამს შეიძლება მისი სადმე დადგმა და ჩართვა) ყოველთვის არის ჩვენთან ჩხუბი ჯადოსნური ნივთის ხელში ჩასაგდებად რომელსაც პულტი ჰქვია.

ტელევიზორი ყველაზე საჭირო ნივთი გამხდარა თავისი სუპერ გმირებითურთ. ტელევიზორი! ტელევიზორი ჩართეთ! – არ მეგულება ოჯახი სადაც დღეში მინიმუმ რვა საათი არ იყოს ჩართული ეს შავი ყუთი და თუ ამაზე ნაკლებია –  ამასაც თავისი გასამართლებელი საბუთი აქვს, ოჯახის წევრები მთელი დღე ან დღის დიდი ნაწილი გასულები არიან სახლიდან. თორემ ძნელია გაუძლო სუპერ გმირების ცთუნებას, რომლებიც იმას აკეთებენ რასაც შენ ვერასდროს მოახერხებ, ქალებს მოსწონთ  ჯეიმს ბონდის და ალენ დელონის ჯენტლმენობა, ელეგანტურობა, რომლებსაც ისინი იჩენენ მათ გარშემო მოფუსფუსე ქალების მიმართ.  კაცები ოცნებობენ მსგავს ძალასა და იღბლიანობაზე, ალყაში მოქცეულს, თითქოსდა სასიკვდილოდ განწირულს რაღაც ჯადოსნური ტელეპატიური უნარით დაჯილდოებული შენი ქერათმიანი და გრძელფეხება ნაშა რომ გამოტყვრება კაბრიოლეტით საიდანღაც, აუცილებლად იმ დროს როცა ყველაფერი დაღუპული გგონია.  შენც უცებ ჩაჯდები და მოუსვამთ იქიდან. ცუდი ტიპები კი ხახამშრალი დარჩებიან. აბა რა სუპერ გმირებს აუცილებლად ყავთ (არაერთი) სუპერ გრძელფეხება და სუპერ სექსუალური სასურველია ქერა ნაშა. თუ ეს უკანასკნელი დეკორაციის როლს არ ასრულებს ფილმში ე.ი სუპერ გმირის მყარი პარტნიორია, და აუცილებლად იქნება მისი გმირობების თანამონაწილე, იქნება აგენტი, ან რომელიმე სუპერ პროფესიის წარმომადგენელი.  მიუხედავად ქალური სინაზისა ეცოდინება სუპერ ჩხუბი და მინიმუმ ოც კაცს მაინც გალახავს ფილმის განმავლობაში.

მერე რა რომ ყველაფერი კომიკურობამდე მარტივია, დიდებსაც და პატარებსაც უყვართ სუპერ გმირები და ტელევიზორი რომელიც ამ სუპერ გმირებს გვაცნობს, ხანდახან მგონია რომ იმდენად დიდია დამოკიდებულება ტელევიზიისადმი და მსგავსი ფილმების მიმართ, ერთ დღეს რომელიმე სუპერ გმირის ძეგლი ანდაც ტელევიზორის ღვთაება აღარ გამაკვირვებს.

7 thoughts on “Super Heroes და ტელევიზორის პ(კ)ულტი

  1. ჰმმ მიშა არ გრცხვენია? შენს დას სელენა გომესის დანახვის და გაგონების უფლება როგორ მიეცი? გაიტანეთ ეგ გოგო ! :]]

    და სუპერგმირებს რაც შეეხება ერთი მინდა დავამატო, რომ მაგათ მარტო ხალხის გულების “დაპყრობა” და გადებილება არ ყოფნით. ამასთან ერთად მათი შემქმნელები მილიარდობით მწვანეს ხვეტენ სუვენირების გაყიდვით. ჩემს პატარა მამიდაშვილს სპაიდერმენის ფორმა, ჩუსტები, საბანი, ჭიქა+თეფში და საცვლებიც კი აქვს :omg:

    Like

    • ჰო რას იზამ ლონდა, ბალღური გატაცებაა, სულ ვეკაიფები მაგაზე მარა სანამ თვითონ არ გაუვლის ვერაფერს იზამ. გაზრდება და დაუბრუნდება ჭეშმარიტ ღირებულებებს😀😀
      სპაიდერმენის ფორმა ჩემს მამიდაშვილაც აქვს😀

      ეს ფილმი იცი? სუპერგმირობის პაროდიაა, ბელმონდო😀

      Like

  2. ტელევიზორი და მისი სუპერ გმირები ამოვძირკვე ჩემი ცნობიერებიდან . ინფორმაციას სრულად ინტერნეტის მეშვეობით ვიღებ , და იშვიათად 15 წუთით ახალი ამბებისთვის თუ ჩავრთავ . ისიც მალევე მწყინდება. სამაგიეროდ მუდმივ რეჟიმში სახლში 2 კომპიუტერია ჩართული

    Like

    • ტელევიზორს მხოლოდ ჭამის დროს ვუყურებ, და ისიც Discovery Sciense-ს ან National Geographic-ს იშვიათად ღამით რომელიმე ფილმს, ოღონდ არა სუპერ გმირებზე =))

      Like

    • და ჩაკ ნორისზე რას გვეტყვი :))
      ჩაკ ნორისი როგორ გამომრჩა დიდი აფეთქება (სამყაროს წარმოშობის თეორიას ვგულისხმობ)ხომ ფაქტიურად მან მოახდინა, როცა სახლში დაუდევრობით გაზის ბალონი აუფეთქდა?
      პ.ს: ახალი ანეკდოტი ხომ არ გამოვიგონე?

      Like

  3. 😀😀😀 chucki gamogrcha martalia,..martlac egre iyo mas gazis baloni aufetqda😀 ;D😀 da tu gainteresebs is gazis balons sakutari metanit tenida …amitim qonda amxela dzala am afetqebas😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s