ცივილიზაციის კოლაფსი?!

21-ე საუკუნის მთავარი მისტერია ისევ და ისევ ცივილიზაციის შესაძლო კოლაფსია. თუ ადრე მხოლოდ რელიგიური აპოკალიფსის მისტერია იყო ახლა ამ მისტერიამ მრავალმხრივი სახე მიიღო. კაცობრიობას უამრავი დაბრკოლაბა ელოდება წინ, ამ დაბრკოლებების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ზოგი რეალური ზოგი მოგონილი, მაგრამ რამდენად რეალურია ცივილიზაციის კოლაფსი? რამდენად ვდგავართ მინიმუმ  რადიკალური ცვილებების ზღურბლზე? ერთი შეხედვით სისულელეა რეალურად შეხედო აპოკალიფსის მოლოდინს ან 2012-ის მისტერიას, რაღაც პლანეტა ნიბირუს, თუმცა ამ ყველაფერს  აქვს არსებობის საფუძველი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი, უბრალოდ კაცობრიობის თვით შემზადების პირველი ნიშნებია ძირეული ცვილებებისთვის. ახლა ისე როგორც არასდროს ცივილიზაცია იმყოფება მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ეს თემა პირდაპირ თუ ირიბად ყველგან აქტუალურია უკვე. ტყუილად არაა რომ ეკოლოგიური პრობლემები და აქედან გამომდინარე ცივილიზაციის ბედი ძალიან სერიოზული თემაა დღეს. შემეცნებითი გადაცემების უდიდესი წილი მოდის ისეთ გადაცემებზე რომლებიც ძირითადად  ეხება გლობალური დათბობის შედეგებს, წარმოგვიდგენს იდეალური კატასტროფის და კატაკლიზმების სახეს რომელიც შესაძლებელია რომ მოხდეს.

 მაგალითად იელოუსტოუნის სუპერ ვულკანის ამოფრქვევა, ოკეანის დონის აწევა და დიდი ტერიტორიების დატბორვა, ტენიანი ადგილების გაუდაბნოება და დედამიწის ბევრ რეგიონში წყლის უკმარისობა, ყინულის დნობა და ეკო სისტემის მოშლა.  მზის ყველაზე დიდი მაგნიტური ქარიშხალი, დედამიწაზე უზარმაზარი  კომეტის ჩამოვარდნის რეალური შესაძლებლობა, რომელმაც ერთ დროს დინოზავრები გადააშენა. უდიდესი შტორმი რომელიც  ერთ დღეს ქალაქ დალასს მიწასთან გაასწორებს. დედამიწის მაგნიტური ველის შესუსტება. ტყეების გაჩეხვა და ცხოველების გადაშენება. ადამიანთა პოპულაციის სწრაფი ზრდა და რესურსების უკმარისობა, და ამ ფონზე მოსალოდნელი დაპირისპირებები. ადამიანის განვითარების ახალი საფეხური, ახალი რასა და დისკრიმინაციის ახალი ფორმები რომელიც მოსალოდნელია რომ მოყვება გენეტიკური ინჟინერიით “გაუმჯობესებული” ადამიანების მხრიდან მათ მიმართ ვისაც ამაზე ხელი არ მიუწვდება. უძველესი ცივილიზაციების კოლაფსი, რატომ და როგორ მოხდა მათი გაქრობა, რომ  ყველა ცივილიზაცია გადის ერთი და იგივე ციკლს, იბადება ვითარდება აღწევს თავის ზენიტს და მერე ნადგურდება, იქნებ ახლაა ეს ზენიტი?

ეს ყველაფერი რათქმაუნდა საფუძველს მოკლებული არაა, ადამინთა მოდგმა ყველაფერს მოედო, დედამიწა დაიპყრო. ჩვენი მოთხოვნილებები და რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სიმშვიდე, ლიბერალური ღირებულებები,  სტაბილურობა და პროგრესი კი მაშინაა როცა ყველას ყველაფერი ყოფნის.

კოლაფსი? – ეს შეიძლება ამ ყველაფრისგან გამოწვეული შიშის რადიკალური  ასახვაა მითუმეტეს რომ აპოკალიფსის “მოყვარულნი” მოუთმენლად ელიან ცის გახსნას აგერ უკვე 2000 წელია. მაგრამ სავარაუდოა რომ  კაცობრიობას წინ დიდი მტკივნეული ცვილებები ელის. ევოლუციის წესი ასეთია ძლიერს აქვს გადარჩენის შანსი სუსტის დაჯაბვნის ხარჯზე.

2 thoughts on “ცივილიზაციის კოლაფსი?!

  1. ჰო.. ))
    ევოლუცია უკვე საინტერესოა..
    მთავარი ისაა, რა ხაზით წავა ევოლუცია, თუ წავა, რა თქმა უნდა😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s