Million miles away

Just another stupid childish story:
იქ სადღაც შუქი უნთიათ, თითქოსდა ძალიან ახლოს. აგერ ჭადრების თავზე ჩამოკიდებულან, ნახევარ მტკაველზე, ციმციმებენ, ხანდახან ღრუბლები ეფარება, ცა მოძრაობს და თუ ცოტა ხნით თვალს მოაცილებ ვარსკვლავები სადღაც მიდიან.
– მე მგონი ცა ტრიალებს – ეღიმება მაოს
– ცა კი არა დედამიწა ტრიალებს…
– ნეტავ თუ არის იქ ვინმე? ალბათ იქიდან ჩვენც ასე ვჩანვართ მოციმციმე წერტილი. რატომ ციმციმებენ ნეტავ?
-არ ვიცი, ალბათ სიგნალს გვაძლევენ
– სიგნალს?  – მაომ თავქვეშ ხელები ამოიდო და ორიონის თანავარსკვლავედისკენ გაიხედა.
ბალახის და ღამის სუნი ტრიალებს . ჭრიჭინა მონოტონურად აფორმებს ღამეს, ხეივანზე ღამის ჩრდილები ლივლივებენ. ხის კენწეროები თითქოს ვარსკვლავებს ეტრფიანო  ცისკენ გაუშვერიათ გრძელი ხელები. ღამე  დაშრიალებს  ჭადრებს შორის.
– რა სიგნალს?
– არ ვიცი… ალბათ იმის რომ ჩვენ აქ ვართო
– მერე ხვდება ვინმე ამ სიგნალს?
– არა მარტო ჩვენ ვხვდებით!
მაოს გაეცინა. თვალები გაუბრწყინდა, წამოჯდა და ნიავმა სახეზე საკუთარი თმა შემოაყარა.
– შენ ხომ ყველაფერი იცი? მართლა შორს არიან?
– კი შორს არიან, ისე შორს რომ ადამიანი ვერ მივა იქამდე.
– ისინი ხომ მოვლენ?
– კი ალბათ,
– მფრინავი თეფშებით?
– ჰო, შეიძლება სხვანაირი ხომალდებიც აქვთ.
– ნახე ნახე!!!- წამოიძახა მაომ და ცაზე ცეცხლის ხაზებმა გაიქროლეს. თითქოს უზარმაზარ ცხოველს ჩამოეფხაჭნოს ცეცხლოვანი კლანჭებით ცის თაღი… ცეცხლოვანმა ხაზებმა გაიქროლეს და ჩაქრნენ, კვალი წამიერად გაქრა.
– რა ლამაზი იყოო?! – მაოს გაოცებას საზღვარი არ ქონდა – ჩაიფიქრე რამე?
– ვერ მოვასწარი…
– ეხლა ჩაიფიქრე! – თქვა და სანდროს ხელი ჩასჭიდა, მერე თვალები დახუჭა და სახე ცისკენ მიაპყრო.
ცაზე ცეცხლოვანი ბილიკების ახალი ტალღა წამოვიდა, ამჯერად თითქოს ელოდნენ კიდეც, მაომ თვალები გაახილა და რაღაც არაჩვეულებვრივმა გრძნობამ დაურბინა სხეულში, ეს გრანდიოზული ფეიერვერკის მოლოდინს გავდა. რომელიც რაღაც ზებუნებრივი იდუმალებით და საოცარი ძალისადმი რწმენით იყო გაჯერებული. ეს იყო დაუვიწყარი წამები, ცეცხლის ცეკვა ღამის იდუმალ ცაზე, უჩვეულო სილამაზით გამოწვეული რწმენა ბავშვური ოცნებების ასრულებისთვის…
როცა ამ საოცარმა გრძნობამ გაიარა, მაომ ჩაილაპარაკა:
– იქნებ დაიღუპნენ ისინი?
მაომ წარმოიდგინა, როგორ მიქრის ცეცხლმოკიდებული პლანეტა უფსკრულში. როგორ გადაიხსნა მიწა და ხალხი ებღაუჭება სხვადასხვა საგნებს რომ არ წაიქცეს.
– ყველგან კი არ ცხოვრობენ, – თქვა სანდრომ თუმცა ისიც ფიქრობდა რომ შესაძლოა რამდენიმე ცივილიზაცია დაიღუპა იმ წუთს.
ვარსკვლავები დიდ ხანს კიაფობდნენ ცაზე, ირმის ნახტომი გაწოლილიყო ერთი კიდიდან მეორემდე როგორც მაგისტრალი, კოსმოსის უზარმაზარ სივრცეში. მოჭედილმა ცამ მთელი ღამის განმავლობაში იტრიალა დედამიწის თავზე  შემდეგ ცა ჯერ  მონაცრისფრო გახდა, მერე მოცისფრო, მზის სხივებმა გადაფარა შორეული ვარსკვლავების კაშკაში. ალიონმა ჩამორეცხა ღამის იდუმალი სიწყნარე და სოფელი ყოველდღიურ ფუსფუსს დაუბრუნდა, შუადღეს ძალიან ჩამოცხა თუმცა, სანდრომ ფერდობის უკანა ბაღებს მაინც მიაშურა სადაც მეგობრები ეგულებოდა. მაო ბავშვების წრეში დამდგარიყო და რაღაც არაჩვეულებვრივ ისტორიებს უყვებოდა ყველას:
– მე და სანდრო ვიყავით მარტო, აგერ იქ ხეივნის ძირას, იმ გორაკთან. უცებ ცა განათდა, თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მერე კი დავინახეთ რამდენიმე ხომალდი, ცეცხლოვან კვალს ტოვებდა ცაზე…
– ხომალდი? – იკითხა ჩამრგვალებულმა პაპუნამ
– ხო, კოსმოსური ხომალდი და არა გემი -დასცინა მაომ – ჰოდა გაქრნენ უცებ, რამდენიმე წამის მერე გაჩნდნენ  ისევ და ჩვენსკენ წამოვიდნენ. ხუთი ხომალდი იყო, ოთხი ცაზე გაჩერდა და ერთმა გააგრძელა ჩვენსკენ  სვლა, შეგვეშინდა და გაქცევა დავაპირეთ, მაგრამ თან გვაინტერესებდა ვინ იყო ამ ხომალდში.
– რაკეტა? – იჭვნეულად დაიღრიჯა პაპუნა
– არა, უცხოპლანეტელებს რაკეტები არ აქვთ – გაჯავრდა მაო – მფრინავი თეფშები იყო
მაომ სანდროს მოკრა თვალი და ღიმილით ანიშნა არ შემიშალოო.
ბავშვების მზერა ახალმოსულ მოწმეზე გადმოვიდა
– ჰო ეგრე იყო – დაუდასტურა აუდიტორიას სანდრომ
– მე და სანდრო აიი იმ ჭადრის უკან დავიმალეთ და იქიდან ვიყურებოდით  ცისკენ, ჩამოვიდა ის თეფში, ჩამოვიდა და აი იქ  პატარა მდელოზე დაჯდა – ხელი გაიშვირა და ყველამ იქით გაიხედა. დიდი ხანი ვუყურებდით და არავინ არ გადმოდიოდა, ბოლოს დავინტერესდით და ახლოს მივედით, ვარსკვლავივით ციმციმებდა ლურჯად, უცებ გაიხსნა და ადამიანებივით ვიღაცეები გადმოვიდნენ, მე და სანდროს გაქცევა გვინდოდა მაგრამ გაგვაშეშეს, სამნი იყვნენ, ერთი მსუქანი იყო, ორი გამხდარი.
– რა ზღაპრებს გვიყვები – ხელი ჩაიქნია ოთარიმ,  და იქაურობას დამცინავი სახით გაეცალა. ის ყველაზე უფროსი, თითქმის 14 წლის იყო და როგორც ჩანს მაოს შესანიშნავმა მოყოლის უნარმაც ვერ დაარწმუნა ასეთ არარეალურ ამბავში.
აუდიტორია ცოტა დაეჭვდა, მაომ ბავშვები, ხომალდის დაჯდომის ადგილას მიიყვანა და მიწაზე მრგვალად მოყრილი ნაცარი ანახა, ყველა დააჯერა რომ ამ ადგილას დაჯდა უცხო ცივილიზაციის მფრინავი თეფში, მერე გააშეშეს, მაგრამ მალე დაუბრეუნეს ნორმალური მდგომარეობა, გამოელაპარაკნენ მას და სანდროს და ისიც კი აუხსნეს როგორია თავიანთი პლანეტა, მათ პლანეტაზე ვარდისფერი ცაა, ყვითელი ღრუბლებით, ცისფერი მცენარეები იზრდება და მწვანე ზღვები აქვთ. ბავშვები ცდილობდნენ წარმოედგინათ ეს ყველაფერი და მონუსხულბი უსმენდნენ ერთი კვირა მაოს, მაო ყოველ საღამოს ეძახდა სანდროს  ისხდნენ ისევ იმ ადგილას სადაც მეოტეორების წვიმა ნახეს  და ყურადღებით აკვირდებოდნენ ცას, თუმცა მას მერე მსგავსი არაფერი მომხდარა, ერთი კვირის მერე ყველას მობეზრდა ეს უცნაური ისტორიები უცხო ცივილიზაციებზე, სამაგიეროდ სანდროს და მაოს სიახლოვეზე დაიწყეს ქილიკი, მაოს თავს აბეზრებდნენ სანდრო შენი შეყვარებულიაო, ერთხელ ისე გააბრაზეს რომ იტირა და საღამოს სანდროსთან ერთად ცის დაკვირვება გააცდინა, ერთი გაცდენილი დღეც კი ისე დააკლდა რომ მიხვდა მარტო ვარსკვლავებში და უცხო ცივილიზაციაში არ იყო საქმე. მეორე დღეს კი საჯაროდ განაცხადა მაოს ნუღა დამიძახებთ  მაიკო მქვიაო. გავიდა კიდევ რამდენიმე დღეც და მაო ქალაქში დაბრუნდა, რთული იყო განშორება მისთვის, როცა ეს ესაა გააცნობიერა პირველი სიყვარული, სანდროც ჩამოვა ქალაქში, მაგრამ ის შორს ცხოვრობს, ალბათ ადვილად დაივიწყებს მაიკოსაც და მაოსაც. ქალაქში უკვე კარგად ბნელოდა, მანქანის ფანჯრიდან სახლი გამოჩნდა, ავტომობილი გაჩერდა. მაო მანქანიდან გადმოვიდა  და ქალაქის ცას ახედა
-დე რატომ არ ჩანს ვარსკვლავები?
– არ ვიცი… – დაბნეულად უპასუხა დედამ,  მაომ არ იცოდა რომ  ქალაქში ვარსკვლავებს არავინ ეძებს ღამის ცაზე. მითუმეტეს უფროსები.
ალბათ აქედან უფრო შორსაა ვარსკვლავები, მთელი მილიონი კილომეტრის დაშორებით.

10 thoughts on “Million miles away

  1. ნაწერს ეტყობა, გულიდან წამოსული რომ არის… რაღაც ასტრიდ ლინდგრენისეული ბავშვურობა იგრძნობა🙂

    Like

  2. shenma blogebma cera momandoma.. bevrs vcerdi, zalian bevrs mere davkece da daimtvera chemi jadosnuri dgiurebi.. akac makvs user-i erti blog-ic devs, magram titkos damenana sxvebistvis da tavi davanebe. ici exla sheizleba gavagrdzelo.. kargi grdznoba uchndebat turme rodesac xarisxian azrebs kitxuloben, mitumetes roca absoluturad shemtxvevit caackdebi moxetiale fikrs🙂 momecone ..

    Like

    • მადლობ, კარგია თუ ჩემმა ნაწერებმა ასეთ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანა.🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s