Sigur Rós – ჰანგები ყინულოვანი ქვეყნიდან

ისლანდიაში – ყინულის და ვულკანების ქვეყანაში, ჩრდილოეთ მხარეს ასბირგში, უკიდეგანო ცარიელ ველი, მიტოვებული ფერმებით, იმდენად უდაბური და დაუსახლებელია რომ თავი სხვა პლანეტაზე გგონია. ვულკანის შავი ფერფლი იწელება ცაზე  ღრუბელივით,  ამ ღმერთისგან მიტოვებულ ადგილზე სცენა დგას. ისლანდიის უნდაბურ ადგილებში ჰაერში ჰარმონიული ბგერები ვიბრირებს… ეს სიგურ როსია  (Sigur Rós)  ბენდი პოსტ როკის და ემბიენტის ნაზავით, ჰანგები ოცნებით და ჰარმონიით გაჯერებული. სიგურ როსის მუსიკა ისლანდიას გავს.  ლირიკა, სიტყვების მნიშვნელობა საერთოდ არ მესმის,  არ ვიცი რაზე მღერიან, მხოლოდ ზოგიერთი სიმღერის სათაურის თარგმანი ამოვიკითხე სადღაც. მაგრამ  მგონია რომ ისლანდიის უდაბურ ველებს და მთებს უძღვნიან მუსიკას. ის არ უხდება ხმაურიან და აქტიურ ქალაქებს. ის მხოლოდ უკიდეგანო და უდაბური სივრცეების, შეუზღუდავი ოცნებების მუსიკაა. ამაში უკეთ დარწმუნდებით თუ ისლანდიის ტურზე გადაღებულ ფილმს Heima-ს ნახავთ. (თავად სამწუხაროდ იუთუბში მაქვს ნაწყვეტები ნანახი მხოლოდ)

სიგურ როსი “ვანილის ზეციდან” გავიცანი, რომელიც 2001 წლის ბოლოს   გამოჩნდა ეკრანებზე  ჩვენთან კი ალბათ 2002-ზე ადრე არ გამოჩნდებოდა, პირველად უგულისყუროდ ვუყურე ფილმს და ვერ გავიგე, მეორედ ნახვისას ძალიან მომეწონა და ჩემი ფავორიტი ფილმების სიაში ჩავწერე, ფილმი ისეთი კატეგორიის ფავორიტებშია დღემდე, ყურება რომ არასდროს მოგწყინდება, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ რიმეიკი იყო და არა ორიგინალი, მაგრამ ამას დიდი ვერაფერი დაუკლია ფილმისთვის.

მერე რა რომ იდეა გადმოკოპირებუია, სცენარიც, სოფიაც (პენელოპა კრუსი) სცენები უფრო დახვეწილია, ემოცია უფრო ძლიერია და რაც ყველაზე მთავარია ამ ფილმს მსოფლიოში ყველაზე მაგარი მუსიკალური გაფორმება აქვს, ჯერ მარტო შემსრულებლებს რომ გადავხედოთ ყველაფერია ნათქვამი: ბობ დილანი, პოლ მაკარტნი, პიტერ გაბრიელი, ნენსი უილსონი, Radiohead, Sigur Rós, R.E.M. ორი წელი არც იქნება რაც ფილმის საუნდტრეკ ალბომი მოვიხელთე ინტერნეტიდან და სწორედ მაშინ ამოვიკითხე  Sigur Rós,  თუმცა დიდ ხანს მხოლოდ ორი სიმღერა ვიცოდი ფილმიდან, შემდეგი ნაბიჯი უკვე Discovery-ის დამსახურებაა, თავისი პრომოთი Live  Life Large რომელსაც Sigur Rós-ის Hoppipolla-ს შემოკლებული ვერსია ამშვენებს.

არ ვიცი რას ნიშნავს Hoppipolla, იქნებ დედამიწას? უყურეთ BBC-ის ვიდეოს და დატკბით არაჩვეულებვრივი კადრებით და მუსიკით.

და ბოლოს: თუ გიყვართ ოცნება, ისლანდია და სივრცე მოუსმინეთ Sigur Rós-ს

P.S: ვინც იცით საიდან შეიძლება გადმოვიწერო Heima არ დამიმალოთ!

6 thoughts on “Sigur Rós – ჰანგები ყინულოვანი ქვეყნიდან

დატოვე კომენტარი