კიდევ ერთხელ ჩაძირული ტიტანიკი

გუშინ ერთი “შესანიშნავი” ფილმის ნახვის შემდეგ, იდეა მომივიდა, დამეწყო პოსტების სერია: –  ყველაზე არასახარბიელო შთაბეჭდილებები სხვადასხვა ფილმების შესახებ, რომლებსაც ეს ესაა ვნახე, როგორც სათაურიდან მიხვდით ამჯერად, პროგრამაშია “შესანიშნავი” ფილმი ტიტანიკი 2. გუშინ დეიდაშვილმა მათხოვა დისკი და მეც დიდის ამბით ვუყურე, ფილმი კი ისე დამთავრდა, რომ  ბოლოს მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობდი რეჟისორის მიმართ, სხვას არაფერს.

ტიტანიკ 2-ში მოვლენები ასე ვითარდება: 2012 წელს ტიტანიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ატლანტის ოკეანეში გადის კრუიზ ლაინერი “ტიტანიკი 2” რომელიც მისი წინამორბედის ასლია, თუმცა რატომღაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით ძალიან ღარიბული ინტერიერი აქვს, ვერ შეხვდებით ვერც ერთ კადრს სადაც გემის ინტერიერში რამე ნორმალური შტრიხი ჩანს, მაყურებელი არ ელის რომ თანამედროვე ტიტანიკშიც შეხვდება ვიქტორიანული სტილის ინტერიერს, მაგრამ ახალი ტიტანიკი შიგნიდან იმდენად უბრალო გემია რომ თანამედროვესაც ვერ იტყვი. გარეგნულად თითქმის იგივეა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს აშკარად ემჩნევა რომ ვინმე უნიჭო 3D-შნიკის გაკეთებულია. ფილმი  კომპიუტერული თამაშის კადრთა ერთობლიობა გგონია, როცა გემს ფართო პლანით მთლიანად ანახებენ, ვერავინ დაგაჯერებს რომ ეს ნამდვილია. ზოგიერთ თანამედროვე თამაშს უფრო კარგი გრაფიკა აქვს, ვიდრე ამ ფილმს.  

გემბანზე არავითარი საინტერესო ამბავი არ ვითარდება, მთავარია ეს ტიტანიკიც წინამორბედივით უნდა ჩაიძიროს. გემის მთავარი მტერი ამჯერადაც ყინულია.  21-ე საუკუნის ყველაზე მასშტაბური პრობლემა – გლობალური დათბობა ამ მიმართულებით საინტერესო გამოსაყენებელია და რეჟისორმაც არ გაუშვა ეს შანსი.  ფილმის დასაწყისშივე გვანახებენ როგორ წყდება გრელანდიას, მანჰეტენის ზომის ყინული, რომელიც უზარმაზარ ცუნამს იწვევს, ცუნამი იმდენად უზარამზარი, საშინელი და არარეალურია რომ ფიქრობ რეჟისორი გეკაიფება. ის 800 კილომეტრი საათში სიჩქარით უახლოვდება ტიტანიკს და სასიკვდილო დარტყმას აყენებს. მერე იწყება არაბუნებრივი პანიკა, ვიღაცეებს ძალად უცურდებათ ფეხი და გორდებიან. ფართო კადრით ნაჩვენებ ტიტანიკს და ახლო კადრით ნაჩვენებ გემბანზე განვითარებულ მოვლენებს საერთო არაფერი აქვთ, აშკარად ხვდები, რომ გემბანი გადასაღები მოედანია, სპეც ეფეთქები ძალიან სასაცილოა და არ ტოვებს რეალურობის შეგრძნებას, მსახიობები საერთოდ ვერ თამაშობენ, სოკოს (რიგითი მგზავრები) როლის შემსრულებლები ხელოვნურად ჩოჩქოლებენ უაზროდ დარბიან აქეთ-იქეთ და კივიან, თანაგრძნობას არავინ არ იწვევს. არც ორი მთავარი გმირი რომელიც ვიღაცის გადასარჩენად გემის ქვედა სართულებზე ჩავლენ, წამოათრევენ იმ საწყალს (დაჭრილია)  სადღაც რკინის კარებში გაეჭედაბთ და მოუკვდებათ.

შემდეგ ჩვენი გმირები ლიფტში გაიჭედებიან, რა ჭკვიანური არჩევანი იყო ლიფტში შესვლა როცა ნახევარი გემი უკვე წყალშია ჩაძირული. მაგრამ ეს კიდევ არაფერია, რეჟისორმა არ იკმარა და გრელანდიას უფრო დიდი ყინული მოსწყდა, შესაბამისად უფრო დიდი ცუნამი წარმოიშვა და გემი 180 გრადუსით ამოაყირავა, ამოყირავებული გემი ფსკერისკენ მიდის…  ერთ-ერთი ლიფტის შახტაში გაჭედილი გმირის მამა რომელიც ამერიკის სანაპირო დაცვაში მუშაობს ვერტმფრენიდან გადახტება აკვალანგით და უზარმაზარი გემის (რომლის ირგვლივაც წარმოუდგენელი ფსკერისკენ  ჩამთრევი ძალა უნდა ყოფილიყო წესით) სწორედ იმ ნაწილში მოხვდება სადაც მისი შვილია. რათქმაუნდა გადაარჩენს. მეორე გმირი კი მოწამეობრივად კვდება, რადგან ერთი ჟანგბადის ბალონი, რომელიც სადღაც იპოვეს, მის ამხანაგს დაუთმო და შახტის წყლით ავსების შემდეგ დაიხრჩო. ან გაიყინა. პრინციპში სწორად მოიქცა, იმიტომ რომ გემის მფლობელი იყო და მისი გულისთვის სხვისი სიკვდილი არ უნდა დაეშვა, გმირულად უნდა მოქცეულიყო მთავარი გმირი მითუმეტეს როცა ეს მთავარი გმირი თავადაა რეჟისორი. თუმცა რატომღაც მაყურებელში არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს.

ჯეიმს კამერონი ალბათ სიცილით მოკვდებოდა ამ ფილმის ნახვისას. თუ გაქვთ თავისუფალი საათ ნახევარი, ამ ფილმში ტყუილად ნუ დახარჯავთ. ეს ფილმი ან ძალიან უნიჭო რეჟისორის და გადამღები ჯგუფის გაკეთებულია ანდაც ძალიან გაჭირვებული ბიუჯეტის შედეგი. ტიტანიკი თუ მოგენატრათ ისევ კამერონის ტიტანიკს უყურეთ.

10 thoughts on “კიდევ ერთხელ ჩაძირული ტიტანიკი

  1. OMG. ცოტა ხარისხიანად მაინც გადაეღოთ, ხომ შეიძლებოდა. შთაგონება მაინც არ ეწვია ამის რეჟისორს ნამდვილი ტიტანიკის ყურებისას? 😐 დღეს მაინც არის იმის ტექნიკა, კაკ მინიმუმ, საუკეთრესო დეკორაციები და ვიზუალური ეფექტები შეიმუშავო.

    • მეც ყველაზე მეტად მაგან გამაკვირვა,სპეც ეფექტები ოდნავ ხარისხიანიც კი არაა. ალბათ ძალიან პატარა ბიუჯეტი აქვს ფილმს თორემ ამას მაინც გააკეთებდნენ ცოტა ნორმალურად…
      ისე ასეთ გადაღებას ჯობდა საერთოდ არ გადაეღოთ.

  2. რაღაც არამგონია, ოფიციალური ნებართვა ქონოდა პირველი ტიტანიკის შემქმნელებისგან,ამ ფილმისთვის ტიტანიკი 2 რომ ეწოდებინა შეინ ვან დაიკის….

დატოვე კომენტარი