რატომ ეშინია კაცობრიობას სექსის?

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ოშოს “ტანტრა ენერგია და ექსტაზი” ამ პოსტის იდეაც იქიდან მომივიდა, თუმცა ამ პოსტში გატარებული აზრი ოშოს გავლენით ერთბაშად კი არ ჩამომიყალიბდა, უბრალოდ მისი დამოკიდებულება საოცრად დაემთხვა ჩემსას და გადავწყვიტეთ  ერთად დაგვეწერა პოსტი.

 

მე:

თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობას ეშინოდა სექსის, თანამედროვე კაცობრიობის დამოკიდებულებას სექსთან მთლად ასე ვეღარ დავახასიათებ, დასავლეთმა თითქმის დაამარცხა შიში, აღმოსავლეთში ზოგი ებრძვის და ზოგს კიდევ შიშის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. თუმცა მთელი ამ შიშების მიუხედავად ადამიანის გაჩენის დღიდან, მისადმი შიში არასდროს გამხდარა პოპულაციის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, არც სექსი მოუკლია კაცობრიობას და არც გადაშენების პრობლემა დამდგარა ოდესმე, თუმცა კაცობრიობამ მაინც ჩამოაყალიბა მორალი სადაც სექსი ცუდ საქმედ ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ინსტიქტის ერთადერთი ბუნებრივი სწრაფვაა. იმისთვის რომ დარწმუნდეთ სექსისადმი შიში ნამდვილად არსებობს, ჩაიხედეთ საკუთარ მორალურ პრინციპებში და აუცილებლად ნახავთ რომ გარკვეულ დონეზე სექსი და სიყვარული განცალკევებულ ცნებებად გვევლინება, ეს კი იქიდან გამომდინარეობს რომ გაუცნობიერებლად (მაინც) სექსის გვეშინია და მის იზოლირებას ვახდენთ სიყვარულისგან. მართალია ეს გაყოფა მამაკაცებში უფრო მკაფიოა, მაგრამ განა “ნორმალურ ოჯახში” აღზრდილ გოგონებს არ მიაჩნიათ რომ სექსშიც კი არსებობს კდემამოსილება და ისეთი “ილეთები” რაც მათ არ ეკადრებათ?

მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის, ყველა, ბუნებრივად ისწრაფვოდა სექსისკენ, ადამიანმა სოციალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე სექსი ცხოველურ მიდრეკილებად ჩათვალა და ტაბუ დაადო,  მსოფლიოს თითქმის ყველა დიდმა რელიგიამ ის ბნელ დილეგში გამოკეტა. თუმცა ე.წ სულიერებაზე ოცნებამ სექსი ვერ ჩაანაცვლა, მღვდელმსახურების სურვილის მიუხედავად ანგელოზების გამოგზავნილ წეროებს არ მოყავდათ ახალი თაობები, ამიტომ სექსი ბიუროკრატიულ დილეგში მოათავსეს და მისი ლეგალიზებისა და დღის სინათლზე გამოყვანისთვის “ღმერთის ხელდასმა” -ჯვრისწერა და სამოქალაქო ქორწინება გამოიგონეს. სექსი თუ ბუნებრივია და თვითმყოფადი,  ადამიანურ ბუნებაში ჩადებული რეპროდუქციის კოდი, მაშ რა დაგვემართა? რატომ მოიძულა კაცობრიობამ ის და რატომ ითვლება ბიუროკრატიის გარეშე და “ღმერთის ხელდასმის” გარეშე სექსი დიდ ცოდვად ან მინიმუმ არასწორ, საზოგადოებისთვის მიუღებელ ქცევად?

 მე ვფიქრობ საქმე ადამიანის ამბიციამ წაიყვანა ამ არასწორი გზით, ადამიანმა მითოსით შთააგონა საკუთარ თავს ლამაზი ზღაპრები, ზღაპრები სამოთხეზე და მარადიულ სიცოცხლეზე, მარადიულ, ყოველდღიურობისგან თავისუფალ სივრცეზე, ღმერთის ხატად და მსგავსად გამოაცხადა თავი, აბა დაფიქრდით განა ასეთ ადამიანს თავისი ზებუნებრივი წარმომავლობიდან გამომდინარე არ ეხამუშება სექსის, ძალიან ჩვეულებვრივი ბუნებრივი მნიშვნელობა? მითოსი ხომ გამუდმებით რაღაც საიდუმლოებებზე და ზებუნებვრივობაზე საუბრობს განსაკუთრებით დიდია ღვთაებრივი წილი ადამიანის ჩასახვსიას და განა ამ ლამაზ წარმოდგენებს არ შეურაცხყოფს ის რომ სექსი და  მისი შედეგი – ჩასახვა, ბიოლოგიაა და მეტი არაფერი. ო როგორ არ უნდა ადამიანს თვალი გაუსწოროს ამას, ჰო ახლა ვიცით როგორია ეს ბიოლოგიური პროცესი, მაშინ არ ვიცოდით და ღმერთის საქმეებად ჩავთვალეთ, მაგრამ ეს ფიზიკური აქტი მაინც გვეხამუშებოდა. ცხოველებიც ხომ ასე აკეთებენ და ჩვენ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილთა ოცნებებს აკნინებდა,  იმდენად გვეხამუშებოდა ეს პროცესი მოკვდავებს, რომ მარიამს, ღმერთ კაცის დედას მითუმეტეს ვერ ვკადრებდით გვეფიქრა რომ…

ოშო:

სექსი – ეს რაღაც არნახულად ფასეული რამ არის, რამეთუ თქვენ მის შედეგად გაჩნდით, რამეთუ მისით ტკბება მთლიანად არსებობა, რამეთუ თავად არსებობა სექსუალურია. უფალმა აირჩია სექსი სამყაროში მისი დასწრების საშუალებად, მიუხედავად ქრისტიანების სულელური მტკიცებისა, რომ იესო ვითომდა ქალწულისაგან იშვა. ისინი თავს იკატუნებენ, თითქოს სექსს იესოს დაბადებასთან არავითარი საერთო არ ჰქონია. ისინი ისეთ ძლიერ შიშს განიცდიან სექსის მიმართ, რომ უმანკო ჩასახვის ისტორიის მსგავს არაკებს იგონებენ. საწყალი მარიამი; უდაოა ის, რომ მარიამი უმანკო იყო სულიერად, თუმცა შეუძლებელია მოხვიდე სიცოცხლეში იმ ენერგიასთან შეუხებლად, რომლადაც სექსი გვევლინება. სხვა კანონები სხეულისთვის უცნობია.

მე:

 ჩვენ გავხლიჩეთ ჩვენი არსი ორ ნაწილად, სხეული და სული, რაც სხეულს სჭირდება ის ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ და რაც ამ ფიზიკურობას აკლდა ოცნებით ვეცადეთ სულში შემოგვეტანა და იქ მიგვეღწია სრულყოფილებას, ამიტომ ბიოლოგიის ქვეშ, ნამდვილ საფუძველს ვუკავშირებთ ღვთიურს, ამიტომ გვგონია რომ მარხვა წაადგება სულს, სექსი კი რომელიც ბიოლოგიური მოთხოვნილებაა და სხეულს ასე მოსწონს,  ჩვენს “სხვანაირ” ოცნებებს არ მოსწონს. ახალ თაობებს ჩვენდა უნებურად ვუნერგავთ სექსისადმი შიშს, და ვერც კი ვხვდებით რომ ჩვენ თავად ბუნებას ვუპირისპირებით.

ოშო:

ჩახშობილი სექსი მახინჯია, ავადმყოფური, ნერვოტული. ჩახშობილი სექსი გარყვნილებად იქცევა. სექსისადმი ეგრედ წოდებულმა რელიგიურმა დამოკიდებულებამ გარყვნილი სექსუალურობის გაჩენამდე, აბსოლუტურად ნერვოტული სექსუალური კულტურის წარმოშობამდე მიგვიყვანა. მე არ ვარ ამგვარი მიდგომის მომხრე სექსი ბიოლოგიური ფაქტია. მასში არ არის არაფერი არასწორი, მასში არ არის არაფერი ცუდი. არ ღირს სექსთან ბრძოლა, თორემ ის გარყვნილებად გადაიქცევა,

 

 არასწორია იმის მტკიცება, რომ თუ სექსს შორს მოისვრის, ადამიანი ღვთაებრივს მიაღწევს. ამგვარი მტკიცება მცდარია. ადამიანი, რომელმაც ბრილიანტები იპოვა, გადაყრის ქვებს, რომელიც მანამდე ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგოს თქმა ჭეშმარიტება არ იქნება. ქვები შეიძლება გადააგდოთ, მაგრამ ეს მოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ ალმასები იპოვეთ.

 

თქვენ რომ “პლეიბოი” ინდოეთის იმ ხალხებს აჩვენოთ, ცხოვრებაში ტანსაცმელი რომ არ ჩაუცვამთ, გაეცინებათ. მე ვცხოვრობდი მათთან, ველაპარაკებოდი მათ და ისინი იცინოდნენ. თვალებს არ უჯერებდნენ და მეკითხებოდნენ: “რა არის ეს?” ისინი შიშვლები ცხოვრობენ, ამიტომ მათთვის ცნობილია, როგორ გამოიყურება ქალი, როგორ კი _ კაცი. შიშველი ადამიანის ფოტოსურათი მათ ახალს არაფერს ეუბნება. პორნოგრაფია თქვენმა ღვთისმსახურებმა შექმნეს; ისინი არიან მისი საფუძველი და დასაყრდენი.

 

მე:

და ბოლო სიტყვა ოშოს,  ქართველი მამაკაცების საყურადღებოდ, რადგან ეს ბოლო სიტყვა ქართველი კაცის ფსიქოლოგიას და პრობლემას ძალიან კარგად ასახავს, ყველა ცოლი ხომ “ლედია” (მხოლოდ ამ საქმეში) და მას არ ეკადრება აქტიური როლი და სხვა არატრადიციული პოზები.

ოშო:

და მოაშორეთ, თუ შეიძლება ქალს წარწერა “ლედი” საშუალება მიეცით პარტნიორ ქალს, აქტიური იყოს, რადგან როცა ქალი აქტიურია, ის უფრო მალე აღწევს ორგაზმს. თუ ქალი კუნძივით უმოძრაოდ დევს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ…

ნუ ფიქრობთ, რომ საწოლში მხოლოდ მეძავები არიან აქტიურები, რომ მხოლოდ მეძავებს შეუძლიათ, ალერსი აჩუქონ მთელ თქვენს სხეულს. ნებისმიერი ქალი სიხარულით ითამაშებდა თავისი პარტნიორის სხეულით, რომ არა შიში, მეძავად არ გამოჩნდეს. არ მიკვირს, რომ ყველაზე ლამაზი ქალების ქმრებიც კი დღემდე საროსკიპოებში დადიან. რატომ? იმიტომ, რომ მეძავებს შორის “ლედის” ვერ იპოვით.

P.S: თქვენ თუ გეშინიათ?

 

36 thoughts on “რატომ ეშინია კაცობრიობას სექსის?

  1. როდის არის ეს წიგნი დაწერილი?

    საინტერესოა, ინდოეთში სექსს ტაბუ ადევს კი არა, ხელოვნების რანგშია აყვანილი. დასავლეთს სექსის იმდენად არ ეშინია, რომ მხოლოდ ამაზე ფიქრობს და რაღაცნაირად გააუფასურა კიდეც ეს პროცესი, თუმცა ისინი ლედის და მეძავის ცნებას ასე ცალცალკე არ განიხილავენ. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საგანგებოდ ქართველებისთვის დაეწეროთ ეს წიგნი ))

    Like

    • თუ არ ვცდები 70-იანებში უნდა იყოს დაწერილი. ინდოეთში ძალიან დიდი დომხალია, ბევრი რელიგია ბევრი სექტა, ბევრი კასტა, ყველგან არაა სექსი ხელოვნებამდე აყვანილი,ეგ ინდოეთის მცირე ნაწილია.თუმცა ეს წიგნი, მე მგონი უფრო დასავლეთზეა გათვლილი, როგორც ჩანს 70-იანებში სექსუალური რევოლუციის მიუხედავად დასავლეთი მთლიანად არ იყო განთავისუფლებული კონსერვატორული შეხედულებებისგან.

      Like

  2. lady არა მე DUCHESS ვარ🙂🙂 მამაცი DUCHESS🙂🙂

    ხოოდა ლედებს შორისაც არის მეძავი და მეძავებს შორისაც ასევე არის ლედი, უბრალოდ ერთს ერთის ნიღაბი აქვს და მეორეს მეორის, ასე სჭირდებათ და იმიტომ🙂

    შიში არის კი, ქორწილის ღამეს პატარძალმა გაიხადა და ლოგინში ჩაწვა, ქმარმა, ამდენი შენ საიდან იცი შენ სხვასთანაც იქნებოდიო და სახლში გაუშვა.
    ეს შიშიც არ არის ალბათ უკვე, არ ვიცი რა არის

    Like

  3. მეშინია თუ არა არ ვიცი, ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ..

    ალბათ, არა (იმედია)..

    პოსტი ძალიან საინტერესოა, მიშა..
    დავაშეარებ ჩემს გვერდზე შენის ნებართვით..🙂

    Like

  4. Nina Gorecki-ს ვეთანხმები. დასავლეთში მე მგონი ხალხს სექსი მოსწყინდა და ფიქრობენ რითი ჩაანაცვლონ. ინდოეთში იშვა კამა სუტრა. აზიაში კაცებს ათობით ცოლები ჰყავთ და ეშინიათ კი არა, რიგი თუ დაირღვა სახეს ახევენ ერთმანეთს!
    თ შიშზეა ლაპარაკი, მაშინ დავკონკრეტდეთ იქნებ – როგორ სექსს გულისხმობთ? აკრძალულს? ეგ სხვა საქმეა და ეგ სექსს არ ეხება, უფრო მენტალობას.
    მენტალობის კი ნაღდად მეშინია, სექსის კიდევ – არანაირად🙂

    Like

    • აკრძალულ სექსში რას გულისხმობ? მენტალობა სექსი ერთიდაიგივეა ამ ჭრილში, მენტალობის პრობლემაა რათქმაუნდა იმიტომ რომ სექსს ცუდად უყურებენ, კაცებს თუ 20 ცოლი ყავთ ეს იმას არ ნიშნავს რომ სექსთან კარგი დამოკიდებულება აქვთ, სექსი რომ ნორმალური იყოს მანდ ქალები ცოცხალი მუმიებივით არ იქნებოდნენ.

      Like

      • რას და, მაგალითად დაოჯახებულებს რომ არ ”შეუძლიათ” სექსი სხვასთან.. ქმარს სეიძლება შეეშინდეს, რომ ოჯახი დაენგრევა ან რაღაც ასეთი ბითურობა, ცოლს შეიძლება შეეშინდეს, რომ ჩაქოლავენ (მაგალითად ირანში)..
        დავიჯერო,თვითონ პროცეს გულისხმობ – სექსის შიშში?

        Like

      • არა პროცესის, აქტის შიშს არ ვგულისხმობ, მე ზოგადად ვამბობ, დეტალურად რომ ჩავუღრმავდეთ ეს შიში არცაა კლასიკური მნიშვნელობით, უფრო სექსისადმი ცუდი დამოკიდებულებაა, ცნობიერებაში ღრმად ჩამჯდარი რომ სექსი ცუდია, სექსი ფიზიკური ლტოლვაა, ფიზიკური ლტოლვა სხეულის სისუსტედ წარმოუდგენიათ, ამიტომ ეს მორალს არ მოწონს მაინცდამაინც. მოკლედ ფსიქოლოგიის ამბავია. და იმის რაზეც პოსტში ვისაუბრე, ანუ ადამიანს სექსზე ცუდ წარმოდგენას უქმნის თავისი ვითომ ამაღლებულობა და ფუჭი ილუზიები ღმერთთან მიახლოებისა.

        Like

      • თუნდაც ქორწინებამდე სექსის შიში საქართველოში და არა თვითონ პროცესის შიში.. პირიქით, პროცესი იზიდავთ და აინტერესებთ.

        Like

  5. ნებისმიერი ქალი სიხარულით ითამაშებდა თავისი პარტნიორის სხეულით, რომ არა შიში, მეძავად არ გამოჩნდეს. – ეს არის სისულელე. რიგ შემთხვევებში შეიძლება ასეცაა, მაგრამ, ალბათ ათასიდან ათში.
    დანარჩენ შემთხვევაში (საქართველოში) – ქალებს ეზიზღებათ პარტნიორის სხეული თუ ნაწილები.. როცა აქტის მერე ადამიანი წამოხტება და აბაზანაში დურთავს თავს, ეს მაინდამაინ მის სისუფთავეზე როდი მეტყველებს.
    მაგრამ, მე მგონი შედარებით ახალ თაობაში ეს სტერეოტიპი ინგრევა. მე ვგულისხმობ – თუ ქალი აქტიურია, ის ბოზია-ს სტერეოტიპს და კაცის სხეულის საზიზღარია- სტერეოტიპს.

    Like

    • ჰოდა სწორედ ეგაა სექსის შიში, იმიტომ ეზიზღებათ პარტნიორის სხეული, რომ სექსი ცუდი რამე გონიათ, ესეც გაუცნობიერებელი შიშია, რომელიც თაობებში ჩანერგეს.

      Like

      • თაობებშჳ აშკარად ჩანერგილია, მაგრამ ეს არ არის სექსის შიში, დამიჯერე. რა შიშზეა ლაპარაკი, საქართველოში აკვნიდან იპარებიან და ქმნიან ოჯახებს! და რისთვის? განა უღელის დადება ეჩქარებათ? არა – სექსი უნდათ, უჩუჩუნებთ და სიყვარული ჰგონიათ. მერე, როცა დაკავდებიან სექსით და ეს სექსი ვერ ვითარდება, უარეს შემთხვევაში კი უკუსვლას განიცდის – სიამოვნებასაც ვერ ღებულობენ. მაგრამ ეს სხვა საკითხია და ის, რომ ძაან აჩუჩუნებულებსაც ეზიზღებათ პარტნიორის სხეულის ნაწილები, ეს კიდევ სხვა რამეა,, არამარტო ქალებს, კაცებსაც ასევე..

        Like

  6. მე ვგულისხმობ არა პროცესის შიშს არამედ უფრო გადაგვარებულ მენტალობას…

    ვრცელი პასუხი იხ ზემოთ…

    Like

    • ok, ვიხილე🙂
      ”სექსისადმი ცუდი დამოკიდებულება, ცნობიერებაში ღრმად ჩამჯდარი რომ სექსი ცუდია, სექსი ფიზიკური ლტოლვაა, ფიზიკური ლტოლვა სხეულის სისუსტეა” –
      აუ, თითქოს სწორი გზით მიდიხარ, მაგრამ მთავარში მაინც არ გეთანხმები. დავაკონკრეტებდი – ”დაუკანონებელი” (თუ არ ვიცი რა დავარქვა) სექსისადმი არის ცუდი დამოკიებულება, ასეთი სექსია ცუდი და ამორალური ადამიანების გონებაში.
      და კიდევ – ცუდია სექსი სიყვარულის გარეშე (მხოლოდ სხეულების სიახლოვე), აქედან გამომდინარე ცუდია ჯგუფური სექსი (მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები), ერთი სქესის სექსი და აშ..
      სასულიერო პირიც რომ გააჩერო და ჰკითხო – სექსზე ცუდიაო, არ გეტყვის. თუმცა, მართლმადიდებლობას მართლაც უცნაური დამოკიდებულება აქვს სექსისადმი.

      Like

      • “დაუკანონებელი” სექსისადმიც და ისეც ცუდ დამოკიდებულებაში არიან, უბრალოდ “დაკანონებული” სექსისადმი ცუდი დამოკიდებულება ძალიან ღრმადაა გონებაში, დღის სინათლეზე იმდენად აღარ ამოდის, ანდა რაღა ეთქმით, როცა ღმერთი ჩარიეს უკვე ამ საქმეში და ყველაფერი მისი ნებართვით ხდება. პოსტში სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი რატომ დასჭირდათ სექსის ე.წ “დაკანონება”
        დამიჯერე ვინც რაღაც ღვთაებრივ ილუზიებს ეთამაშება იმისთვის სექსი რაღაც უხეში და ნამეტანი მატერიალისტურია, მაგრამ მეორეს მხრივ ბიოლოგია თავისას შვრება ყველა ჯანმრთელი ადამიანი ისწრაფვის სექსისკენ და მოსწონს, ამიტომ ასეთ ადამიანებში გახლეჩა ხდება, ერთი ნაწილი ებრძვის სექსს მეორე პირიქით, მისკენ ისწრაფვის. ვისაც ასეთი მკაფიო დამოკიდებულება არ აქვს, იმის ცნობიერებაში კი წინა თაობების ცუდი დამოკიდებულებაა დალექილი და თავისდაუნებურად “ეშინია” სწორედ ამის გამოა დღეს მიაჩნიათ რომ შეყვარებულთან სექსი არ შეიძლება, და სექსისთვის სხვას ეძებენ, ცოლიანები ტრადიციულ პოზაში კლავენ მეუღლეებს და სექსუალურ ფანტაზიენს სხვაგან იკმაყოფილებენ, ასე ხდება იმიტომ რომ სიყვარულს და სექსს ყოფენ, მათში ორი მხარეა, კარგი და ცუდი, კარგი ტიპი ცოლთან მოვალეობას ასრულებს, ინახავს ოჯახს და ა.შ… ცუდი ტიპი სექსით ერთობა.

        Like

      • იცი, კომენტარების ფორმატით ძნელია რაიმეს დასაბუთება. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მიმრათულებასწორი გაქვს, მაგრამ არასწორია საკითხის “ათვლის წერტილი” (თუ რა ვიცი რა დავარქვა).
        ღმერთსაც ნუ გარევთ ამ ამბავში. და საერთოდ, რა რელიგიის მიმდევარი იყო მაგ წიგნის ავტორი? დავიჯერო მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო? ჩვენთან ღმერტის საქმეები მღვდლებმა გადმოიბარეს და ახლა იმათ უნდა უთხნმო სად , რა და როგორ.. ეს იცოდა მაგ ადამიანმა და ისე წერდა?🙂
        სექსი ცუდი არაა, მაგრამ, თუ წიგნის ავტორის ლოგიკას მივხტვებით – სექსი მიცვალებულებთანაც დასაშვებია, პედოფილიაც დასაშვებია, სექსი ცხოველებთანაც დასაშვებია.. და საერთოდ, სექსი კარგია და უნდა გქონდეს სადაც გინდა, ვისთანაც გინდა და როცა გინდა..
        ნაღდად არ მომინდებოდა ამ პლნატაზე ცხოვრება ასე რო იყოს..

        Like

      • არასწორი გზით წახვედი, ეს მოსაზრებები არანაირად არ გულისხმობს იმას რომ ნორმალურია სექსის ნებისმიერი ფორმა და სახე, სექსი სადაც გინდა ვისთანაც გინდა და ა.შ.. ავტორის რამდენიმე ციტატა მასეთი აზრის განვითარების საშუალებას ნამდვილად არ გაძლევს. მითუმეტეს რომ ეს აზრი შეფარვითაც კი არ დევს არსად არც ჩემს პოსტში და არც ოშოს წიგნში, ოშო ამ წიგნში, იმასაც ამბობს რომ სიყვარული სხვების დასანახად მარაზმია, ასევე მარაზმია ყველაფერი რაც ამოვარდნილია ბუნებრივი კალაპოტიდან, იგივე პედოფილობა, ნიმფომანობა და ა.შ… ოშოს რელიგია არ აქვს, ყველა რელიგიას ტყვეობის ფორმად აღიქვამს, თუმცა უფრო ბუდიზმისკენ და ინდუიზმისკენ იხრება თავისი შეხედულებებით.

        Like

      • არა, არ გულისხმობს, უბრალოდ სადღაც გადის ზღვარი უკიდურესობებს შორის. საქართველოში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ერთი უკიდურესობა აირჩია და მე რაღაცეებში, ჩემთვის, შინაგანად ვერ ვეთანხმები ამ უკიდურესობებს. მაგრამ, ასევე არ მომწონს, როცა მეორე უკიდურესობაში ვარდებიან ამ უკიდურესობებთან ბრძოლისას..
        აი, ხომ დაწერე, რომ ვიღაც ტიპები ცოლებს არ ღალატობენ, მიუხედავად არასრული სექსუალური ცხოვრებისა, ვიღაცეები კი მეძავებთან დადიანო.
        ადამიანს ყოველთვის შეიძლება გაუჩნდეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ჰიპერქტიური ცოლიც შეიძლება მოსწყინდეს ადამიანს და აშ.. შეიძლება სულაც ერთი პარტნიორი მოსწყინდეს, ან ადამიანი პარტნიორი და აშ..
        სექსი არის სექსი და სექსი არ არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. სექსით შეიძლება გაალამაზო სიცოცხლე, მაგრამ სიცოცხლით არ უნდა გაალამაზო სექსი.
        კომუნიზმმა თუ მართლმადიდებლობამ, თუ ორივემ ერთად, ჩვენთან ადამიანები ძალიან დაამძიმა ზედმეტი პასუხისმგებლობებით. არადა, რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სურვილი და არის მერე ამ სურვლითან გაუთავებელი ბრძოლა და მართლაც მახინჯდება სულიც და გონიც.
        მე მეჩვენება, რომ ჩვენთან ადამიანებს სექსის კი არა, დასჯის და გარიყვის ეშინიათ – ღმერთისგან, მშობლისგან, საზოგადოებისგან.. მაგრამ, პრინციპში, მგონი შენც ამას გულისხმობდი🙂

        Like

      • ნებისმიერი სახის უკიდურესობა რომ არაა კარგი ამას კამათი არ უნდა.

        მე მეჩვენება, რომ ჩვენთან ადამიანებს სექსის კი არა, დასჯის და გარიყვის ეშინიათ – ღმერთისგან, მშობლისგან, საზოგადოებისგან.. მაგრამ, პრინციპში, მგონი შენც ამას გულისხმობდი

        ფაქტიურად იგივეს ვამბობ, თუმცა ამ ფაქტორებმა სექსის მნიშვნელობაც დააკნინეს თავისთავად, “ოფიციალური” აქტის დროსაც კი ეხამუშებათ, იმიტომ რომ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. ამიტომ ბევრ ქალს სექსის შემდეგ დანაშაულის გრძნობა აქვს და სწორედ ამით აიხსნება რატომ უნდა ეტირა საბჭოთა პატიოსან ქალს ქმართან სექსის მერე აბაზანაში.😀 ამით აიხსნება რატომ ჩქარობენ მამაკაცები აქტის დასრულებას და ძილს და ა.შ…

        Like

      • განა მარტო ქალებს, კაცებსაც აქვთ ეგ პრობლემები. არის რაღაცეები და არიან ვიღაცეები, რომლებიც მთელი სერიოზულობით ამბობენ, რომ ამ რაღაცეებს ცოლებს არ აკადრებენ და ამისთვის ივლიან ბოზებთან.. და რომ ვინც ამას აკეთებს, საზიზღარია და იმას ტუჩებში ვერ აკოცებ (ომგ, ომგ) და როგორ შეიძლება ცოლს ასეთი რამე გააკეთებინო..

        Like

      • ზუსტად მაგ ფენომენზე მაქვს საუბარი პოსტში, როცა მიუღებელ “ილეთებს” ვახსენებ

        Like

  7. სისულელეა შიში. ეს შიში რელიგიიდან მოდის, რომელიც ცოდვას ეძახის ამ ყველაფერს და ადამიანებსაც მუდამ აქვთ ჩანერგილი რომ ეს ცუდია.

    ყველაზე მნიშვნელოვანი ისა თუ რა ნაირი აღქმა აქვს ადამიანს სექსის მიმართ. ანუ დასაგმობია ის შემთხვევა, როდესაც შინაგანადაა ადამიანი გახრწნილი და არანოლმალურად იგებს ამ ყველაფერს. მე ყოველთვის ამ აზრის ვიყავი და ე.წ. კახპების საქმეც რეგალიზაებული უნდა იყოს და მათ ”სექსთერაპევტები’ ერქვათ. უმეტესო მათგანი ძალზედ კეთილშობილი და განათლებულიცაა ;))

    Like

    • ბევრ მხატვრულ ლიტერატურას კითხულობთ ეტყობა ასეთ სიუჟეტზე.. :))))))))))
      ასეც არ შეიძლება.
      რა ქნა ამ ქალიშვილობის ინსტიტუტმა!😦

      Like

  8. გადასარევია, მაგრამ “მე” სადაც გიწერია წაშალე და “ოშო” დაწერე,, ეგ წიგნი ერთ ეგზემპლიარად კი არაა გამოცემული😉

    Like

    • რატომ? პოსტის დასაწყისშივე ავღნიშნე რომ ჩემი და ოშოს აზრები უბრალოდ დაემთხვა, და თუ შენც წაგიკითხავს უნდა აღიარო რომ სიტყვა სიტყვით არაა “გადმოკოპირებული”😉

      Like

  9. osho ambobs rom qriste seqsis nayofia iseve rogorc yoveli chventagani, magram teoriulad shesazlebelia qalishvilma mamakacis spermis gareshe dabados shvili jer jerobit chveni medicinis praqtikashi msgavsi shemtxveva jer ar dafiqsirebula, albat oshos ar smenia am teoriis shesaxeb radgan qristes dabadebis shesaxeb ase xmamagla saubrobs.

    Like

    • სალი, შეგიძლია ახნა რანაირად არის შესაძლებელი თუნდაც თეორიულად რომ ქალიშვილმა, მამაკაცის სპერმის გარეშე გააჩინოს ბავშვი? ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა და ექპერიმენტი რომ გამოვრიცხოთ? თავისით, თეორიულად მაინც შესაძლებელია ასეთი რამ? ამას რომ ამბობ იმედია შეგიძლია რამენაირად დაასაბუთო მაინც. როგორ და საიდან

      Like

  10. საინტერესოოო დიალოგი წარიმარტა მეგობრებოო მაგრამ არდაგვავიწყდეს ის რომ სარწმუნოება გვიკრზალავს ყოველგვარ გარყვნილობას და ყოველგვარ მარაზმს და ყველაფერ უწმინდურებას, უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ თუ ადამიანი მარტმადიდებელი ქრისტიანია და წამს უფალი რაც დგევანდელი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ა ის დაუყოვნებლივ გმობს არარელიგიური მნიშვნელობის იდეალებს ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად სექსს ჯვრისწერის გარეშე..სსიმართლე კიიი ისააა რომ დგესდგეობით ვისაც როგორ უნდა ისე წარმართავს თავის აქტს ტუკი ვინმე პასიურია ეს იმას არ ნისჰნავს რომ ეშინია უბრალოდ ეს ყველაფერი ძირითადათ გამოხატავს მის კონკრეტულ პიროვნებას და ოჯახურ აგზრდა განატლებას.
    კარგია რომ აქ ასე ღიათ ვსაუბრობთ მაგრამ გულის სიგრმეში დავფიქრდეთ საქართველოში რამდენი მამაკაცი მოიყვანს ცოლს თუ ის ქალიშვილი არიქნება?შეიძლება თქვას მოვიყვან მაგრამ ეს ასე არ იქნება რადგან თავმოყვარეობა შეელახებააა რასაც თავად ადამიანის მრისხანე ბუნება ვერ შეელევააა …აი სექსისკენ ლტოლვა კი ყველა არსებას აქვს ნამდვილად აქ ორი აზრი არარის თუმცა ზემოთ ხსენებულ შიშს დავუბრუნდეთ და თუკი ეშინიათ თუ როგორცააა ჩანერგილი მტკიცედ ამჟამინდელი კაცობრიობის გონებაში შეიძლება ვთქვათ რომ ძველად საჭურისები იყვნენ დგესდგეობით ჩოკინისტეები არიააან😀😀 ერთი სიტყვით სიყვარული და სექსი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება თუმცა ერთმანეთს უხეშად რომ ვთქვა ავსებს…მატივად რომ ვთქვად სექსი წამიერი ხოლო სიყვარული მარადიული გრძძნობააა…….
    მოკლედ ზემოთ მონათხრობში ის მინდოდა მეტქვა რომ იდეალური პიროვნება არ არსებობს ადამიანს კი უსაზზგვრო ფიქრის უნარი აქვს და თუგრზელი ენა აქვს ყველა თემას ეხბა სახალხოდაც კი მიუხედავად იმისა იცის თუ არა.. სიყვარული,კეთლსინდისიერება,შრომისმოყვარეობა თავმდაბლობა აი რა ხდის ცხოვრებას მშვენიერს ამწუტისოფელშიი…და რატქმაუნდა სინანული ყოველ წამში ჩადენილი ცოდვების გამოსასყიდლად….. გადაგვარდა კაცობრიობა გადავგვარდებით ჩვენცც?? ?(ქართველები?) რატომ ვუსმენთ?? და მიტუმეტეს ვითვალისწინებთ სხვა ერის შვილის მხატვრულ ციტატებს როდესაც ჩვენ უზველესი ბუმბერაზი ერის შტამომავლები ვართ ჩვენს კულტურას და ჩვენს სარწმუნოებას მივხედოთ რადგან სწორედ ამ ურთულეს პერიოდში ჭირდება შველა რომ არ მოგვარჯულონ ურჯულოებმა.

    უკაცრავად მკითხველნო ბოლოს ცოტა თემას გადავუხვიე მაგრამ სწორედ ბოლო აბზაცის ბოლო სიტყვებია მნიშვნელოვანიიი ჩემი აზრით და არა ის თუ ვის რისი ეშინია.ქარტველები ვაჟკაცი სულის კვეთებისა ვართ და უწინდელზე არანაკლები ერისკაცები დაიზარდნენ თუ იზრდებიან ახლაცც.. გმერტმა გვამრავლოოოსს

    Like

    • მადლობა ამხელა კომენტარისთვის, რა აზრიც გამოვიტანე თქვენი კომენტარიდან იმაში ვერ დაგეთანხმებით. არ ვიცი შეიძლება სხვა რამეს ამბობთ და მე სხვა რამ გავიგე.
      სარწმუნოება რომ კრძალავს ეს ძალიან ცუდია, პოსტშიც მაგაზე ვსაუბრობ. ჩემი აზრით უაზროა ბუნებრივ მისწრაფებებს ებრძოლო, ჯვრისწერა სიყვარულის და ვნების ბიოროკრატიის გალიაში დამწყვდევაა, სარწმუნოება კი რომელიც რაიმეს კრძალავს და ტაბუს ადებს ნაგავში გადასაგდებია (მომიტევეთ თუ რელიგიურ გრძნობებს ვეხები)
      საქართველო და ქართველი ერი არანაირად არ არის ბუმბერაზი, პირიქით ძალიან პატარაა. კი ჩვენც გვყავდა ნიჭიერი და გონიერი ხალხი. რომლებმაც შექმნეს გამორჩეული კულტურა. მაგრამ ნუ გადავყვებით 2-3 კაცის ღვაწლს და ნუ წარმოვიდგენთ რომ ბუმბერაზები ვართ. ჩვეულებვრივი ხალხი ვართ როგორც სხვები. სიძველეში არაფერი არ ყრია.მთავარია რას წარმოადგენ ახლა? საქართველო და ქართველი ერი კი აწმყოში თითქმის არაფერს წარმოადგენს.
      ქართველი კაცის საქციელი არ არის რამენაირად სტანდარტი, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ვინმემ.
      კაცობრიობის გადაგვარება რა ფენომენია? ყველა გარყვნილია ბუმბერაზი ქართველების გარდა?
      ურჯულოები ვინ არიან?

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s