სხვა დედამიწის ძიებაში – ეგზო მთვარეები

ოდესღაც რევოლუციური აღმოჩენა იყო ის რომ დედამიწა არაა სამყაროს ცენტრი, მის გარშემო არ ტრიალებს მზე და ვარსკვლავები. დედამიწა სამყაროს პერიფერიული უბანი აღმოჩნდა  მაგრამ დარჩა  განსაკუთრებული და უნიკალური, ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც სანამ არ ვიცით სადაა სხვა დედამიწა, სხვა სიცოცხლე და ისეთი ლამაზი პეიზაჟები როგორც ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე. სხვა “დედამიწების” მოსაძებნად კაცობრიობამ პირველი ნაბიჯი გადადგა და ნასამ 2009 წლის მარტში კეპლერის მისია წამოიწყო, ღია კოსმოსში გაშვებულ იქნა ახალი ტელესკოპი რომელიც თავის ძალისხმევას მთლიანად დედამიწის მსგავსი პლანეტების ძებნას მოახმარს, იგი 3 წლის განმავლობაში გამოიკვლევს 100 ათასზე მეტ ვარსკვლავს და შეეცდება იპოვოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მყოფი დედამიწის მსგავსი პლანეტები. დღეისთვის აღმოჩენილი 400-მდე ეგზო პლანეტის უმეტესობა გაზის გიგანტს წარმოადგენს და სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობები არ გააჩნია.

 ჰარვარდის უნივერსიტეტში ამბობენ რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები სხვა პლანეტურ სისტემებში, უფრო მეტად შესაძლებელია წარმოადგენდნენ იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტის მთვარეებს, ანუ ბუნებრივ თანამგზავრებს.

სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი ლიზა კალთენგერი ამბობს: “ჩვენს მზის სისტემაში გაზის გიგანტებს კლდოვანი და ყინულოვნი თანამგზავრები ყავთ, ეს ზრდის შესაძლებლობებს იმისა რომ სხვა “იუპიტერებაც” ყავთ თავისი მთვარეები, მათ შორის რათქმაუნდა ადვილი შესაძლებელია იყოს დედამიწის ზომის თანამგზავრები, რომლლებსაც შეეძლებათ ზედაპირზე შეინარჩუნონ ატმოსფერო. “

კეპლერის მისია ეძებს პლანეტებს რომლებიც მშობელი ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ, ტელესკოპი ვარსკვლავის ფონზე აფიქსირებს მინი დაბნელებას და ამგვარად პოულობს დედამიწის ზომის პლანეტებს. თუმცა ამ შემთხვევაში თანამგზავრების აღმოჩენა შედარებით უფრო გართულდება, მაგრამ თუ პლანეტას ეყოლება თანამგზავრი მისი აღმოჩენა შესაძლებელია, მთავარია თანამგზავრი არ  იყოს იმდენად ახლოს საკუთარ პლანეტასთან რომ მისი “დაჭერა” მოხერხდეს. “დაჭერის” შემდეგ კი პირველი კითხვა რათქმაუნდა იქნება, აქვს თუ არა ატმოსფერო? დაფიქსირებულ ობიექტს თუ ატმოსფერო ექნება ტრანზიტის დროს ვარკსვლავის ფონზე გამოჩნდება მისი მცირე ანაბეჭდები, რისი ანალიზითაც დადგინდება ატმოსფეროს შემცველობა.  კალთენგერმა გამოითვალა რა პირობებია ხელსაყრელი ასეთი პლანეტების ჩამოყალიბებისთვის.  მისი თქმით ჩვენს უახლოეს მეზობელს ალფა ცენტავრის A და B ვარსკვლავებს აქვს საუკეთესო შანსი ყავდეთ მსგავსი პლანეტების სისტემა. ჯეიმს კამერონის, პანდორას მზეც სწორედ ალფა ცენტავრია, აშკარაა ამ ფილმის შექმნაში ასტრონომებიც ჩარეულან. კალთენგერი ამბობს: “ალფა ცენტავრი A  მზის მსგავსი ვარსკვლავია, ზომით, (ოდნავ დიდია) ასაკით, ჩამოყალიბების ისტორიით და შემცველობით, იქ პლანეტების არსებობისთვის ანალოგიური პირობებია როგორც ჩვენს მზის სისტემაში.”

 სანამ ალფა ცენტავრის ბედი ჯერ ჯერობით გაურკვეველია, მეცნიერები ამბობენ რომ უკეთესი სამიზნე სხვა დედამიწის საძებნელად წითელი ჯუჯებია. წითელი ჯუჯების სასიცოცხლო ზონა შედარებით უფრო ახლოა ვარსკვლავთან, ამიტომ კეპლერის მისიას მეტი შანსი აქვს უფრო იოლად დააფიქსიროს ორბიტული პლანეტები. ასტრონომები კამათობენ რომ წითელი ჯუჯების გარშემო პლანეტათა მიმოქცევის ჩაკეტილობა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტების არსებობას პრობლემას უქმნის. პლანეტა რომელიც საკმარისად ახლოს იქნება საციცოხლო ზონასთან, ასევე საკმარისად ახლოს აღმოჩდება იმისთვის რომ ვარსკვლავის გრავიტაციამ შეანელოს მისი მოძრაობა საკუთარი ღერძის გარშემო, ისე რომ პლანეტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავს უყურებდეს. (იგივე პროცესი ხდება დედამიწასა და მთავრეს შორის, ამიტომ ჩვენ მუდამ მთვარის ერთ მხარეს ვხედავთ) მასეთი მდგომარეობა კი სიცოცხლისთვის არასახარბიელოა,  პლანეტის ერთი მხარე ძალიან გადახურდება მეორე კი გაიყინება. თუმცა ამ შემთხვევაში ეგზო მთვარეებს არ ემუქრებათ იგივე.

თავად მეცნიერების ვარაუდით ორ ათეულ წელიწადში ტექნოლოგიური და მეცნიერული პროგრესი ისეთ სიმაღლეს მიაღწევს, რომ დღევანდელი სამეცნიერო ფანტასტიკა ფაქტებად იქცევა. მეც ვიმედოვნებ მეცნიერებთან ერთად რომ სხვა დედამიწის პოვნა მხოლოდ დროის და ტექნოლოგიის ამბავია, ისე კი ნამდვილად უნდა არსებობდეს სადმე. დღეს დღეობით მისი ძებნა კი შეიძლება საჰარას უდაბნოში ერთი ქვიშის მარცვლის ძებნას გავს, მაგრამ გავა დრო და სხვა დედამიწა ისეთივე უბრალო რეალობა იქნება როგორც ელექტრო ენერგია.

 

5 thoughts on “სხვა დედამიწის ძიებაში – ეგზო მთვარეები

  1. მშობელ პლანეტაზე გამახსენდა, დედამიწის მშობელი რომელია მიშა? ნუთუ ვისწავლე და დამავიწყდაO_o

    Like

    • დედამიწა თავადაა მშობელი მთვარისთვის😀 მშობელში ვგულისხმობ პლანეტას ან ვარსკვლავს რომლის გარშემო მიმოიქცევიან პლანეტები ან თანამგზავრები. დედამიწის მშობელი არა პლანეტა არამედ მზეა, მთვარის მშობელი პლანეტა დედამიწა, რადგან მთვარე დედამიწის გარშემო დადის ორბიტაზე…
      არ ვიცი ჩვენთან რამდენად იყენებენ ამ ტერმინს მაგრამ უცხოურ წყაროებში სადაც ასეთ რამეებს ვკითხულობ ყველგან დამკვიდრებულია ტერმინები Parent star, Parent planet…

      Like

      • ასტრონომი არ ვარ… ჩემი ჰობია, ასტრონომია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ისე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ასტრონომი…🙂

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s