ენა – თვითიდენტიფიკაციის პირველი ნიშანი

ყველას გვსმენია, ჩვენი ენის ქება დიდება, პოეზიაში თუ  უბრალო კერძო საუბრისას.  ლადო ასათიანმა ქართულ ენას ღმერთების ენა უწოდა.  აღსანიშნავია ისიც რომ არსებობს აზრი რომლის მიხედვითაც  – განკითხვა ქართულ ენაზე მოხდება,  მაგრამ მოდით ღმერთებს ნუ გავუტოლდებით ამჯერად (თავმდაბლობის გამოვლინების გამო მაინც) ქართულ საზოგადოებაში ისევე როგორც ყველა საკითხში აქაც უკიდურესობისკენ იხრება ტენდენცია. ოღონდ ეს უკიდურესი ტენდენციები თავისთავად ზედაპირულია, რადგან ადამიანი როცა აკრიტიკებ ენაში გამეფებულ დამახინჯებულ ფორმებს თავად არ უნდა საუბრობდე უარესად. საერთოდ ეს თემა ალბათ ძალიან გაიცვითა, მაგრამ ერთი რამის გახსენებამ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა. არ მიფიქრია, ვიღაცეების ლექსიკაში “მარგალიტების” პოვნა და კრიტიკა. ანდაც იმის განსჯა რამდენად გადაჭარბებულია ჩვენი შეფასება ჩვენივე ენის მიმართ. მე მინდა ისეთი კატეგორიის ხალხზე (ქართველები) გავამახვილო ყურადღება.  ვინც ამბობენ რომ ქართული ენა არ უყვართ, რადგან უხეშია და ბევრ თანხმოვნებს შეიცავს მაგ: “ხ” “ჭ” “ყ”  ამბობენ: – რა ვქნა არ მიყვარს ეს ენა, უხეშია და უცხო ყურისთვის საშინლად ჟღერსო. არც იმას ვაპირებ რომ ფსევდო პატრიოტიზმის პოზიციიდან გავკიცხო ეს “ურჯულოები”.

 ამ ფსევდო კოსმოპოლიტიზმის  გამოხატულებას თავი რომ დავანებოთ, სულ ცოტა ეს უგუნური განცხადებაა. რაც არ უნდა ვეცადოთ ობიექტურები ვერ ვიქნებით საკუთარი ენის შეფასებაში. სრულიად ნორმალურია ვერ აღიქვამდე ქართულ ენას აღმატებულად სხვასთან შედარებით, მაგრამ “არ მიყვარს?” -ეს წარმოუდგენელია, პატრიოტიზმი, ენა მამული სარწუნოება არაფერ შუაშია, დავუშვათ სულით ხორცამდე კოსმოპოლიტი ქართველი ამბობს ამას რომელიც საქართველოში დაიბადა და ცხოვრების 1/3 მაინც აქ გაუტარებია. ეს უკვე იმის ტოლფასია რომ მას საკუთარი თავი არ უყვარს. ენა რომელის მეშვეობითაც სამყაროს ეცნობი, რომელზეც აზროვნებ და ფიქრობ იმდენად თვითმყოფადი და ბუნებრივია რომ მისი სიყვარულის უარყოფა, იგივე საკუთარი თავის უარყოფაა.  ადამიანი კომუნიკაციის უნარის გარეშე აზროვნების გარეშე არაფერია, თუ ის ენა არ გიყვარს რომელთანაც ასოცირდება ყველაფერი რაც სამყაროში არსებობს, მაშინ სხვა რა შეიძლება გიყვარდეს? რაც არ უნდა სხვა უფრო ლამაზი ენა ისწავლო, სრულყოფილად ფლობდე და მოგწონდეს. საკუთარ თავთან მაინც მშობლიურ ენაზე მოგიწევს ურთიერთობა, ყველა სხვა ენა, ყოვლეთვის იქნება მშობლიურ ენაზე დაშენებული მეორე ან მესამე სართული და არა საძირკველი. პირველი ენა ყოველთვის იქნება თვითიდენტიფიკაციის პირველი ნიშანი, იმიტომ რომ ამ ენაზე გაიგებ ვინ ხარ, ვინ არის შენი მშობელი და სად ცხოვრობ. ყველაფერი სხვა საკუთარი თავის და ეროვნულობის ამოსაცნობად მეორე ხარისხოვანია.

P.S: მეც ვთქვი რა ახალი ამბავი… მარა მაინც

3 thoughts on “ენა – თვითიდენტიფიკაციის პირველი ნიშანი

  1. მართალი ხარ მიშა🙂
    ერთ ირანელ პროფესორზე მიამბეს, ამერიკაში ცხოვრობს ის კაცი, დიდი პატრიოტია
    შვილებს სპეციალურად პირველადი განათლება თეირანში მიაღებინა, ტვინით სპარსელები იქნებიანო
    მეცნიერებმაც დაამტკიცეს, რომ ენა რაღაც გენეტიკურ კოდს შეიცავს, რაც ეროვნული აზროვნების ტიპს ქმნის, ნუ, უმეტეს შემთხვევაში მაინც ))

    ქართულ ენაზე, ისე, განყენებულად, არც მე ვგიჟდები🙂 ცოტა არაკეთილხმოვანია

    Like

    • შეიძლება (ცოტა არაკეთილხმოვნება😀 ) არ ვიცი, ქართველმა ამაზე ილაპარაკოს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ შენი ენა შენთვის ძალიან ბუნებრივია და ვერ გრძნობ სხვისთვის უხეშად ჟღერს თუ არა. მაგრამ მე მგონია თუ მთლად მუსიკასავით არ ისმის არც ძალიან უხეშია, თუმცა გვაქვს რამდენიმე სიტყვა რომელშიც ბევრი თანხმოვანია და ალბათ კარგი ჟღერადობა არ ექნება🙂

      Like

  2. რა კარგია, შენისთანა (ვგულისხმობს ფსევდოეროვნული ღირებულებების მოძულეს) ადამიანისგან რომ მესმის ეს:)
    აბსოლუტურად გეთანხმები… ჟღერადობა არ ვიცი, ფრანგულზე რომ ამბობენ, ლამაზი ენააო, მიკვირს, სიმაღთლე გითხღა:) მაგრამ აზრის გადმოცემას ისე ვერასოდეს მოახერხებ, როგორც მშობლიურ ენაზე, რაც არ უნდა კარგად იცოდეს სხვა ენა… ასე მგონია…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s