ყოველ 100 მზეში 23 დედამიწაა

დედამიწა აღარ არის განსაკუთრებული ადგილი – ირწმუნება ჟურნალი “Cosmos” ხუთ წლიანი ასტრონომიული კვლევების შედეგად უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ გარშემოექცევა ერთი დედამიწის მსგავსი პლანეტა.

კვლევები გამოქვეყნდა ჟურნალ “Science”-ში. რომელიც ემყარება ჰავაიზე მდებარე ტყუპი ტელესკოპების მეშვეობით გამოკლვეულ  მონაცემებს. გამოკვლეული იქნა 166 ვარსკვლავი 80 სინათლის წლის რადიუსში (დაახლ. 757 ტრილიონი კილომეტრი)

“დაახლოებით ყოველ 100 ტიპიურ მზის მაგვარ ვარსკვლავს ყავს ერთი ან ორი იუპიტერის ზომის პლანეტა, უხეშად რომ ვთქვათ 6 ნეპტუნის ზომის 12 სუპერ დედამიწის ხოლო 10 დედამიწის ზომის პლანეტა. – ამბობს ასტრონომი  წინამდებარე კვლევების ხელმძღვანელი ენდრიუ ჰოვარდი. 

“თუ ჩვენ მოვახდენთ ექსტრაპოლაციას დედამიწის ზომის პლანეტებისა, ერთ ნახევარი ან ორჯერ დიდი ზომის პლანეტებს შორის, ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რომ საშუალოდ თქვენ ყოველ 100 ვარსკვლავთან აღმოაჩენთ 23 დედამიწის ზომის პლანეტას” სამწუხაროდ დედამიწაზე მცირე პლანეტების აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიებით თითქმის შეუძლებელია. ის პლანეტებიც კი რომელიბიც დედამიწას სამჯერ აღემატებიან ზომაში ძნელად აღმოსაჩენი არიან, დაახლოებით ასეთი პლანეტაა Gliese 581 g რომელიც ჩვენგან 20 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. ის არის ჯერ ჯერობით ყველაზე დამსახურებული კანდიდატი, იმისა რომ ვუწოდოთ დედამიწის მსგავსი. ის სასიცოცხლო ზონაში იმყოფებდა და შეიძლება მის ზედაპირზე ოკეანეები და მდინარეებიც კია.

თუ ჰოვარდი და მისი კოლეგები მართლები არიან, ამ მოდელის მიხედვით გაცილებით მეტი დედამიწის მსგავსი პლანეტა ელის ჩვენგან აღმოჩენას, ვიდრე იუპიტერის მსგავსი “ეს ძალიან კარგი ამბავია – ამბობს ჰოვარდი – ნასა ანვითარებს ახალ ტექნოლოგიებს რათა მომდევნო ათწლეულში აღმოაჩინოს ნამდვილი დედამიწის მსგავსი პლანეტები, ეს ყველაფერი აღარაა ძალიან შორეული მომავალში.”

ასტრონომი ჯონ გრინჰილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს რომ ჩვენს სამყაროში დედამიწის მასის მქონე პლანეტები უმრავლესობას წარმოადგენენ.

“რომელიმე მათგანზე აუცილებლად აღმოჩნდება წყალი და სიცოცხლე” ამბობს ჰოვარდი.

One thought on “ყოველ 100 მზეში 23 დედამიწაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s