ნაჯღაბნი სიყვარულსა და რელიგიაზე

მოწამლული მაქვს გონება, წერას ვიწყებ, ვწერ, მერე შევჩერდები დავხედავ ნაწერს – ვშლი,  მოგროვდებიან აზრები,  სადღაც რომელიმე ხვეულში კონცენტრირდებიან, ეკრანზე  თანმიმდევრულად დგებიან მწყობრში, მერე ვფიქრობ – რა სისულელეა უნდა ამოვშალო ყველაფერი. ჯანდაბას ეს სიყვარულის ქიმია, მე მივანიჭე მას ამდენი უფლებამოსილება და მევე უნდა ჩამოვართვა, თუმცა ახლა უკვე გვიანია, მე შევკაზმე ეს ქიმიური სუპი ისე რომ ყოველ უჯრედში გაიჟღინთა და ახლა უწყალოდ ვიძირები ამ სენტიმენტალიზმის ჭაობში, სანამ ვინმე ახალი არ მოვა და არ ამომათრევს. რა საჭიროა ეს  იდეალებისადმი ფუჭი ერთგულება? მე, ათეისტმა, სიყვარული რელიგიად გავიხადე და ამიტომაც მიჭირს ისე მოვექცე სიყვარულს როგორც ბიბლიურ ღმერთს მოვექეცი. ეს სიყვარულიც ხომ ისეთივე ცალმხრივია როგორიც უნდა იყოს ბიბლიური ღმერთისადმი. განსხვავება ისაა რომ მე ვაღიარებ რომ ჩემი ღმერთი ჩემი წარმოსახვის პროდუქტია, ოღონდ ზებუნებრივობა და მისტიკა არ გამაგონოთ!

Continue reading

Advertisements