კიდევ ერთხელ ჩაძირული ტიტანიკი

გუშინ ერთი “შესანიშნავი” ფილმის ნახვის შემდეგ, იდეა მომივიდა, დამეწყო პოსტების სერია: –  ყველაზე არასახარბიელო შთაბეჭდილებები სხვადასხვა ფილმების შესახებ, რომლებსაც ეს ესაა ვნახე, როგორც სათაურიდან მიხვდით ამჯერად, პროგრამაშია “შესანიშნავი” ფილმი ტიტანიკი 2. გუშინ დეიდაშვილმა მათხოვა დისკი და მეც დიდის ამბით ვუყურე, ფილმი კი ისე დამთავრდა, რომ  ბოლოს მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობდი რეჟისორის მიმართ, სხვას არაფერს.

ტიტანიკ 2-ში მოვლენები ასე ვითარდება: 2012 წელს ტიტანიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ატლანტის ოკეანეში გადის კრუიზ ლაინერი “ტიტანიკი 2” რომელიც მისი წინამორბედის ასლია, თუმცა რატომღაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით ძალიან ღარიბული ინტერიერი აქვს, ვერ შეხვდებით ვერც ერთ კადრს სადაც გემის ინტერიერში რამე ნორმალური შტრიხი ჩანს, მაყურებელი არ ელის რომ თანამედროვე ტიტანიკშიც შეხვდება ვიქტორიანული სტილის ინტერიერს, მაგრამ ახალი ტიტანიკი შიგნიდან იმდენად უბრალო გემია რომ თანამედროვესაც ვერ იტყვი. გარეგნულად თითქმის იგივეა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს აშკარად ემჩნევა რომ ვინმე უნიჭო 3D-შნიკის გაკეთებულია. ფილმი  კომპიუტერული თამაშის კადრთა ერთობლიობა გგონია, როცა გემს ფართო პლანით მთლიანად ანახებენ, ვერავინ დაგაჯერებს რომ ეს ნამდვილია. ზოგიერთ თანამედროვე თამაშს უფრო კარგი გრაფიკა აქვს, ვიდრე ამ ფილმს.  

Continue reading

Advertisements