ჩემი კომპიუტერის ძველმანებში

გუშინ გადავწყვიტე კომპიუტერი გამესუფთავებინა, ხავსმოდებული ძველმანები სანაგვეზე გადამეყარა, ძველი ფაილები დამეხარისხებინა, “ფორთოჩკა” გამომეღო და ჰაერი გამეწმინდა, ჩახუთულ მყარ დისკს რომ ამოესუნთქა თავისუფლად. გადავქექე ძველი ფოტოები, მტვრიან თაროებზე შემოდებული ფოტოალბომები და გადავწყვიტე, რამდენიმე საინტერესო და ჩემთვისაც მივიწყებული ფოტო გამომეფინა,

ეს იყო მაშინ როცა ტიტანიკი ჩაიძირა, არ ვიცი იცოდნენ თუ არა ეს ამბავი ტფილისში ჩემმა წინაპრებმა, მაგრამ ის კი იცოდნენ რომ ფოტოს გადაღება არაჩვეულებვრივი მოვლენა იყო.

ტფილისი 1911-1913 წწ (ზუსტი თარიღი უცნობია)

ეს ერთადერთი და უნიკალური ფოტოა, ჩემს ოჯახში რომელიც ყველაზე შორეულ წინაპრებს ასახავს. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე სახლში, ფოტო გაყვითლებული არ იყო რადგან ორიგინალის შედარებით ახალ ასლს წარმოადგენდა, მივხვდი რა ფოტოს მნიშვნელობას მაშინვე დავასკანერე და მისი ციფრული ვარიანტი შევინახე.

ეს უკვე ახლო წარსულია, ჩემი დაიკო აქ 3 წლისაა. ანტალიაშია და უხარია, აუზიდან ძლივს ამოყავთ. ეს საუცხოო ხარისხის ფოტო სასტუმროს ფოტოგრაფმა გადაუღო, ხოლო მე დასკანერება დამეზარა და ფოტო გადავუღე, ამიტომაც ემჩნევა ე.წ. “სპიშკის” კვალი.

ეს კი ჩემი ძველი ნამუშევრებია, მაშინდელი 3D max-ი რომ ვიცოდი და ვმუშაობდი, მართალია ესეც არაპროფესიონალური და კუსტარული მაგრამ არაუშავს

არტ გენზე მთვრალი, ცოტა წავთვლიმე? – არა ისე ვწევარ… (ვითომ)

ერთი ფაილიც აღმოვაჩინე, რომლის არსებობაც საერთოდ აღარ მახსოვდა, ესაა ფსიქოლოგისთვის ჩამოწერილი უარყოფითი და დადებითი თვისებები:

დადებითი:

1. ტაქტიანი ვარ. შემიძლია სწორად განვსაზღვრო როდის და რისი თქმა არის საჭირო ან როგორი ფორმით და მიდგომით, ისე რომ ჩემს სიტყვას არ მოყვეს რაიმე გაუგებრობა და უკუშედეგი, ასევე შემიძლია ბოლომდე საკუთარი საქციელის და მოქმედების მართვა…

უარყოფითი:

1. ზარმაცი ვარ და ხშირად უნებისყოფო.. თუ ძალიან კონკრეტულ შედეგს ვერ ვხედავ რაიმე საქმეში იმ საქმეს იქამდე გავწელავ რომ თავადვე შემძულდება საკუთარი თავი..

დადებითი:

2.  ვფიქრობ რომ ვიცი ურთიერთობების ფასი.. ვცდილობ მაქსიმალურად დავაფასო ყველა ახლობელი ადამიანი და მათი დამოკიდებულება ჩემდამი..  

უარყოფითი:

2. ყოველთვის სამომავლოდ ვდებ ისეთ საქმეს თუ პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ მაქვს, ეს ძალიან მაწუხებს მაგრამ გამოსწორებისთვის ნებისყოფა არ მყოფნის.. პროგრესისადმი მიდრეკილების მიუხედავად, მიძნელდება საქმის იმ დეტალებზე კონცენტრირება რომლებიც რაიმე კომპლექსურ შედეგზეა ორიენტირებული და არ მგვრის მომენტალურ სიამოვნებას მისი კეთება.. ვცდილობ თავს ძალა დავატანო ხოლმე მაგრამ კონცენტრირება მიჭირს.. ვიწყებ სხვა რამეებზე ოცნებას და საბოლოოდ 1 საათის საქმე შეიძლება 1 კვირა ან გაცილებით მეტიც კი გადავდო, გავწელო.. ეს მომენტი ნაკლებად ხდება მაშინ როცა ოფიციალურად ვმუშაობ და საქმე კონკრეტულ ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ არ ვაკეთებ დღეს როცა ვიცი რომ ხვალ მექნება ამის დრო.. არადა რეალურად ჯობს დღეს მოიცილო..

და ა.შ… (ყველას არ ჩამოვწერ😀 )

ეს ორი ფოტო მე შევაერთე, ისე უბრალოდ ერთი ძალიან ვიწრო იყო მეორე არასაკმარისად ფართო. უფფ ვინ მოთვლის რამდენი მოტეხილობა გადამიტანია, ამიტომ ხშირად ვიჯექი თაბაშირში, უფრო ზუსტად სამჯერ, ორჯერ მაჯის მოტეხილობის გამო, ერთხელ კი კოჭი მქონდა გაბზარული აივნიდან გადმოხტომის გამო და სამი კვირა გავატარე მწოლარემ, ფეხი კი ბალიშების კასკადზე მედო. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, ხელის მოტეხილობაც, მაგრამ ეს ფოტო არ მახსოვს. მეორე ფოტოში მაკარტნის ალბომის ქოვერს Back in the US-ს განვასახიერებ ჩემს ჭკუაში.

ჰმ.. ადრე თურმე პიტ ბესტიც მეცოდებოდა ბიტლებიდან უსამართლოდ რომ გამოუშვეს:

 

მერე ლენონის ცხოვრების რუსულად წაკითხვაც ვცადე, მაგრამ ვერ გავქაჩე, სად ვიცი მაგდენი რუსული, ეტყობა დიპლომიც ახალი აღებული მქონდა, რახან არეულ მაგიდაზე დემონსტრაციულად ეგდო ზედ.

 

ეს ისე გრძელი თმა მომენატრა.

P.S: ბევრი რამ წავშალე სანამ პოსტის წერას გადავწყვეტდი და მერე ვინანე ხომ გამოვიყენებდი მეთქი პოსტში.

5 thoughts on “ჩემი კომპიუტერის ძველმანებში

  1. მე უკეთესი პრინციპით ვცხოვრობ: არასოდეს გადადო საქმე ხვალისთვის, როცა შეიძლება მისი გადადება ზეგისთვის :დ ყოველთვის ამართლებს )
    მითქვამს, შენი წერილები რომ ძალიან მომწონს?
    🙂

    Like

    • მართლა ამართლებს? მე მხოლოდ საქმეს მირთულებს, თუმცა ფატალურ შედეგებამდე არ მიმყავს ხოლმე საქმე…
      მადლობ… მეც მომწონს შენი წერილები, ზოგჯერ იმდენად რომ კომენტარისთვის სიტყვებს ვერ ვპოულობ ხოლმე.

      Like

  2. აბა რა, ცოტა დრო რომ რჩება მთლიანად მობილიზებული ხდები და საქმეს უკეთ აკეთებ ვიდრე ნაწილ-ნაწილ რომ გაგეკეთებინა
    მაგ. 3 საათში დაწერილ თემაში ფილოსოფიის კონფერენციაზე ჯილდო მივიღე, პოლიტიკურ ნაშრომში კი 3 თვე რომ ვწერდი, ფურცელი მომცეს, რომ მონაწილეობა მივიღე :დ გეუბნები, ათასჯერ გადამოწმებული მეთოდია :)))
    ნეტში არ ვწითლდები და რა გითხრა აბა🙂 მადლობა🙂

    Like

    • მე მასე არ გამომდის, ზოგჯერ შეიძლება გამომივიდეს კიდეც, მაგრამ ძირითადად, როცა ბევრი დრო მაქვს მაშინ უკეთესი გამოდის. მთავარი მონდომებაა, მიწურულს რომ ვაკეთებ მაშინ იმაზე ვფიქრობ რომ დროში ვიწვები და არ გამოდის კარგი.

      Like

  3. “ზარმაცი ვარ და ხშირად უნებისყოფო.. თუ ძალიან კონკრეტულ შედეგს ვერ ვხედავ რაიმე საქმეში იმ საქმეს იქამდე გავწელავ რომ თავადვე შემძულდება საკუთარი თავი..”
    აი მეეეც ზუსთად.. და კიდევ ბევრი საერთო თვისება ვჰპოვე, მაგრამ არარ ჩამოვწერ.. : )))))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s