Million miles away

Just another stupid childish story:
იქ სადღაც შუქი უნთიათ, თითქოსდა ძალიან ახლოს. აგერ ჭადრების თავზე ჩამოკიდებულან, ნახევარ მტკაველზე, ციმციმებენ, ხანდახან ღრუბლები ეფარება, ცა მოძრაობს და თუ ცოტა ხნით თვალს მოაცილებ ვარსკვლავები სადღაც მიდიან.
– მე მგონი ცა ტრიალებს – ეღიმება მაოს
– ცა კი არა დედამიწა ტრიალებს…
– ნეტავ თუ არის იქ ვინმე? ალბათ იქიდან ჩვენც ასე ვჩანვართ მოციმციმე წერტილი. რატომ ციმციმებენ ნეტავ?
-არ ვიცი, ალბათ სიგნალს გვაძლევენ
– სიგნალს?  – მაომ თავქვეშ ხელები ამოიდო და ორიონის თანავარსკვლავედისკენ გაიხედა.
ბალახის და ღამის სუნი ტრიალებს . ჭრიჭინა მონოტონურად აფორმებს ღამეს, ხეივანზე ღამის ჩრდილები ლივლივებენ. ხის კენწეროები თითქოს ვარსკვლავებს ეტრფიანო  ცისკენ გაუშვერიათ გრძელი ხელები. ღამე  დაშრიალებს  ჭადრებს შორის.
– რა სიგნალს?
– არ ვიცი… ალბათ იმის რომ ჩვენ აქ ვართო
– მერე ხვდება ვინმე ამ სიგნალს?
– არა მარტო ჩვენ ვხვდებით!
მაოს გაეცინა. თვალები გაუბრწყინდა, წამოჯდა და ნიავმა სახეზე საკუთარი თმა შემოაყარა.
– შენ ხომ ყველაფერი იცი? მართლა შორს არიან?
– კი შორს არიან, ისე შორს რომ ადამიანი ვერ მივა იქამდე.
– ისინი ხომ მოვლენ?
– კი ალბათ,
– მფრინავი თეფშებით?
– ჰო, შეიძლება სხვანაირი ხომალდებიც აქვთ.
Continue reading
Advertisements