ქალიშვილობის ინსტიტუტის აჩრდილი

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ყბადაღებულ თემას გურჯი საზაოგადოება ვერ მოეშვა, ვერ შეელია, ვერ გადაწყვიტა, ვერ გამოუტანა ერთმნიშვნელოვანი განაჩენი, ამიტომ ისევ შეხვდებით ყველგან ამ თემაზე მოკამათეებს, ერთიდაიგივე ადგილის მტკეპვნელებს, დაღეჭილ და ვერ გადაყლაპულ ფასეულობებს. ეს ყველაფერი იმდენად მოსაბეზრებელი გახდა რომ გულისამრევადაც კი მეჩვენება, ამიტომაც დიდი ხანია მსგავს პოლემიკაში აღარ ვერთვები და მითუმეტეს  აზრადაც არ მომსვლია ქალიშვილობის თემაზე რამე დამეწერა ჩემს ბლოგზე, რომ არა ერთი ტენდენცია რომელის რეალურობაში უკვე თითქმის სრულიად დავრწმუნდი, თუმცა ეს ტენდენციაც არაა ახალი სიტყვა, ან მოვლენა რომელიც მე აღმოვაჩინე და მინდა ქვეყანას გავაცნო, ესეც გაცვეთილი აზრია, რომელიც ჩვეულებვრივ გოგონებს აქვთ ხოლმე.

 ოდნავ ზემოთ ვახსენე რომ ქალიშვილობის თემაზე კამათში დიდი ხანია არ მიმიღია მონაწილეობა რადგან ყველაფერი გულისამრევად მეჩვენება თქო უკვე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი ჩათრეული კამათში რომელიც ამ გადაუჭრელ პრობლემას ეხებოდა. მეგობრები გრილი შემოდგომის საღამოს ვაკის პარკში ვისხედით და ლუდს ვსვამდით, როცა ლუდის საკმაო დოზა მივიღეთ იმისთვის რომ ოდნავ შევზარხოშებულიყავით, როგორც ყველა მამაკაცურ გარემოში აქაც, ქალებზე ჩამოვარდა სიტყვა, რასაც მოყვა ქალების მთელი სპექტრის დახასიათება, შემდეგ რათქმაუნდა ამან გამოწვია მორალზე მსჯელობა, აი ასე ლოგიკურად მივედით ქალიშვილობამდე და ბოლოს გულდაწყვეტილმა გავიფიქრე რომ ყველა “თანამედროვე” ქართველი ყმაწვილი თანდათან იქცევა გურჯ მამრად, რომ ყველას ცვივა ნელ ნელა თმა, ეზრდება ღიპი და ყველა ვითომცდა პროგრესული, სტერეოტიპებისგან თავისუფალი  შეხედულება რჩება ახალგაზრდობის გულუბრყვილო თავქარიანობად. “ჭკუაში” ჩავარდნილები კი ნელ ნელა უბრუნდებიან ისევ “ჭეშმარიტ” ფასეულობებს და მანამდე რომანტიული ოცნებებით და თავგადასავლებით გამსჭვალული ქალის მნიშვნელობა ისევ ეშვება “ბუნებრივ” ყოველდღიურად საჭირო ნივთთა შორის. შეიძლება შემეკამათონ რომ თითქოს ვაჭარბებ, მაგრამ მე ასე არ მგონია. ქალები იმდენად ხდებიან ნივთები, რამდენადაც მათ გარკვეული გამოყენებითი მნიშვნელობა რჩებათ მხოლოდ.

გურჯის წარმოდგენაში ბოლოს რჩება ორი ტიპის ქალი: ქალი რომელიც იძლევა (ბოზი) რომელიც საჭიროა გართობისთვის და ფიზიოლოგიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად  და პატიოსანი ქალი, რომელიც ხდება ბავშვების ინკუბატორი, შემდეგ ძიძა, ასევე ასრულებს შინა მოსამსახურისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ საქმეს. რას ვიზავთ თუ ჩემი მხრიდან ეს მარტივი დეფინიცა გააღიზიანებთ გურჯ მამრებს რეალობა ასეთია, ყველანაირ ჭეშმარიტ სიყვარულს და ყველანაირ ნორ-მალურ დამოკიდებულებას აბათილებს ის როცა ქალი შენს თანასწორად არ მიგაჩნია. როცა ადამიანის სანდოობა ქალიშვილობით განისაზღვრება. “ერთხელ თუ შესცოდა რა გარანტია გაქვს რომ მეორედ არ შესცოდავს?” -აი რა გურჯული მყარი ლოგიკა აქვთ ეს ესაა “ჭკუაში” ჩავარდნილ ყმაწვილებს, რომლებიც გუშინ ქალიშვილობის ინსტიტუტს დასცინოდნენ. და  რატომ – შესცოდა? – იქნებ, უბრალოდ ქონდა სექსი? თუ ამ ყველაფერს რელიგიურ მოტივს უჩიჩქნი მაშინ თავადაც შეინახე ვაჟიშვილობა, მაგრამ გურჯისტანში ასეთ ტიპებს დასცინიან თვით სამუდამოდ ქალიშვილებად დარჩენილი მორწმუნეებიც. რა პრიმიტიული და შემოცვეთილია  იმაზე საუბარი რომ არაქალიშვილი თავისთავად არ ნიშნავს იმას რომ ყველასთან წვება ვინც სახეზე მოეწონება, მაგრამ გურჯ მამრთან საუბრისას ასეთი მარტივი არგუმენტებიც კი გჭირდება. თუ ყველა არაქალიშვილი ასეთი არასაიმედოა რომ მისი ცოლად მოყვანის შემდეგ ძალიან დიდია იმის შანსი რომ თვალის დაუხამხამებლად გიღალატებს, განა საიმედოა ყველა ქალიშვილი? თუ ქალებისადმი ასეთ ტოტალურ უნდობლომადე მივედით რა ვიცი რას აკეთებდა ჩემი “პატიოსანი” მეუღლე ადრე? იქნებ ტექნიკური ქალიშვილი იყო და ორალურ სექსზე გიჟდებოდა? ანდაც კუზანოვთან აღიდგინა დაკარგული სტატუსი? გამაგებინეთ რატომაა ქორწინება ყველაფრის განმსაზღვრელი? იქნებ ვიღაცას საერთოდ არ უნდა გათხოვება და ქალიშვილი უნდა მოკვდეს? ვის უნდა შეუნახოს ან რატომ?  (ეჭვი მაქვს გურჯულ მენტალიტეტში ავადმყოფობად უნდა ითვლებოდეს გათხოვების სურვილის არ ქონა) ან გათხოვება ან ცუდი სახელი, და რითი განსხვადება დაქორწინებული წყვილი დასაქორწინებელი წყვილისგან? – მხოლოდ საზოგადოებრივი სტატუსით. იმით რომ სადღაც ბეჭედით ლეგალიზებულია სექსუალური კავშირი და ახლობლები არ იჭორავებენ შენზე.

არა აღარ მინდა ეს გაცვეთილი ფრაზები ვხარჯო, განა იმიტომ რომ ბანალური არ მინდა გამოვჩნდე უბრალოდ მართლა გამაღიზიანებელია ჩვენს საზოგადოებაში ამ თემის ესოდენ აქტუალურობა, მე უფრო იმის აღნიშვნა მეწადა რომ ჩვენი ეს “თანამედროვეობაც” კი მოჩვენებითია თურმე და რას წარმოვიდგენდი რომ ჩემი მეგობარი რომელიც სამიოდე წლის წინ ქალიშვილობის ინსტიტუტს არაჯანსაღ დამოკიდებულაბად მიიჩნევდა  ასე ჩავარდებოდა “ჭკუაში”

მიმართვა ჩემს მეგობარს, მალე გაგცვივა თმა, გაგეზრდება ღიპი და უფრო მეტად დაემგვანები გურჯს. 😀

27 thoughts on “ქალიშვილობის ინსტიტუტის აჩრდილი

  1. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის არა ის, რომ ყველამ შეცვალოს დამოკიდებულება და საზეიმო ვითარებაში განაცხადოს იმის შესახებ, რომ ქალებს მოეხსნათ დაუწერელი კანონით დაკისრებული ქალიშვილობის ვალდებულება, რომელიც იმ დრომდე იმპერატიულ ნორმას წარმოადგენდა, არამედ ის რომ საკითხი საერთოდ აღარ გახდეს განხილვადი, არც პირად საუბრებში და არც მედიაში, არც ფორუმებზე და არც სოც. ქსელებში, ოდესმე თუ ჩამოვიყალიბებთ იმ კულტურას, რომ ჩვენი საქმე არ არის ვის მარწყვი მოსწონს და ვის არა, მაშინ ყველა მსგავსი საკითხი ნაკლებ პრიორიტეტული იქნება, არ უნდა ქალიშვილი ცოლი არ ეყოლება, უნდა ეყოლება, კიდია ვინც მოუნდება ის ეყოლება. ქალიც შესაბამისად თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არსებობს ქალების კატეგორია, რომელიც თავად მიესალმება მსგავს დამოკიდებულებას, არსებობენ ქალებიც რომლებიც არათუ მსგავს დამოკიდებულებას არამედ ”თუ არ მცემა როგორ გავიგო რომ ვუყვარვარ” პრინციპით ცხოვრობენ, ჰოდა რა ჩემი საქმეა, ვისაც რა უნდა და როგორ ისე იცხოვროს. თუმცა ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ რომ სიტუაცია შეიცვლება და სხვა თუ არაფერი ის, რომ არაქალიშვილების რაოდენობრივი ზრდა და არათუ მათი არსებობის არამედ მათი ბედნიერი ცხოვრების პრეცედენტებიც იქნება, ხალხში ეს ნაკლებ შოკს გამოიწვევს და ადრე თუ გვიან ბუნებრივი გახდება. – მოკლედ ძალიან ბევრი ვილაპარაკე, დარწმუნებული ვარ ახალიც არაფერი მიტქვამს, მაგრამ ეს თემა მეზიზღება უკვე.

    • მართალი ხარ, ამიტომაც ვდილობდი თავი ამერიდებინა ამ თემას მარა, იმდენად გამაღიზიანებელია უკვე რომ ვერ მოვითმინე 🙂

  2. იმაზე მეტს წერენ ამ თემის შესახებ, ვიდრე საჭიროა. დავიღალე ძალითღადო პოსტების კითხვით დ ავითომპროგრესული კრიტიკით. საიდან აქვთ ამ ადამიანებს დაუშრეტელი ფანტაზია უაზრობების მოგონებებში, არ მესმის. უკვე ამ თემაზე ნებისმიერი პოზიციის გამოხატვა გამაღიზიანებელია ჩემთვის, იმიტომ რომ: 1. აპკის არსებობა ურთიერთობებში მხოლოდ ორის საქმეა, 2. ყველაფერი დიდი ხანია უვე ითქვა. სხვისი ნამღერის გადაღეჭვის აზრს ვერ ვხედავ.
    ეგებ თქვენ ამიხსნათ?

    • პირადად ჩემი აზრი არავის ნამღერის გადამღერება არაა,მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა საყოველთაოდ გადაღეჭილ შეხედულებებს, როგორც პოსტში ვახსენე ჩემთვისაც გამაღიზიანებელია ეს თემა, პოსტის დაწერა კი უფრო იმან გამოიწვია, რომ ერთი ბანალური დასკვნა გამოვიტანე, გურჯი “თანამედროვე” და ქალიშვილობის ინსტიტუტის მოძულე ახალგაზრდები ისევ უბრუნდებიან “ჭეშმარიტ” ფასეულობებს… ესაა და ეს…
      პ.ს: თუ ნამეტანი უსიამოვნოა ამ თემაზე პოსტების კითხვა შეგეძლო სათაურზე მეტი არ წაგეკითხა.

  3. აპკის არსებობა ურთიერთობებში მხოლოდ ორის საქმეა @quote

    მე კიდევ მეგონა მხოლოდ ერთის საქმე იყო 🙂 როცა ქალს შეხედავენ, როგორც სრულფასოვან არსებას, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია აპკთან და უამრავ სხვა საკითხთან მიმართებაში და მეორესთან და მესამესთან ამას არ განიხილავს, ასეთი ტიპის საზოგადოებაც და პოსტებიც აღარ იარსებებს )

  4. ვაჰმე, მაიკლ, როგორ დავიღალე მეც! იმედს, ვიტოვებ ეს იქნება უკანასკნელი პოსტი ამ თემაზე არა მხოლოდ ბლოგოსფეროში, არამედ ყველა გურჯისტანის ტვინში! ;))

    • ჰო ჩემის მხრივ შემიძლია პირობა დავდო რომ მეტს აღარ დავწერ ამ თემაზე, რომ უფრო გავამყარო შენი იმედი… მარა მე მგონი რომ კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ამ თემასთან შეჯახება, შეიძლება არც ისე ხშირად და მტკივნეულად როგორც დღეს და გუშინ, მაგრამ მაინც.

  5. მეც არადსდროს ვერთვები მსგავს აზრმოკელბულ პოლემიკაში და მადლობა ღმერთს არ მყვას ირგვლივ ბევრი ასეთი გურჯი ამაზე მოლაპარაკე “მუჟლანი”, მაგრამ აშკარად არის ეს პრობლემა და ზუსტად კარგად თქვი “რომ ყველა “თანამედროვე” ქართველი ყმაწვილი თანდათან იქცევა გურჯ მამრად, რომ ყველას ცვივა ნელ ნელა თმა, ეზრდება ღიპი და ყველა ვითომცდა პროგრესული, სტერეოტიპებისგან თავისუფალი შეხედულება რჩება ახალგაზრდობის გულუბრყვილო თავქარიანობად. “ჭკუაში” ჩავარდნილები კი ნელ ნელა უბრუნდებიან ისევ “ჭეშმარიტ” ფასეულობებს და მანამდე რომანტიული ოცნებებით და თავგადასავლებით გამსჭვალული ქალის მნიშვნელობა ისევ ეშვება “ბუნებრივ” ყოველდღიურად საჭირო ნივთთა შორის”
    შესანიშნავი ნათქვამია, მართალია მტკივნეული და ავადმყოფური,მაგრამ რეალური!!! არ ვიცი კიდე რამდნეი ტაობა იქნება საჭირო ერის სრული გაჯანსარებისთვის! ამ თემაზე ბევრი რამსი თქმა შეიძლება ,მაგრამ მეზარება ეხლა ფულოსოფოსობა თანაც არ მესმის რატო უნდა ვხარჯო დრო და ენერგია და ჩემი-ჭკუა-გონება ლორწოვანის დაახლ. 1 კვ.სმ ზომის ნაფლეთზე….

  6. ანდან–იმედი არ მოგიშალოს ღმერთმა,მაგრამ იმედგაცრუებ აგელის ეჭვი მაქვს, კი არადა _გველის ყველას :შ

  7. ისე, ამგარ ცუდ პონტში ხართ ბიჭები : D

    ზოგს ლამის მამაღმერთი გონია თავი, სინამდვილეში კი მასტერკა ტვინი არ აქვთ თავში და თვალსაწიერს ღიპის დიამეტრის მანძილით ზომავენ.

    ძირითადად, მათი წონა საფულის სისქის პროპორციულად იზრდება, ასევე პროპორციულად იზრდება მათში ეს ოღრაშული, ე.წ. გურჯული აზროვნებაც.

    ღიპზე ჩამომდნარ ქონის სუნი კი ფულის სუნთან პირდაპირ კავშირშია [ძირითადად] და ზუსტად ამ ჰაეროვნებისთვის “იკერავენ” ფსევდო ქალიშვილები და “კერავენ” მამრებს ))

    მარაზმამდეა ყველაფერი დასული 😐

  8. წინ სექსუალური რევოლუციისკენ… მე არაქალიშვილი ვარ 😀 😀 😀 არც გათხოვებას ვაპირებ და მინდა მარტოხელა დედა ვიყო! აი, თქვენ ნამდვილი შოკი))) ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თავით ვამაყობ, მაგრამ მიყვარდა და მეგონა ვუყვარდი… მორჩა… დანარჩენებმა თვითონ გადაწყვიტონ! ისე, კარგად დაფიქრდნენ… საზოგადოებრივ აზრზე მეტად საკუთარი თავის წინაშე რომ დარჩნენ მართლები… არც ისე ადვილია ეს ყველაფერი, როგორც თქვენ გგონიათ. თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს. მითუმეტეს პიროვნული თავისუფლება!

  9. არანაირად არ ძალმიძს, რომ არ დაგეთანხმო. :ბის:

    აბსოლიტურად მესმის შენი, მეც იმდენად უაზროდ მეჩვენება ეს “ქართული მენტალიტეტი” (მე ვიტყოდი უაზრო მენტალიტეტი).. კაით რაა! ვაღიაროთ, რომ ბევრ რამეში ვიჭრებით და ძაან მაგრადაც. ქართველების პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ თანამედროვეობას და თანამედროვე აზროვნებას ფეხს ვერ ვუწყობთ და ბოლომდე ვიცავთ სრულიად უაზრო, ამორალურ და არაადეკვატურ ტრადიციებს. ვერ ვიტანთ სიახლეებს!

    არააა, მე მიხარია რომ არ ვარ ასეთი ქართველი..

  10. ბოდიში, მაგრამ ტელეგონიის ფენომენის შესახებ გაგიგიათ? შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დოკუმენტური ფილიმი მამაკაცის კოდი შემდეგ მისამართზე:
    http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

  11. ტელეგონიის ფენომენი არის მითი 🙂 რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუ ადამიანი ოდნავ მაინც ერკვევა ბიოლოგიაში, ამნაირ შტერობას ვერ დაიჯერებს, მითუმეტეს არგუმენტად საშიშ მუსიკადადებული დოკუმენტური ფილმის ნახვის მერე 🙂

    • თქვენ ბიოლოგიაში პროფესიონალ კინოლოგებზე და მეჯინიბეებზე უკეთესად ერკვევით? ცნობილია, რომ ეს ბიოლოგიური მეცნიერებები ამ ფაქტს აღიარებენ. რაც შეეხება ადამიანს, მე ამ ფილმის გარეშეც ბევრი მსმენია ამ ფენომენის შესახებ. ჩვენ საკმაოდ ბრძენი წინაპრები გვყავდა და ქალიშვილობის წესიც სწორად დააწესეს. რაც შეეხება მუსიკას, ეს ფილმის რეჟისორის გემოვნების საკითხია და არამეცნიერების.

  12. თქვენ წარმოიდგინეთ და ვერკვევი 🙂 ბრძენმა წინაპრებმა იცოდნენ რა არის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა? ქრომოსომა? სპერმატოზოიდი? ფილმის გარეშე საიდან გაიგეთ ამ “ფენომენის” შესახებ? მუსიკა ადამინზე ზემოქმედების საშუალებაა. ეს ფილმი გათვლილია დილეტანტზე, რომელიც ბრმად ენდობა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, თუ ამას არა, მაშინ სხვა ავტორიტეტებს. სცადეთ სკეპტიკოსის თვალით შეხედოთ ამ იდეას, მაშინვე გამოჩნდება თეთრი ლაქები.

  13. ცოცხალი ფაქტებიდან. მაგალითად ჩემს მეზობელს ქართული ნაგაზი გადაუჯიშდა. კინოლოგიაში ცნობილი ფაქტია ტელეგონია. რაც შეეხება ადამიანებს, ყოფილა შემთხვევები. მაგ. ჩემი რძლის მონაყოლიდან ვიცი, რომ მის სოფელში გოგო გააუპატიურეს და შემდეგ ის სხვაზე გათხოვდა. გაუპატიურებიდან ერთი წლის შემდეგ მას ეყოლა შვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მოძალადეს (სოფელი პატარაა და მსგავსი ფაქტები არ იმალება). ჩვენმა წინაპრებმა შეიძლება არ იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა სპერმატოზოიდი, მაგრამ ჰქონდათ დაკვირვების უნარი და აქედან აყალიბებდნენ ცხოვრების წესს.
    რაც შეეხება რუსეთის მეცნიერებს, მგონი რუსებს ეწ. ,,ქალიშვილობის პრობლემა” ნაკლებად აწუხებთ. პირიქით მგონი ქალიშვილობა ბრიტანეთშიც კი უფროა გავრცელებული, ვიდრე რუსებში. არა მგონია ეს ფილმი ექსკლუზიურად კავკასიელებისთვის გადაეღოთ.

  14. რატომღაც მეეჭვება ეგ ფაქტები 🙂 გენეტიკური ანალიზი ჩატარდა? ამნაირი ჭორით იბადება ცრურწმენა, ცრურწმენისგან რელიგია. ელემენტარული ლოგიკაა: სპერმატოზოიდი ცოცხლობს 2–3 დღე (ავიღოთ 10 დღე ჩაკ ნორისისთვის) შემდეგ კარგავს ყველანაირ მოძრაობის უნარს. კვერცხსავალს აქვს პილები (წამწამებივითაა) რომელიც ლორწოს, კვერცხუჯრედს და სხვა რამეებს ერეკება საშვილოსნოსკენ (სხვანაირად ნაყოფი საშვილოსნოს გარეთ განვითარდება) საშვილოსნოში თვეში ერთხელ ხდება სისხლიანი რევოლუცია– რომლის შედეგადაც მთელი ლორწოვანი გარსი სისხლთან ერთად გარეთ გამოდის. ცხოველებში ეს პროცესი არ ხდება, მაგრამ ლორწოვანი გარსი მაინც გამოედინება პილების დახმარებით. დაახლოებით 1 თვეში სპერმის კვალიც არ რჩება. საიდან ტელეგონია?

  15. რა ვი. ჩემმა მეზობელმა საკმაო ფასად (რეგიონის კვალობაზე) იყიდა სუფთა ჯიშის ქართული ნაგაზი და კაცი ამით აპირებდა ცხოვრების აწყობას. რაც ფაქტი მოხდა მერე დაიფსო ბიზნესი. ერთი ჩემს ნათესავსაც აჩუქა (უჯიშო ძაღლის ლეკვები დახოცა, შემდეგი განაყოფიერების შედეგად გაჩენილი), მაგრამ ნათესავი, რომელიც კარგადაა კინოლოგიაში გათვიცნობიერებული, ამ ძაღლს სერიოზულად არ აღიქვამდა.
    მე ბიოლოგი არ ვარ, მაგრამ ამ ფილმიდან ჩანს, რომ სპერმატოზოიდებს ჰქონიათ გამოსხივება, რომლის კვალი რჩება ქალის დნმ-ში. აქედან კი გადადის ბავშვზე.

  16. შენი მეზობელი აფერისტის მსხვერპლი გახდა 😦 აი ლეკვების დახოცვა ნამეტანი მოუვიდა. სპერმატოზოიდებს თუ რამე გამოსხივება აქვთ მაგას რამე დეტექტორი უნდა აფიქსირებდეს, მაგ დეტექტორზე კი ნამდვილად არაფერი მსმენია. კინოლოგებზე და მეჯინიბეებზე მაინც ნუ გექნება დიდი წარმოდგენა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უმეტესობამ გენეტიკა მიჩურინის დონეზე იცის 🙂

  17. შეიძლება, მაგრამ მე მხოლოდ ამ სპეციალობების ფერმერები ვიცი, რომელთაც ჯიშიანი ცხოველების გამოყვანაზე მუშაობენ და მათში ტელეგონია მიღებულია. კიდევ, როგორც ვიცი, ჰაინრიხ ჰიმლერი, სანამ პოლიტიკაში შევიდოდა, ფერმერი იყო და ჯიშიანი ქათმების გამოყვანაზე მუშაობდა. გახდა ss-ის შეფი და ჯიშიანი ადამიანის გამოყვანაზე გადაერთო. თუ ნიუბერგის კანონებს გადავხედავთ, ტელეგონია ქათმებშიც მიღებული ყოფილა (ხუმრობით ვამბობ).
    რაც შეეხება დეტექტორს, ფილმში ნაჩვენებია, რომ რაღაც აფიქსირებს. თუ ტელეგონიის ფენომენი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

დატოვე კომენტარი