სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო

ზუსტად ხუთი თვის წინ დაიბადა სამყარო. თავისუფალ სივრცეში დაკონსერვებული აზრები სურათების და სიტყვების პეიზაჟებად  მატერიალიზდნენ  ეს იყო ერთი სამყარო მილიონობით სამყაროს შორის, შეიძლება არც ძალიან განსაკუთრებული და საინტერესო, მაგრამ მაინც ახალი, თავიდან იყო სუფთა ფურცელი, (სერვერი) მერე გაჩნდა პირველი ასო, მეორე ასო და ა.შ… ასოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში შევიდნენ და შექმნეს სამყაროს სათაური, სამყაროს ევოლუციის შემდეგი საფეხური იყო აზრების დიფერენცირება, სამყაროს გეომეტრიამ აზრების სუპში ჩამოაყალიბა ცალკეული მიზნები…  აზრები ერთმანეთს გამოეყო, დალაგდა, გადანაწილდა, ჩამოყალიბდა და შემდეგ თანმიმდევრულად მატერიალიზდა ასოთა წყობაში, ანუ სიტყვებში, სიტყვებმა თავის მხრივ შექმნეს წინადადებები, წინადადებები ევოლუციურ კანონზომიერებებს დამორჩილდნენ და შექმნეს კომპლექსური სიტყვა კონკრეტული თემის ირგვლივ რომელსაც ამ სამყაროში პოსტი ეწოდება. ამგავარად შეიქმნა პირველი პოსტი,

ევოლუციის ასეთი ადრეული ეტაპიდან გამომდინარე, პირველი პოსტი არც ისეთი ხეირიანი იყო. მაგრამ აზრებში დაგროვილმა ენერგიამ, შემდეგი ევოლუციური ნაბიჯი დიდ და ნაჩქარევ ნახტომად აქცია. სამყარო არა მარტო საოცარი სიჩქარით გაფართოვდა, არამედ ჩამოყალიბდა, დაიხვეწა, ცივილიზაციაც კი შვა რომელმაც იმაზე დაფიქრებაც კი მოასწრო კლიმატის კრიზისი კავშირშია თუ არა ცივილიზაციის ბედთან. თუმცა ამ ნახტომის მიუხედავად, სამყარო ჯერ კიდევ არასტაბილური და გამოუცდელია. შემდეგი საფეხური ანუ პოსტი ძალიან მწირი ინფორმაციის მატარებელი და არასაინტერესოა მიუხედავად იმისა რომ ეს პოსტი იყო სამყაროში ახალი “ხმაურის” პირველშობილი ტალღების  სუსტი სიგნალი. 

 სამყარო ფართოვდება. სიტყვები ერთმანეთს ეჯახებიან, აზრების დიფერენცირებული ნაკადები კვლავ და კვლავ მატერიალიზდებიან და მშრალი ინფორმაციულობიდან ცდილობენ  მხატვრული აღწერის სიმაღლეს ჩაებღაუჭონ,  სამყაროში იჭრება  ჰარისონი  თავისი აღმოსავლური მისტიციზმით, გურჯისტანი საქართველოს ებრძვის, სტრესული საუკუნეები გროვდებიან სამყაროს გზაგასაყართანიბადება ლეგენდები, მწვანე გზები და მდელოები ბიბინებს ნოყიერ პლანეტაზე, რომელიც ერთი ცივილიზაციის უნიკალური სახლია, ამ პლანეტაზე სჯერათ რომ მუზები არსებობენ, მოსწონთ პოპ არტი და  სძულთ დრაკონი რომელიც მათ მზეს ყლაპავს, იქ რომელიღაც პატარა ქვეყანაში ნოსტალგიაც კი აქვთ ძველი დამყრობელის მიმართ. სხვაგან დიდ ქვეყნებში კი საინტერესო აღმოჩენებს აკეთებენ ასტრონომიაში, ვიღაც მეოცნებეები საკუთარ უბადრუკ ბიოგრაფიას ლეგენდებს არქმევენ, მაგრამ არსებობენ კარგი ჯაზმენები ამ უბადრუკი ტიპების ცხოვრებას ჯაზური ჰანგებით რომ აფორმებენ. კიდევ ბევრი რამე არსებობს კარგი: ტელევიზია,  უბერებელი პოლ მაკარტნი, მისტიური მითები სამყაროს წარმოშობაზე, TOP 5ცრემლები ზეცაში, სიყვარულის ზაფხული და ა.შ. თუმცა ყველაზე რეიტინგული მაინც ღმერთი და ეშმაკია, ყველას აინტერესებს რომელი მოერევა, ორთაბრძოლის ფინალური რაუნდის სულმოუთქმელ მოლოდინს შეუხუთავს ჰაერი. მეორედ მოსვლა, ასე ქვია გადამწყვეტ რაუნდს. თუმცა გადამწყვეტ რაუნდამდე იმაზეც კი ფიქრობენ, თუ რას აკეთებდა ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა,  ხანდახან როცა ცხელა ქალაქური ზაფხულის სიცხეც აწუხებთ. სხვათაშორის  პიკასოს ჟაკლინისადმი პლატონური სიყვარულითაც იტანჯებიან. მოკლედ რა აღარ ხდება: ზოგს ეშინია რომ პლანეტა საფრთხეშია, ზოგიც მომავალს ხედავს, ზოგიც სამყაროს ფსკერზე დაკარგულა, უმეტესობა კი სუპერ გმირების თაყვანისცემაში ატარებენ წუთი სოფელს, ყველაზე უცნაური კი ისაა რომ სადღაც არაცნობიერში სექსისაც ეშინიათ. ტრაგედიებიც ბევრი ხდება ყინულოვანი ჰანგების ქვეყნიდან არც ისე  შორს სწორედ ყინულმა დაღუპა ტიტანიკი, თუმცა ასეთი მრავალფეროვანი პლანეტა აქვთ მაგრამ მაინც სხვას ეძებენ, არაფერს არ ძალუძს მათი გამოსწორება. ისინი საკუთარ თავსაც კი უპირისპირდებიან, იმდენი სტერეოტიპი აქვთ რომ მის გეოგრაფიასაც კი ადგენენ. მაგრამ  ბავშვობის მოგონებებზე თბილად ლაპარაკობენ, ჰო და კიდევ იმ ტიპზეც, მრგვალ სათვალეებს რომ ატარებდა… ჰო გამახსენდა – ჯონ ლენონი, ჰმმ ლენონი ჰარისონი, მაკარტნი? – ისიც ექნებათ ნაფიქრი როგორია ნამდვილი ბიტლომანი ან რა ხდება მილიონი კილომეტრის მოშორებით?!

P.S: ნუთუ სულ ეს იყო სამყაროს ევოლუციის უზარმაზარი ხუთ თვიანი ციკლი?

8 thoughts on “სამყაროს ისტორია ანუ ბმულების სასაფლაო

  1. ამდენი დალინკვა არ დაგეზარა? როგორ შესძელი? შენ რაღაც მისტიკუ ძალას ფლობ…

    [ლოლ პოსტი არ წავიკითხზე, თვალში ესენი მეცა;დ ხვალ წავიკითხავ]

    Like

  2. რა ვიცი,ეს იყო??:)
    თუ ეს იყო, დაე, დაიწყოს ახალი ციკლი:) მე ველოდები…

    Like

    • ეს იყო? ააა ციკლი? კიარადა ვერ გავიგე :))

      ჰო თუ სამყაროს წარმოშობას გულისხმობ სწორედ ასე მოხდა…

      Like

      • პოსტსკრიპტუმში დასმულ კითხვაზე ვუპასუხე კითხვით:) მაგას ვგულისხმობ სწორედ:)

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s