ნაჯღაბნი სიყვარულსა და რელიგიაზე

მოწამლული მაქვს გონება, წერას ვიწყებ, ვწერ, მერე შევჩერდები დავხედავ ნაწერს – ვშლი,  მოგროვდებიან აზრები,  სადღაც რომელიმე ხვეულში კონცენტრირდებიან, ეკრანზე  თანმიმდევრულად დგებიან მწყობრში, მერე ვფიქრობ – რა სისულელეა უნდა ამოვშალო ყველაფერი. ჯანდაბას ეს სიყვარულის ქიმია, მე მივანიჭე მას ამდენი უფლებამოსილება და მევე უნდა ჩამოვართვა, თუმცა ახლა უკვე გვიანია, მე შევკაზმე ეს ქიმიური სუპი ისე რომ ყოველ უჯრედში გაიჟღინთა და ახლა უწყალოდ ვიძირები ამ სენტიმენტალიზმის ჭაობში, სანამ ვინმე ახალი არ მოვა და არ ამომათრევს. რა საჭიროა ეს  იდეალებისადმი ფუჭი ერთგულება? მე, ათეისტმა, სიყვარული რელიგიად გავიხადე და ამიტომაც მიჭირს ისე მოვექცე სიყვარულს როგორც ბიბლიურ ღმერთს მოვექეცი. ეს სიყვარულიც ხომ ისეთივე ცალმხრივია როგორიც უნდა იყოს ბიბლიური ღმერთისადმი. განსხვავება ისაა რომ მე ვაღიარებ რომ ჩემი ღმერთი ჩემი წარმოსახვის პროდუქტია, ოღონდ ზებუნებრივობა და მისტიკა არ გამაგონოთ!

ეს ყველაფერი ზებუნებრივი იმდენადაა რამდენადაც ჩემმა ფანტაზიამ “გაქაჩა” თუმცა ეს როდი აკნინებს ამ რელიგიურ გრძნობებს, მე იმაზე ვღელავ რომ ჩემი რელიგია ჩემზე გაბატონდა. თუმცა რელიგიის მიზანიც ხომ ესაა. ამისკენ ისწრაფვოდა ინსტიქტიც და ინდივიდუალობაც, არაცნობიერიც და ცნობიერიც, ახლა კი რაციონალური არჩევანის საშუალება მოისპო და როცა სიყვარულიც ისეთივე მიუღწევადი და შეუვალი გახდა როგორც ბიბლიური ღმერთი, ჩემგან მორჩილება და ერთგულება მოითხოვა.

მერე რა რომ ვეღარ ვიმორჩილებ, მერე რა რომ მისტიციზმს არ ვჩხრიკავ მერე რა რომ სიყვარული ბიოლოგია და ქიმიაა მხოლოდ, განა იმ ღმერთზე ნაკლებია ტაძრებში რომ ხატია კედლებზე?

ან იქნებ მთელი ეს სიყვარული მეოცნებეს პორტრეტიდან გამომდინარეობს? ძნელია დაინახო იმ პორტრეტის მთელი ჰარმონია რომელიც შენს ყოველ უჯრედს განაწყობს ოცნებისთვის და გულგრილობა შეინარჩუნო. აი რა გვაფიქრებინებს სიყვარული ზებუნებრივობაში ვეძებოთ, რადგან გონებას აღარ ძალუძს პრაგმატული უსარგებლობიდან გამომდინარე მოისროლოს ფუჭი ვნებათა ღელვა, მაშინ როცა სადღაც სხეულში მძვინვარებს ნეტარების ოცნება.

ამიტომაც მიჭირს სიყვარულს ისე მოვექცე როგორც ბიბლიურ ღმერთს მოვექეცი,

იმ დღეს უცნაური სიზმარი ვნახე, მუხლისჩოქა ვიდექი და ვტიროდი, ღმერთო მაპატიე და შემინდე მეთქი – ისე მწარედ ვტიროდი გეგონება ეშეფოტზე ავყავდი ვინმეს და სისოცხლე დასათმობად მენანებოდა, არ ვიცი რა მატირებდა ან რატომ ვთხოვდი ღმერთს პატიებას, რომ გამოვიღვიძე სახე სველი მქონდა, ცრემლები მომდიოდა, რა ჯანდაბაა? ეს იმ ნამცეცა პროცენტების, სინდისის ქენჯნაა, რომლებიც ჯერ კიდევ თრთიან ჩაგონებული ბიბლიური ღმერთის წინაშე?

კარგი ისაა რომ მიუწვდომლობის და სინანულის მჩხვლეტავ ტკივილებთან ერთად არსებობს რომანტიული თვითკმაყოფილება, რომელიც შთაგონებად და ცხოვრების აზრად გარდაიქმნება და ცხოვრებას ისე გვიხატავს როგორც ჩვეულებვრივ ყოველდღიურობას არ ძალუძს, სასოწარკვეთილი სურვილების მომხიბვლელობა, სხეულის ყოველი უჯრედით განცდილი ოცნება, ესთეტიკის დიდი დოზა, აი ესაა კარგი, როცა ნეტარების მწვერვალზე არ იმყოფები მაშინ უფრო აფასებ მწვერვალს, რომანტიული გრძნობა გარდა იმისა რომ სასტიკად გისწორდება, იმასაც გასწავლის რომ სიცოცხლე მშვენიერია, რომ მისი თითქოსდა უმნიშვნელო მცირე დადებითი მუხტებიც კი ბედნიერებაა. ხანდახან იმასაც ვფიქრობ: რა კარგია რომ არსებობს, და მეც ვარსებობ… ხომ შეიძლება ჩვენი არსებობა არასდროს მომხდარიყო. რა კარგია რომ ის არსებობს, არსებობს მისი თმა, რომელიც ხან მუქი ყავისფერი მეჩვენება, ხან კუპრივით შავი. რა კარგია რომ არსებობს მისი მომაჯადოებელი ღიმილი და უსაზღვრო ბედნიერების შეგრძნება რომელსაც ეს ღიმილი ქმნის მის სახეზე, რა კარგია რომ არსებობს მისი შავი წარბები და ხორბლისფერი კანი… facebook-იც რომ არსებობს ეგეც კარგია, იმიტომ რომ ამ მედიუმის გარეშე დიდი ხანია აღარ მინახავს, ისე როცა ჩვეულებვრივ იღიმის, მე მისით ვხედავ როცა მისი ღიმილები ფოტოობიექტივს გაუჩერებია დროში.

P.S:  სულ გავრეკე.

7 thoughts on “ნაჯღაბნი სიყვარულსა და რელიგიაზე

  1. რაღა დაგიმალო და საშინლად მომწონს შენი ნაწერები , შენი აზრები და საერთოდაც კარგი ადამიანი ჩანხარ. სიყვარულის კიდევ არ მჯერა ღმერთის არსებობას კიდევ ვეჭვობ, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ არსებობს ანუ პირიქით პოზიციები გვაქვს ამ საკითხში

    Like

  2. რაღაც ასეთ რომანტიკულ პოსტს ეგზისტენციალურ დუხში დიდი ხანია შენგან ველოდი🙂
    პლანეტებზე რომ წერ, მაშინაც კი ჩანს ხოლმე ეს დაფარული რომანტიკა🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s